<p>შესანიშნავ ფორმაში მყოფმა მილანის "ინტერმა" "დაამუხრუჭა" და უკანასკნელ ორ მატჩში ვერ გაიმარჯვა; ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში პირველობა სათუო თუ გახადა, იტალიაში ლიდერობა "იუვენტუსს" გადაულოცა. არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფი "ნაპოლი" მილანელებს "სტადიო მარადონაზე" დაუხვდება - დღეს, 3 დეკემბერს, 23:45 საათზე. გუნდებს შორის სხვაობა 8 ქულაა.</p><p>ვალტერ მაცარის დაბრუნება "ატალანტასთან" ცოტათი იღბლიანი გამოდგა და გამარჯვებით (2:1) დასრულდა. თავის დროს ნეაპოლიდან ის სწორედ "ინტერში" გადავიდა და ამის შემდეგ სამწვრთნელო კარიერაც თავდაყირა დაუდგა.</p><p><img src="pictures/artimages/original/2423d9b147d642c71333ecfb848f7f8c.jpg" border="0" alt="Sportall.Ge" title=""ნაპოლი" VS "ინტერი" - იმედია, კვარაცხელიას ფლანგზე სხვა მცველს ვნახავთ..." /></p><p>მილანელები ნეაპოლში გამარჯვებას იშვიათად ახერხებენ, ფრე კი საკმაოდ ხშირად ყოფილა - სტადიონისთვის სახელის შეცვლამდეც და მის შემდეგაც. არადა, "ინტერმა" ბოლო 11 გასვლითი მატჩიდან 9 მოიგო და საშუალოდ 2.4 გოლი გაიტანა. გასულ, საჩემპიონო სეზონში, "ნაპოლიმ" ორიდან ერთი მატჩი ყველა გუნდს მოუგო და მათ შორის "ინტერსაც". როცა იანვრის დასაწყისში სიმონე ინძაგის გუნდმა (1:0) გაიმარჯვა, თითქოს "კვარას" გუნდის საჩემპიონო შანსებმა მოიკლო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მათთვის სასურველი სცენარით წარიმართა.</p><p>ნეაპოლელებს პიოტრ ზელინსკი დააკლდებათ, რაც ელიფ ელმასის სასტარტოში ყოფნას უნდა ნიშნავდეს. კვლავ პრობლემაა მარცხენა მცველთან დაკავშირებით და იმედია, ვალტერ მაცარი ისევ ჟუან ჟესუსს არ ენდობა, რომელიც ამ პოზიციაზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ხვიჩა კვარაცხელიას შეტევითი პოტენციალიც მცირდება.</p><p>ლაუტარო მარტინესი ძალიან სახიფათოა. ის ჰოლანის, კეინისა და მბაპეს შემდეგ, ტოპლიგებში კარში ყველაზე ხშირად ურტყამს და 13 გოლი აქვს. კალენდარულ წელში არგენტინელზე შედეგიანი "ინტერში" მხოლოდ თანამემამულე დიეგო მილიტო და კრისტიან ვიერი იყვნენ. მილანელთა დაცვაში პავარი და ბასტონი არ იქნებიან. კვარაცხელიასთან დარმიანი და დუმფრისი იმოქმედებენ. შეხვედრას მასა განსჯის.</p><p><p><p><br></p>
ნელი
უთვალავი წარმატება ხვიჩა კვარაცხელიას.
პატრიოტი
ხვიჩა ყველა ქაეთველს უყვარს, ყველანი მოუთმენლად ველოდებით მის თამაშებს, ადრე გვქონდა საშუალება, უბრალო სტუდენტებსაც კი. ქართველების საყურებლად ტაშკენტში. მოსკოვში გადავფრენილივავით, გვენახა მესხი, მეტრეველი, ბარქაია, სიჭინავს, მათი ბევრი თვისების გამოყენება არ აწყენდა ხვიჩას -- სიჭინავას "ნაგლობა", ბარქაიას ჭკუით თამაში, მიშას აფეთქებები და აქეთ-იქით მიყრილი მცველები, შემდეგ თაობასაც ნუ დავივიწყებთ- ფეხბურთის დიდოსტატებს- ყიფიანს, შენგელიას, გუცაევს, გარდა ფეხბურთისთვის საჭირო სხვა თვისებებისა, მათი უშიშრობა და ინტელექტია გამოსაყოფი და მისაბაძი, ეს ყველაფერი, როგორც წესი, 25 წლის ასაკში მოდის, ასე იქნება ხვიჩას შემთხვევაშიც, ვაცალოთ ...
Skeleton
ვითომ მე მიპასუხა და ჩემი სახელით გამოუვიდა დაწერილი :) სირცხვილია, როცა სხვისი სახელით წერ და ხალხი შეცდომაში შეგყავს. თან საერთოდ აზრზე არაა რას წერს. სოსოს როგორც ყოველთვის ვეთანხმები. დიახ ხვიჩა არატოპ ლიგიდან მოხვდა ტოპში და ასეთი შედეგი დადო, ბელინგემი ტოპიდან მოხვდა, ჰალანდთან ერთად თამაშობდა დორტმუნდში, ხვიჩა დესპოტოვიჩთან რუბინში. განდხვავებას ვერ ხედავენ.მიუხედავად ყველაფრისა ერთ ლეველზე არიან. წუხელ ვინც უყურა გრანადასთან რეალის თამაშს, საერთოდ არაფერი გაუკეთებია ბელინგემს, სამაგიეროდ როდრიგომ იფრინა. ასეა, როცა ერთს არ მისდის თამაში, სხვამ უნდა გამოიჩინოს თავი. კვარას როცა არ წაუვა თამაში, ვერ უწყობენ გუნდელები ხელს. იმდენი აფრენილი და დანარცხებული სთარი მინახავს ფეხბურთში. ვისაც ვგულშემატკივრობდი კი ყოველთვის ბოლომე.
გუსანი
ნაპოლიმ უნდა ილოცოს რომ არ წააგოს, მოგება კი სასწაულის ტოლფასი იქნება, ინტერმა თუ თავისი თამაში აჩვენა ნაპოლი წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, უძალიანესად რაც მინდა ეს ხვიჩას გოლია+პასი, ანგარიში ? 2-3
დავითი
ფსიქოლოგიურად უნდა გაძლიერდეს, დაიჯეროს რომ არავინაა მასზე ძლიერი. შიში უნდა დაძლიოს. თავის შესაძლებლობის 20 პროცენტსაც ვერ ავლენს
Skeleton
სანერვიულო ამათ უფრო აქვთ, არცერთი ნორმალური და სერიოზული არგუმენტი არ მსმენია აქამდე ხვიჩას წინააღმდეგ, მარტო წაგებული თამაშების მერე საცოდავად გამოდიან ლანძღვა-გინებით და ამით თავებს იაშკარავენენ. ამაზე მეტი რაღა უნდა დაემართოთ. საყვარელ ფეხბურთელებს ყოველთვის ბოლომდე ვგულშემატკივრობდი, მაშინაც კი როცა ყველა მათ წინააღმდეგ იყო. დღეს ყველას დასრულებული აქვს კარიერა, ვინც ადრე მიყვარდა მაგრამ ყველას დღემდე უზომოდ ვაფასებ და პატივს ვცემ, პირველი შემთხვევაა როცა ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი ქართველია და ეს საერთოდ არაა გამოწვეული პატრიოტული მოტივებით. ქართველი რომც არ იყოს მაინც მეყვარებოდა, ზუსტად ისეთი სტილი აქვს თამაშის, როგორიც მე მიყვარს და ამ უბადრუკებს ჰგონიათ, ხვიჩას რამეს დააკლებენ თავიანთი უმიზნო ჰეითით? ან დააკნინებენ მის ნიჭს ან ნამდვილ გულშემატკივარს მისი თამაშით დატკბობას გაუუფასურებებ თავიანთი ბოღმით? ჰეითის მეტი რა მინახავს? ერთ მაგალითს დავწერ, ასეთი უამრავი მაქვს. როცა ერთმა ჩემმა საყვარელმა ფეხბურთელმა გუნდი შეიცვალა, ყოფილი გუნდისგან ისეთი ჰეითი მიიღო,ისეთ საშინელებებს უწერდნენ, ემუქრებოდნენ (პატარა შვილებზეც და ოჯახზეც იყო მუქარა) და იმხელა ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს მასზე ერთი წელი ფეხბურთი ვერ ითამაშა საერთოდ. კართან მიტანილი, ერთი ერთზე გასული აფუჭებდა მომენტებს რადგან გამბედაობა არ ჰყოფნიდა მომენტი დაესრულებინა. მთელი საფეხბურთო სამყარო მის წინააღმდეგ რომ დადგა მე ყოველთვის მის მხარეს ვიყავი და მის გამამხნევებელ კომენტარებს ვწერდი. 2010 იან წლებში იყო ეგ ამბავი, ფეხბურთელს აღარ დავასახელებ ალბათ მიხვდებით. მისი მეუღლე ამბობდა ინტერვიუში რომ სახლში როცა მოდიოდა ტიროდაო, რადგან სასწაულად ჩაუვარდა მთელი წელი, ბურთს ვერ აჩერებდა ადამიანი, რომელიც გოლების მანქანა იყო და ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი გახადა თავისი ქვეყანა. აზრზე არ ხართ რამხელა წნეხის გავლა უწევთ ფეხბურთელებს, შეიძლება გამოცდილი იყო მაგრამ მაინც ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლას. არასოდეს მინანია, რომ ბოლომდე მხარს ვუჭერდი. გადალახა საბოლოოდ ის წნეხიც და ნანატრი ტიტულებიც მოიპოვა. როცა რთულ პერიოდზე ეკითხებიან, სულ ამბობს რომ გულშემატკივარმა გადაატანინა, მეც იმ გულშემატკივრის ნაწილად ვთვლი თავს. რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას დაწერს და ვინ რას იტყვის, მთავარია შენ რას ფიქრობ და შენ როგორი გულშემატკივრობა შეგიძლია. ყველა სულერთია, მარტო შენ და შენი გუნდი თუ შენი ფავორიტი ფეხბურთელია მთავარი. შენი დამოკიდებულება და ემოციები. როცა მსოფლიო დასცინოდა ერთი ერთზე გამაზულ გოლზე მე ბოლომდე ვიყავი მის გვერდით. ალბათ აქ ვინც აკომენტარებს უმრავლესობას რეალურად ნამდვილ გულშემატკივრობასთან ახლოსაც არ გაუვლია, არც იცის რას ნიშნავს თამაშებს უყურებდე და ცრემლები მოგდიოდეს... აქ ყველაფერი გაუფასურებულია და ვის რამდენი აქვს კუში, ვინ რამდენს დადებს და მოიგებს თუ წააგებს იმაზეა აქცენტი. გულშემატკივარი მგონია და თურმე რაღაც რომ მოიგო იმიტომ ღრიალებს. ამასთან საერთო არაფერი მაქვს. ყველაფერი მატერიალურად არ უნდა გახადო და არ უნდა გააბანძო, ის რაც ნამდვილ ემოციას უნდა იწვევდეს.
სოსო
ბელინგემმა,ჯერ ინგლისში ითამაშა,მერე სამი წელი,დორტმუნდში და ამის შემდეგ გადავიდა ,რეალში.მას უკვე აქვს,ტოპ ლიგებში თამაშის დიდი გამოცდილება.ხვიჩამ,პირველივე სეზონში მოიპოვა ტოპ პირველობის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.ასე რომ ბელინგემმა უნდა მიაღწიოს,მის დონეს.შენ,სკელეტონის სახელით დაწერე,პოსტი,როგორსაც,სკელეტონი არასოდეს დაწერდა.ასე რომ,უცოდინარობასთან ერთად,არც წესიერი კაცი ყოფილხარ.აი შენ,ვინც გეპასუხება სკელეტონის სახელით.ის ნამდვილად სკელეტონის დაწერილია და როგორც ყოველთვის,აქაც სწორად წერს.
სოსო
ერთმა უგნურმა თაგუნამ რომ თავის თაგვობა დასწყევლა,ეს,ის თაგვები არიან.მათ მხოლოდ უცხოური მოსწონთ,ყველაფერი,თუნდაც ნაგავი იყოს.თურაშაულის პატრონი,ტყეში მაჟალოს კრეფავდაო,ქართული ანდაზაა.ეტყობა მისი შექმნის დროსაც ბევრი გვყავდა,ასეთი.
წინ, ხვიჩა წარმატებებისკენ!!!!!!!!!
ფეხბურთის ლეგენდა და უმაგრესი ფეხბურთელი ლეო მესი, ასე უბრალოდ ხელს არ ჩამოართმევდა ჩვენს ხვიჩას! ლეოს ეს დასაფასებელი ჟესტი დასტურია, იმისა თუ ხვიჩას სახით, რა ძლიერი ფეხბურთელი შეემატა საფეხბურთო სამყაროს!
რობი
მხოლოდ ამ საიტზე ბლატაობენ ტროლები.რუსულ საიტებზე კი ვერ შეხვდებით ასეთ ტროლინგს ხვიჩას მიმართ.არადა 3_4 ტროლია სხვადასხვა სახელებით რომელბსაც დავალებული აქ ხვიჩას ტროლინგი.
გია
ლიკა ჩაგეთვალა!
ირაკლი ქუთაისელი
ხვიჩა შეოძლება საუკეთესო არ იყოს მარა ვისაც მისი თამაშიდან სიამოვნება არ მიგიღიათ ექიმს ეჩვენეთ, იქნება და გვიან არაა ჯერ.აბა რა გახარებთ თქვე ბნელეთის მოციქულებო? როცა არ გამოუდის რამე ნერვები დაწყვეტაზე მააქ და თქვენ რა გიხარიათ? გასკდებით ბოღმისგან ერთი დღე იქნება და არემარესაც მოწამლავთ უეჭველი
ნამდვილი გულშემატკივარი
Skeleton ჩვენ ნერვებს ვიშლით და “ესენი” იკვებებიან!!! ხვიჩა კვარაცხელია არის მსოფლიო დონის ფეხბურთელი!!! ვისაც არ მოგწონთ სულ კარგად ბრძანდებოდეთ!!! კვარა გვიყვარხარ❤️ სულ შენს გვერდით ვართ და ვიქნებით!!! მადლობა ღმერთს რომ ქართველი ხარ,გვეამაყები❤️
?!
რამეთი მეტნი მაინც იყვნენ, ეგ საცოდავები რა? ხვიჩაზე პირები გამოირეცხეთ!
ლიკას.
გენაცვალე, კარგო გოგო!
TanoLife
მაშინაც კი, როცა კარადიდან ყველა ჩონჩხს გამოიღებ, ხალხი მაინც შეგაფასებს.
ლიკა
ვინც ხვიჩა კვარაცხელიას დაუმსახურებლად აკრიტიკებთ, ყველას მეხი დაგეცეთ მაგ გამოშტერებულ თავებზე!
დდდ
მაგნაირი, ჩემო ბატონო, წინაც რომ უყვარს ჩარბენა და უკან დაბრუნებასაც რომ ასწრებს, პასის კულტურაც რომ აქვს და ჩაწოდებაც ეხერხება, აგერ ირაკლია აზაროვი და თუ შახტარი ლიგას დაემშვიდობა, რისი ალბათობაც დიდია, წესით, ძალიან ძვირი არ უნდა დააფასონ, რადგან თავის დროზე ფაქტიურად მუქთად იყიდეს... ერთი ეგაა, სიმაღლე აკლია, მაგრამ რაჰმან-ნათან-ჟესუსებს თუ აქვთ სიმაღლე, რა ხეირი რო?!... მიდი ჯუღელო, როდემდე უნდა იჯდე ხვიჩას გაჭიანურებულ კონტრაქტზე, თუ ეგ საქმე გაჩარხე, ირაკლი რუისაც და ოლივეირასაც შეცვლებზე დაისვამს და ყველა კმაყოფილი დარჩება...
Lekso
Elmasi Marcela mcvelad
!!
ვარდნა თავად შენ გაქვს. დივნის ექსპერტო
ლუზერ ს
რა გეშველება პირადად შენ, ალბათ ძალიან გაწყენინა კვარამ. შენ ალბათ ის ხარ, ფეისბუქზე რომ დარბის და ნეტა დაიმტვრესო იძახის კედელ-კედელ. აი მართლა რომ ფოთის კოლხეთში გადმოვიდეს სათამაშოდ შენ რა მერე მაგით? რა ჩინ მედლებს დაგკიდებენ? ისევ ისეთი დივანზე წამოკოტრიალებული და უბედური იქნები როგორც აქამდე. კვარა კი დარჩება ფეხბურთელად, რომელმაც ნანატრი სკუდეტო მოუტანა ნაპოლის, გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ასევე იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ასისტენტი და მოხვდა პლანეტის საუკეთესო 20 ეულში. ჩამომითვალე აბა რომელმა მიაღწია მაგდენს რაც დამოუკიდებლები გავხდით? დარწმუნებული ვარ დამოუკიდებლობაც არ გებდომებოდათ თქვენნაირებს, აზროვნება მონური გაქვთ და აბა როგორ? ზუსტად მონებს არ ჯერავთ რომ მათი ქვეყნის წარმომადგენელიც შეიძლება იყოს მსოფლიო დონის, იმიტომ რომ გონებაში ჩაუნერგეს მონობა და ჩამორჩენილობა!
Skeleton
რაო ხვიჩა, ქართველების გულის გასახარებლად ვშრომობო? კიდე ბევრჯერ მინდა გავახარო ქართველებიო? ქართველი გულშემატკივარი ჩემს გვერდით არისო და მხარს მიჭერსო? კი კი როგორარა❤️ ეს კომენტარები ალბათ აფრიკელებმა დაწერეს ან რუსებმა:)) თრანსლეითის გამოყენება იციან
Skeleton
გამოქვაბულიდან ნუ მეხმაურებით ხვიჩას ჰეითერები. მსოფლიო საუბრობს ხვიჩაზე და ამ ჩამყაყებულებს როგორ არ უნდათ რომ რამეს მიაღწიოს აი როგორ არიან დაგეშილები. ისედაც ნეხვშია ეს ქვეყანა და ოღონ ამან არ მიაღწიოს რამეს და ნეხვში ვიქნებითო იძახიან. მართლა იმსახურებთ იმ ადგილა ყოფნას სადაც ახლა ხართ. ხვიჩას გამოჩენით საფეხბურთო რუკაზე საქართველო გაჩნდა და ალბათ თქვენნაირი ნეანდერტალელებისგან ჩაქოლვას კი არა საერთოდ შეჭმას იმსახურებს. ველურები რომ დაინახავენ რამე განსხვავებულს და შეჭამენ ზუსტად ეგრე ხართ! ვიღაცა დამტვრევას უსურვებდა წეღან ვნახე. ფუ როგორ ყარხართ!!!!!
Skeleton
აი პირადად შენ როგორც ჩაკომპლექსებული ერის ნაწილს, არც გეკუთვნის ხვიჩას დონის ფეხბურთელი საერთოდ გყავდეს ქვეყანაში და რაღაცით მაინც მასთან იყო დაკავშირებული. იმდენად ხარ ბოღმით და სიძულვილით სავსე. ზუსტად შენნაირები წერდნენ ბურთის მომტანად მიჰყავთ ნაპოლიშიო და იტალიის ჩემპიონი რომ გახდა ენები გქონდათ ჩაგდებული, ასე თითო წაგებას ელოდებით საცოსავად, რომ თქვენი უბადრუკი ცხოვრება ამით გაიხალისოთ. ბელინგემი იმ გუნდში თამაშობს, რომელსაც მე ვგულშემატკივრობ და ბელინგემზე ცუდი როგორ დამცდება ,გადასარევი ბიჭია მაგრამ შენნაირები ვერასოდეს მიხვდებით ზუსტად იგივე ლეველზე რომ დგას კვარა. ბელინგემის თამაში დარწმუნებული ვარ არც გაქვს ნანახი, გოლებს რადგან იტანს მარტო იმიტომ გგონია კარგი თორე სხვა რამის გამო კი არა. ჩახედავ გუგლში, ნახავ უი ბელინგემს გაუტანია და იიი მაგარი ყოფილა თურმე. აუ თქვენნაირ გამოქვაბულის ხალხს, ხვიჩა კი არა საერთოდ ფეხბურთიც არ უნდა ჰქონდეს. როგორც ჩრ კორეაშია, არც ფეხბურთი, არც ფილმები არც მუსიკა, აი რად უნდათ თქვენნაირ ხალხს რაიმე სპორტის ან ხელოვნების მსგავსი, გაიგებთ თუ რა? უნდა დაიმსახურო რომ გქონდეს
ART 16 -Ს
დემეტრაძესი რა გითხრა მაგრამ სანამ ქართულ ფეხბურთში ჯუღელისნაირი ხალხი ხელებს აფათურებს არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს.არა გჯერათ?აგერა ვარ მე და აგერაა გერმანია
Კმარელი-ს
ვარდნა გაგძელდება და ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი შეგვრჩება.ეგ არი მაყუთი იშოვა. ტიპს დარტყმა არა აქ და ბელინგემს ადარებენ
skeleton
ხვიჩა ბელინგემის დონე მაშინ გახდება როცა ვირი ხეზე გავა. ბელინგემი კი არა მხითარიანის დონისაც ვერასოდეს გახდება.სამ წელიწადში თუ ბათუმის დინამოს ან ფოთის კოლხეთის ფეხბურთელი არ გახდეს და ნახავთ.
:(
კმარა თქვენი უაზრო კომენტარები!!!
Skeleton
ადეკვატურად ისწავლეთ სიტუაციის შეფასება და ნუ ხართ აზროვნებთ ჩაკეტილად. ნაპოლი არის დაცვის გარეშე დარჩენილი, იანვარშივე უნდა შეიძინონ ორი მცველი მაღალი დონის. ოლივეირას უმძიმესი ტრავმა აქვს და დიდი ხანი ვერ დაეხმარებათ, ასევე მარიო რუიც ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მწყობრში როცაა მაშინაც ბევრი არაფერი. რეალთან თამაშს ვინც მართლა უყურეთ და ვინც ჩასაფრებული არ ილესავდით კბილებს იიიი კვარამ ჩააგდო თამაში და გოლი ვერ გაიტანათი არ იყავით დაგეშილები, კარგად დაინახავდით რეალობას. კვარა სულ მარტო იყო ფლანგზე. როცა უცხოელების კომენტარებს გადავხედე ყველა წერდა, ეს ბიჭი მარტო იყო, ეს ბიჭი მარტო იყო ... და ყველა წერდა, რომ უდიდესი ფეხბურთელია და არავინ ეხმარებოდა საერთოდ. ცუდ კომენტარს თუ ვინმე წერდა ყველა იყო აფრიკელი ან ქართველი. ყველა გადავამოწმე :) აფრიკელებს გასაებია შური ამოძრავებთ და ოსიმენმა რომ საერთოდ ვერაფერი გააკეთა მაგის გადაფარვა უნდოდათ კვარას ლანძღვით მარა ამ ჩემს თანამემამულეებს რა ამოძრავებთ ვერ მივხვდი. ალბათ ძალიან გულუბრყვილო ვარ მაგის მისახვედრად, ან უბრალოდ სიბინძურეში ღრმად ჩახედვა არ მინდა. ძალიან ძალიან მრცხვენია, რაც კვარას მიმართ ხდება ყოველი წაგებული თამაშის მერე. ძალიან ადრე იყო მისი გამოჩენა ჯერ ამ ქვეყანაში. გამოქვაბულში რომ უცებ ინტერნეტი შეიტანო ან ველურებს ბრჭყვიალა საგნები აჩვენო ისეა ზუსტად. ან გააღმერთებენ იმ ბრჭყვიალა საგნებს და ან დალეწავენ. ან ორივეს ერთად. მემორიში ამომიგდო ორი წლის წინანდელი პოსტები, რუბინში თამაშის დროს როგორ ლანძღავდა აქ ხალხი, როგორ იძახდა ყოველი წაგების მერე, დამთავრდა მაგის ფეხბურთიო. მაინც რა კომპლექსი აქვს მთელს ერს ისეთი, რომ ვერაფრით იჯერებს მსოფლიო დონის ფეხბურთელი რომ არგუნა ბუნებამ. ბუფონმა, ვან ბასტენმა, ანრიმ, კარაგერმა როგორი სიტყვები თქვეს კვარაზე და დივანზე წამოგორებულ თათქარიძეს მაინც ვერ დავაჯერეთ. ვინმეს 5 ლარი თუ აქვს დადებული გოლზე და წააგო ხო საერთოდ. ფუ რად გადაიქცა ხალხი.
სოსო
რისი იმედია,ჰყავთ და არ ათამაშებენ?მარიო რუიც სუსტია,მაგრამ მაინც ფლანგის მცველია.სხვებს მაინცეს სჯობია.საკითხავია,მზად არის,სათამაშოდ?ნაპოლის უბრალოდ არ ჰყავს,ნორმალური მარცხენა მცველი.წინა სეზონშიც,ეს უკვე ცხადი იყო.
beqa
მოუგებს ინტერი. იუვე ინტერი იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის
ATP 16
60 000 $ !!!
ATP 16
როგორც ჩანს დემეტრაძე ამოქმედდა სრული დატვირთვით , იმას რასაც ალანიაში აკეთებდა ჯერ კიდევ და თავის საძმოს ფულს ადებინებდა თბილისში , გადმოიტანა საქართველოს ჩემპიონატშიც. დინამო-ბათუმის 6-2, 60 $ იყო დადებული პირველი ტაიმის 3 და მეტ გოლზე და ვინც გოლები ნახა, ეჭვიც არ გაუჩნდებოდა, რომ ნაყომარები იყო, განსაკუთრების "ვითომ" მეკარის შეცდომით გაშვებული გოლი!! რაზე უნდა ისაუბრო, ჩემპიონატს რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ერქმევა და მერე იმ ხალხს უკვირს იმ ადამიანების ეჭვების, როცა ხვიჩა ვითომ ვიღაცის შეცდომით დატოვეს თამაშგარეში და დღემდე განცხადება არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით.
რობი
ხვიჩასთან ფლანგზე მოსასინჯია რომელიმე ამათგან ოსტიგორი,ძანოლი და ძერბინი
კმარელი
კვარა კმარა ვარდნა!!!
oto777
სხვა მცველს და სხვა კვარაცხელიას…
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია