ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ნაპოლი" "ინტერთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

"ნაპოლი" "ინტერთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ინტერთან“ 0:3 დამარცხდა.

ტრავმამორჩენილი ოსიმენი პირველად დააყენეს ძირითად შემადგენლობაში, „რეალთან“ მატჩში დაშავებული ზელინსკის ნაცვლად კი მწვრთნელმა მაცარიმ სასტარტოში ელმასს მიუჩინა ადგილი. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ლობოტკას შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე ზომერმა მოიგერია. სტუმრებმა იერიშებით უპასუხეს, ტიურამმა გაიტანა კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდა დარმიანი. ხვიჩამ კარგი პასი ელმასს გაუკეთა, რომლის ჩაწოდებული ბურთი ზომერმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე ნეაპოლელთაგან არავინ აღმოჩნდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ხშირად არ იქმნებოდა. კიდევ ერთი შანსი პოლიტანოს მიეცა, რომელმაც ბურთი ხარიხას გაარტყა. ტაიმის ბოლოს კი ჩალჰანოღლუმ მილანური გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმში ნეაპოლელები გააქტიურდნენ. ქართველი მეურვეებს გაექცა, მახვილი კუთხიდან დაარტყა და გატანა ზომერმა არ დაანება. მერე ლაუტაროს პასი ბარელამ მიიღო, მოწინააღმდეგის დაცვა გაარღვია და მერეტის კარი დალაშქრა. როგორც იქნა, პასიურმა ოსიმენმაც სცადა გატანა, თუმცა მისი თავური მიზანს ასცდა. დარმიანი „კვარას“ გასაქანს არ აძლევდა, უხეშობასაც არ ერიდებოდა და ყვითელი ბარათი მიიღო. 83-ე წუთზე ტიურამმაც გაიტანა და შეხვედრის ბედი გადაწყდა.

„ნაპოლი“ 24 ქულით მეხუთე ადგილზეა, ლიდერ „ნერაძურის“ უკვე 11 ქულით ჩამორჩა და 8 დეკემბერს ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება; 13 დეკემბერს კი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „ბრაგას“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ინტერი 0:3

გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (44), 0:2 ბარელა (62), 0:3 ტიურამი (83)

• fani

თუ ძმა ხარ, ხვიჩას სახელით წერას თავი დაანებე! ნამდვილი ქომაგები ხვიჩას გვერდში ვუდგავართ, თუმცა ფაქტია რომ მოუკლო (ისევე როგორც მთლიანად ნაპოლიმ)

• ლაშა

ბევრ გუნდებს ქონიათ, აღმავლობაც და ჩავარდნებიც. ეხლა ნაპოლიში რაც ხდება, ნამდვილად ლოგიკურია, რადგანაც სპალეტის წასვლის მერე, ნებსით თუ არა ნებსით, გუნდი ვერა და ვერ აეწყო და შეეწყო ახალ მწვრთნელებს. ამიტომ ყველანაირად უნდა ამოვუდგეთ ჩვენს ხვიჩას მხარში და გავამხნევოთ, რო იგრძნოს ჩვენი თანადგომა და სიყვარული!

• ქართველ ქომაგებს, ხვიჩა კვარაცხელიასგან!

ცოტა ხანი, რო მაცადოთ თამაში და არ დამსტრესოთ არ შეგიძლიათ? თქვენი ბრალია ასე უხალისოდ, რო ვთამაშობ! როგორ გგონიათ არ ვეცნობი სოცქსელებს და არ ვკითხულობ კომენტარებს? ზოგჯერ ისეთ უარყოფით კომენტარებს მიწერთ, რო შემდეგ ხასიათი მაგრად მიფუჭდება. თუ მგულშემატკივრობთ ამომიდექით მხარში და გამამხნევეთ ისე, როგორც წინა წელს! გულშემატკივრობა ვიცი: ჭირშიც და ლხინშიც ერთად!

• გიორგის

ცოდო რატომ არის,ტყუილი დაწერა რამე?

• aburjga

რა მიზეზით ამაზე სხვადასხვა აზრი გვაქვს ყველას, მაგრამ ფაქტია გაჩერდა კვარა, ოსიმენი გახდა ის ვინც კვარამდე ანუ შარშანწინ იყო, გაჩერდა გოლების მანქანა, გაჩერდა ნაპოლი და გახდა ის რაც იყო წინა წლებში! შარშანდელი ნაპოლის ჩემპიონობა კვარას შემოქმედებაა!

• გიორგი

ციდო კაცი ხარ.

• გიორგი

100%

• გიორგი

უტა, რამდენიც გინდა იმდენია ერთი კარგი სეზონის მერე "გამქრალი" ფეხბურთელები. თავი იმიტომ უდა დავანებოთ რომ არ არის არც მესი და არც რონალდო არც მბაპე და არც ჰალანდი არც ბელინგემი და არც ვუნისიუსი არც დე ბეუინე და არც მოდრიჩი. იტალიელები ჩვენზე გიჟიები და ემოციურები რომ არიან ხო იცო, თან ნეაპოლში. გაუმართლა ამ ადამინს რომ რუსეთს დაახწია თავი მოხვდა იქ სადაც მოხვდა. თუ იშრომებს მოუმატებს თუ არა... შარშან და წელს მხოლოდ ტალანტზეა, ესე არ გამოვა. აქ პრობლემა სხვა რამეშია. იმ სასახელო დინამოს აკადემიამ ნაკრებს რომ ამდენი კაცი "აღუზარდა" როგორ ვერცერთ მის ტალანტს ვერ ჩაუყარა ისეთი საფუძველი რომ მსგავი პრობლემები როგორც ხვიჩას არ ექმნებოდეს? ყველას ერთი პრობლემა აქვ - ვერ გაჩავენ ფიზიკურად, სუსტები არიან მენტალურად.

• სეკო

ყველაფერი მაყუთია? აგერ ჩვენ უმაღლესში გუნდებია წელიწადში 3-4 ჯერ აქვთ 400-500 ლ აღებული და თამაშობენ, მაგას 1.5 მილ. არ აწყობს, დააყენე "შუქურაში" აბა რას იტყვის. "გაგრა", "სამტრედია" მოიკითხე.

• არტ

ვინც აქ ხვიჩას აკრიტიკებს და მოუკლოო წერს , ძალიან ცდება, არაფერიც არ მოუკლო ხვიჩამ. შარშან რა პირობებშიც იყო ის პირობები რომ ახლა ქონდეს , შარშანდელზე უკეთ ითამაშებდა - იმას რომ თავი დავანებოთ რომ მის მიმართ გაათმაგდა ყურდღება, შარშანდელისგან განსხვავებით წელს ხვიჩას ნაკლებად შეუძლია გარისკოს გინდა დრიბლინგზე წასვლა, გინდა დარტყმა,ზოგადად მეტად ფრთხილიბს და ეს იმიტომ რომ ესმის, შარშანდელისგან განსხვავებით მისგან ბურთის ნებისმიერი დაკარგვა შეიძლება ნაპოლის გოლად დაუჯდეს დაცვის უნიათობის გამო. იგივე, ვთქვათ, ვინისიუსს ან ნებისმიერი გრანდის შემტევს ამის პრობლემა არ აქვს, თავისუფლია. წელს ნაპოლის ჩავარდნა აქვს რაც სავსებით გასაგებია, ის გრანდი არ არის რომ ორი წელი მოყოლებით შეძლოს იმ დონეზე თამაში. ხოდა თუ ვინმე ჩანს ამ ჩავარდნილ ფონზე ისევ ხვიჩაა (ზოგჯერ პოლიტანოც). დღესდღეობით ხვიჩა ამ თამაშით, რასაც აჩვენებს მსოფლიოს გარემოებების ხუთეულში შედის. ცოტაა? ხოდა იქნებ თავი დავანებოთ, ზედმეტად არ ვსტრესოთ და ვაცადოთ მშვიდად განვითარება? რაღაცეები სასწავლი აქვს, რაღაცეები დასახვეწი , მშვიდ გარემოში კი ამას უკეთ შეძლებს. წარმატებები ხვიჩა! შრომა გააგრძელე და ყველაფერი წინაა!

• Walter White

"ანტიქართული,მოღალატე და ამერიკის მიერ ზომბირებული" ფეხბურთის მოყვარულის პოზიციიდან: 1. ისევ რუსული არხის აჟღერება( ეჭვი მიჩნდება რომ საიტიც რუსეთის ტერიტორიიდან იმართება) 2. ნაპოლი - ერთი გაუგებარი სეზონის გაუგებარი "ვარსკვლავი" 3. კვარაცხელია - ვერ გაერკვა ცხოვრებაში, უნდა გახდეს ფეხბურთელი ( ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით),თუ "აჩერედნოი" ღრუზინია,იშოვა ცოტა ფული და აწი.....

• ამაშია საქმე

ნაპოლის მთავარი დამრტყმრლი ძალა ხვიჩა და ოსიმენი იყვნენ ახლა მაგრად დაუკლეს და შედეგიც სახეზეა.შარშან ხვიჩას კვარადონას ეძახოდა მთელი იტალია წელს კი საერთოდ დაავიწყდათ ეს სახელი.

• March78

ცოდვები ამძიმებს..

გუშინელი ინგლისის თამაშების შემდეგ, ნაპოკის თამაშის ყურება სასჯელი იყო - მოედანზე სიარული, ბურთის შენელებული მოძრაობა, მოთამაშეების ბურთთან ერთად დგომა. ნახევარდაცვა საშინელება - ანგისას 30 ზე მეტი ზუსტი პასი დაუთვალეს, ოღონდ ყველა 2 მეტრში დაგორებული როცა გაჭედავდა ხოლმე ინტერი, ფლანგეზე დი ლორენცო, რომელსაც ბურთი მიაქვს პოლიტანომდე ან დაიძვრება და მერე უკან აკეთებს პასს და ნაპოლის ხერხემალად ითვლება, ლობოტკა ძლივს რომ დადის და ... წვალობს წინა ხაზი მთლიანი შემადგენლობით. მანდ ვერც კვარა ითამაშებს თავის პოტენციალს, ვერც ოსიმები და ვერც პოლიტანო. გუნდია უიდეო და დაშლილი და ეგ მათი პრეზიდენტის დამსახურებაა სრულად.

• ზურიკო

ყველა ზღაპარი მთავრდება ასე დამთავრდა ნაპოლის ზღაპარიც… ხვიჩას წარმატებები!

• სიმართლე

ვფიქრობ ინტერი არა მხოლოდ იტალიაში არამედ ევროპაშიც ანგარიშგასაწევი გუნდია, ამიტომ გუშინდელი მარცხი არც ისე ალოგიკური იყო, უბრალოდ ასე უშანსოდ ნაპოლი არ იმსახურებდა თამაშის დასრულებას, იყო გასატანი, იყო საკამატო პენალტის სიტუაცია... მოკლედ დღეს ინტერი უფრო ძლიერია ვიდრე ნაპოლი. რაც შეეხება სხვა გუნდებთან თამაშს აი აქ ფეხის დაცდენის პატიება არ შეიძლება, საშუალო დონის გუნდსაც ტუ ვეღარ მოუგებ მაშინ დასრულდა შენი დიდება და ეს მხოლოდ ერთი სეზონი იყო. ფორცა ნაპოლი

• გიზოგ

ხვიჩას რას ერჩით? იმდენს თამაშობს რამდენსაც უხდიან. კაცი სერია „ა“-ს საუკეთესო ფეხბურთელია და თანაგუნდელები მასზე 3-ჯერ, ოთხჯერ და ზოგიერთ შემთხვევაში 5-ჯერ ხელფას მეტს იღებს. დაასახელეთ, რომელმა მათგანმა ითამაშა ხვიჩაზე, გნებავთ 3-ჯერ 4-ჯერ და 5-ჯერ უკეთესად? როგორც ყველას, მასაც სტიმული სჭირდება. წარმატებები ხვიჩა.

• თემური

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე რამდენი ხვიჩა. ბურთს მიიღებდა მეშინოდა ბურთი არ დაეკარგა და ნაპოლის დაცვის შემყურე საგოლო მომენტი არ შეექმნა ინტერს. მოკლედ რა, "კიმი" ყოფოლა მაქ ყველაზე მთავარი...

• ზურა

დამთავრდა ზღაპარი, სიზმარი და ილუზიები ერთად ? ჯეიმი ვარდის ლესტერი გახდა 7-8 წლის წინ ჩემპიონი, ინგლისში, მოულოდნელობის ფონზე და ხარჯზე. ზაფხულში გაშიფრ-გამოშიფრეს და .... დღეს სადაა და ვიღას ახსოვს ? ნაპოლიც ეგრეა

• ირაკლი ქუთაისელი

რას ჩააფრინდი მერე კლავიატურას? ჰა ბურთი და მოედანიც. შენც გიბალელშიკებთ

• როჟე მილა

სანამ ნაპოლის ნელი დაცვა ამოიტანს ბურთს, მოწინააღმდეგე გუნდი ასწრებს დალაგებას. მანამდე კი ხვიჩას არავინ აძლევს ბურთს, გინახავთ ვინმეს მერეტის სწრაფი გრძელი პასი ხვიჩაზე სანამ მხოლოდ ერთი მცველი მეურვეობს? არასოდეს. ანგისა შენელებული კადრია, რასპადორი ღორობს. რა ქნას მარტო ხვიჩამ 2-3-4 მცველის გარემოცვაში? ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე ნაპოლის წარუმატებლობაში. მალე იღლება ხვიჩა წინ და უკან სირბილის გამო. ამიტომაც ვეღარაა ძველებურად სწრაფი და პროდუქტიული შეტევაში. მცველებმაც შეისხავლეს უკე მეტ-ნაკლებად. ესეთ გუნდში მესი და რონალდოც ვერ ითამაშებდნენ მეტს. მით უმეტეს თუ დაცვაში მოუწევდათ სირბილი. ხვიჩას არ ჭირდება არც დაცინვა და არც კრიტიკა. მოგება და გოლების გატანა ჩვენზე მეტად მას უნდა, დამიჯერეთ. გუნდია ნელი და განსაკოთრებით დაბალი კლასის მცველები ყავს დილორენცოს გარდა. ჩასვით ხვიჩა სიტიში, რეალში ან თუნდაც ინტერში და ნახავთ რა სასწაული სტატისტიკა ექნება. წარმატებები ხვიჩა, ჩვენ შენი გვჯერა.

• თერჯოლელი

რობერტ 22-ს,გეოს,მუმუს! ვაი თქვენ პატრონს ბოღმიანებო,უვიცებო,თქვენ ფეხბურთი ისე გესმით,როგორც ვირს მათემატიკა,მართლა ვირისთავით მოაზროვნეებო. ხვიჩა ბაბუ მართლა არ წაიკითხო ეს კომენტარები,არ მიაქციო ყურადღება ამ ქართველ მოძულეების ნააზრევს,ესენი ისევ იქ არიან დედიმისისაში,თფუი თქვენ და თქვენ კომენტარებს მანქურთებო.

• გია პაპა

აუფ, ასისინდნენ ასპიტები.

• არტ

შარშანდელის მერე ნაპოლის ჩავარდნა რომ ექნებოდა თავიდანვე ცხადი იყო. ეს სეზონი გუნდს ბევრი ვერაფერი გამოუვა და ახლა მთავარია გაისისათვის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვონ. გაისად იმედია მოძლიერდებიან და უკეთესი სეზონი ექნებათ. . რაც შეეხება კვარას. როდესაც გუნდი ასეთ დღეშია, ძალიან ძნელია საუკეთესო თვისებები აჩვენო- გეშინია გარისკო დრიბლინგზე წასვლა, საერთოდ სარისკო გადაწყვეტილების მიღება, რადგან იცი, რომ ნებისიერი შენი ბურთის დაკარგვა შეიძლება შენს გუნდს გოლად დაუჯდეს დაცვის უნიათობის გამო. რისკის გარეშე კი ის ფეხბურთი, რაც შარშან ითამაშა არ გამოვა.კვარას მოკლებული სულაც არ აქვს, პირიქითრაღაც ახალი თვისებებო მოუმატა კიდეც, უბრალოდ წელს სულ სხვა პირობებში უწევს თამაში. მთავარია მშვიდად გააგრძელის საკუთარ თავზე მუშაობა და ყველაფერი იქნება. აქ ვინც კვარას დამცირებას ცდილობს - ან ფეხბურთის საერთოდ არ გაეგებათ, ან ზოგადად გაბოროტებული ხალხია, ვისაც სხვისი წარმატება ვერ გადაუტანია ( " ჩემი ბიჭი მაგაზე აკლები კი არ იყო, მაგრამ დამიჩაგრეს" ტიპები)

• დავით 67

როცა შესაცვლელია მაშინ არ ცვლიან. ვერ არის თვითონაც ხასიათზე. შეიძლება რამე პრობლემა აქვს. უბრალოდ ვერ ვცნობ ხვიჩას. დრიბლინგზე აღარ მიდის განსაკუთრებით მაშინ როცა პირველი არ გამოუვიდა. კარში დარტყმას აგვიანებს. ადრე ძლიერ გუნდებთან უფრო გამოსდიოდა თამაში, ახლა პირიქით. ინტერმა აშკარად დაჯაბნა დღეს ნაპოლი. იმასაც ჩალხანოღლოა თუ რაც არის, რა მაგრად მოაჯდა ფეხზე ბურთი. დაცვა საშინელი. მოკლედ ხუთეულში მოხვედრის შანსიც სათუოა

• თემო

ნაპოლი თავისი დაცვა-ნახევარდაცვით საქართველოს ნაკრებს დაემსგავსა.

• რიგითი

მეგონა ფეხი მოტეხეს 63 ჯერ , რომ გაგორდა სტადიონზე, გამეორებაზე ჩანდა რომ მცირე კონტაქტი იყო, რატომ გაკოტრიალდა ამდენჯერ მინდორზე მაინც ვერ ვხვდები.

• ზვიადი

ღვთისავარ, გვითხარი რამე თორემ დაგვენგრა ოჯახი

• სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"

მეფე ნარიმანის მსგავსი სექტა ხართ კვარას სექტა.არაფრით არ განსხვავდებით,არაფრით!

• იასონას უდარი

როცა დავწერე,დიდი ბიჭები ერთვებიან საქმეშითქო,არ დაიჯერა ზოგმა და აგერ არის,0-3 მოუგეს. კი ბატონო,საეჭვო გადაწყვეტილებები იყო,თუმცა ნაპოლი ვერაფერს იზავდა,საშუალო დონის გუნდია წელს.როცა სხვა გუნდს აქვს პრობლემა ვართან,ყველა გასუსულია და მერე მათაც აკითხავთ ხოლმე ეს პრობლემა. აგერ ინგლისში,ლივერპულს რა გაუკეთეს და ხმა არავინ ამოიღო,ეგონათ ლივერპულს სჭირდებოდა,თუმცა მერე გაირკვა რო ვარში პრობლემებია. იტალიაა და დასჯიან მსაჯს თუ რამეა,ცვლილებასაც გაატარებენ. იტალიას ყველა აუგად მოიხსენიებს,თუმცა ებრძვიან პრობლემებს. აგერ ტონალი ნიუკასლმა კი არა,იტალიამ დასაჯა და კიდევ ვინ მოსთვლის,იუვეც დაისაჯა ამ საუკუნეში ორჯერ. ინგლისში,ევერტონს ერთი საქმე უპოვეს და დასაჯეს,სიტის 100+ საქმე უდევთ,იქვეა ჩელსიც,თუმცა დასჯა არ ჩანს. რაც შეეხება კვარას,მხარდაჭერა რისთვის გამოუცხადო,ნაპოლიში უფრო რო შეუბეროს? ნაკრებში როცა საჭიროა,ყველაფერი გამოტოვა და მის ცუდ ფორმაზე ვინერვიულო? ერთი მაინც გამოსულიყო და ეთქვა,ფედერაციაში ბარდაგიაო,მარა გაჩუმება არჩია. ხოდა კაციტაძემ და კობიაშვილმა ამხნევოს და მასაჟები იაშკამ უკეთოს,საქართველოს რა მაგით? ფინალში ითამაშებსო... ფინალში უნდა გახვიდე რო ითამაშო და სანერვიულოს რატო ხდით ამას. არაფრის მომცემ თამაშებში უაზრო ყვითლები მიიღო და პასუხისმგებლობა მოიხსნა ჯიგარმა,მერე არ ვიცოდიო... ამაშია საქმე,რომ არ იცოდით არავინ არაფერი და მაინც მანდ ხართ. ქართველია მაინც და ყველა ქართველს წამრატებები,ინტერს ეკუთვნოდა და მოიგო,გულშემატკივრისთვის კარგია,ორი ძველი მტერ-მეტოქე იბრძვის ჩემპიონბისთვის. ნაპოლის დარი შემთხვევითი გუნდები აღარ გამაგონოთ აწი,სუტენიორი პრეზიდენტი და ბინძური ქომაგები,ყველაფრით შემკობილი გუნდია.

• ,,ზეზვა

Kvaracxeliam dacvashi irbinos tu sheutios??? Raqnas kvaracxeliam ertianobashi aravin da araferi aruvargat arcerts rac daimsaxura dunwma aureliom imas imkis. Kaci fexburtelshi fuls arixdis da armoyavs da ase argamouva araferi. Yvela tamashi gauwirdeba dabal donestanac.

• პარტოს

ნეტავი ხელი მოისვა სულ როგორ გელანდება

• უტა

ჩვენი მოლოდინი რა მოსატანია იტალიელების მოლოდინთან, ახალდაბადებულ შვილებს ხვიჩას არქმევენ. ნიშნისმოგებით ღლიცინი და ჭეშმარიტი ჭირისუფლის გულისტკივილი კი უნდა გაარჩიოს კაცმა ერთმანეთისგან. მე ის მადარდებს, რომ ხვიჩა საქართველოს ნაკრების მთავარი იმედია და მისი ცუდი თამაში დაგვაზარალებს. შეეშვით გიმნაზისტკა გოგოსავით "არ უთხრა", "არ ანერვიულო", "არ გააგონო" და ასეთებს, თუ კაცია, ხასიათზე ყოფნასაც უნდა მიხედოს და თამაშსაც...იქნებ ვცდები, მაგრამ მგონია, რომ ახლა "სოფასკორებისთვის" თამაშობს და არა ფეხბურთისთვის, თორემ კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელის ასე მოკლე დროში ასე წახდენა ძნელი წარმოსადგენია

• სად?

ქალი არ ღრიალებს, ქალი კნავის

• ABCABC

სუფთა პენალი მოპარეს ოსიმენს მაგის შემდეგ მოიშალა გუნდი, კვარასაც რა ბურთი აუღო, დაიჩაგრა ნაპოლი ეგრე ცუდად არ უთამაშია უბრალოდ შანსები კარგად გამოიყენა ინტერმა. პენალი რომ დაედო ვინ იცის რა თამაში წავიდოდა, ნაპოლის კი არა ამ ფეხბურთის ყურება აღარ მინდება, დედანატირები გაამეორე რა რისთვის გიზის 15 კაცი ვარის ოთახში ან იმათ არ შეუძლიათ რო უთხრან რო შეამოწმე შენთვითონო, ძაან ნერვების მომშლელია რო არ ამოწმებენ, ტენისივით რო იყოს არ შეიძლება გუნდს ჩელენჯების აღება რო შეეძლოს და აიძულონ რო გადამოწმდეს, მაგრამ გამოჩნდა აგერ ფეხბურთელები რო ყომარობენ სერია ა ში ტოპ გუნდის აბა რა უნდა მოითხოვო მაგ ლიგისგან, წავიდეს მაგ ლიგიდან უკვე ამაზრზენია, უკრაიანასაც სუფთა პენალი მოპარეს არ შეიძლება ასე!

• გიორგი

ხალხო, თქვენ კარგად ხართ? თქვენი გადაჭარბებული მოლოდინები რა ამ ბიჭის ბრალია? ცოტა დაფიქრდით რა შედეგს იღებს თქვენი ეს გადარევა ხვიჩათი და მერი მისი მონდომება და ნერვიულობა როცა ვერ გამოდის თამაში. თავი დაანებეთ! ნუ ელოდებით რომ იფრენს. ხვუჩა არ ვიცი წაიკითხავს თუ არა, დაგვიკიდე რა და შენ საქმეს მიხედე, საერთიდ არ შეხვიდე არცერთ ქართულ საიტზე და სოც მედიაში. დაიკიდე აქაურობა, ცოტა ხნით. აქ ცოტა ვერ ვართ ხომ ხედავ. ფეხბურთს დაუკვირდით და ემოციები გვერძე გადადეთ. იმ დღეს მარსიალის მაგალითი მოვიყვანე, უნაკლო გენიოსი უნდო იყო, სხვგვარად შეუძლებელია ისეთი ფეხბურთის თამაში როგორსაც პირველი 6 თვე თამაშობდა. აცადეთ დაანებეთ თავი, გთხოვთ. მითუმეტეს ნუ ეღადავებით რა სიდაბლეა ბლი.დ.

• გოგა

ეუ რა 2 ანი წამევიღეე :დ

• ვოოტ

ძალიანაც ნუ აიწყვეტთ ვითომ ქომაგებო, ჩვენ ბიჭს ახლა უნდა ქომაგობა და გვერდში დგომა, თორემ როცა ყველაფერს ბრდღვნიდა,კუალა ლუმპურიდანაც ქომაგობდნენ... ისეთებს ნუ დაუწერთ, რომ მერე თავადვე შეგრცხვეთ... ეგ დრო არც ისე შორსაა, როგორც ბევრს გგონიათ...

• როცა სხვა საყურებელი არაფერია

ხვიჩა კი არა, მგონი მთელი ნაპოლის გუნდი მწვრთელიანად ღამენათევი ჩანდა, რა იყო ეს. აჩრდილია წინა სეზონის ნაპოლის, არადა ძირითადის ფეხბურთელები კიმს თუ არ ჩავთლით თითქმის იგივეა.

• KOSTAKURTA

ნაპოლის საშინელი რეგრესი აქვს.და მე მგონი ეს რეგრესი კვარასაც გადაედო.მეორე ტაიმი გუნდმა უპასუხისმგებლოდ ჩაატარა.მაცარიმ ტაქტიკურად ვერაფერი ვერ შეცვალა კი ინძაგის ვერაფერი დაუპირისპირა.

• Robert22

ცოლმა არია რა კვარა

• მუმუ

ნუ სარერნიტანასთან მეც კი გამომივა კაი თამაში განსხვავებით რეალ-ინტერისა

• Giorgi

2 სეზონში რომ იუვეს გარდა ვერცერთ გნადს ვერ გაუტან ბევრი რამ ცხადია.კვარა ამ თამაშით გრანდებში შენი ადგილი არ არის.

• geo

კვარას მებრძოლის თვისებები აკლია. ყველა პატარა მიკარებაზე ძირს გორაობს და ქალივით ღრიალებს

• ქ. გ.

არ არის სურიკ დავტიანი შენი მეგობარი. ივან ჯუღაევი გააგდე. ნინუცა საერთოდ დიდი შეცდომა იყო.

• დათა

ტყუილად წამოწოლა მინდორზე კაი დამხეცებული გაქვს კვარა, თამაშისა რა გითხრა არც კი ვიცი

• ასეა ეს

მე პირადად სკამზე დავსვავდი და მერე რაღაცას მოინდომებდა სავარაუდოდ

• პარტენოპეი

სულ ერთი და იგივე ანტიქართველი ლიბერალუ სასტავი წერს აქ ამ კომენტარებს უმთავრესად! მთელ ინტერნეტში ასე მუშაობენ, ამ ქართველთმოძულე ე.წ. არასამთავრობოების ორგანიზებით..!!

რაღაც უჭირს ამ კაცს ეტყობა

• ALONZO

ამგვარი თამაშით "ნაპოლის" 1-4 ადგილი და შესაბამისად 2024 წლის ჩემპიონთა ლიგა არ ეკუთვნის.

• გია

წვერი მაინც შეიკრიჭე ახალი დაოჯახებული ხარ. თამაშის ხარისხზე რა გითხრათ, კატასტროფაა

• NAPOLI !

კატასტროფა!!!!!!! ლაურენტისმა გუნდი დაშალა, გააფარჩაკა, კვარამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს ნაპოლი. რასაც უხდის ეს "კრიჟანი" იმის შესაბამისს თამაშობს!

• Miqautadze

..ჯერ სადა ხართ )) არადა, აგერ მაქვს ელექსიდი, მარა არ უნდათ 'ბიჭებს' :D

• სიმართლე

კვარა კოტრიალში მაგარი ხარ

• zura222

არა რაა ხვიჩა აუცილებლად უნდა წამოვიდეს მანდედან და თავს უშველოს თუ უნდა რომ გააგრძელოს განვითარება და პირიქუთ უკან-უკან არ წავიდეს ! ამ წლის ბოლოს თუ არა სეზონის ბოლოს აუცილებლად უნდა უშველოს თავს !

• ფეხბურთი

კვარა , ისე ხშირად იშვერს ხელებს და არიგებს თანაგუნდელებს, მგონი მწვრთნელი გონია თავი. სამწუხაროდ ფეხებს უფრთხილდება და არ შედის ბრძოლაში, ფეხბურთი კი არაფერია თუ არა ბრძოლა და ომი მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე. ხანდახან მგონია, რომ სტუმრად არის ჩასული ნეაპოლში , ერთ თამაშს ითამაშებს და ისევ უკან მიდის. კვარა ჯერ კიდევ საქართველოშია და როცა გააცნობიერებს რომ იტალიის ჩემპიონატში თამაშობს, შედეგიც მერე მოვა.

• იკა

რას ფიქრობთ კვარა დაცვაში ცენტრალურ მცველად რომ მოსინჯონ, ფიზიკურად ძლიერია, ვინ იცის იქნებ მასში კალაძის საფეხბურთო გენია იმალება?

• Master

ახლა რას იზავს მასხარა,წუწურაქი,ბებერი ყომარბაზი,ამასაც გაუშვებს?არანაირი ლოგიკა არ არსებიბდა ნაპოლიში მწვრთნელის შეცვლის,აი აბსოლუტურად არანაირი.მეტიც კიდევ უფრო დაასუსტა ამ ნაბიჯმა გუნდი,რაც დიდი ეჭვია რომ რომ თავად ლაურენტისის მიზანია.

• რას აგიჟებ ამ ხალხს

კვარაჯან, თუ გეზარება თამაში ან თუ გადაღლილი ხარ , თქვი შე კაცო, რას ეკაიფები ამ ხალხს. აგიდგება თამაშობ აგიდგება არა ან ვერა , ნუ დავიტანჯეთ მართლა. როცა წუხანდელი ღამენათევი იქნები ნუღარ გამოხვალ.........

• Ghotic Mood

ხვიჩას მოკლებული აქვს მოკლებული აქვს და რატომ ვერ ვხედავთ ტოჟე მნე რამე და მთლიანად ნაპოლის კიდევ უფრო მეტად, ახალი აღმოაჩინეთ მარტივი არითმეტიკაა და სტატისტიკაა რამდენი გოლი გაიტანა რამდენი საგოლე პასი გააკეთა, რამდენი პოტენციურად საგოლე გასროლა დაუბლოკეს, რამდენ გადამწყვეტ შეტევაში ჰქონდა წვლილი და ა.შ., და ფაქტია რომ წელს არ აქვს ეგეთი სეზონი როგორც შარშან. შარშანდელი ხვიჩა ვერცხლისწყალივით იყო წელს შენელებულია და ამით პროგნოზირებადი გახდა მეტოქეთათვის. ხვიჩას მენტალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომ იდეალურად ახლა არ არის ეგრევე ეტყობა გაღიმებული არ მინახავს რამდენი ხანია, არცერთ ოფიციალურ ფოტოში თუ ახლო კადრებზე ლაივში. რაღაცა აწუხებს, ან რაღაცეები და თან ძალიან და შეგვიძლია უამრავი მიზეზის დასახელება. პირველ სეზონში სულ სხვა მოტივაცია და მოტივაცია ჰქონდა, ჰქონდა რედემფშენი, ჯერ ტრავმა, მერე რუდი გარსია, მერე დე ლაურენტისი ამბები, მერე საქართველოში რამდენი ტალახი ესროლეს. ხოდა ხვიჩას, როგორც ფეხბურთელის ხარისხი არ მოკლებულა, პირიქით, უფრო ხარისხიანი ფეხბურთელი ხდება ბევრ კომპონენტში, მაგრამ მენტალურად ცოტა ხვრელშია და იმედია ვინმე ნორმალურ თერაპევტს აიყვანს და ნორმალურ მენტორებთან იმუშავებს. რა ქნას ბიჭმა ბიჭო? ჯუღელი ყავს დღემდე მთავარი მრჩეველი.

• გიო

ფაქტიურად ნაპოლი კაი ხნის წინ გარდაიცვალა. სომეხი საურენტესი ავტორია და თან მეტის ღირსია

• ზურა

აღარ ვუყურებ აწი ამ ნაპოლის, ნერვების ასაშლელი საქართველოში ისედაც თავზე საყრელია

კვარა, ჟილკაც დაკარგე და მონდომებაც ??????????????

• gulshematkivari0703

ნაპოლის რომ დაცვა ყავს ეგეთი მემგონი არცერთ სერია ას გუნდს არ ყავს. იტალიის გუნდი და ეგეთი დაცვა გყავდეს მაგასაც მოხერხება უნდა! არც ნახევარდაცვაა უკეთესი,ანგისას თამადობით და ბოლოს მეკარით დაგვირგვინებული...

• dato

უბედურება გახდა ნაპოლის ყურება, უბრალოდ საცოდაობაა

კვარა რა არის ეს ბოლო ორი თამაში ?

• სიმართლე

უკვე სურვილიც გაქრა ნაპოლის თამაშების ყურებისა სამწუხაროდ

• აბუ

ვარსკვლავ ბიჭუნა

• გიორგი

ინტერის თავდაჯერებულმა თამაშმა რეალი გამახსენა. სერიოზული გუნდი ჩანს ინტერი და ამას ა სერიაში და ჩემპიონთა ლიგაზეც დაამტკიცებს. წარმატებას ვუსურვებ. ჩვენი ხვიჩუკა ცოტა დაბნეული და შეცბუნებული ჩანს, საკუთარ თამაშს ვერ პოულობს ნაპოლის ამ არეულ სიტუაციაში, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია, ყველაფერი წინა აქვს!

• gulshematkivari0703

ხვიჩას დიდი პატივისცემის მიუხედავად,მემგონი ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა რაც ნაპოლიში გადავიდა! არ ამწვავებდა,არცერთი დრიბლინგი არ გაუკეთებია.მომეჩვენა რომ არ იხსნებოდა ფლანგზე და უაზროდ შერბოდა ცენტრისკენ.კი გასაგებია ფლანგზე დამხმარე არ ყავდა,მარა რიგ ეპიზოდებში უფრო აქტურად უნდა ემოქმედა ფლანგზე...

• ჟორა

ანგარიში სრულიად შეეფერება გუნდების თამაშის დონეს. გაურკვეველი რჩება თუ რატომ არ გამოცვალა პირველი ტაიმის მერე კვარაცხელია,აღარ უნდა ამ კაცს ფეხბურთის თამაში და ძალით ხომ არ აიძულებენ?

• suxumchanin

ოსიმენი იყო 0, კვარაზე დაგინებული აქვთ რომ პასი არ მისცენ და ერთადერთი იყო ვინც ბურთის მიღებისას მეტოქეს საფრთხეს უქმნიდა, ასეთი არეული ნაპოლი არ მინახია. ინტერიც არ ბრწყინავს

• Giorgi

სოფლის ეგოისტი გუნდია

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

კაპელო: "კვარა" პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია

გოგლიჩიძემ ითამაშა - "უდინეზემ" სტუმრად "ინტერს" მოუგო

მანუელ აკანჯი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"ვფიქრობ, "ინტერი" ამ გუნდებზე უკანაა" - ერნანეშმა სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა

შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს - ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

"ეს ჩემი კარიერის უდიდესი შეცდომაა" - "ინტერის" დირექტორმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ