ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში გასვლაზე "რეალთან" წაგებულ მატჩში (2:4) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა.

ქართველმა Sofascore-სგან 6.7 შეფასება დაიმსახურა, Whoscored-ისგან - 6.6, ხოლო Flashscore-სგან - 6.4. ნეაპოლური გუნდიდან მასზე მაღალი შეფასებები ჯოვანი დი ლორენცომ, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ და ჯოვანი სიმეონემ მიიღეს.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი კი "რეალის" შემტევი ჯუდ ბელინგემი გახდა (9.0, 9.1, 9.5).

გოჩა
ნაპოლიმ წააგო ე.ი ხვიჩას ბრალია.ახლა დაველოდოთ მოგებას,რომელიც დი ლორენცოს დამსახურება იქნება რა თქმა უნდა..
ჟორა
ფეხბურთს რომ ვერ ითამაშებ მერე ინტერესდებიან შეფასებებით და ქულებით...რას გავს ბეისბოლს და ამერიკულ ფეხბურთს დაემსგავსნენ
ბექა
ხვიჩას რეგრესი არა აქვს, უბრალოდ ნაპოლი არაა ისეთი ძლიერი როგირც შარშან. ხვიჩას ახლა დაცვაშიც უფრო ხშირად უწევს ჩამოსვლა, შესაბამისად უფრო იღლება, კიმი არაა, ოსიმენი ტრავმირებულია, ამიტომაც ვერაა ნაპოლი იმ სიმაღლეზე როგორც შარშან იყო. ხვიჩა 2-3 ფეხბურთელს ისევ ,,იწებებს,, ეს ათავისუფლებს სივრცეებს და ასე შემდეგ. ასე რომ გოუ კვარა გოუ!!!
მამუკა
ამდენ ფეხბურთის მცოდნე,,ვაი" პ რ ო ფ ე ს ო რ ე ბ შ ი , ძალიან ცოტანი აღმოჩნდნენ ადამიანები , რომლებთაც მართლა გაეგება თ ,რომ ფეხბურთი მარტო გაბერილი ბურთი არ არის ს ა ღ ო ლ ჯ ი გ ი ტ! მომეწონა თქვენეული შეფასება!!!
მამუკა
რეალი შენგან მოწონებული მარტო ერთი ფეხბურთელი კი არაა ,არამედ მასავით ძლიერი მ ო თ ა მ ა შ ე ე ბ ი თ დაკომპლექტებული გუნდია! ამიტომ ,,გულაობს" ის ბიჭი მათი მხარდაჭერით ! ნაპოლი კი...გაყიდეს კ ი მ ი ნ ჯ უ და..დაცვა დაიშალა ფ ა ჩ ი კ ო ს გ ა რ მ ო ნ ი ვ ი თ! ვინ ყავს ქართველს მხარის დამჭერი ? ყველა საკუთარ ,,ჯ ი ბ ი ს ა კ ე ნ"ი ქ ა ჩ ე ბ ა! რამდენი ზედმეტი გადაცემები , უმიზნო უ მან დახევა, შეტევაზე კუს ნაბიჯით სიარული და ათასი სხვა უბედურება! და ამ დროს ! შენ არ მოგწონს ეულად მოთამაშე ქართველი , რომელსაც სწორედ რომ იტალიელებმა უწოდეს ,,კ ვ ა რ ა დ ო ნ ა" ,ჩვენები კი ხ ვ ი ჩ უ ნ ა ს უწოდებენ მოფერებით! არ მოგწონთ? მწყერი დ......თ ნ ა ყ ა ნ ე ვ შ ი. ბიჭი მილიონმა ვერ გ ა ა ფ უ ჭა და...თურმე სახელი უშლის ხელს.. საინტერესოა მილიონი მწვანე ,რომ გქონდეს ხელფასი.შენ შეიცვლებოდი
გიორგი
ბელინგემი და კვარაცხელია სხვადასხვა პოზიციებზე თამაშობენ განსვავებული ფუნქციებით და რატომ ვადრით ერთმანეთს
გიორგის
ვაიმე, არ გავკარით ბელინგესაც და როდროგოსაც? ხვიჩა, ორივეს ჯობს ყველაფრით!
გიორგი-ს
რაო სანაიმ?
Ზაზა
"ნაპოლის" დაცვას და მეკარე მერეტს, ნებისმიერი საშუალო გუნდი ათრევს და გაუტანს! ხვიჩას კი, მეტი სისწრაფე და ახალი ფინტები ჭირდება.
ურა პატრიოტ გოგის.
ვაი შენს პატრონს!
გიორგი
ვინც ბელინგემსა და ხვიჩას ადარებს ერთმანეთს,ან უვიცია ან ბრმა.მოედნის ნებისმიერ წერტილში დაგხვდება ბელინგემი,არის სწრაფი,მოედნის ხედვა და საჭირო დროს დარტყმა და დროული პასი.მეტი რა უნდა ქონდეს ფეხბურთელს.თან ანჩელოტის ხელშია.ამ თვისებებიდან ბევრი აკლია ხვიჩას.ზედმეტმა კვარადონას და ხვიჩიტოს ძახილიც არაა საჭირო ისევ მის სასიკეთოდ
Qomags
ალაბას, რუდიგერს, კროოს და მოდრიჩს ეცოდინება ან ინგლისური ან გერმანული, დაამატე ისიც რომ ანჩელოტი რამოდენიმე ენაზე მშვენივრად ლაპარაკობს, ასე რომ ბელინგემს კომუნიკაციის პრობლემა არ ექნება, ხვიჩას პრობლემა ლოკომოტივში და რუბინში საწყისს ეტაპზე იყო ზუსტად ენის ბარიერი, მაშინ მწვრთნელი იძახდა რომ არც რუსული ესმის და არც ინგლისურიო, მას მერე დახვეწა ცოტა რუსული. მე საურთიერთო ენის ცოდნას ვგულისხმობ, მოედნის გარეთ რომ იურთიერთო გუნდელებთან, ეგ ურთიერთობა გეხმარება შემდეგ უკვე მოედანზე.
gogi
ხალხნო უსმინეთ არქიფოს
qomagi
შენი აზრით ბელინგემი ესპანურად ჭიკჭიკებს? ან ნაპოლის ლეგიონერები ყველანი იტალიურად საუბრობენ. საკმარისი ინგლისური იცის კვარამ და მისმა თნაგუნდელებმაც, იმისთვის რომ ფეხბურთის თანაგუნდელებისთვის საჭირო კომუნიკაცია დაუმყარდეთ. მაგრამ კომუნიკაციის ნაკლებობა აქვთ საფეხბურთო ხელოვნების და არა პოლიგლოტური უნარების თვალსაზრისით. გუშინ თუნდაც მარცხენა მცველს ხელითაც უხსნიდა რა უნდა ექნა, საით ჩაერბინა, როგორ გახსნილიყო, როგორ დახმარებოდა, მაგრამ კაცი ცენტრალურ მცველად დაბერდა (35 წლისაა) და ვერ აუღო ამეებს ალღო. ამას კი არა ურუგვაელსაც მანუელ რუისთან შედარებით საერთოდ არ ესმის კვარასი, საპირისპიროფლანგს თუ შეადარებ - დი ლორენცოს და პოლიტანოს ამათთან შედარებით სრული იდილია აქვთ. იგივე სხვებზეც ითქმის. ხშირად კვარა გასცემს პასს, რომელსაც უკუპასი უნდა მოჰყვეს, მაგრამ ამის მაგივრად ზურგს აქცევენ, კვარას სპრინტი უცუდდება, გუნდის შეტევა კი საპირისპირო ფლანგზე ფლავდება. ასე რომ ენობრივი ბარიერი კი არა, საფეხბურთო კლასში განსხვავება ქმნის კომუნიკაციის პრობლემას, ძმაო.
!! - ს
შენ ფეხბურთს უყურე თუ სიზმარს გვიყვები?
ავთანდილი
მეტი სითამამე და გამბედაობაა საჭირო. ბურთის არ უნდა გეშინოდეს და ნუ იმალები.
david
ერთი რამე გვავიწყდება რომ ნაპოლი მეტოქე იყო მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდი, რომელიც ტრავმების მიუხედავად იდეალურ ფორმაშია. რეალთან შედარებით აშკარად გამოჩნდა რომ ნაპოლი ერთი საშუალოზე ოდნავ უკეთესი გუნდია. მარტო ხვიჩა კი არა ბევრი ვარსკვლავი ვერაფერს აკეთებს ბერნაბეუზე. გეთანხმებით რომ შარშანდელთან შედარებით უკლო, მაგრამ უკლო მთელმა გუნდმა და ნუ ტეხავთ ხვიჩაზე ყველაფერს. ათამაშდება და დარწმუნებული ვარ რეალის დონის გუნდშიც ითამაშებს. ყველაფერი წინ აქვს
გლახუნა
კარგი რაა ხვიჩა, მე-3-ედი არა ხარ,რაც იყავი შარშან, თან გრანდებთან რომ მინდა ნიჭი გამოაჩინა-ვიამაყოთ,და იქ რომ დამალული ხარ- იმალები(?!), აღარც დრიბლინგი,აღარც ფონტები,აღარც ...მიიღებ პას და ეგრევე-უკან(?!). ალბათ რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა არსებობს და მოიშორე რაა,განთავისუფლდი ყოველგვარი პრობლემებისაგან, საკუთარი ფეხბურღი ითამაშე,თავისუფლად,მუდმივ იაქტიურე... ისე ჩერდები ხოლმე,თან ხაზზე შეშინებული,დაფრთხალი,ჩამოუყალიბებელი-მენტალურად არა მტკიცე ახალგაზრდასავით ხარ და..რატომ(?!). იაქტიურე რაა, ირბინე,მუდმივ ეძებე თავისუფალი ზონები-სივრცეები დრიბლიგისათვის,ფინტებისათვის,დაარტყი და გაიტანე -კარებთან მისულის ხარ და პას სად აძლევ და რატომ(?!), მოკლედ ლიდერობა აიღე, ლიდერობა, მისთვის საკუთარ თავზე თამაში მუდმ8ვ უნდა აიღო! მით უმეტეს მაძარი გეუბნება- გაძლევს შესაძლებლობას ყველგან, თავისუფლად ითამაშ-ო და მაგ გვერდითი ხაზს მაინც არ შორდები(?!),მით რომ მარტივად გკეტავებ და შედეგად-პასი უკან(!) , თუ არ შეიცვლები,მეტი აგრესიული არ იქნები -შემართებით და თავისუფლად არ ითამაშებ...-სათადარიგოდ იქცევი და მაყურებელიც აღარ მოითხოვს შენს თამაშს, ვეღარ ხედავს შენში იმ საოცარ ნიჭს და თამაშს, რაც გაქვს და რაც შარშან აჩვენე.
ურა პატრიოტების, ავტორს.
მეგობარო! ჩემი სათქმელი სთქვი და დაწერე! ვერაფერს დავამატებ! ლაშა.
მამუკა
ქომაგს! აქ გპასუხობ რომ არ წაიშალოს კომენტარი, დავიწყოთ იმით რომ ანგისას ხვიჩასთვის საერთოდ არ უნდა მიეცა პასი, პირდაპირ ოსიმენზე უნდა გაეკეთებინა, უფრო მოულოდნელი და სახიფათო იქნებოდა, მაგრამ ანგისას მაგას ვერ მოსთხოვ, არ აქვს სათანადო ინტელექტი, მეორე ის რომ იძახი ხვიჩაზე უნდა ააწყოს გუნდის თამაშიო ვერ დაგეთანხმები იმიტომ რომ არ არის ხვიჩაში საკმარისი ლიდერის თვისებები, ძალიან მორიდებულია და ვერ იღებს თავის თავზე თამაშს, დღეს ასე ჩანს და ხვალ რა იქნება არ ვიცი, კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა ალბათ ენის ბარიერიც არის, დარწმუნებული ვარ ჯერ ისევ ვერ ურთიერთობს გუნდელბთან საკმარისად ახლოს. მოკლედ გეთანხმები იმაში რომ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო საკუთარ თავზე ხვიჩას,როგორც ფიზილურად ასევე ფსიქოლოგიურად. სრულიად განსხვავებული სიტუაციაა საქართველოს ნაკრებში სადაც უპირობო ლიდერია, თამამადაც თამაშობს და გუნდელებიც ენდობიან და სულ ხვიჩას ეძებენ, იმიტომ რომ კომუნიკაციის პრობლემა არა აქვს, ნაპოლიში კი პირიქითაა
ურა პატრიოტებს!
აბა, წავიდაა ხვიჩას კრიტიკაა! ხალხნო, დაანებეთ თავი ამ ბიჭს და აცალეთ თამაშიიიი! უკვე საშინელი პარანოიკული ამოჩემა გჭირთ, მტერს თუ ამოიჩემებთ ვინმეს, არ ახარებთ რა? თქვენ ხართ ვამპირები ადამიანს სისხლს წოვთ და არ ახარებთ, თქვენნაირი ვაი გულშემატკივრები სულ არ ყავდეს ხვიჩას ნამდვილად ჯობია! ზოგიერთები, რო ამუნათებენ ცოლი არ უნდა მოეყვანაო, ჯერ ესეთი ვინ გეკითხებათ თქვენ, ცოლის მოყვანას ან არ მოყვანას? ესეც ერთი ნიშანი იმისა, რო ხართ მაგარი უვიცები! ხვიჩას პირადია და მისი სივრცე, რას იჭრებით სხვის საქმეში? ვკითხულობ კომენტარებს და შეიძლება გაგიჟდე ადამიანი, ისეთ სისულეებს წერთ. ყველაზე კარგი იცით რა არის? დაეტიოთ თქვენს ტყავებში და ნუ ისულელებთ თავებს. ასე უფრო ჯობია ,თქვენთვისაც და განსაკუთრებით ხვიჩასთვისაც!
კჯ
რა სულელები არიან ეს ევროპელები, ან სიმიონემ რა გააკეთა კვარაზე მეტი ან დილორენცომ ან ანგისამ გარდა იმისა ნაიბარა გავარდნილი გოლი გაიტანა, თფუიი
გუსანი
ხვიჩას თამაში განსაზღვრავდა როგორც მეტოქის სიძლიერე ასევე ნაპოლის სისუსტე, ჩვენია და ამიტომა მგრძნობიარები ვართ, მის წარმატება/წარუმატებლობაზე, გუშინდელი თამაშმა აჩვენა რომ ჯერ ჩამოუვარდება მისი ასაკის ვუნდერკინგებს, იგივე ბელინგემს და ა.შ. ეს კომპლექსურად ირჩევა, ქვეყანა, მომზადების დონე, გარემოცვა და ბოლოს გუნდი და მწვრთნელი, იგივე რეალში და სიტიში სათადარიგო ან უკეთეს შემთხვევაში ერთი ტაიმის მოთამაშე იქნებოდა, უდავად ნიჭიერია, მაგრამ ხელშეწყობა გუნდიდან და საკუთარ უნარებზე მუშაობა ჭირდება, ბელინგემის პასი შეადარეთ ან გაანალიზეთ კონსელუმ რომ გამაზა, ხვიჩამ კი, ისე გამოვიდა ბურთი მოიცილა, არადა გვერდზე რომ გაეხედა ან დაეფიქსირებინა სიტვაცია სხვანაირ გაგრძელებას მონახავდა .... არ ველოდები ნაპოლი მეოთხეთფინალს გასცდეს, არც მე 4 ადგილზე მაღლა ავიდეს, რესურსი არ უჩანს, დაცვა,მეკარე სუსტია....
თამაზი
პელეზე და მარადონაზე არ უმარჩიელებიათ ცოლის მოყვანის საკითხზე და თქვენ ვინ გეკითხებათ ადამიანის პირად საკითხებზე მსჯელობას?გააგრძელეთ თქვენი თამაში ტოტალიზატორზე და შეეშვით ხვიჩას პირად ცხოვრებაზე ჩვენთან მასლაათს!!!
თამაზი
ასე აღმატებულობითი ქებით ხვიჩას ცუდ სამსახურს ვუწევთ.ერთი ინედია რომ ის ამ ცაში აყვანილ უმეტესად ქალების მიერ დაწერილ ხოტბას არ პითხულობს
ჩემი აზრით
ფრანგების გამონათქვამს ვიტყვი შერ შელა ფამ ე.ი. როდესაც ცუდი რამე ხდება ეძებე ქალი.სხვა მიზეზს ხვიჩას ასეთ ცვლილებაში ვერა ვხედავ.
qomagi
არის ჭეშმარიტების მარცვალი კრიტიკაში, მაგრამ რეალთან მატჩებს თუ არ ჩავთვლით, ის მაინც გადამეტებულია. ამასთან დეგრადაციის მიზეზს მარტო კვარაში რომ ეძებთ, ესეც არასწორია. ერთი თავით მაღლა დგას ნაპოლის ნებისმიერ ფეხბურთელზე, ის კაცია, ვის გარშემოც გუნდი უნდა შენდებოდეს და ის მენტალიტეტი აქვს, ფრთებს რომ გაშლის გუნდის მასზე თამაშის შემთხვევაში. ამის მაგივრად თანაგუნდელები მუდმივად აიგნორებენ ან უგვიანებენ პასებს. გუშინაც ანგისას უფრო ადრე უნდა მიეცა, რომ კვარას სივრცე დარჩენოდა აჩქარებისა და შემდგომი მანევრირებისთვის. მწვრთნელიც უკვე მესამე ჰყავს ნაპოლიში, მაგრამ ცარიელი სიტყვების გარდა მე ვერ ვნახე, რომ საქმით (ახალი სქემებით და ა. შ.) დაედასტურებინათ კვარას უფრო ინტენსიური დატვირთვის, მისი ნიჭის მაქსიმალური რეალიზაციის სურვილი. ანჩელოტიმ, როგორც მწვრთნელმა, გუშინ უბრალოდ ჩაყლაპა თანამემამულე ვიზავი. რაც შეეხება რეალთან მატჩებს, ოროვე ერთად გავაანალიზე და მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ კვარა ბოლომდე ვერ გათავისუფლდა საოცნებო გუნდის სინდრომისგან, თვითონაც არ სჯერა, რომ ბერნაბეუზე რეალთან თამაშობს და იმის ნაცვლად, რომ მის განადგურებაზე იყოს დაგეშილი, ერთგვარი მოკრძალებითაა განწყობილი მოწინააღმდეგის მიმართ, ანუ ნაპოლის ზრდასრული ფეხბურთელი კი გადის მინდორზე, მაგრამ რეალურად მასში დიდი დოზით ბუდობს ბავშვი, რომელიც რეალში თამაშზე ოცნებობს. ბავშვური მენტალობა სხვა შემთხვევებშიც უწევს კვარას დათვურ სამსახურს, მათ შორის თანაგუნდელებთან, მსაჯებთან და მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობაშიც და ვფიქრობ, რომ 2-3 წელიწადში ის ასეთი რამეებისგან სრულად გათავისუფლდება და თუ ფიზიკური კონდიციები შეინარჩუნა, მენტალურად გაძლიერებული უკვე ნამდვილ რისხვად მოევლინება ნებისმიერ გუნდს. 2-3 წელიწადში ის მხოლოდ 25-26 წლის იქნება და რეალურად წინ ექნება მთელი კარიერა. აი, მაშინ შეეძლება ოქროს ბურთზე ფიქრიც და აქ ბოროტად აჭიკჭიკებულ მავანთათვის იმის დამტკიცებაც, რომ 1-2 წლიან გაელვებასთან კი არა, მსოფლიო ფეხბურთის მეგავარსკვლავთან გვაქვს საქმე. ცხვირს ნუ ჩამოუშვებ, ჯიმა! შენი წარმატების გზა ძალიან გრძელი იქნება და ძალიან მაღალ მწვერვალზე დასრულდება, თუ მიუხედავად ახალი გარემოებებისა და პირობებისა, იმ მეოცნებე ბიჭად დარჩები, რომელიც ოცნებათა რეალიზებისთვის ფეხს არ იცვლიდა რუბინის ბაზიდან!

ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ცოლის არ მოყვანა რაღა შუაშია... დამატებით ვარჯიშში ხელს უშლის? საერთოდ ხომ შეიძლება დღის მანძილზე ცოლებმაც თავიანთი საქმე აკეთონ და ქმრებმაც...
კვარადონა
ეს იყო კვა(მა)რადონა? თუ ასე განაგრძო დაივიწყეთ მისი დიდება. ლეჩესთან და სასუოლოსთან ჯონათან ძებინა და მარსელო ძალაიეტაც კი თამაშობდნენ , მაგრამ დღეს უბრალოდ მისი სახელებიც კი არავის ახსოვს.
Ზაზა
"რეალთან" გამოჩნდა "ნაპოლის" უკლასობა! პროვინციული გუნდია "ნაპოლი". კვარამაც ბევრი შეცდომა დაუშვა.
გიორგი
ასეთ დონეს მიაღწია და შესაძლებლობა აქვს კიდევ უფრო დიდ დონეს მიაღწიოს. დარწმუნებული ვარ რომ არაფერს დააკლებს. იმიტომ გვეჩვენება რომ შედეგიანი არაა, რომ ისწავლა მოწინააღმდეგე გუნდებმა მის წინააღმდეგ თამაში. ამით ნაპოლმა უფრო უნდა ისარგებლოს და მოედნის სხვა სივრცეში უპირატესობა უნდა შეწმანს. იციან მაგრამ ვერ ქმნიან უპირატესობას, იმიტომ რომ არ ყავთ უმაღლესი დონე როგორიც მაგალითად რეალს ყავს. რომ ყავდეს ხვიჩა გაცილებით შედეგიანი იქნებოდა. მეორე მომენტი სპორტული ფსიქოლოგიაა და ამ ნაწილში ჭირდება თავდაჯერებულობა, რაც დიდწილად მის გუნდელებზე არის დამოკიდებული. ჩვენ ნაკრებში უფრო თავდაჯერებულია და ნაპოლში ნაკლებად. დღეს მესის ის სახელი ვერ ექნებოდა ნაპოლში რომ ეთამაშა. მესამე მომენტი ისაა რომ ჯერ გაზრდილი არაა და იცვლება მისი სხეულის ფიზიკური მონაცემები და იმედია უკეთესისკენ წავა. კარგი იქნებოდა მისი აჩქარებების შედარება. წარმატებას ვუსურვებ მაგარი ბიჭია.
გულშემატკივარი
რომ დავწერე კვარა ვერაფერსაც ვერ იზავს რეალთანთქო კინაღამ ჩამქოლეს, აგერ ბატონო! ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო მისი თამაში, ასე თუ განაგრძო დამიჯერეთ გაისად მოგვიწევს ნაპოლის ნაცვლად ლეჩეში ან მონცაში ვუყუროთ მის თამაშს. ასეთი რეგრესი ერთი-ორი თუ მახსენდება რაც ამ ბიჭს სჭირს.
სიმართლე
ასე თუ გააგრძელა მონცაში ან კრემონეზეში იჯარით გაშვება დაემუქრება მალე :(
bebe
ერთ-ერთ წინა სტატიაზე დავწერე ორი დღის წინ კომენტარში რომ კვარა სასწაულს ვერ ჩაიდენს რეალთანთქო და ლამის გადამიარეს, ესაა ის რომ ქართველებს გვიჭირს რეალობის აღქმა, სადღაა ის კვარა რასაც შარშან ვუცქერდით, უფრო ერთფეროვანი, უფრო გადაღლილი და უკვე დაკარგვებსაც მოუმატა, რის შემდეგაც ართმევაზე ძალიან სუსტია, ხშირად სახიფათო შეტევები მოჰყვება კიდეც მის დაკარგულ ბურთს, გუშინაც იყო ასეთი მომენტი რეალთან. ამიტომ ჯერ უნდა ახვიდე ჯომოლუნგმაზე და იქედან შეგიძლია გადმოხედო მსოფლიოს და არა იალბუზიდან. ამიტომ ცოტა მეტად გააზრება, შრომა, კრეატიულობა და ა.შ. მართებს კვარას, თორემ 2 წლის შემდეგ აღარავის ემახსოვრება ქართველების გარდა. მე პირადად ვფიქრობ რომ რაც შარშან იყო იმის 50%-იც არ არის. შარშან მისი პირველის ეზონი იყო და ყველა მოწინააღმდეგემ შეისწავალა უკვე, ძალიან კარგი მაგალითია ტოჩინოშინთანა პარალელს თუ გავავლებთ, როცა შეისწავლეს ლევანი უკვე სიახლოვეს აღარავინ ეკარებოდა და ყველა შორიდან ებრძოდა, რადგან იორიკირით მავაშში ყველას ამარცხებდა, მან ვერ შეძლო სხვა ტაქტიქით ბრძოლა და ამის შემდეგ ტოჩინოშინს არაფერი მოუგია და კარიერაც დააასრულა. ეს უნდა გაითვალისწინოს გაცილებით ახალგაზრდა კვარამ.
დათო
ერთი ერთზე გასული არც ერთი ნეაპოლელი პასს არ გააკეთებდა მაგ დროს ,როცა ოსიმენს მიაწოდა და ჩაუჭრა მცველმა.დაარტყი რა კარებში ისე როგორც სხვა მოიქცეოდა.დარწმუნებული ვარ გაიტანდა და თვითონაც გაიხარებდა და ჩვენც.მეორე კიდე ზედმეტად ხშირად იყო უკან დაცვაში და ორჯერ იყო ანგისა ცენტრში რო აიხლართა 3 ფეხბურთელში,მაგ დროს წინ რო ყოფილიყო სწრაფ კონტრშეტევას დაიწყებდა.იყო სხვა მსგავსებიც.ამიტომ ჩემი აზრით მუდამ ცენტრთან უნდა იტრიალოს.ასე უფრო პროდიქტიული იქნება.
გიო
100%. არ იყო ჯერ ოჯახის დრო თუ კარიერა გინდა თავი უნდა გადადო!
შულაია
უპირველესად თვითონ კვარასთვისაა კარგი მეტნაკლებად კრიტიკული კომენტები და რეალურად მისი თამაშის შეფასება და არა ის ზღვარგადასული ბაქი-ბუქი, ქება-დიდება, ევროპის თითქოსდა ყველა სუპერ კლუბის ინტერესები,ვითომდა ასეულობით მილიონი სატრანსფერო ფასი და კიდევ ათასი მოჩმახული, ბუნებაში არ არსებული იმფორმაცია. არადა როგორც ჩანს ბევრისთვის გუშინ გამოჩნდა თუ რა დონის ფეხბურთელია კვარა და რა შეუძლია პრინციპულ თამაშში მაღალი დონის მეტოქესთან. პირწმინდათ დაიჩაგრა განსაკუთრებით მეორე ტაიმში და მაგის ცოდვა ახალ მწრთვნელს,რომ არ შეცვალა. ვინ არის მსოფლიო ფეხბურთის დღემანდელი და ხვალინდელი დღე ქე გამოჩნდა გუშინ და არა მარტო......
pablo
პირველი რაც მახსენდება, ერთი ერთზე პოზიციაა,სადაც ნებისმიერი ტოპ კლასის შემტევი თავად დაასრულებდა მომენტს,როგორც მინიმუმ ასეთ უშინაარსო და შიშნარევ,ჰო სწორედაც რომ შიშნარევ გადაცემას არ გააკეთებდა. მერედა როგორი თამაში იყო გუშინ,ცხოვრების თამაში პირადად მისთვის,როდესაც სანტიაგო ბერნაბეუზე შენი ბავშვობის ოცნების გუნდს უპირისპირდები,როცა შენი წვალებისა და ჯაფის თითოეული დღე, წუთი, წამი უნდა შეკრიბო და ერთ თამაშში ჩადო. გუშინდელმა თამაშმა ჩემდა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აჩვენა ის,რომ ტოპ კლუბებთან ჩვენი "კვარა" მეტწილად სხვა მოთამაშეთა ჩრდილში ექცევა და ვერ კაშკაშებს ისე,როგორც მაგალითად იგივე ბელინგემი,როდრიგო ან სხვა შემდგარი ტოპ კლასის ფეხბურთელები, ყოველივე ეს კი ვფიქრობ მაინც კრიტიკის ნაკლებობის ბრალია, სადღაც გაუჭირდა ამ კაცს და არც არავინ ეუბნება რაზე აქვს სამუშაო, მარჯვნიდან და მარცხნიდან მხოლოდ ქება-დიდებას ისმენს, კვარა ასეთი,კვარა ისეთი და აი "შედეგიც". ასეთი თამაშით ის მალე გაქრება სკაუტების რადარებიდან ,როგორც არაერთი იმედისმომცემი ვარკვლავი გამქრალა, რომელთაც სათანადოდ ვერ შეუფასებიათ თავიანთი ნაკლი. ნიჭი და ტალანტი მხოლოდ ნაწილია წარმატების, თუმცა მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია ყოველდღიური თავდადება და შრომა,რომელიც ფანატიზმის რანგში უნდა ადიოდეს! (არის კი ფანატიზმის რანგში აყვანილი შრომა დღეს ხვიჩას კრედო?! რიტორიკული შეკითხვა მკითხველისთვის განსასჯელად...) ესაა ყველა დიდი სპორცმენის წარმატების რეცეპტი და სხვაგვარად სტაბილურად განგრძობადი წარმატება არ მიიღწევა! და ბოლოს, თავმდაბალი კაციაო ამბობენ და თუ მართლა წაიკითხავს ამ ნააზრევსა და წუხილს, მისთვის, როგორც ყოფილ ფეხბურთელს ერთი მოკრძალებული რჩევა მექნებოდა - შესაბამისი პროფილის ძლიერი მწვრთნელი დაიქირავე, გამძლეობასა და ფეთქებადობაზე იმუშავე ხვიჩა. გარემარბისთვის გამძლეობა და პირველი 10-20 მეტრიანი გარბენის მოგება საკვანძოა. აქედან მოდის მეტი თავდაჯერებულობაც, რადგან როცა ფეხში ძალა გელევა და სისწრაფეს კარგავ, გამწვავებაზეც ვეღარ რისკავ წასვლას, შენი პოზიციის მოთამაშე კი გამწვავების კრიტერიუმით ფასდება ყველაზე მეტად და ამის გარეშე არაფერია. "გულშემატკივარი"
მწვრთნელი
მეტიც შეუძლია ითამაშოს! რუდიგერი და კარვახალი ფინიასავით დასდევდნენ და ფეხებში უყურებდნენ აბა რას მოიმოქმედებსო! ყველამ იცის, რომ ხვიჩა სახიფათოა და მისი ერთი-ერთზე დატოვება არ შეიძლება! თამაშის დროს რუდიგერმა კარვახალი, რომ დააზღვია და ერთი-ერთზე ხვიჩასთან ბურთი აუტისკენ მოისროლა, მან მადლობა გადაუხადა! ყველაზე მაღალი შეფასება ბელინგემის მერე რუდიგერმა მიიღო და თვით ბელინგემიც კი ხანდახან ცდილობდა მიხმარებოდა ამ ორეულს და ბურთი აერთმია ხვიჩასთვის!
semi
როგორი სამარცხვინო კომენტარია, რა შუაშია ცოლის მოყვანა. უცოლო ქართველებმა ხო დახაზეს მოედნები.
ლუკა
არ გამოვრიცხავ რომ ისეთივე მონდომებულია ვარჯიშებზე,როგორც შარშან მაგრამ პროგრესი არ აქვს.კარში დარტყმები თუ არ დახვეწა რაც არის ეს დარჩება-ეფექტური ფინტებით და ნაკლებად სასარგებლო გუნდისთვის.რეალთან არ მომეწონა,გუნდურად არ თამაშობდა და ცივსისხლიანობს აკლდა.
გურჯი
ვიღაცა დაწერს ქალთმოძულეო, 100% სიმართლეა

რითი იყო ხვიჩაზე უკეთესი ის შავი ბელინგემი გოლი რომ არ ჩავთვალოთ.ხვიჩა მთელ მოედანზე დაქროდა,იმ შავ ბელინგემს კი ერთხელ დაეცა თავზე ბურთი და გოლი გავიდა
ტატო
ხვიჩა არის საშუალო დონის ფეხბურთელი,ეგ არის შარშან აყვავდა და უცებ ჩაქრა. იმ მომღერალს გავს,ერთი ან ორი ჰიტი რომ იმღერა და გაქრა,სამწუხაროდ….
Lm
ხვიჩა ჩვენ შენი გვჯერა. დაიბრუნე ის სითავხედე, შენ ყველაზე მეტად ამით შეგიყვარეს და იმუშავე კიდევ უფრო მეტი, განსაკუთრებით კარში დარტყმებზე. გაქვს მომენტები და ამათ რომ გამოიყენებ მაღალი პროცენტით და გადაწყვიტავ თამაშის ბედს ბოლო წუთებზე მერე ყველა ისევ შენზე და შენ ქვეყანაზე ილაპარაკებს. ჩვენ გვჭირდება კვარავაჯო
სებო
რამხელა სტატიებს წერთ კომენტარებში საქმე არ გაქვთ მეტი? დონე არ აქვს ამ შენ კვარას და თან ვარსკვლავი გონია უკვე თავიც და ფაქტიურად ძინავს სტადიონზე.
o5
იმედია, ძმა გაიზრდება უფრო ჭკვიანი და კარიერას მიაწვება და არა პინჭუ-პანჭუებს. ეს კი რიგითი საშუალოება გახდა. პროფესიონალიზმი ფაფუუუუუუუუუუუუუუუ
მამუკა
ერთ რამეს დავწერ და ალბათ ბევრი დამეთანხმება, არანაირი პირადული უბრალოდ სპორტული თვალსაზრისით ხვიჩას ჯერ ცოლი არ უნდა მოეყვანა, დარწმუნებული ვარ როგორც ყვლა ნორმალურ ადამიანს ხვიჩასაც ვარჯიშის მერე ერთი სული აქვს დროზე სახლში მივიდეს და მეუღლეს ჩაეხუტოს, მაგრამ როცა ოცნებობ რეალში თამაშზე უნდა იყო არანორმალური იმ გაგებით, რომ გუნდთან ვარჯიშის შემდეგ უნდა განაგრძო ინდივიდუალურად ვარჯიში, ალბათ ყველა აღიარებს რომ ხვიჩას არაფერი ეტყობა შარშანდელი სეზონის შემდეგ რომ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და პროგრესს განიცდის, როცა იძახი რომ რონალდუ ჩემი კუმირიაო, მარტო თქმა არ არის უნდა საქმით მიბაძო მას, 38 წლის ასაკშიც კი თავდაუზოგავად ვარჯიშობს, სხვანაირად დიდი მიზნები მიუღწეველი დარჩება, ბევრი გვინახავს მასეთი ტალანტები, მაგალითისთვის რობინიო და დენილსონიც ეყოფა, ხვიჩაზე მაგარი დრიბლინგი ჰქონდა ორივეს, მაგრამ ორ წელიწადში გაქრნენ საფეხბურთო რადარებიდან, უდიდესი სპორტსმენობა მოითხოვს უდიდესს მსხვერპლს 15-20 წლის განმავლობაში, ხო და თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი, თუ არა და დარჩები საშუალო დონის ფეხბურთელად. ვიცი რომ კითხულობს ხოლმე ხვიჩა სტატიებს და კომენტარებს, სიყვარულით გიწერ ჩემო ძმისშვილო ამ კომენტარს
Charley
ერთი მარტივი ეპიზოდით გეტყვით რა განსხვავებაა გასული და მიმდინარე სეზონის კვარას შორის. ლივერთან პირველი თამაში გახსოვთ? ერთ ეპიზოდში ბურთი რომ მიიღო და მაყურებელი ფეხზე წამოხტა რაღაც განსაკუთრების მოლოდინში აი, ზუსტად ეგ იყო გასული სეზონის კვარა. ეფექტური და თან შედეგიანიც, ინსტაგრამზე მილიონობით გამომწერის შემგროვებელი, კვარადონა, აუარება ბავშვის ახალი კუმირი. ამ სეზონში თუ განსაკუთრებული ფეხბურთელის სტატუსი ჯერ კიდევ მოყვება და ჰაიპშია, ეგ შარშანდელი სეზონის კრედიტებია, რომელიც ამოწურვადი რესურსია. ეხლა ჩავთვალოთ რომ შარშანდელი სეზონი ბუნებაში არ არსებობდა და ამ სეზონით დაიწყო ნაპოლის კარიერა. რა სტატუსს მიიღებდა ასეთი თამაშის სტილით? ვაღიაროთ, სადღაც პოლიტანო ზიელინსკის დონისას (სტატუსს ვადარებ და არა დონეს). მიზეზი რა არის რომ სუპერ ეფექტური "მეიჯიქ" კვარა ტრანსფორმირდა უბრალოდ მორიგ კონვეიერულ ტოპ კლასს ფეხბურთელად? ჩემი აზრით: 1. დაკარგა სისწრაფე და მოქნილობა 2. შეისწავლეს თამაშის მანერა და სივრცეებს არ უტოვებენ დრიბლინგისა და ეფექტური თამაშისთვის. 3. მაგრად ეუხეშებიან და ერიდება ეფექტურ თამაშს (დრიბლინგი, ფინტები) ტრავმის არიდების მიზნით. 4. ფსიქოლოგია. გონება გაფანტული აქვს "აკიდებული ტვირთით" ქვეყნის და ნაკრების წინაშე (ყვითელი ბარათის გამო რო ტოვებს პლეიოფს მარტში) და სხვა ბევრი ფიქრის გამო თავისი გონება უბრალოდ ვეღარ აგენერირებს კრეატივს. ვინც ფსიქოლოგიაში ერკვევა, გამიგებს. ვიხილავთ შარშანდელი სეზონის კვარას? მეეჭვება. პ.ს ბევრს გაეცინება, მაგრამ კვარა ყველაზე ეფექტური რუბინში იყო, უბრალოდ სტატისტიკა არ უვარგოდა და არც სტრიმები იყო მოწოდების სიმაღლეზე. ნაპოლის ის შარშანდელი სეზონის პირველ წრეში ბუნებრივი სილაღე მატაობა რუბინიდან ჰქონდა გადმოყოლილი და უკვე მეორე წრიდან იტალიაში უკვე მისი ნიჭი მოაქციეს ჩარჩოებში. და ამ ადაპტაციის სირთულემ უკვე ამ სეზონში იჩინა თავი. ხვიჩა კი და (ზოგადად სხვა კრეატიული "ელეგანტური" მოთამაშეები) არ გადის იმ კატეგორია ფეხბურთელებში რომლებიც ადვილად ეგუებიან დავარცხნილ ჩარჩოებში მოქცეულ სწორხაზოვანი დირექტივის შესრულებას მოედანზე. ეს იგივეა არწივი რო გალიაში გამოკეტო როცა მისი გონება და ეგო მაღალი მთების თავზეა შეგუებული სიმაღლეებზე თავისუფალ ფრენას.
Ghotic Mood
ტიპმა იმდენი მაზა ხოსელუ უნდა გადაეღოთ კუკარაჩაში ინგას როლში დდ:
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
მბაპემ ვინისიუსს პირზე ხელი ააფარა და შესაძლო გაძევებას გადაარჩინა
"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ