ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

რატომ არ ჰქონდა საუკეთესო მატჩი კვარაცხელიას და რაა საჭირო მეგატრანსფერისთვის - მწვრთნელი ვერაფერს ცვლის...

რატომ არ ჰქონდა საუკეთესო მატჩი კვარაცხელიას და რაა საჭირო მეგატრანსფერისთვის - მწვრთნელი ვერაფერს ცვლის...

<p>არაერთი ქართველი "სანტიაგო ბერნაბეუზე", ხვიჩა კვარაცხელიას გოლის მოლოდინი და შემდეგ იმედგაცრუება, რომ ქართველს საუკეთესო შეხვედრა არ ჰქონდა... გასაგებია, გულშემატკივრები ყოველთვის მაქსიმალისტები არიან, მათი რაოდენობა "კვარამ" ძალიან გაზარდა, სპეციალისტების მხრიდან კი ყველაფერი შესაბამისად უნდა აიხსნას...</p><p>არ ვიცით, ვის რა მოსწონს მაცარის სტრატეგიასა და მიდგომაში. ერთი, რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, ჯერჯერობით მან სიახლე ვერც ტაქტიკურ სქემაში შეიტანა და ვერც გუნდის სულისკვეთებაში. იშვიათია მწვრთნელის ცვლილება გუნდს ასე არ დაეტყოს; მოვალეობის შემსრულებლად ასისტენტები რომ ინიშნებიან და პროცესები ინსტინქტურად მიდის, სიტუაცია ამას უფრო ჰგავს. საქმე მეტოქეში და იმაში არაა, მადრიდის "რეალის" დამარცხება რთული რომ იქნებოდა. იქნებ ეს მატჩში საუკეთესო საშუალება იყო, მაცარის "ახალი სისხლი" შემოეტანა. შედეგის გამო არავინ გააკრიტიკებდა, სიახლეები კი უახლოესი რთული მეტოქეების, "ინტერისა" და "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამოსდგომოდა.</p><p><img src="pictures/artimages/original/99388e0013a6054a1ae7f02fae4eb3d4.jpg" border="0" alt="Sportall.Ge" title="რატომ არ ჰქონდა საუკეთესო მატჩი კვარაცხელიას და რაა საჭირო მეგატრანსფერისთვის - მწვრთნელი ვერაფერს ცვლის..." /></p><p>კვარაცხელიას ადვოკატობა არასდროს გვიცდია, კონსტრუქციული კრიტიკა არ დაგვიკლია, თუმცა ახლა მისი თამაშის ასახსნელად არაერთი არგუმენტი არსებობს, რომელთა დასახელებითაც ჩვენგანაც ახალს ბევრს ვერ წაიკითხავთ; ისევ ჟუან ჟესუსის ფლანგელობა იმას ნიშნავდა, რომ ხვიჩას ზედიზედ მეორე შეხვედრაში ფრთაზე არ ეყოლებოდა პარტნიორი, რომელიც ზონებს გაუთავისუფლებდა, მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეებში მოხვედრილ "კვარას" ერთ მეტოქეს მაინც "მოსტაცებდა"; გარდა ამისა, როცა ნახევარდაცვა ასე იჩაგრება (რაც მოსალოდნელიც იყო), შეტევაში ბურთის სწრაფად გადატანა უჭირს, საკუთარ შემტევებს კი პასებით ან ზურგით ყოფნისას ამარაგებს, ანაც "გაჭედილ" სივრცეში, რთულია, ისინი, მით უმეტეს, ამხელა მეურვეობის პირობებში მოთამაშე კვარაცხელია, სახიფათო პოზიციებზე აღმოჩნდნენ. რაც ჩვენებურმა შეძლო, საგოლე შეტევაში მონაწილეობა მშვენიერი პასით მიიღო...</p><p>ქართველი გარემარბი ცდილობს, რთულად განსახორციელებელ დრიბლინგებზე აღარ წავიდეს. არც გუნდის შუა ხაზია ისეთი, ბურთი იოლად მოიპოვოს და შეტევაში დააბრუნოს, დაცვა კი კრიტიკას ვერ უძლებს და სწრაფი შეტევების შეჩერება უჭირს. სამწუხაროდ, ის მივიღეთ, რასაც ვვარაუდობდით. წინა ზაფხულს კვარაცხელიას (ისევე, როგორც ოსიმენს) დიდი შანსი ჰქონდა, ბევრად უკეთეს გუნდში ეთამაშა, რაც ხელმძღვანელებმა, ფაქტობრივად, თავიდანვე გამორიცხეს. ამას დასუსტება (კიმის წასვლა) მოჰყვა და არა - გაძლიერება. ნეაპოლელთა ეს კრიზისი მოსალოდნელი იყო, ახლა კი, ამ მოცემულობით, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას სანაკრებო შეხვედრების ჩათვლით, შედეგიანი სეზონი აქვს, მეგატრანსფერებზე ფიქრისთვის უფრო მეტია საჭირო, მათ შორის, ახალი იარაღები ბევრი მოწინააღმდეგის პირისპირ.</p><p>იმ ეპიზოდს, როცა 77-ე ნომერმა კარში დარტყმის ნაცვლად, ოსიმენი მოძებნა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "კვარა" შინაგანად ასეთი ფეხბურთელია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, ოსიმენის არყოფნაში ინდივიდუალურად მეტად უტევდა. ხვიჩას რომ დაერტყა და ვერ გაეტანა, ვიცით, ამას რა რეაქციაც მოჰყვებოდა. კარში დარტყმა აქ რითაც სჯობდა, ის იყო, "რეალის" ფეხბურთელები პასის ჩაჭრაზე იყვნენ მომართული, მათი განლაგება ამას მიუთითებდა. ზამბო ანგისას ქართველისთვის ბურთი უფრო სწრაფად რომ</p><p>მიეწოდებინა და დრო არ დაეკარგა, კვარაცხელიასაც მეტი დრო დარჩებოდა გადაწყვეტილების მისაღებად. ერთხელაც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენებურის ფორვარდად მოსინჯვა ცდად მაინც ღირს, საქართველოს ნაკრებში ის ამ პოზიციაზე მშვენიერია. აუცილებლად დადგება დრო, როცა ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო უნარებს უფრო მაღალ ასპარეზზე გამოაჩენს, ვიდრე "ნაპოლია", მაგრამ აქაც ზღვარის გავლება და ზომიერი სურვილები სჭირდება. სურვილი კარგია, ის მადრიდის "რეალში" ყოფილიყო და ისეთი სუსტი დაცვის პირობებში ეთამაშა, როგორიც ახლა მისი თანაგუნდელები არიან, ამას კი დრო და კიდევ უფრო სრულყოფილი, მრავალფუნქციური და საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული "კვარა" სჭირდება. ახლა მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს გასვლა და იტალიური ოთხეულია!..</p><p><p><p><br></p>

  • ჩემი აზრით

    უბრალოდ კარვახალმა აჯობა.

  • არტ

    1. მისი ოცნების სტადიონია და ამან იოქმედა. შიში არაფერ შუაშია. უბრალოდ ემოციურად გადაიწვა თამაშამდე. ეს ყველა ვარსკვლავს მოსვლია. ხდება ხოლმე. 2 ზედმეტი პახაობა უწევს დაცვაში მარცხენა მცველის არარსებობის გამო. 3. რეალი ერთი თავით მაღლაა ნაპოლიზე. ასთ დროს ძნელია ინდივიდუალურად შენი შესაძლებლობები ბოლომდე გ ამოავლინო. ეხლა ის მომენტები რაც დასახვეწი ავს და რაზეც უნდა იმუშაოს: 1. ბურთის მიღებისთანავე მოქმედება-სულ ოდნავ ყოვნდება ხოლმე, რაც მოწინააღმდეგეს მეტ შანსს აძლევს წარმატებით ეთამაშოს. 2. უბყრთოდ მოძრაობა- რომ პარტნიორებს პასის მიცემა გაუადვილდეთ და მომგებიანი პოზიცია ეძებოს.

  • არტ

    1. მისი ოცნების სტადიონია და ამან იოქმედა. შიში არაფერ შუაშია. უბრალოდ ემოციურად გადაიწვა თამაშამდე. ეს ყველა ვარსკვლავს მოსვლია. ხდება ხოლმე. 2 ზედმეტი პახაობა უწევს დაცვაში მარცხენა მცველის არარსებობის გამო. 3. რეალი ერთი თავით მაღლაა ნაპოლიზე. ასთ დროს ძნელია ინდივიდუალურად შენი შესაძლებლობები ბოლომდე გ ამოავლინო. ეხლა ის მომენტები რაც დასახვეწი ავს და რაზეც უნდა იმუშაოს: 1. ბურთის მიღებისთანავე მოქმედება-სულ ოდნავ ყოვნდება ხოლმე, რაც მოწინააღმდეგეს მეტ შანსს აძლევს წარმატებით ეთამაშოს. 2. უბყრთოდ მოძრაობა- რომ პარტნიორებს პასის მიცემა გაუადვილდეთ და მომგებიანი პოზიცია ეძებოს.

  • 1.2.3.4.5.6.

    მეორე ტაიმში დაღლა ძალიან დაეტყო და ამის გამოსწორებაზე უნდა იმუშავოს თორე 1 ტაიმის მოთამაშე ქართველებს დაემსგავსება

  • იკა

    ყველას პატივისცემა, უბრალოდ ვიკითხავ, სტატიაზე ორჯერ დიდ კომენტარებს რომ წერთ, ეგ რა დიაგნოზია?

  • oto777

    სხვათაშორის ბევრი მისტირის სპალეტის და მის ნაპილისმარა სწორედ სპალეტიმ დაიწყო ხვიჩაში იმ გენიალურობის ჩაკვლა,რომელიც ჰქონდა კვარას.ბევრი იწერება,რომ სამმაგი მეურვეობითეთამაშებიანო და აბა რა ქნასო.მე კი ვატყობ,რომ დაკარგა სპონტანურობა,რეალთანაც და ბოლო მატჩებში დრიბლინგის დროს ეტყობა ბევრი ფიქრი თუ რა გააკეთოს,დაკარგა თვითრწმენა და სანამ ბოლომდე მიაძინებს იმ თვისებებს რაც ჰქონდა ჯობია მალე გამოერკვეს და ითამაშოს ისევ ისე ლაღად და ლამაზად.ის აღიარება და ჯილდოები სწორედ იმ ძველმა კვარამ მოიგო და არა მოპასავე შაბლონურად მოთამაშემ.

  • ქ. გ.

    ოსიმენის მიმართ გაკეთებული პასი რომ ჩაჭრა მცველმა, იმ მომენტში ოსიმენს ოდნავ ცენტრისკენ უნდა ემოძრავა. ამით მცველს გადაუკეტავდა გზას, და ვერ ჩაჭრიდა პასს. ოსიმენი მცველზე 5 მეტრით წინ იყო. მაგრამ არასწორი მიმართულებით მოძრაობდა.

  • ამატაკი

    სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ ნაპოლის პრობლემები უფრო ღრმად უდგას, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასე მოჩანს, ვიდრე ერთი კონკრეტული თამაში. შარშანდელი სეზონი იმდენად არაპროგნოზირებადი, მოულოდნელი გამოდგა, რომ მისი გავლენისაგან განთავისუფლება გაჭიანურდა. სპალეტის ფეხბურთის ერთერთი ძირითადი ატრიბუტი ფლანგის მცველების მოქმედება იყო როგორც შეტევით, ისე დაცვით ფაზაში. შეტევით ფაზაში მათ მნიშვნელოვანი როლები ჰქონდათ, ფლანგის შემტევებთან ურთიერთქმედებისას თავისუფალი ზონების შექმნასა და ათვისებაში. დაცვითი ფაზებისას კი ჩართული იყვნენ სპალეტის კვადრატებსა და სამკუთხედებში, შედეგად მალევე ახერხებდა გუნდი ბურთის დაბრუნებას, რა თქმა უნდა იყო სხვა მნიშვნელოვანი ოფციებიც, ეს ფეხბურთი ძალიან დიდ სიზუსტეს და ენერგიას მოითხოვდა. მიუხედავად ბრწყინვალე სტარტისა, სეზონის მეორე ნახევარში, ფაქტიურად იუვესა და ატალანტასთან თამაშის შემდეგ, თვალისმომჭრელი სპალეტის ფეხბურთი დასრულდა, ძალები გამოიფიტა. ეს ფეხბურთი უცხო აღმოჩნდა გარსიასთვის, რომელიც შეეცადა გარკვეულწილად მის თარგზე გადაეწყო თამაში, რაც ვერ მიიღო გუნდმა და ეს წამოწყება კრახით დასრულდა. მოვიდა მაძარი და პირობა დადო, რომ შეძლებდა გუნდის რეინკარნაციას, 4-3-3 იქცა გარკვეულწილად უკვე აკვიატებად. აშკარა იყო რომ დამტვრეულ მარცხენა მცველებს არ მოეძებნებოდა ალტერნატივა და მაძარის წესით მისთვის კარგად ნაცნობი სამმცველიანი სქემით უნდა ესარგებლა, ან სულაც 5-3-2. რა თქმა უნდა ესეც არ იქნებოდა რეალთან წარმატების გარანტია (ვინმეს თუ აქვს ასეთი) მაგრამ ასე უმწეოდაც ნამდვილად არ წარსდგებოდნენ. მხედველობაში მაქვს კონკრეტულად ამ სიტუაციაში და არა ზოგადად ძირითადი სქემის ცვლილება. ამას ყველაფერს მაძარიც ხედავდა, მაგრამ როგორც ჩანს უჭირს ჯერჯერობით პასუხისმგებლობის თავისთავზე სრულად აღება. მაინც რამდენადაა ეს ყველაფერი კრიზისი, ყველაფერს მომდევნო ორი თამაში გვაჩვენებს. კვარას რაც შეეხება, ის უკვე შემდგარი დიდი ფეხბურთელია. მას ყველა შემთხვევაში ექნება დიდი გავლენა, მისი განეიტრალება ყველასათვის თავისტკივილად დარჩება. უბრალოდ მისი თამაში ასეთ ნაპოლიში ვეღარ იქნება მუდმივად თვალისმომჭრელი.

  • არგუტი

    მართალია, მწვრთნელმა ვერც სულისკვეთება და ვერც ტაქტიკა ვერ შეცვალა,მაგრამ როდის უნდა შეეცვალა? ჰქონდა კი ამის დრო? სანაკრებო პაუზის შემდეგ ეგრევე გასვლა საკმაოდ ძლიერ ატლანტასთან,ორ დღეში კი უძლიერეს რეალთან.ამ თამაშების მნიშვნელობიდან გამომდინარე ექსპერიმენტების დრო ნამდვილად არ იყო.მაინც წააგებდაო? კვარაცხელიას ,რომ 2:2 -ზე გოლი გაეტანა შეიძლება არც წაეგოთ.რა თქმა უნდა კლასში დიდი სხვაობაა,მაგრამ ბურთიც ხომ მრგვალია?ვიმეორებ, მწვრთნელს ხარისხის ასამაღლებლად სჭირდება დრო და ახალი კადრები,მაცარის არცერთი აქვს.ვაცადოთ ცოტა ხანს და მერე შევაფასოთ,ამ კონტიგენტით რას მიაღწევს.რაც შეეხება კვარაცხელიას-----მას უჭირს ძლიერი და მასიური დაცვის გარღვევა და ეს ბუნებრივიცაა,მითუმეტეს იმ ფონზე როცა გუნდი მთლიანად დეგრადირებულია და ხვიჩას ელემენტარულ პირობებს ვერ უქმნიან შესაძლებლობების მცირედით მაინც გამომჟღავნებისათვის.საჭიროა მის უკან კარგი მოძრავი ნახევარმცველი და ასევე მოძრავი საიმედო მცველი,რომ მას უკან ღრმად ჩასვლა არ უწევდეს.რეალთან თამაშის დროს ,ხვიჩამ რამოდენიმეჯერ მთლად გააშიშვლა და დიდი სივრცეები შექმნა მარცხენა ფრთაზე,მაგრამ ვინ იყო მოსარგებლე? უნდა ხდებოდეს კი პირიქით ხვიჩას უნდა უქმნიდნენ სივრცეებს და ხელსაყრელ პირობებს და მისი სასარგებლო შედეგიანობა ერთი ათად გაიზრდებოდა.რაც შეეხება მომენტს,რა თქმა უნდა მას შეეძლო დაერტყა,მაგრამ ვერ გარისკა :პირველი იმის გამო რომ მას ბოლო პერიოდში ბევრი დართყმა დაუბლოკეს და ეტყობა გულში ცოტა შიში ჰქონდა ჩამდგარი ,მეორეც ბურთი მარცხენა ფეხზე ჰქონდა და რაც არ უნდა ვიძახოთ ორივეს ერთნაირად ხმარობსო,მუშა და უფრო საიმედო მაინც მარჯვენა აქვს.რომ ვერ გაეტანა მაშინ უკვე იმაზე დავიწყებდით ლაპარაკს რატომ პასი არ გააკეთაო.ჩემი აზრით ხვიჩას დღესდღეობით სჭირდება პირველ რიგში გუნდის რიგიანი და უნარიანი თანადგომა ,თვითონ კი----უნდა იმოძრაოს და იმოქმედოს თავდასხმის მთელ ფრონტზე ,ხშირად იცვალოს ადგილები.ერთი სიტყვით უნდა წარმოგვიდგეს მოხეტიალე ფორვარდად და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოვიდეს თავისი ნახევრის ნახევარზე უკან.თავდაცვის დროს პოზიციურად ეთამაშოს მხოლოდ და მხოლოდ თავის ვიზავის [ შეზღუდოს და ეთამაშოს ისე ,როგორც მას ეთამაშებიან] და დანარჩენების უსარგებლო დევნას თავი დაანებოს.ერთი სიტყვით ვარიანტები ბევრია .ვნახოთ რას მოიმოქმედებს მწვრთნელი და რას შეცვლის ,რას მოიმოქმედებს და შეცვლის თვითონ ხვიჩა.

  • მამუკა

    კომენტარებს რომ გადახედო მიხვდები უმეტესობამ ფეხბურთის ყურება რაც კვარა ნაპოლიში გადავიდა მას მერე დაიწყო, ერთ-ერთი მათგანი წერდა ფეხბურთში "დისიდენტი" ვარო და რეალი-ნაპოლის თამაშს არჩევდა, წარმოიდგინე ამ "დისიდენტს" 20- მდე ლაიკი ჰქონდა სხვა "დისიდენტებისგან". როცა "დისიდენტის" და "დილეტანტის" მნიშვნელობები არ იცი ფეხბურთზე კი არა საერთოდ არაფერზე არ უნდა დააკომენტარო, ეხლა რაც შეეხება მომენტს სადაც კვარას აკრიტიკებენ რომ პასი არ უნდა მიეცა და უნდა დაერტყა, ძალიან სწორად აკეთებდა პასს, რა გარანტია იყო რომ დაერტყა უეჭველი გაიტანდა, მერე იტყოდნენ პასი რატო არ გააკეთაო,არასწორი მანდ იყო ანგისას პასი, კვარასთვის კი არ უნდა მიეცა, პირდაპირ ოსიმენზე უნდა გაკეთებულიყო,კვარაზე ეგ პასი იკითხებოდა, უფრო მოულოდნელი იქნებოდა პირდაპირ ოსიმენზე პასი და უფრო სახიფათო შეტევა მოჰყვებოდა,მაგრამ ანგისამ იოლი გზა აირჩია. კვარა გასაკრიტიკებელი არის იმის გამო რომ იმპროვიზაციას არ მიმართავს და მხოლოდ აუტის ხაზთან მოძრაობს(არ ვიცი შეიძლება მწვრთნელის დავალებაა) როცა ხედავ რომ ფეხზე გაზის ორი მცველი თან ორივეს შენი წლოვანების გამოცდილება აქვთ, უნდა ცოტა ფანტაზია გამოიჩინო, ჩახვიდე შენ ნახევარზე მოითხოვო ბურთი, გაეხსნა ცენტრისკენ, ქართველები მაგით გამოირჩეოდნენ საბჭოთა ნაკრებში რომ თავისი განსაკუთრებული სტილი ჰქონდათ და ლაღად თამაშობდნენ, ეგრე აუტის ხაზთან იდგა ხოლმე ბლოხინი, გაიგდებდა ბურთს და გარბოდა, მაგრამ მაგას სპრინტერობა სჭირდება რაც ხვიჩას არა აქვს. მოკლედ ამ ბიჭმა ის სილაღე დაკარგა რისთვისაც შეიყვარა ხალხმა, სადღაცას ის ძველი ხვიჩა გაქრა, იმედი ვიქონიოთ რომ თვითონ ამ ყველაფერს ხვდება და იმუშავებს საკუთარ თავზე

  • სოსო

    გრანდი იმიტომაა გრანდი,რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და მათთან ბრძოლა,ძნელია.აბა ჩემისთანას,11 კაცს ამატავებს,მოედანზე.ნაპოლი,შარშან თამაშობდა ბრწყინვალე ფეხბურთს,მაგრამ წელს,საშუალო გუნდია,ჩემპიონთა ლიგის მასშტაბით და ტოპ გუნდის ორი-სამი მცველი რომ გეთამაშება,შენი პარტნიორები კი,ზონებს ვერ იყენებენ,რა თქმა უნდა ვერ იქნები,თვალისმომჭრელად ეფექტური.რეალის დაცვის შემადგენლობა ნახეთ,მხეცები არიან,მათი და რაჰმანის ,თუ ჟესუსის მოტყუება,ერთი და იგივე,ვერაფრით იქნება.ხვიჩაც და ოსიმენიც,დაცვას ბევრს ეხმარებოდნენ,მაგრამ ბოლოსკენ,ამის გამო,შეტევაში ეფექტურობა დაკარგეს.შესატევ ზონამდე,ბურთი ვერ ადიოდა და იმიტომ.ზაფხულში დაცვა არ გააძლიერეს და შედეგიც სახეზეა.დე ლავრენტისმა,სეზონზე,79 მილიონი მოგება ნახაო და გუნდს რა დაუბრუნა?ხელფასის დაკლებაზე,ან არ მომატებაზე აღარაფერს ვამბობ.

  • ლევანი

    ხვიჩას პასი იშვიათად მისდის,ესაა ცუდი,თითქმის უსაქმოდაა...მის ფლანგზე თამაში არ მიდის. პასს არ აძლევენ..აქ მწვრთნელმა უნდა იმუშაოს.,რომ მომარაგდეს გარემარბი პასებით და შედეგიც იქნება,და თვითონაც მეტი მოძრაობა ჰმართებს,ლოდინი როდის მიიღებ პასს არ გამოდგება,მეტი მოძრაობაა საჭირო...

  • სანდრო

    kvara imedia kitulob komentarebs an sheniani vinme, daubrundi vincx xar is, ar dakargo rac gakvs da ritac shegvayvare tavi, lideroba iswavle

  • skaro

    ხვიჩას ყოველ გოლზე და ასისტზე კი არა ყოველ წარმატებულ დრიბლინგზეც კი სიამაყის ცრემლი მაწვება, მაგრამ ილუზიებში ნუ გადავარდებით ძალიანაც მინდა ყველაზე მაგარი იყოს და მხოლოდ და მხოლოდ მის გამო ვგულშემატკივრობ ნაპოლის, მაგრამ არ არი მსოფლიო მონსტრების დონეზე ბილინგემთან და როდრიგოსთან ახლოსაც არაა, ძველი დინამოს მოთამაშეებს თუ შევადარებთ ჯერ გუცაევამდისაც არაა მისული და მაგ კვარადონა-მარადონას შეძახილებით თამასას უწევენ და მერე რაღაც ისე რო არ მიდის უკვე იღრინებიან ნაპოლის გულშემატკივრები, ეგ იტალიელების ბრალია, თორე თავიდანვე რო რეალში მოხვედრილიყო არავინ შექმნიდა მისგან რაღაც მისაბაძ კერპს არჩ ზიდანს დაარქმევდნენ და არც დი სტეფანოს და არც არაფერს.

  • oto777

    ხვიჩას ვურჩევდი ნელ-ნელა ეტაპობრივად კონცერტრირდეს მხოლოდ ფეხბურთზე.შეცვალოს მიდგომა საკუთარი თავის მიმართ და ჰქონდეს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ნებისმიერ დროს.უფრო მეტი უნდა აიღოს საკუთარ თავზე და არა როგითი მოპასავე ნეაპოლელი.რაც აქვს სისხლში და რითაც შეიყვარე ყველამ ის უნდა აკეთოს სულ.გადახედოს მესის კარიერასამდემი წლების მანძილზე არ უთქვია უარი თავის სტილზე.თუ ის არ აკეთე რაც ხარ და შეგიძლია უბრალოდ როგოთი მოთამაშეობაც კი არ გამოგივა,რაც არ გაქვს სისხლში ის არ იქნები.

  • ადამიანი

    ვერცერთი უდიდესი ხელოვანი ვერ ქმნიდა ადიდან ას შედევრს,მუზა ყოველთვის არ მოდის. აი მუზა რომ უმეტესად ხვიჩასთან იყოს,პირველ რიგში ფსიქოლოგების საქმეა(კლუბისაც და ნაკრებისაც) და მერე მედიის,განსაკუთრებით წუპაკი მედიის( გვარამია-სანაუა და ა.შ.) ღვთისავარმა კი ყველა აქცენტი სწორად გააკეთა

  • skaro

    100%

  • simartles

    მილანთნ რაც მოხდა, სწორედ სპალეტის და არასწორად შერჩეული ტაქტიკის სინდისზე იყო

  • simartle

    ღვთისავარ ამ კიმის წასვლას ნუ გადააყოლეთ... სპალეტი წავიდა მთავარი ეგ არის. კიმიც კაგრად გაიდირკა ბერჯერ რაჰმანისთან ერთად სწრაფი კონტრშეტევებით შარშან. Yველა თამაში მაქვს ნანახი და არ არის მარტო ერთი კაცის Kიმის წასვლით არეუობა გამოწვეული. გაიხსენე მილანთან მატჩი თუ გინდა.

  • გიორგი

    'მოგიმართოდ' არა, მოგიმართოთ)))

  • გიორგი

    თვითონ არა ხარ იმ 'დონის' აქ მოწოდებებით რომ მოგვმართო.

  • გიორგი

    მეტ ნაკლებად დაბალანსებული შემადგენლობის მქონე გუნდში ბევრად ძლიერად ითამაშებდა უკვე ეხლავე. ვერ ექნება იმედი რომ თანაგუნდელები თავის გასაკეტებელს გააკეთებენ, რამდენიმე ფეხბურტელის გარდა, განსხვავებით იგივე რეალისგან სადაც ყველა მეტ ნაკლებად თავის ფუნქციას ასრულებს და ყველას შეუძლია ინდივიდუალურად კონცენტრირებული იყოს იმ დავალების შესრულებაზე რაც მწვრთნელისგან აქვს მიღებული.ეს დიდი უპირატესობაა უნარების გამოსავლენად ინდივიდუალურადაც.

  • ქ. გ.

    ხვიჩა! ბურთის ართმევის ტექნიკა კარგი გაქვს. მაგრამ ბურთის ართმევის დროს პოზიციის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, და ამაზე ინდივიდუალურად უნდა ივარჯიშო მწვრთნელებთან. დარტყმაც კარგი გაქვს, მაგრამ ამაზეც უნდა ივარჯიშო ინდივიდუალურად კარგ სპეციალისტებთან ერთად.

  • კიეზა

    რეალის ვერცერთი ფეხბურთელი იმ თამაშში ვერ გაიბრწყინებდა ნაპოლის შემადგენლობაში ეთამაშა..ისევე გამოანათებდა როგორც კვარა..გამიცრუვდა იმედები..თუმცა ობიექტურად ნაპოლი ლანდია შარშანდელი გუნდის..კვარაც არაა საუკეთესო ფორმაში..მჯერა საკუთარი თავივით ეს ბიჭი გრანდში მზადაა..მუხტი უნდა და დახატავს ისევ არენებს..ბევრჯერ ასახელე საქართველო ხვიჩა..

  • გოჩა

    წინა კომენტარში ზუსტად ეგ დავწერე ბატონო.რას ქვია ხვიჩა არ არის იმ დონის,რომ რეალს ორი ბურთი გაუტანოსო?შენ იმის თქმა Gინდა რომ რომ რეალი ესპანეთის ნაკრებს ჯობია?(მესმის რომ რეალის თავგადაკლული გულშემატკივარი ხართ)ხვიჩამ ესპანელებთა კარი სახლშიც და გარეთაც ისე აიღო თვალი არ დაუხამხამებია და თანაც ზოგჯერ იმ მომენტში როცა ესპანელებისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა წაგება და ხვიჩას დამაწინაურებელი გოლი მათთვის იყო კატასტროფის ტოლფასი.ასე რომ როცა გყავს გუნდი და მწვრთნელი ადეკვატური მაშინ არც ტალანტი ჩანს მუქ ფერებში

  • ქუთაისელი

    ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალზე იქით ნაპოლის ოცნებები ვერ წავა. ნებისმიერი პირველადგილოსანი ფავორიტი იქნება ნაპოლისთან. კარგი ცენრტალური მცველი და კარგი მარცხენა მცველი სჭირდებათ სასწრაფოდ.

  • ქ. გ.

    ნაპოლი გავა ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი მატჩების ეტაპზე. ხვიჩა უფრო კარგ ფორმაში იქნება. რეალსაც დაამარცხებს და სხვა ძლიერ გუნდებსაც.

  • მამუკა

    ბადრია, ერლინგ ჰალანდმა რატომ ვერ შეძლო, რომ საქართველოს ნაკრებისთვის სულ მცირე სამი გოლი გაეტანა? განგიმარტო, თუ ვინ არის ჰალანდი? ქონია გუნდს და თანაგუნდელებს მნიშვნელობა?! დონე არ აქვს თურმე. ბარემ კარში დგომაც მოითხოვეთ, თქვენი რა მიდის.

  • გიორგი

    ერთი არ მესმის ,რეალის მაგივრად ლივერპული ან ბაიერნი რო შეხვედროდა,ან თუნდაც ინტერი ან მილანი რომელოს მომგები იყო ნაპოლი ასეთი დაცვით.შემტევებით ან მეკარით.არ იგრძნობა რომ გუნდია.თითქოს გაბუტულები არიან ერთმანეთზე.დასარტყმელ სიტუაციაში პასის გაკეთება რომ კლასის ნაკლებობაა ამას ტრენერი სულ არ გყავდეს ისე უნდა იცოდე.გასაგებია ისიც,რომ როცა გუნდში კვარადონას სახელი გაქ,რაც აშკარად და სამართლიანად აღიზიანებთ სხვა ფეხბურთელებს და სახელს უკვე ნაკლებად ამართლებ,ყველაფერს და უფრო მეტს მას მოკითხავენ.

  • სვანსკი

    ზელინსკისკენ გაიშვირეთ ხელი,რადგან არაფერს აკეთებს და ყველაზე დიდი ხელფასი აქვს დაცვა და ნახევარდაცვა ნოლია,მხოლოდ შემტევების იმედზე არ შეიძლება ყოფნა,მერეტი კატასტროფა არადა საიმედო იყო ყოველთვის

  • ჯუსიფრუტ

    ნაპოლი არაა ის გუნდი რომელიც რეალს თამაშს მოუგებს. თან ისეთს სადაც ჯ.ბელინგემი დაფრინავს და ერთი თავით მაღალ დონეს, ინტელექტს და ურალოდ კლასს ამჟღავნებს. ნებისმიერი ტოპ კლუბს,რომელიც რეალს დაუპირისპირდებოდა დღეს, ყველა გუნდს გააძლიერებდა კვარაცხელია და მეტი მარგი ქმედების კოეფიციენტიც ექნებოდა. ბაიერნის ლივერპულის დონის გუნდთან ან თუნდაც მწვრთნელებთან(გუშინ მოვიდა მაძარი) რეალის კარში დუბლი არაა რაღაც შეუძლებელი.ნაპოლის ფეხბურთელების დონე არ შეესაბამება ტოპს. ეს გუნდი ტოპ კლუბს შემთხვევით თუ მოუგებს სხვა შანსი არაა და ამიტომ ჩანს კვარას დუბლი რეალის კარში წარმოუდგენელი თქვენთვის.

  • გია პაპა

    წადი ბიძია-ბაბუა კერლინგს უყურე და ის გაარჩიე, ფეხბურთი არაა შენი გასარჩევი.

  • ბადრი

    ჩვენ კი გვინდა მაგრამ, გაიგეთ ხალხო, არ არის ხვიჩა იმ დონის რომ რეალს 2 ბურთი გაუტანოს. ხომ ხედავთ ძლიერ გუნდებთან ვერ ქაჩავს. სიმართლეს შეხედეთ თვალებში.

  • mmm-ს

    მართალია და ავტორის სულისკვეთებაშიც ეს დავინახე, ზედმეტად მაქსიმალისტები ნუ ვიქნებით და აქ და ახლა ვისიამოვმოთ, რა რეალობაც გვაქვს

  • რაო-რაოს

    მთელი ღვარძლი ერთიანად რომ გადმოყარეთ - ჯერ ერთი, ავტორი მსჯელობს მოვლენების შესაძლო განვითარებაზე, მათ შორის მეგატრანსფერზე, რა უშლის და უწყობს ხელს და ა.შ. სად ნახეთ გადაჭრით დაწერილი, რომ ხვალ რეალში გადავა?

  • გოჩა

    ყველა ქართველ გულშემატკივარს გული გვწყდება რომ ხვიჩას არ გამოუვიდა ისეთი თამაში როგორსაც ველოდით,მაგრამ არა უშავს კიდევ მოუწევს ლიგაზე თამაშები.ბელინგემი აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა ხვიჩას ფონზე,მაგრამ გუნდებსაც ხომ გააჩნიათ რა დონის არიან?ერთი წუთით დავუშვათ ასეთი რამ:ხვიჩა ყოფილიყო რეალში და ბელინგემი ნაპოლში.არა მგონია ბელინგემს სრული წიოკი მოეწყო რეალის დაცვისთვის და ხვიჩას არაფერი გამოსვლოდა.ანუ იმის თქმა მინდა რომ ამ ვარიანტშიც მოუგებდა რეალი ნაპოლს.

  • mmm

    ხომ შეიძლება იმითაც კმაყოფილი ვიყოთ რომ სერია A_ს საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს და მივიღოთ სიამოვნება მისი ლამაზი თამაშით რომელ გუნდთანაც გამოუვა (საკმაოდ მაღალი დონის გუნდებთანაც გამოსვლია თამაში, სხვათაშორის). თან იმედი ვიქონიოთ რომ კიდევ მოუმატებს. უსაქმურებს და ტოტალიზატორში მოთამაშე ღვარძლიან პროფესორებს რაც შეეხება(რომლებიც საბედნიეროდ ცოტა არიან), რაც არ უნდა სცადონ მისი დამცირება ისევ თავიანთ უმეცრებას ავლენენ.

  • ქ. გ.

    ხვიჩამ კარგად ითამაშა. ლობოტკა და ზელინსკი ვერ დარბიან ისე,როგორც უნდა დარბოდეს ნახევარმცველი, და ცუდად ეხმარებიან დაცვას. ზამთარში გაყიდის ნაპოლი ზელინსკის და ოსიმენს, ხვიჩას ხელფასი გაიზრდება, გუნდი დალაგდება და შედეგიც მოვა. მაძარი ხვიჩას ლიდერად ჩამოაყალიბებს.

  • ნუგზარი

    ხვიჩას პასს აძლევენ მხოლოდ მაშინ, როცა ზურგით დგას მეტოქის კარისკენ და ორი-სამი კაცი უდაგს ირგვლივ. ვერ აძლევენ პასს, ე.წ. "ხოდეზე, ანუ წინ გადაგდებულ ბურთზე, რომელსაც იღებს სირბილში, მეტოქის კარის მიმართულებით მოძრაობისას. იტალიური ვინც იცით, მიწერეთ მაცარის.

  • Irakli

    კვარა მაგარია, მაგრამ რაც არ უნდა მაგარი იყო მთლიანად გუნდი თუ არ გიწყობს ხელს ერთი კაცი ვერაფერს შეცვლის ვინც არ უნდა იყოს! ასე რომ აქ ჩემის აზრით კვარას ბრალი არაფერია!

  • რაო! რაოო!!!

    რაო, რაოო!! რა მეგატრასფერი? ადვოკატობას არ ვაპირებო და ვითომ ტექნიკურად გვაყრი,თვალში ნაცარს...ვინც გადაიყრის და ისევ გააგრძელებს მითების თხზვას მის უძლეველობაზე, სუპერ კლუბების ინტერესებძე,ზღაპრულ ხელფასებზე, ოქროს ბურთის დაუფლების უეჭველი მოგების პესპექტივაზე, ვინც ბაქი-ბუქობს, სადღეგრძელოებს და ქება-დიდებას არ აკლებს, ხბოს აღტკინებითაა შეპყრობილი მისი ასისტის ასისტზე, ჩვენი ამხელა ამბციის ფონზე, მათი საქმეა და ღმერთმა ხელი მოუმართოს, როგორც იტყვიან: -ღმერთმა ქნას ჩემს კატას თაგვი დაეჭიროს---არა და როგორ წარმოგიდგენიათ მისი ტრასფერი თუნდაც რეალში? რომელ ძლიერ გუნთან გაიბრწყინა წელს სერიაში? მილანთან თუ ლაციოსთან?, ინტერთან, იუვესთა და რომასთან ჯერ არ უთამაშია, ჩლ-ზე ნული გატანილი გოლი 5 მატჩში, ნაკრებში კი როდის გაიტანა??.. გაგახსენებთ!!.. ყველაფერი რომ დამთავრდა, ყველა წასაგები,რომ წავაგეთ,ბოლოდან მეორე ადგილი,რომ გავინაღდეთ და მეტოქეებისთვის უმოტივაციო თამაშები იყო?? აუცილებლად მოსაგედ, პრინციპულ თამაშებში: ნორვეგიასთან სახლში და სტუმრად, შოტლანდიასა და თბილისში ესპანელებმა კი ისე გამოკეტეს ფეხი არ გაანძრევინეს და თქვენ გინდათ ვერონასთან შესრულებული დუბდით,კვიპროსისა და ტაილანდის კარში გატანილი გოლებით ტოპ გუნდებმა ერთმანეთი დახოცონ მისი ტრასფერის გაჩარხვის თაობაზე??... რა ვიციიი.. რა ვიციი...კიდევ ერთხელ.... ღმერთმა ხელი მოგიმართოდ...

  • რობი დაკომლექსებულ პროვინციალებს

    ბელინგემი ბორუსიაში რომ თამაშობდა რომელი თამაშები მოიგო მისმა გუნდა გრანდებთან? ის ბორუსია სრული კატასტროფა იყო! მიუხედავად იმისა რომ ყავდათ ბელინგემი, ჰოლანდი, რეინა და კიდევ სხვები!ასე რომ შეეშვით ხვიჩას დაკომლექსებულმა პროვინციალებმა! მიუხედავად ყველაფრისა ხვიჩამ რეალთან მაინც კარგად ითამაშა!

  • დ

    ანგისა ძალიან უსუსურად გამოიყურება, არც ლობოტკაა ძველი ლობოტკა, კიმი არაა, რა ქნას კვარამ, მარტო ითამაშოს?

  • რა მაფიაა?

    მილანთან "ვერ თამაში" რატო დაიხვიეთ ხელზე ამ ბოღმიანებმა, მილანთან ყველა თამაშში მგონი მარტო კვარა თამაშობდა

  • ჟორა გაბრიჭიძე

    ინფორმაციის გადაცემის თანამედროვე პირობებში არცერთი წარმატებული თამაში უყურადღებოდ არ რჩება, მაგრამ გრანდებისთვის თავის მოწონება, სწორედ გრანდებთან წარმატებული თამაშით შეიძლება, ეს კი ხვიჩას ჯერ-ჯერობით არ გამოსდის. აქ, რა თქმა უნდა პარტნიორთა ბრალეულობაცაა, მაგრამ ხვიჩასაც მეტი აქტივობა მართებს.

  • გულშემატკივარი

    მოკლედ რეალს რატომ არ მოუგო და არ გაუტანა გოლი, გადააყოლეს რა ამ ერთ თამაშს. მოვა ამის დროც

  • gzp

    პირველი არ არის რომ უჭირს დიდი გუნდებთან. მაგალიტად, შარსან მილანთენ და ინტერთან. ნუ გესინიათ, მომავალ კვირაში კარგად გამოვა უდინეზესთან და მივცეთ ოქროს ბურთი :)))

  • ზვიადი

    კარგია, რომ ამ საყოველთაო აღტაცების მიღმა, კვარას მწვრთნელი ჩაეხუტაო, ობიექტურად მსჯელობთ. ფეხბურთი დეტალებისგან შედგება და ჟესუსის დაყენება მართლა კატასტროფაა

  • ირაკლი ქუთაისელი

    დაანებეთ ამ ბოვშს თავი

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ