NHL-ის ლეგენდების გვერდით დაიდებენ ბინას ყოფილი ვარსკვლავები - კრის ჩელიოსი, კიტ ტკაჩუკი და გარი სუტერი
ჰოკეის დიდების დარბაზს სამი ახალი წევრი შეემატება. NHL-ის ლეგენდების გვერდით დაიდებენ ბინას ყოფილი ვარსკვლავები - კრის ჩელიოსი, კიტ ტკაჩუკი და გარი სუტერი. ოფიციალური ცერემონია 2011 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

ლეგენდარულმა მცველმა ჩელიოსმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 26 სეზონი ჩაატარა. მან "მონრეალის", "ჩიკაგოს", "დეტროიტისა" და "ატლანტას" შემადგენლობაში ითამაშა და კარიერის დასრულების მომენტში მცველებს შორის რეკორდსმენი იყო ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით - 1651. ჩელიოსი სტენლის თასის სამგზის მფლობელია.

სუტერმა NHL-ში 17 წელი გაატარა და 1989 წელს "კალგარის" სტენლის თასის მოპოვებაში დაეხმარა, ტკაჩუკის ანგარიშზე 19 სეზონი მოდის და ის იმ ოთხ ამერიკელ ჰოკეისტს შორისაა, ვისაც NHL-ში 500-ე მეტი შაიბა გაუტანია.

"ბოსტონ ბრუინზის" ცენტრფორვარდს მარკ სავარს კვლავაც აწუხებს ტკივილები ტვინის შერყევის გამო, რომელიც მან გასულ სეზონში გადაიტანა. ამიტომაც "დათვების" ერთ-ერთ ლიდერს 2011-12 წლების სეზონის გამოტოვება მოუწევს. არც ის არის გამორიცხული, რომ სავარმა საერთოდ დაასრულოს კარიერა.

"გამიკვირდება სავარმა მომავალ სეზონში მოედანზე გასვლა რომ მოახერხოს", - აღიარებს "ბრუინზის" გენერალური მენეჯერი პიტერ ჩიარელი. სავარაუდოდ, ფორვარდს ხანგრძლივად ტრავმირებული მოთამაშეების სიაში შეიყვანენ, რადგან მისი კონტარქტი 2016-17 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში.

ბოლო ორ სეზონში სავარმა მხოლოდ 66 მატჩი ჩაატარა და 43 ქულა (12+31) დააგროვა.

"ნიუ იორკ აილენდერსის" მფლობელი ჩარლზ ვენგი არ გამორიცხავს კლუბის ადგილმდებარეობის შეცვლას. "კუნძელელებს" 2015 წელს ეწურებათ საშინაო არენის - Nassau Coliseum-ის იჯარის ვადა, ახალი სტადიონის ასაშენებლად საჭირო 400-მილიონიან კრედიტზე კი უარი გამოუცხადეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა და ნასაუს რეგიონის 71 პროცენტმა უარი განაცხადა ჰოკეის ახალი არენის მშენებლობაზე. ისინი შიშობენ, რომ კრედიტის დასაფარად გადასახადების ოდენობა მოიმატებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა