ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქალბატონებს იუბილე მიულოცეს

ქალბატონებს იუბილე მიულოცეს

იუბილარებს გუშინწინ დაბადების დღე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა მიულოცა
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გუშინ ოლიმპიურ ჩემპიონთა სიმრავლე იყო - ყველაზე ადრე პუნქტუალობით გამორჩეული რობერტ შავლაყაძე მოვიდა, მას ჯერ რომან რურუა მოჰყვა, მერე - გიორგი ასანიძე და ქეთევან ლოსაბერიძე.

სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი დილიდანვე იქ იყო, სულ ბოლოს კი ნინო სალუქვაძეც გამოჩნდა. თუმცა მანამდე მათი შეკრების მთავარი მიზეზი, ქართველ ქალთაგან პირველი ოლიმპიური ჩემპიონი მზია ჯუღელიც მოვიდა. 1 აგვისტო მისი და ლოსაბერიძის დაბადების დღეა, ოღონდ მრგვალი თარიღი ჯუღელს ჰქონდა - სახელოვანი ტანმოვარჯიშე 85 წლისა გახდა. იუბილარი მხნედ კი გამოიყურებოდა და არც ასაკის დამალვა უცდია, მაგრამ წლებს მაინც დაუტყვია თავისი - ხელჯოხით გამოცხადდა იუბილეზე. სხვა არაფერი არ მაწუხებს, მაგრამ სიარული მიჭირსო, თითქოს მოიბოდიშა ქალმა, რომელიც ბჯენით ხტომებში ასპარეზობდა. შეგახსენებთ, რომ ჯუღელის ტრიუმფი ოლიმპიადებში ქართველ სპორტსმენთა სადებიუტო თამაშებს - 1956 წლის ჰელსინკის ოლიმპიადას უკავშირდება, ხოლო ლოსაბერიძე მშვილდოსნობაში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ქალია ევროპიდან.

იუბილარებს გუშინწინ დაბადების დღე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა მიულოცა, რომელიც შინ ესტუმრა ქალბატონებს. ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა ამ დღეებში დაბრუნდა ტრაბზონიდან, სადაც ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობდა და შეხვედრა ამიტომ გადმოიტანა ერთი დღით. "ისეთი ხალხის დაბადების დღეა, მათ დასახასიათებელად საჭირო სიტყვებისთვის დაფიქრებაც არ გჭირდება. საქართველოში თუ ოლიმპიური მოძრაობა და სპორტი არსებობს, ამაში მათ დიდი წვლილი მიუძღვით, როგორც იმ ადამიანებს, ვინც სპორტი შემოგვინახა. ნებისმიერ დიდ წარმატებას იმ სახეობის განვითარება მოსდევს და ასე იყო მათ შემთხვევაშიც. დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას გისურვებთ. როგორც აქამდე იყავით მაგალითი ახალი თაობისთვის, ასევე ყოფილიყავით მომავალშიც იმ მოზარდებისთვის, რომლებიც ხვალ დაიწყებენ ვარჯიშს სპორტის ამ სახეობებში" - მიმართა იუბილარებს სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა.

"ძალიან დიდი მადლობა ყველას ამ დღის აღნიშვნისთვის. სპორტს ლამის 67 წელიწადი შევწირე ჯერ როგორც სპორტსმენის, მერე - მწვრთნელისა და ხელმძღვანელის რანგში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას" - თქვა მზია ჯუღელმა.

ჯუღელს იუბილე მიულოცა, ხოლო სეოკ-ს მადლობა ლოსაბერიძემაც გადაუხადა. შეხვედრაზე ითქვა, რომ სექტემბერში, როცა მაჩაბლის ქუჩაზე სეოკ-ის ახალი ოფისი გაიხსნება, პირველი ოლიმპიური ჩემპიონებისთვის სიურპრიზია ჩაფიქრებული. იქვე გამოითქვა სურვილი, რომ ამ რანგის სპორტსმენთა წასახალისებლად, მათი ღვაწლის კიდევ უფრო დასაფასებლად იქნებ სპორტშიც დამკვიდრდეს ხელოვნებაში უკვე ფართოდ აპრობირებული ვარსკვლავის გახსნის მეთოდი ან რამე ამგვარი. ითქვა, რომ კარგი იქნება, თუ ასეთი "რაღაც" სეოკ-ის ახალ ოფისში რეალობად იქცევაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო