ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „რეალთან“ 2:4 დამარცხდა.

ეს რაღაც ფანტასტიკა გახლდათ - ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის კერპი გუნდის, „რეალის“ წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“.

სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი დი ლორენცომ სიმეონეს მიაწოდა და მან ლუნინის კარი დალაშქრა. თუმცა როდრიგომ მალე ანგარიში გაათანაბრა, ბელინგემმა კი მადრიდელები წინ გაიყვანა. მარცხენა მცველების, ოლივეირას და მარიო რუის არყოფნაში ხვიჩას ჟუან ჟეზუსი სათანადო დახმარებას ვერ უწევდა. ქართველი მაინც გაექცა მცველებს, კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთს ალაბა გადაეღობა და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

შესვენების მერე მწვრთნელმა მაცარიმ სიმეონე ოსიმენით შეცვალა, ხოლო ანგისამ თანაფარდობა აღადგინა. ცოტა ხანში ნეაპოლელებს შანსი მიეცათ - ხვიჩამ სწრაფი კონტრშეტევისას პასი კარის წინ ნიგერიელს გაუკეთა, რომელსაც ბურთი ვალვერდემ ჩაუჭრა. თამაში კიდევ უფრო სანახობრივი გახდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, შანსი „კვარამ“ ვერ გამოიყენა, შეცვლაზე შესულმა ხოსელუმაც. ტრავმირებული ზელინსკის ნაცვლად მოედანზე ელმასი შევიდა, „ნაპოლი“ ინიციატივას დაეუფლა, ოსიმენის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. თუმცა მალე მადრიდელები ისევ გააქტიურდნენ, მეკარე მერეტმა გატანა რიუდიგერს და ბელინგემს არ დაანება, 19 წლის პასის შორიდან გასროლილს კი ვერ გაუმკლავდა. კომპენსირებულ დროში ხოსელუმაც დაამწუხრა და "ნაპოლიმ" მარცხი განიცადა.

პარალელური შეხვედრა "ბრაგასა" და "უნიონს" შორის 1:1 დასრულდა. „ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“

რეალი - ნაპოლი 4:2

გოლები: 0:1 სიმეონე (90), 1:1 როდრიგო (11), 2:1 ბელინგემი (22), 2:2 ანგისა (47), 3:2 პასი (84), 4:2 ხოსელუ (90+4)

მამუკა
შენ ფეხბურთი ისე გესმის , როგორც ირაკლის ჩინური ( ა რ კ ვ ი ე ახლა ვინაა ირაკლი ) დაიხსომე,,პროფესორო " ბ ე ლ ი ნ გ ე მ ი კი არ ათამაშებს რეალს , არამედ პირიქით ! შენ კი ხვიჩა ს თ ხ ო ვ იმ დაცვით და (გარკვეულ წილად)ნახევარ დაცვით ,ფ ი ნ ტ ე ბ ი ს კორიანტელი დ ა ა ტ რ ი ა ლ ო ს მოედანზე ¡¿ მასე ყველი ხაჭაპურში
gio
თითქოს სისწრაფე და სისხარტე აკლია კვარას. ჩემის აზრით, კვარას ნაირ გარემარბს გუნდისგან განსხვავაებით, სხვანაირი ინდივიდუალური ვარჯიშები ჭირდება. ერთი დრიბლინგი ვერ განახორციელა გუშინ, რაც ძალიან გასაკვირია ამხელა ტალანტისგან. ზედმეტად გუნდურად თამაშობს და თავისთავზე არ/ან/ვერ იღებს თამაშს. ამ ლობოტკაზე რომ ამბობენ მეორე ინიესტააო, ვაფშე არ მომწონს. მოედნის ცენტრში ბურთს რომ მიიღებს ჯერ უკან უნდა შემობრუნდეს და მერე 1 სთ. უნდა იფიქროს როგორ გაანაწილოს ბურთი. ეგ მარტო საჯარიმოდან ბურთის ამოტანაში ვარგა. ხვიჩას თამაშები რომ მახსოვს რუბინში, ბათუმში და წინა სეზონის პირველ ნახევაში, დრიბლინგები, გამწვავებები....ეხლა ერთი მაგარი დრიბლინგი სანატრელი გაგვიხდა..... წარმატებები კვარა!!!
ვასო67ს
არაფერი, წამოწვეს
კომბლეს
ძაან აჭრილი ხარ! წადი ჰოკეის უყურე!
ჟორა
კვარაცხელიას აღნიშვნა ძალიან გამაღიზიანებელია იმიტომც გაუშვეს ერთ წუთში გოლი გაბრაზდნენ რეალის ქართველი ფანები
სიახლე
ჯერ ერთი რომ რეალი არა მხოლოდ ნაპოლიზე არამედ 2-3 (სიტი, ბაიერნი, -პსჟ) გუნდის გარდა 10 თავით მაღლა დგას, მეორეც ნაპოლის დაცვა საშინლად გამოიყურებოდა, ცენტრი საერთოდ არ ვარგა და ხვიჩას მხარეს საერთოდ მკვდარი იყო ფლანგი. დილორენცო მხოლოდ თუ თამაშობს, ლობოტკა-ზელენსკი კიდევ ვერ მივხდი რას ბოდიალობდნენ. ასე თუ ისე ლვარა და პოლიტანო ფლანგებიდან ცდილობდნენ რაღაცას, აი თავდამსხმელი არ იყო გუშინ მოედანზე ასე მგონია მე. ამიტომ თუ წააგო რეალთა ეს არაა კატასტროფა, აი მონცას და ვერონას რომ ვერ უგებ ეს უფრო მგონია კატასტრობა ვიდრე გრანდებთან ამრცხი.
Gogi
რეალისტურად უნდა შევხედოთ სიტიუაციას: არაა ნაპოლი რეალის კლასის გუნდი და არც ხვიჩაა მარადონა რომ მარტომ ათრიოს გუნდი.
ვასო67
რა აქვს დასამტკიცებელი
Დათო
ფაქტია, რომ ვერ ითამაშა ის ფეხბურთი, რასაც მოველოდით. რეალი შეთამაშებული, უმაღლესი ტექნიკურ ტაქტიკური მომზადების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, ანჩელოტი კი სამწვრთნელო ხელოვნების უმაღლესი ქურუმი! ნახეთ რა იქნა ტაქტიკურად ნაპოლის,ჯერ ვთქვათ რომ ნახევარი ძალით ეთამაშა, მათ დანაკლისზე არაფერს ვამბობ,როცა დაჭირდათ როგორ დაუმალეს ბურთი, ან რა პასები აკეთეს, ან როგორ მოძრაობდა რეალის ნახევარდაცვა და შემტევები, ან რა დონის ინდივიდუალური ტექნიკა გააჩნია თითოეულ მათგანს და უცბად ერთი გადაცემა და გოლი...ხვიჩას რაც შეეძლო გააკეთა, მეტის გაკეთების საშუალება ანჩელოტი არ მისცა... ნახეთ როგორ მეურვეობდა მას კარვახალი და რუდიგერი და შევადაროთ როგორ მეურვეობდნენ ნეაპოლელები ბელინგემს და როდრიგოს... შეადარეთ?ეს გახლავთ ტაქტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც გადამწყვეტია ამ დონის დაპირისპირებების დროს... აბა ბელინგემს ყოლოდა იმგვარი მეურვეობა, როგორც ხვიჩას, ვნახავდით რასაც შეძლებდა... ცოდოა ხვიჩა ამ დონის გუნდში, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს... და ველოდოთ....
კ ო მ ბ ლ ე
ბელინგემი სუსტია ხვიჩა კი მაგარზე მაგარი, მარა ის იტანს, ხვიჩა ხან ხო დახან ვერა,მარააა... ერთი რამ გვავიწყდება, ბურთი მრგვალია! კვადრატნი რომ ყოფილიყო მაშინ გენახათ რა ბიჭია კიკოლიკო კიკკო, მარაა... ბედი უნდა ყველაფერს, ბედი!
ციციკორე
ნაპოლის გარდა, სხვა გუნდების თამაშებისთვისაც რომ გეყურებინა, მიხვდებოდი, რომ არც შარშანდელი ბელინგემი იყო ნაკლები. ვინც დორტმუნდს უყურებდა, დამეთანხმება. რეალი ტყუილად არ ისვრის 110 მილიონებს ფეხბურთელებში.
გია
პირველ რიგში რაც თვალში საცემია სამივე მწვრთნელი ერთი ტაქტიკით ათამაშებს, მაგრამ როგორ დავიჯერო რომ სამივეს ხელში ერთი და იგივე მეორდება, ხვიჩას დროზე საჭირო დროს არ აძლევენ პასს, აძლევენ მაშინ როცა 2,3 მცველია მასტან ეს არის ეგოისტური განწყობა გუნდსი რაც აუფერულებს მის თამაშს, ჩემი აზრით უნდა შეიცვალოს გუნდი და უკეტესი გახდება, ამის ყველანაირი უნარი აქვს.

ძალიან სამწუხარო იყო იმის ყურება, თუ როგორი დაკომპლექსებული თამაშობდა ნაპოლი რეალის წინააღმდეგ, ასე იყო ნაპოლიში, ასე იყო მადრიდში. გასაგებია, რომ რეალია, რომ უდიდესი კლუბია, მაგრამ მანდრაჟი ეტყობოდა ყველას, აბსოლუტურად ყველას, მათ შორის კვარასაც. სულ შიშით თამაშობდნენ და მაინც 3-4 გოლი გაუშვეს ორივე თამაშში. დღევანდელი რეალი 100დან 100 თამაშს მოუგებს ნაპოლის, თუ ასე თავიდანვე აღიარებ, რომ ისაა მაგარი და შენ სუსტი. ისე სად რეალის ნახევარდაცვა და სად ნაპოლის, ანფისა კარგია, მაგრამ მაგარი ნაღდად არაა, იგივე ზელინსკი, კარგია, მაგრამ სუპერი არაა. ასეა ყველა რგოლში, თუ კვარას არ ჩავთვლით.
Gia
Ras profesorobt tbili otaxebidan.kvara Ze napoli ar tamashobs da es osimeni formashi araa, lobotka vafshe chaikarga da verafers qmnis.mereti da dacva katastrofaa saertod. Ancheloti aris fexburtis profesori da egeti napolit verafers uzav.xvichas ro daertya eg burti da ver gatana osimens rato ar micao ityodnen.zelinskize chartyma witeli iyo.sluckim sworad agnishna, kvaras tavisuflebaze unda mice moedanze ro shedegi ani iyoso.
ბექა
არასწორ შედარებას აკეთებ ძმა. შარშან რას წარმოადგენდა ბელინგენი შეადარე კვარას შარდანდელს? ახლოსაც ვერ მივა ბელინგემი. კვარა თამაშობს საშუალო გუნდში და და საშუალოზე ცოტა მეტ ფეხბურთელებთან. რატომ დირტმუნდში არ გაიბრწყინა შარშან ბელინგემა? გადავიდა მაგარ ადგილას სუპერ ფეხბურთელებთან და ათამაშდა. ხვიჩმ რა ქნას? თუ სხვებმა მოუკლეს არ აძლევენ თავის დროზე პასს,მოუკლო გუნდმა? რასაც აკეთებს ეხლა მე ძალიან მიკვირს როგორ ახერხებს. ისევ ისე ყავთ მიჯაჭვული ფლანგზე. აბა გადავიდეს კლოპთან კვარა, გვარდიოლასთან, ანჩელოტისთან, იფრენსსს სასწაულებსსსს გაააკეთებს. და ის ხარვეზები რაც აქვს ეგრევე გამოუსწორდება ტიპ კლუბში.
qomagi
გუშინაც ჯობდა, წინა მატჩშიც და ზოგადად ამ ეტაპზეც, მაგრამ ჯერ ერთი ეს დაძლევადია და მეორეც - არავინ იცის, ვინ წარმოჩნდებოდა უკეთ, თუ კვარა რეალის შემადგენლობაში იქნებოდა და ჯუდი მაგ სოფლის გუნდში!
ზურაბი
ვაღიაროთ, ბელინგემთან ახლოსაც ვერ მივა ხვიჩა. ვისაც სხვა აზრი აქვს გადაახვიეთ გუშინდელი თამაში.

რითი ჯობდა ხვიჩას ის ბელინგემი თავზე ბურთი რომ დაეცა და გოლი გაიტანა?ხვიჩა მთელ მინდორზე დაქროდა და ყველაფერს ქმნიდა.ისე ნაპილის მწვრთნელსაც შეეშალა რომ შეცვალა
qomagi
არის ჭეშმარიტების მარცვალი კრიტიკაში, მაგრამ რეალთან მატჩებს თუ არ ჩავთვლით, ის მაინც გადამეტებულია. ამასთან დეგრადაციის მიზეზს მარტო კვარაში რომ ეძებთ, ესეც არასწორია. ერთი თავით მაღლა დგას ნაპოლის ნებისმიერ ფეხბურთელზე, ის კაცია, ვის გარშემოც გუნდი უნდა შენდებოდეს და ის მენტალიტეტი აქვს, ფრთებს რომ გაშლის გუნდის მასზე თამაშის შემთხვევაში. ამის მაგივრად თანაგუნდელები მუდმივად აიგნორებენ ან უგვიანებენ პასებს. გუშინაც ანგისას უფრო ადრე უნდა მიეცა, რომ კვარას სივრცე დარჩენოდა აჩქარებისა და შემდგომი მანევრირებისთვის. მწვრთნელიც უკვე მესამე ჰყავს ნაპოლიში, მაგრამ ცარიელი სიტყვების გარდა მე ვერ ვნახე, რომ საქმით (ახალი სქემებით და ა. შ.) დაედასტურებინათ კვარას უფრო ინტენსიური დატვირთვის, მისი ნიჭის მაქსიმალური რეალიზაციის სურვილი. ანჩელოტიმ, როგორც მწვრთნელმა, გუშინ უბრალოდ ჩაყლაპა თანამემამულე ვიზავი. რაც შეეხება რეალთან მატჩებს, ოროვე ერთად გავაანალიზე და მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ კვარა ბოლომდე ვერ გათავისუფლდა საოცნებო გუნდის სინდრომისგან, თვითონაც არ სჯერა, რომ ბერნაბეუზე რეალთან თამაშობს და იმის ნაცვლად, რომ მის განადგურებაზე იყოს დაგეშილი, ერთგვარი მოკრძალებითაა განწყობილი მოწინააღმდეგის მიმართ, ანუ ნაპოლის ზრდასრული ფეხბურთელი კი გადის მინდორზე, მაგრამ რეალურად მასში დიდი დოზით ბუდობს ბავშვი, რომელიც რეალში თამაშზე ოცნებობს. ბავშვური მენტალობა სხვა შემთხვევებშიც უწევს კვარას დათვურ სამსახურს, მათ შორის თანაგუნდელებთან, მსაჯებთან და მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობაშიც და ვფიქრობ, რომ 2-3 წელიწადში ის ასეთი რამეებისგან სრულად გათავისუფლდება და თუ ფიზიკური კონდიციები შეინარჩუნა, მენტალურად გაძლიერებული უკვე ნამდვილ რისხვად მოევლინება ნებისმიერ გუნდს. 2-3 წელიწადში ის მხოლოდ 25-26 წლის იქნება და რეალურად წინ ექნება მთელი კარიერა. აი, მაშინ შეეძლება ოქროს ბურთზე ფიქრიც და აქ ბოროტად აჭიკჭიკებულ მავანთათვის იმის დამტკიცებაც, რომ 1-2 წლიან გაელვებასთან კი არა, მსოფლიო ფეხბურთის მეგავარსკვლავთან გვაქვს საქმე. ცხვირს ნუ ჩამოუშვებ, ჯიმა! შენი წარმატების გზა ძალიან გრძელი იქნება და ძალიან მაღალ მწვერვალზე დასრულდება, თუ მიუხედავად ახალი გარემოებებისა და პირობებისა, იმ მეოცნებე ბიჭად დარჩები, რომელიც ოცნებათა რეალიზებისთვის ფეხს არ იცვლიდა რუბინის ბაზიდან!
bebe
ეჰ კვარა, კვარა, სულ ეს იყო გუშინდელი ჩვენი მოლოდინი? არ მინდა რაიმე ცუდად გამომივიდეს ტუმცა სიმართლე ისაა რომ თუ მის წინ საშუალოზე მაღალი დონის მცველი დგას ის ყოველთვის მარცხდება ამ ბოლო დროს რაც შარშან ასე არ იყო, ეს ნიშნავს რომ სხვა ვითარდება შენ რეგრესი გაქვს, ამიტომ ტუ არ მოუმატებს და შეცვლის სათამაშო არსენალს, 2 წლის შემდეგ მხოლოდ ქართველებს გვემახსოვრება. ამიტომ კრიტიკაც უნდა მიიღოს და მეტად დაფიქრდეს რა უნდა შეცვალოს იმისათვის რომ კარიერა დროზე ადრე არ დაასრულოს და არ არმოჩნდეს ლეჩეში ან ისევ რუბინში :(
mister-ს
არა ძმაო რა რამოდენა?! პირიქით მინიატურული და ჩაფუშული არის.
სამართალი
ნაპოლიში არ იყო შარშან რო გლეჯდა, ნაპოლი რა შუაშია ?
ნიკა
ბელინგემა კლასი აჩვენა
გიორგი - 11
იმედი (და სურვილიც) მაქვს, რომ ხვიჩა ჩვენს კომენტარებს არ კითხულობს.
aburjga
ცუდად ითამაშა ხვიჩამ! უფრო სწორად მეგონა უფრო მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ გუშინ რეალის ფონზე, ბელინგემის ფონზე გამოჩნდა რომ ვერ არის ის დონე რაც მეგონა! ძალინ დამწყდა გული. ნეტა არ მეყურებინა ამ თამაშისათვის!
გელა
კარგი გამთამაშებელი არა ჰყავთ, მარცხენა მცველის პრობლემაა, ცენტრალური დაცვა სუსტია, ბურთს ათრევენ და პასებს აგვიანებენ, განსაკუთრებით ჟელინსკი და რასპადორი, ხვიჩამ კი უნდა აიღოს თავისთავზე მეტი, თუნდაც ოსიმენზე პასისას, ყველა ვარიანტში თვითონ უნდა დაერტყა.
saba
მეკარე არ უვარგა ნაპოლის ..სალიდან დარტტყმული ბურთები გადის
დავით 67 - ს
100 %, რეალი კი არა, ნაპოლშიც ადგილს აცდენს უკვე. პირველად ვხედავ ფეხბურთელის ასეთ უკუსვლას
დავით 67
დღეს ძალიან სუსტი იყო ხვიჩა. არ გამოუვიდა თამაში, რას იზამ რეალი მაღალი დონის გუნდია. აქ ბევრი რომ წერს ნაპოლიში ვეღარ განვითარდებაო, სად უშვებთ? რეალში არ არის მისი ადგილი არც სიტიში, ადგილს ვგულისხმობ ვინისიუსს და გრილიშს. ამ ეტაპზე ვერ დასვამს სკამზე ხვიჩა.სჯობია ითამაშოს ძირითადში, ვიდრე გრანდში შეცვლაზე შედიოდეს. ვფიქრობ ისევ ნაპოლიში სჯობია განვივითარდეს ანდა ლივერპული . სალახი წასვლას აპირებს და ვფიქრობ მოერგება გუნდს, თან მწვრთნელი მაგარი ჰყავთ
ნამდვილი გულშემატკივარი
დავიწყებ იქედან რომ უცნობ ადამიანს შენობით არ უნდა მიმართოთ!!! წარმოდგენა არა გაქვთ ვინ ვარ და “ძმობილოთი” მომმართავთ,იქნებ მანდილოსანი ვარ??? საგრძნობლად ორაზროვანია თქვენი კომენტარი(საკუთარ თავთან ხართ წინააღმდეგობაში) აფსურდია ის რომ მე ხვიჩას “ქვას ვესვრი” ეს არასდროს მოხდება და არც მომხდარა!!! ვერ გავიგე რომელი მოთამაშე მოვიძულე??? პატივს ვცემ ყველა სპორტსმენს და ფეხბურთელს,მაგრამ ფაქტია რომ ხვიჩას დონის ერთეულები არიან ნაპოლის შემადგენლობაში,მხოლოდ ეს ავღნიშნე!!! დღევანდელ მატჩში ხვიჩას ადგილზე ვერც ბელინგემი,ვერც ვინისიუსი და ვერც ვერავინ გაიბრწყინებდა!!! დარწმუნებული ვარ ხვიჩა ყოველთვის გრძნობს პასუხისმგებლობას და ეს ჩემ კომენტართან არაფერ შუაშია!!! დიახ ვაქებ!!! გინდ სუბიექტური მიწოდეთ და გინდ ობიექტური(მე ვთვლი რომ ფეხბურთი საკმაოდ კარგად მესმის და ობიექტური ვარ) ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ასეობით ჩაიწერება მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში,ეს კარგად დაიმახსოვრეთ!!! რომელ ქართველსაც ეს ფაქტი ეწყინება იმათ რა გიყოთ?!
Charley
ძალიან ბევრი სქემის მოფიქრება შეიძლება კვარას დაცვითი ფუნქციები აარიდო.4-4-2 ) 4-4-1-1 ) 3-5-2 ) 4-2-3-1 და ესე შემდეგ. სექენდზე არის მისი ადგილი. თავისუფალი გადაადგილების საშვალება.რომ ვუყურებ ნაკრების კვარას და ნაპოლის ვაფშე სხვადასხვა ტიპია. რა სქემასაც ეხლა თამაშობს ნაპოლი 4-3-3 ში 3 ნახევარმცველიდან მინიმუმ ერთი(ჟელინსკი ვერ ერკვევა თავდაცვით ფუნქციებში) პლიუს ამას ვერც პოლიტანო და ვერც კვარა ვერ არის კარგი დამცველი. რაც არის პრობლემა და მეტოქე ხშირად რიცხობრივ უპირატესობას ქმნის ამ მოცემულობაში კვარაას ძალიან სიღმეში უწევს ჩასვლა და იქიდან ბურთის წამოღება რასაც უნდა კოლოსალური ენერგია. თუ შეტევის დროს სუნთქვა არ გაქვს მწყობრში და ვერ აღიდგინე ხარისხიანი მანევრის გაკეთება რთულია რადგან როგორც წესი ესეთ დროს მოთამაშე ნელა მოქმედებს და პრიმიტიულად, კვარას პრობლემები დაიწყო წინა სეზონის მეორე წრიდან ქუჩის ფეხბურთიდან გარდაიქმნა აკადემიურ ვინგერად რა არის გამოსავალი ? დაცვითი ფუნქციებიდან უნდა გაათავისუფლონ და შეტევაში მოიმატებს ხარიისხიც რადგან როცა მეტოქეს აქვს ბურთი ახერხებს სუნთქვის აღდგენას არ არის კვარა პერისიჩი არცერთი ტოპ კლასის მარცხენა შემტევი არ თამაშობს ინტენსიურ დაცვას არც მბაპე არც ვინიციუსი არც დღეს როდრიგო, რასაჭიროა კვარას დაცვა როცა შენ კრეატორ ფეხბურთელს უკან სირბილით ლიმონივით წურავ და შესაბამისად ვეღარ გაძლევს იმ მოკლებული ენერგიით შედეგს შეტევაში ამას ვერ ხედავს მწვრთნელი?, ძნელი დასაჯერებელია ან დიქტატორი ლაურენტისის კაპრიზის (4-3-3) შიშით ტაქტიკას ვერ ცვლის არ მესმის ნაპოლის მიდგომების.
რეზო
მეჩვენება თუ ვერ გაიხსნა ბოლომდე? ვერ დაძლია სპალეტის კომპლექსი? კარში უნდა დაერტყა, არანაირი პასი. არ იღებს ტავზე ლიდეტის ფუნქცუებს. რატომ? აი ეგ მაინტერესებს
giorgi 3
ლამის მეორე შემადგენლობით მოუგო რეალმა. ასეთი დაცვით და მეკარით კიდევ კარგად გადის ფონს ნაპოლი. რაც შეეხება ხვიჩას, მე მგონი ხასიათის სიმტკიცე ჭირდება , რომელიც წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდება და ამ შემთხვევაში მისი მჯობნი ცოტა თუ იქნება ვინმე
ნამდვილო გულშემატკივარო!
"ხვიჩათმოძულე" შენ და შენნაირები ხართ. ნათქვამია: "მაქებარნი შენნი გაცდუნებენ შენ"-ო.და კიდევ ნათქვამია: "მოყვარს პირში უზრახე"-ო. შენნაირები არიან ზუსტად ქვის სროლას რომ დაუწყებენ პირველები, როგორც კი ფეხი დაუცდება. გინდა ისე თქვი და გინდა ასე ნაპოლიმ წააგო დღეს და ხვიჩაც ამ გუნდის შემადგენელი ნაწილია და თავის წილი პასუხისმგებლობა მაგასაც აქვს ამ წაგებაში. მაგრამ ეს ფეხბურთია ძმობილო ხან მოიგებ და ხან წააგებ. მთავარია სწორი დასკვნები გააკეთონ და იქნებ კიდევ გადაეყარონ რეალს თუ კენჭისყრამ ინება. წაგების გულისთვის რომელიმე კონკრეტული მოთამაშის მოძულება მე არ გამიგია. გუნდი იგებს და გუნდი აგებს. მარადონას არასოდეს უთქვამს რომ თვითონ მაგრად ვითამასე და დანარჩენების ბრალი იყო წაგებაო.
სკარო
უსუსტესი არაფერ შუაშია, უბრალოშ მეტს ვერ ქაჩავს ამხელა მონსტრებთან, თორე სალერნიტანას ლობიოსავით ამოზილავდა
რუსთავი
ამ ნაპოლიში ვეღარ განვითარდება ხვიჩა. ჯერჯერობით მხოლოდ საშუალო დონის ფეხბურთელია უმაღლესი დონის პოტენციალით. დროა გუნდი შეიცვალოს და ჩემპიონატიც თუ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება უნდა, თორემ უფრო ნელი გახდა რეალის, მილანის ინტერის მცველებს ვერაფერს უხერხებს, მხოლოდ ვერონას დონოს გუნდებთან ბრწყინავს. ვარდისფერი სათვალით ყურებას ჯობია კრიტიკის ხმა მიაწვდინოთ, ჩვენ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გვჭორდება ხვიჩას სახით და არა სალერტინატას და ვერონას რისხვა. კარვახალი არარის იმ მომაცემების რომ ერთხელაც ვერ გაცდე თამაშში.
Franken
იქნება გამაგებინოთ, რა კრიტერიუმებია თქვენთან კომენტარის გამოსაქვეყნებლად? ან ნორმატივები ხომ არ არის ჩასაბარებელი ?
ბუჯანგა
რეალის დონის გუნდთან ბევრი მინუსი გამოჩნდა...გუნდი მოუმზადებელია და დაუბალნსებელი...შემრულებლების ნაკლებობა სახეზეა..როგორც დაცვაში ასევე შუა ხაზში..ფიზიკურად ძალიან ჩამორჩებოდნენ ..სისწრაფეშიც..ფეხბურთელები სივრცეებს არ ეძებდნენ...დროულად არ ეხსნებოდნენ ..შეტევები ამის გამო ხშირად იჭრებოდა და სახიფათო მომენტები სულ ეძლეოდა რეალს..ეს მათი უმაღლესი დონის შეთამაშება და სწორი ტაქტიკური ნახაზია....ნაპოლის ის მომეწონა რომ დაცვაში არ ჩამჯდარა..და შეეცადა მაღალ დონეზე ეთამაშა..თუმცა აშკარად ჩამორჩებოდნენ..კვარა წინ და უკან სირბილში ძალაინ დაიღალა...ფიზიკური კონდიციები აშკარად დაბალია...საგოლე პასი უკეთესად უნდა შეესრულებინა ან დაერტყა კარებში ჯობდა..ასეთი შანსი რეალთან ბევრი არ მოგეცემა..და ამ დროს უნდა გამოაჩინო რა შეგიძლია...ნაპოლი არაა მზად ასეთი მაღალი დონის გათამაშებისთვის..ორი მძიმე თამაში ელოდება...ფიზიკურად თუ შეძLეს აღდგენა მეეჭვება ძალიან...ძალინ ცუდი კალენდარი აქვს წელს ნაპოლის..ძალაინ რთულია პროგნოზი თუ რას მოახერხებს წელს..წელს ალბათ მაქსიმუმ მეოთხედფინალი...მინიმუმ მერვედფიანლი..თუ ვინმე ხარისხიანი ფეხბურთელები არ დაიმატეს დაცვაში და ნახევრადცავაში.
toti
არ იყო აქტიური.. თუ რამის დამტკიცება გინდა ასეთ თამაშებში უნდა გამოიჩინო თავი
Helados
ვიღაც იტყვის აკრიტიკებ და ჰეითერობო და პირიქით რო ვიცი მეტი შეუძლია და ასე დასჯილი ბაღის მოსწავლესავით რო იყო მთელი თამაში კუთხეში მიყუდებულით მიტო მეშლება ნერვები. მარა სიმართლეს სად გავექცევით, ცოდვა გამხელილი ჯობია დღეს ერთერთი უსუსტესი თამაში ჩაატარა ხვიჩამ. სამწუხაროდ ბოლო სეზონნახევარია კვარას სასტარტო სისწრაფე დაკარგული მეჩვენება და დრიბლინგის გაკეთებას უკვე სერიოზულად ერიდება ამის გამო. 40 წლის მეურვე გყავს რას ერიდები გაიგდე გაექეცი დაკარგავ ? კიდევ ცადე ასე ჩამქრალი თამაში ასეთი გუნდის წიაშე სადაც ათჯერ მეტი თვალი გიყურებს მთელი მსოფლიოდან რა ვიცი რა ითავხედე, იაქტიურე რას კანკალებ ტოო. ეს დაბლოკილი დარტყმები კიდე რუტინად იქცა ყოველ თამაშში. ტროლეიბუსის ხაზი ხო არაა შეიწიე ცენტრშიც ნახევარი საათი პასს რო ვერ იღებ. თან ეს ნაპოლის მწვრთნელები კვარას შენელებულობის პირობებში გზას უხსნიან ამ ტაქტიკაში მეტოქეს ჰა მიდით კვარა აუტის ხაზს არ გაცდება და იქ 2 კაცით კი გამოკეტავთო. იქ არ დგას სადაც უნდა იდგეს, საშუალოზე საშუალო გაქანების სანიოლმა გაიგო მაგის ადგილი ბოლო ბოლო სადაა და სპალეტ გარსია მაცარიმ ვერ ისევ იმ წყეულ აუტის ხაზზე გაცილებით უფრო მეტ დროს ატარებს და მაქსიმუმ 10 პროცენტსაც არ საჯარიმოში მთელ შეხვედრაში. და მაძარი გვაიმედებდა საჯარიმოში შევწვ კი არა მეოტე ფორვარდათ გავამწესებო. თვალები ნამდვილად არ მატყუებს და საჯარიმოს და აუტის პირით ხაზსაც კარგად ვხედავ სად არის მისვარკულივით რო იყო მთელი თამაში ისევ მომაბეზრებლად დღეს კვარა მოედნის პირით ხაზზე. ნუ თვითონ ნაპოლი ხო სამოყვარულო გუნდია ამხელა გრანდთან შედარებით მეკარე მერეტი ლუბიტელიც ვერაა ეს საცოდავი. ცენტრი სრედნიაკთან ახლოს, პახმელიაზე რო ხალხია ნახევრად ცოცხლად მკვდრები ზუსტად ასეთი მიძინებულთა ტრიო აქ. მთლიანობაში ტოპ გუნდებთან შედარებით ნაპოლი შ.პ.ს სალობიეა რა.
სანდრო
ram gagaborotad xalxo ase!! ra grzo xaxi xart!! mecodebit da upals txovet patieba da shewyaleba kvaras usamartlod ra dgeshi agdebt!!!
Franken
წესიერი პასის მიმცემი არავინ არის ხვიჩასთვის და რას ელოდებიან ამ ბიჭისგან, ადგეს და კუთხეში მიგორებული ბურთით, ერთად მოატყუოს კროოსი-რუდიგერი-კარვახალი(მსოფლიო კლასის გამოცდილი ფეხბურთელები), მერე გოლი გაიტანოს და მერე თავის კარებშიც ჩამოასწროს, დაცვაშიც იყოს და პატკატები აკეთოს. კაი რა, ცოტა ნამეტანია :))). ხვიჩას და ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს მსოფლიო ასპარეზზე, წარმატებები!
მეგრელი
კლასში იმხელა სხვაობაა რომ არ ვიცი როგორ დავწერო, ხვიჩა სამწუხაროდ დღეს ცარიელი ტაქსივით დადიოდა. სხვა ყველაფერს თავი რო დავანებოთ 35 წლის კარვახალზე მეტი უნდა ირბინო და ხელები არ უნდა შალო სადაც არაა საჭირო, მაგ ხელების შლის გულისთვის ვთამაშობთ ლუქსემბირგთან კვარას გარეშე.
ფეხბურთი
მადრიდში , შენი ოცნების თეტრში გიწევს თამაში , მსოფლიო საფეხბურთო პუბლიკა მადრიდიისკენ იყურება, გაქვს შანსი რომ სფეხბურთო სამყაროს შენი კლასი აჩვენო და ამ დროს 90 წუთის მანძილზე კარისკენ ერთხელაც ვერ ურტყავ. ასეთი შანსი უნდა გამოიყენო ბიძია, თუ გინდა რომ მსოფლიო გრანდებმა დაგინახონ და შენზე ფსონი გააკეთონ. სამწუხაროდ სადაც კარიერის მატჩი უნდა ჩეტარებინა, იქ კარიერის უსუტესი მატჩი ჩაატარა.
მეგრელი
ამ კომენტარზე დისლაიქს რატო გიწერენ იმენნა ვერ გავიგე. 100% იანი ხარ ძმაო
Mister
Eh ramodena xar
გიორგი
გეთანხმები
ენძო
ხვიჩა ყველა ფეხბურთელს მირჩევნია და "ნაპოლი"-საც ამიტომ ვქომაგობ.თუმცა "რეალი" ერთი თავით მაღლა იდგა.კვარასგან მეტს მოველოდი,მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს,რომ ასეთი ტაქტიკით და დაბალ სიჩქარეზე მოთამაშე გუნდში დიდ გუნდებთან ძალიან გაუჭირდება.ეტყობა ხასიათის ფეხბურთელია,მეორე ტაიმში არაფერი გამოუვიდა.ძალიან განვიცადე და დარწმუნებული ვარ ბევრი იზიარებს ჩემს აზრს.ბელინგემმა გამაოცა-ყველგან იყო და ერთი წამით არ გაჩერებულა.
Რაგბის ფანი
ნაპოლის აკლია კიმ მინჯე. დაცვა კატასტროფაა
გიორგი
ამ თამაშმაც აჩვენა რომ რეალი თამაშის მაღალი ხარისხის ეტალონია ყველა ასპექტით, შემადგენლობით, მწვრთნელით და ასე შემდეგ, ასე რომ ხვიჩასთვის ეს გაზრდის კარგი შესაძლებლობა იყო, და შესაძლებლობებს რომ კარგად იყენებს ეს უკვე გვაჩვენა.
სოსო
რეალს თავი არ მოუკლავს,მაგრამ ნაპოლის დაცვას,ესეც ეყო.
მამუკა
უდიდესი განსხვავებაა კლასში,სიმართლეს რომ გავუსწოროთ თვალი კვარა ნაპოლიში მეტი ვერ განვითარდება, ბელინგემის მაგალითზე ნათლად ჩანს რომ რამხელა მნიშვნელობა აქვს როდესაც სწორ გუნდში მოხვდები, სასწაული პროგრესი განიცადა სულ რაღაც ექვს თვეში
ნამდვილი გულშემატკივარი
გენაცვალე ხვიჩა❤️ დავესესხები “იმ გარსიას” და გეტყვი რომ ნამდვილად ხარ რეალის დონის მოთამაშე!!! ეჰ რამდენიმე(ერთი ორი მაინც) მოთამაშე რომ გყავდეს შენნაირი ნაპოლიში შენი გამჩერებელი ვერავინ იქნებოდა!!! ჰე “გამოხტით” ხვიჩათ მოძულენო… ნუ ბრაგას მოუგებენ და საბედნიეროდ გასულია ნაპოლი!!!
vava
ნუ, გაპიარებულზე ბევრი არაფერია სათქმელი - იმედია, სელფი მაინც გადაიღო იქ ან ვინმეს მაისური გაუცვალა - ეგეც საქმეა.. სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება: ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა ამ თამაშში, რაც იმედს ვიტოვებ, რომ დადებითად აისახება ყვინჩილას სექტის მიერ რეალობის ცოტათი მეტად აღქმის თვალსაზრისით - კერძოდ: კაცმა გოლი გაიტანა და მაინც ბოდიშს უხდიდა საზოგადოებას, რადგან მანამდე ბევრი 'მაზა'.. ახლა რომ წარმოვიდგინოთ/გავიხსენოთ სიტუაცია, როცა ყვიჩას გააქვს ბევრი მაზილობის შემდეგ.. მიხვდით? თუ, ჯერ კიდევ ვერა? ))
სტუმარი
მე მგონი ერთი ბურთის სხვაობით წაგების შემთხვევაშიც გადის. არა?
რაბუ
რა სჭირს ამ ბიჭს ? მიიღებს ბურთს, მგონია აიკლებს მცველებს, ნუ მინიმუმ გაამწვავებს მაინც და რა, პასი ეგრევე უკან
tura
კლასი არ აქვს ხეჩოს
ABCABC
ფრე კი არა წაგებაც ყოფნის 1 ბურთიანი
ფორცა იუვე
ახლა წაგება შინ და ევროპა ლიგაზე გადახვალთ სადაც აუცილებლად ასევე ძალიან მალე გამოვარდებით.
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
მბაპემ ვინისიუსს პირზე ხელი ააფარა და შესაძლო გაძევებას გადაარჩინა
"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ