ნაკრების და "ოლიმპიას" კალათბურთელს სწამს, რომ ევრობასკეტზე საქართველოს საუკეთესო სამ გუნდს შორის მოხვედრის შანსი აქვს
"ვლადიმერ ბოისა ლიუბლიანური კლუბის ღირსებას 2001-05 წლებში იცავდა და ერთ-ერთი ლიდერიც იყო. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იგი რუსეთშიც თამაშობდა, ესპანეთშიც, საბერძნეთშიც, ხორვატიაშიც და ხუთწლიანი შესვენების შემდეგ სლოვენიის "ოლიმპიაში" 2010 წელს დაბრუნდა. მას მუხლის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და თამაშს იანვრიდან შეუდგა.

ჯერჯერობით უცნობია, 2011-12 წლების სეზონში დარჩება თუ არა ბოისა "ოლიმპიაში", თუმცა სადღეისოდ სხვა საფიქრალი აქვს - საქართველოს ნაკრები. ქართველებთან ერთად იგი ავსტრიაში ვარჯიშობს", - ასეთი შესავალი გაუკეთა ვოვა ბოისასთან ინტერვიუს სლოვენიურმა გაზეთმა "ეკიპმა".

- გასულ სეზონში საკუთარ თამაშს როგორ აფასებ?

- კმაყოფილი მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ტრავმირებული ფეხი მოვიშუშე და თავს კარგად ვგრძნობ. გაცილებით უკეთაც შემეძლო მეთამაშა. თუმცა წარსულზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს. აღარც ვნერვიულობ. წინ ახალი ამოცანებია - საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები. მთავარია, რომ ჯანმრთელი ვარ და ფეხი აღარ მაწუხებს.

- "ოლიმპიამ" კონტრაქტის განახლება არ შემოგთავაზა?

- ამ მიმართულებით სიახლე არ არის.

- სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელი საშა ფილიპოვსკი ან "ოლიმპიას" მენეჯერი იანის რაიგელი არ შეგხმიანებიან?

- არა. არ დაურეკავთ.

- "ოლიმპიაში" დარჩენის სურვილი თუ გაქვს?

- ეს ერთადერთი გუნდია, სადაც სიამოვნებით ვითამაშებ. თუმცა დავრჩები თუ არა კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. ლიუბლიანაში სახლი მაქვს. შინ თამაში ყოველთვის კარგია, მაგრამ თან გარკვეული სირთულეებიც ახლავს. არაერთი კლუბის მაისურა მომირგია, მაგრამ თავს მაინც ოლიმპიელად ვთვლი.

- "ოლიმპიას" ახალ თავკაც ფილიპოვსკისთან ადრე გიმუშავიათ?

- მის გაწვრთნილ "ოლიმპიაში" ორი წელი გამოვდიოდი. მაშინ მწირი ბიუჯეტის გამო ახალგაზრდული გუნდი გვყავდა, თუმცა არსებული რესურსით მაქსიმუმს მივაღწიეთ.

- მაშინ გუნდის ლიდერი იყავი...

- ყველამ მაქსიმუმი გაიღო და წარმატება ასე მოვიდა. გუნდში ჩემს გარდა როდრიგესი და ბაზდარიჩი თამაშობდნენ. ასე რომ ერთპიროვნული ლიდერი არ ვიყავი.

- სანაკრებო თემაზე გადავიდეთ. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. გამოდის, რომ ძველ კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ღირსებას იცავ.

- საქმეს დიდი ენთუზიაზმით ვეკიდებით. ნაკრების ევრობასკეტზე მოხვედრა დიდი ბიძგი აღმოჩნდა საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში. მას მერე კლუბებში ინვესტიციებიც უხვად გაჩნდა. 2011-12 წლების სეზონში ევროჩელენჯზე ორი ქართული გუნდი ითამაშებს - "არმია" და "სოხუმი". პირველი პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, მეორე შეჯიბრებას საკვალიფიკაციოდან დაიწყებს.

- საქართველოს ნაკრებს მოსამზადებლად როგორი პირობები აქვს?

- მართალია, სლოვენიას ვერ გავუტოლდებით, მაგრამ მაქსიმუმს ვაკეთებთ. მეოთხე წელია შეკრებას ავსტრიაში გავდივართ. ამ ქვეყანაში ვარჯიშით კალათბურთელებიც კმაყოფილები ვართ და მწვრთნელი იგორ კოკოშკოვიც. ყველასგან იზოლირებულები ვართ და მხოლოდ საკალათბურთო მოედანზე, ვარჯიშსა და დასვენებაზე ვფიქრობთ.

- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს რა მიზნები აქვს?

- ევრობასკეტის დებიუტანტები ვართ და ჩენი მთავარი მიზანი ლიტვაში ღირსეულად გამოსვლაა, რაც იოლი ნამდვილად არ იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ ასეთ გრანდიოზულ შეჯიბრებაზე თამაშის გამოცდილება არ გვაქვს. თუმცა, ვფიქრობ, ჯგუფში საუკეთესო სამ გუნდს შორის მოხვედრის რეალური შანსი გვაქვს.

ისიც ვიცი, რომ ჩემსავით ფიქრობენ ბულგარელები, ბელგიელები (რომლებმაც გასულ წელს ევროშესარჩევზე ორეჯერ მოგვიგეს) და უკრაინელები. რუსეთი და სლოვენია გამოკვეთილი ფავორიტები არიან და ჯგუფიდან გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ. დანრჩენი ოთხი ნაკრები კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. შესაბამისად შანსები მათზე თანაბრად ნაწილდება და 25-25 პროცენტს უტოლდება. თუმცა, საქართველოს ნაკრებს სხვებზე ოდნავ უკეთესი შემადგენლობა ჰყავს და ამიტომაც ვამბობ სამეულში მოხვედრა შეგვიძლია-მეთქი.

საერთოდ კი, ჩვენს ჯგუფში საინტერესო ბრძოლები გაჩაღდება და დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი ჩვენგანი სლოვენიას ან რუსეთს აუცილებლად დაამარცხებს.

- საქართველოს ნაკრებში ყველა ლიდერი ითამაშებს?

- თუ აქამდე ვინმე გვაკლდა, ამის მიზეზი ტრავმა იყო. მაგალითად, გასულ წელს მუხლის ტრავმის გამო ნაკრებს მე ვერ დავეხმარე; 2009 წელს მანუჩარ მარკოიშვილმა გამოტოვა სანაკრებო თამაშები. მას ახლაც აწუხებს კოჭი, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ტრავმა მანუჩარის ნაყოფიერებაზე დიდ გავლენას არ მოახდენს. ასე რომ, წლეულს ნაკრებში ოპტიმალური შემადგენლობაა შეკრებილი და ყველა გულიანად ვარჯიშობს.

- გუნდის ლიდერები ვინ არიან?

- მთავარი ვარსკვლავი ზაზა ფაჩულიაა, რომელიც "ატლანტა ჰოქსში" თამაშობს. ვიქტორ სანიკიძე და მანუჩარ მარკოიშვილი იტალიის ჩემპიონატში წარმატებით გამოვიდნენ. ნიკა ცქიტიშვილი ესპანეთის პირველობაზე ასპარეზობდა. ახალწვეული მარკიზ ჰეინსიც მაღალი კლასის კალათბურთელია. მე და გიორგი შერმადინმა გასული სეზონი "ოლიმპიაში" გავატარეთ. როგორც გითხარით, ჩემი მთავარი ამოცანა ტრავმირებული ფეხის მოშუშება იყო, ხოლო გიორგი შერმადინმა დაგვანახვა, რომ მღალ დონეზე შეუძლია თამაში. ახალგაზრდა თორნიკე შენგელიასაც წარმატებული სეზონი ჰქონდა. საქართველოს ნაკრებში არაერთი მაღალი დონის კალათბურთელია და ამიტომაც ვლაპარაკობ ოპტიმისტურად.

- გულშემატკივრების ინტერესზე რას იტყვი?

- ევრობასკეტზე დასწრებას ბევრი ქართველი აპირებს. ინტერესი დიდია, მაგრამ არის ერთი დაბრკოლება - ლიტვა საქართველოდან შორსაა და ყველა ვერ შეძლებს სურვილის ასრულებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სლოვენიაზე მეტი ქომაგი არ გვეყოლება, თუმცა ტრიბუნების მხარდაჭერა რომ გვექნება ამაში დარწმუნებული ვარ.

- სლოვენიის ნაკრებზე რას იტყვი?

- ამ გუნდის საწვრთნელ პროცესს თვალს 24 ივლისამდე ვადევნებდი. ვნახე ამხანაგური მატჩი პოლონეთთან. 24-ში კი საქართველოს ნაკრებს შევუერთდი და ლიუბლიანას დატოვება მომიწია.

- სლოვენიელებს კარგად იცნობ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელებს მეტოქეებზე საკმარის ინფორმაციას მიაწვდიდი.

- სლოვენიის ნაკრების კალათბურთელებს შესანიშნავად ვიცნობ. თუმცა მწვრთნელებს ჩემი დახმარება არ დასჭირვებიათ - ყველა მეტოქეზე ამომწურავ ინფორმაციას ფლობენ. ჩვენთან "მილუოკი ბაქსის" მწვრთნელიც (ჯეისონ სტაუდტი) მუშაობს, რომელსაც კარგად შეუძლია "სადაზვერვო" ინფორმაციის მოპოვება.

- სლოვენიის ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ითამაშებს. ზოგიერთი კალათბურთელი ჩამოსვლაზე უარს აცხადებს. რას ელი ამ გუნდისგან?

- სლოვენიას არაერთი მაღალი დონის მოთამაშე აკლია. ზოგს ტრავმა აქვს, ზოგი საკუთარი სურვილით არ ჩავიდა. ასე რომ, ევრობასკეტზე შეიძლებოდა უკეთესი სლოვენიაც გვენახა. გუნდში საუკეთესო შემადგენლობა რომ იყოს შეკრებილი, პროგნოზის გაკეთებაც გამიადვილდებოდა. ახლა კი, არ ვიცი, რას უნდა ველოდეთ სლოვენიისგან. ამის მიუხედავად, სლოვენიასა და საქართველოს მაინც ვერ შევადარებთ. მათ განსხვავებული მიზნები აქვთ: სლოვენიელები მაღალი ადგილებისთვის აპირებენ ბრძოლას, მაშინ როცა ქართველთა მთავარი ამოცანა მეორე ეტაპზე გასვლაა. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, სლოვენიელებს საპრიზო ადგილებისთვისაც შეეძლებათ ბრძოლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ