დღეს, 8 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატის მე-15 ტურის გახსნით მატჩში (23:45 სთ), დიდი აფიშაა - ტურინის "იუვენტუსი", რომელიც "ინტერს" 2 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უმასპინძლებს. ამავე ღამეს (23:59 სთ) ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო კიდევ ერთი შეხვედრა ესპანეთში ჩატარდება, სადაც გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ხეტაფეს" ესტუმრება.

სერია "ა"-ში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა შესაძლო 42 ქულიდან 33 მოიპოვა და ისინი სკუდეტოსთვის რეალურ მებრძოლებად განიხილებიან. "იუვემ" ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და ყველა ერთბურთიანი სხვაობით.

ბოლო დროს "ნაპოლი" მრისხანე მეტოქეს ჩაგრავს, გასულ სეზონში ორივე შეხვედრაში დაამარცხა, "სტადიო მარადონაზე" "ბებერ ქალბატონს" "შავი დღე" (5:1) აყარა, "კვარამ" კი მონაწილეობა, ფაქტობრივად, ყველა გოლში მიიღო, თავად კი ერთი გაიტანა.

რა იქნება ახლა კრიზისულ პერიოდში მყოფი ნეაპოლელებისგან? - ქართველი გარემარბის გუნდი ცუდ ხასიათზეა, "ინტერთან" მწარედ დამარცხდნენ და ოთხეულს მიღმა არიან. დაცვაში თამაშის გაუმჯობესება ვალტერ მაცარის მთავარი ამოცანა იქნება, თუკი მას წარმატების მიღწევა სურს - ბოლო ორ მატჩში გაშვებული 7 გოლი ძალიან ბევრია. საკუთარ არენაზე "ნაპოლის" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, სტუმრად კი კარგად გამოიყურება და იშვიათად მარცხდება.

"იუვეში" ტრავმები დე შილიოსა და ტიმოთი ვეას აქვთ. დანილო 6-კვირიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა უცნობია, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მის თამაშს რამდენად გარისკავენ. იმედია, გატისგან ამჯერად ნაკლებ უხეშობას ვნახავთ!..

ნეაპოლელთა დამრიგებელი, სავარაუდოდ, საბოლოოდ გადაწყვეტს 3-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლას, რადგან მარცხენა ფლანგზე სერიოზული პრობლემები აქვს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მთელი მთელი ფრთის კონტროლი ალესანდრო ძანოლის დაევალოს, რომელიც ახლახან მომჯობინდა. ზელინსკი, ლინდსტრომი, დემე - ეს მაცარის ვარიანტებია. კაპიტან დი ლორენცოს ტრავმა, რომელიც მან ვარჯიშზე მიიღო, დიდი თავის ტკივილი არ აღმოჩნდა და ჯოვანი, რომელსაც 18 თვეა, საკლუბო მატჩი არ გამოუტოვებია, მომჯობინდა.

შეხვედრის მთავარი მსაჯი გამოჩენილი დანიელე ორსატო იქნება.

Gel-100
Shen gaixare chemo kargo amxela texstis dawera an ar dagezara an titebi ar getkina an amxela texstis daweras fiqri xo unda..sagol shena xuti kii gaqvs da gadasuli xar shemdeg turshi iasooon
ალექს
https://www.youtube.com/watch?v=OwBhoWnri60
ალექს
https://www.youtube.com/watch?v=emXsWr9XbZc
იასონას უდარი
უცნაურია,როცა გუნდს დაუნიშნეს მწვრთნელი,ვინც 3-5-2 ან 3-4-3 ათამაშებდა ყველა გუნდს და ახლა ეს მწვრთნელი 4-3-3 თამაშობს. ნებისმიერი სპეციალისტი თუ ექსპერტი გეტყვით,რომ ყველა მწვრთნელისთვის და გულშემატკივრისთვის სასურველი სქემა არის 4-3-3,თუმცა ყველა ვერ ათამაშებს ამ სქემაში გუნდებს. ეს იმიტომ ხდება რო მეტი ლავირება არის შესაძლებელი ამ სქემით,ბევრნაირად შეგიძლია გარდაქმნა პროცესში და ცვლილებებით. მაგალითად,კლოპი ამ სქემას სხვადასხვაგვარად იყენებს,ადრე მუშა ნახევარმცველებით 2-3-3-2 გარდაქმნიდა და ასე აღწევდა შედეგს. ამოწეულ ხაზში ორი ცენტრალური დამცველი რჩებოდა,სამი მუშა ნახევარცველი ერთ ხაზზე დგებოდა,ორი ფლანგის მცველი და ფირმინო ათიანის ზონას ასამებდა და წინ მანე სალაჰით უტევდა,ხოლო ეხლა ეს სქემა სხვანაირად გარდაქმნა,თავიდან 4-3-3 არის,თუმცა პროცესში 3-2-2-3 იღებს ან 2-3-2-3. იგივეს აკეთებს გვარდიოლა,ამ სქემას გარდაქმნის და ცენტრალური მცველი 6 ზონაში ადის და როდრის უწყვილდება. მოკლედ,ბევრი რო არ გავაგრძელო,ყველაზე კარგი სქემა არის,თუმცა გამოყენება უნდა.როცა ვუყურებდი ნაპოლის თამაშს ინტერთან და დავინახე სასტარტოში ელმასი,ვიფიქრე რო პროცესში 3-4-2-1 იქნებოდა,თუმცა შევცდი და ხვიჩა ისევ ეულად ყავდათ დატოვებული. ელმასს ქონდა უფრო თავისუფალი პოზიცია და ხშირად იცვლიდა ზონას,ხოდა რაც მიიღო ნაპოლიმ კი ნახეთ. უნდა ითამაშოს ნაპოლიმ 3-4-2-1,თუმცა ამ სქემაში ლობიტკას საჭიროება იკარგება და ამიტომ ვერ ურისკავენ ეტყობა. ელმას შეუძლია მარცხენა ზონის დაკავება და ფლანგის კონტროლი,მით უფრო რო სამ მცველიანი სქემა არის და მარცხენა ცენტრ მცველი ახლოს იქნება ზონალურად. დილორენცოს მეორე ფლანგზე ალტერნატივა არ არ აქვს და ამ ფორმაციაში,ზელინსკის და ზამბო ანგისას,ხოლო ათიანის ზონაში რასპადორის და ხვიჩას გამოყენება შეიძლება. ორივე მეტნაკლებად უნივერსალია შეტევაში და სამივე ზონაში შეუძლია თამაში,ამიტომ უპრიანი იქნება ზონების მუდმივი ცვლა და თავისუფალი სივრცეების გამონახვა. ოსიმენის ადგილი გარკვეულია და ბევრ საუბარს არ საჭიროებს. რა გახდა ეს ნაპოლი,რით ვერ მივიდა ისეთი მწვრთნელი,ვინც ხვიჩას თავისუფალ პოზიციას მიცემს და ისე ათამაშებს. შეხედეთ ბელინგემს რეალში,თავისუფალი პოზიცია აქვს და რა შედეგებს დებს. ხან 6 ნომერზე დგას,ხან ათიანის,ხან გარემარბის და ხან მეორე ფორვარდის ზონას ავსებს. ხვიჩას აქვს იმის უნარი,რომ ეს გააკეთოს. აბა,ასე არაფერი გამოვა,სამკლიტულში მოიმწყვდევენ მცველები და ზონას ვერ ტოვებს. ინტერმა ყოველ ჯერზე ასე გააჩერა,დარმიანი,დუმფრისი და ბარელა უკეთებდნენ სამკლიტულს,ხოდა ვერ გაძვრება ეგრე ვერავინ,ვერც მესი დაჟე,თუ მას ერთ ზონაზე მიაბავ.იუვენტუსი მკაცრად ფორმირებული დაცვითი სისტემით თამაშობს,შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს უბერავს და იგივეს გაუკეთებენ ხვიჩას,თან კატენაჩოზე ალეგრიზე მაგარი შეყვარებული სპეციალისტი არ არსებობს. ისე კი,იუვე ფავორიტია და მოიგებს დიდი ალბათობით,თუმცა შედეგი რაში მადარდებს,ხვიჩამ შეაგდოს შესაგდები. მამარდას წარმატებები და მშრალი კარი,ხეტაფე იმ კალიბრის გუნდი არ არის რო გოლის უეჭველი შემგდები იყოს,თუმცა არც ვალენსიას დაცვა ბრწყინავს. რაც არ უნდა იყოს,გიო კარგ ადგილას არის და ენდობიან.
ამატაკი
დღევანდელი ნაპოლის შესაძლებლობების წონის ოდენობა აქტუალური იყო ინტერამდე. სწორედ ის თამაში იყო წყალგამყოფი სეზონის თუ არა პირველი ნახევრის მაინც. იმდენად დიდი იყო შარშანდელი ისტორიული ჩემპიონობის ეფექტი, რომ ყველა ვისასაც ფეხბურთში ჭკუა მოეკითხება, ვერ ამბობდა გადაჭრით, რომ გუნდი ვერ გაუმკლავდებოდა მოკლე დროში გადატანილ ნეგატივებს: წავიდა სპალეტი და ჯუნტოლი, წავიდა დაცვის სისტემური მოთამაშე კიმი და ლოზანო,ოსიმენის ტრამვანიშვნელობა აქვს ფლანგის მცველების თამაშს, მაგრამ ორი ცენტრი ფუნდამენტურია. რაჰმანი თავისთავად არ არის ძალიან მაღალი დონის მცველი, მაგრამ კიმთან ერთად მაინც ქაჩავდა. ეხლანდელი ნაპოლის ცენტრი ჩვენი ნაკრებივით ზედმეტად ეჯაჭვება საჯარიმოს, ვერ ბედავს ზევით ასვლას, კარგავს ბალანსს, აჩენს სივრცეებს ხაზებს შორის, საბოლოოდ მთელ თამაშს დაღს ასვამს გამართული დაცვის რგოლის გარეშე ნაპოლის შარშანდელი მრისხანე ნახევარდაცვაც იკარგება და უსუსურად გამოიყურება, მითუმეტეს ინტერისნაირ 5 ნახევარმცველიან გუნდებთან. ამის გამოსწორების რესურსი არ ჩანს, თუ მაძარი რაიმე ვირტუოზულს არ მოიფიქრებს, ან თავადაც უნდა გადაერთოს 3 მცველიან ტაქტიკაზე. მთელ ამ ქაოსურ პალიტრაში ერთადერთი მართლაც რომ ნათელი წერტილი და იმედი კვარაცხელიაა. ეს კარგად სჩანს შეფასებებშიც. ამ სიტუაციაში ხვიჩას რაიმე კრიზისზე საუბარი რამდენადაა ადექვატური? ხომ ნათქვამია: ენას ძვალი არა აქვსო.
leqso-s
სად არიან შენი ახალგაზრდულის ბიჭები??გაგუა?გელაშვილი?საზანოვი?კალანდაძე?გულიაშვილი?დავითაშვილი?მაქვაბიშვილი?გაგნიძე?მოისწრაფიშვილი?ხეხავენ კლუბებში სკამებს???არ უნდათ შეედარონ კვარას ან ნაკრებში ან კლუბში?აიტეხეთ ეს ოლიმპიადა,ჩატარდება ამ ზაფხულს და ვინმეს დააინტერესებს ეგ თამაშები ან საქართველოში ან მსოფლიოში??გაიგეთ რომ,საქართველო საფეხბურთო რუკაზე მონიშნა კვარაცხელიამ,ეხლა თუ ვინმეს რამის თავი აქვს გააგრძელოს კვარას გაკვალულ გზაზე სიარული!!!!!
leqso-s
ამასობაში მოქმედ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში კვარას აქვს გატანილი,ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული ნაკრებში ოცდაორი წლის ბიჭს,ორჯერ აქვს ესპანეთისთვის გოლი გატანილი,ასევე გაუტანა შვედეთს,შოტლანდიას,მაკედონიას,აბა სხვა ნაკრების ფეხბურთელები თუ მიაღწევენ იგივეს,ან ნაკრებში ან კლუბებში!!!!!მე ველოდები სხვების წარმატებებსაც!!!!
რუსთავი
ჯანსაღი კრიტიკა გასაგებია, მაგრამ ეგ უკვე პესიმიზმი და სიბოროტეა რასაც წერთ. ჯერ თამაში არ ყოფილა...!
გივი - ს
თავად თუ გესმის, რა აბდაუბდა დაწერე?
გიორგი სააკაძე
გასაგებია შედეგი რაც იქნება. იუვე ვერონა ემპოლი არ არის შესაბამისად კვარა 0 დარტყმით და 0 მცდელობით დაასრულებს მატჩს :((( კმარა კვარა ვარდნა!!!
ლაშა
წარმატებები კვარას და მამარდას. აგერ ცოტა თემას გადავუხვევ და ლუკა გადრანი უაზახეთის საუკეთესო მცველად აღიარეს! (https://1tv.ge/news/luka-gadrani-yazakhetis-premierligis-sauketeso-mcvelad-daasakheles-1tvsport/)
მე კიდევ მგონია
რომ მოიგებს ნაპოლი და თან დამაჯერებლად. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სამი რამე. 1. ხვიჩას მოსდის თამაში იუვესთან ტფუ ტფუ ტფუ 2.ნაპოლი ეხლა დაცვიდან ითამაშებს კონტრშეგევებზე და კონცენტრირებულად ორი წაგების მერე და დილორენცოს ტრავმის გამო 3.ოსიმენი მოწყურებულია გოლს და იუვეს დაცვას გაუჭირდება მოძრაცი ოსიმენის და ხვიჩას ერთად გაჩერება. იმედია მსაჯი თავიდანვე გააყვითლებს თუ უხეშობა იქნება, რადგან ბევრი ხმაური მოყვა უხეშობებს
შოთი
ხომ გითხარი ასე იავნად ნუ დაწერ თქო
რობერტო
ნაპოლის მოგება ან ფრე თუ უნდა, ხვიჩა უნდა დააყენონ დაცვაში... ან კარებში. სხვა ვარიანტში წააგებენ. სამი გოლიც რომ გაიტანონ, უფრო მეტს გაუშვებენ.
გივი
შენი, ბოღმიანი ხელმოცარულის პოზიციაა, რომელსაც ასევე ბოღმიანი ხელმოცარულები იზიარებენ. ;) უკვე მერამდენედ უნდა დაიწეროს, რომ ხვიჩამ თვითონვე ახსნა მისი უთამაშებლობის მიზეზი. თუნდაც იტალიაში ოთხი (თუ არ ვცდები) ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, რაც ეროვნული ნაკრების ახლომომავლის ინვესტიციაა და ნაკრებს გამოადგებიან, რადგან ისინი კვარაცხელიას თამაშით არ გადაიფარნენ. მაგრამ ამას გააზრება და გააზრების უნარი სჭირდება, რაც არ არის. და ეს კატეგორია ერთ ხმაზე რომ მოთქვამთ, შანსი აწი აღარ გვექნებაო, თუ ამ თაობამ (ახალგაზრდულმა, თან ხვიჩას გარეშე) შეძლო ის, რაც შეძლო, შემდეგი თაობა უკეთესი რატომ ვერ იქნება? რა, ნათელმხილველები ხართ და მომავალ წარუმატებლობას ხედავთ? )))))) რათქმაუნდა მეც ის შედეგი მაინტერესებს, რასაც კვარაცხელია ან სხვა წარმატებული ფეხბურთელი ნაკრებში დადებს, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმ გარემოზე (აბსოლუტურად ყველა მხარივ), სადაც ეს ფეხბურთელები მუშაობენ და ვითარდებიან. ეს გახსოვდეთ.
სიმართლე
შოთა არველაძე რომელიმე დინამომ დანიშნოს ტრენერად შეუქმნას პირობებიი შესაბამისსიი მილიარდებს არ მოითხოვს დარწმუნებული ვარ და ვისაც უნდა გავუმაზავ ლიგის ჯგუფში შეიყვანს გუნდს!!!!
leqso
ხომ ანაცვალა ნაპოლის ინტერესები ამ ზაფხულს ახალგაზრდულ ნაკრებს, რითაც ფაქტიურად ოლიმპიადის ისტორიული საგზური დაგვაკარგვინა, ხოდა ძაალინაც გამეხარდება ნაპოლის წაგება, კვარას გაბანძება ალბად არა, მაგრამ შავებს არ ჩავიცვავ. ხვიჩას და იმ კლუბის გულშემატკივარი მხოლოდ ისევ იმ შემთხვევაში გავხვდები თუ მარტის თამაშებში ევროზე გავალთ, თუ არა და ფეხზე მკიდია ნაპოლი,კვარას კონტრაქტი და ხელფასი. ეს მხოლოდ ჩემი ერთი ქართველის პოზიციაა და მეტი არაფერი, სხვისთვის, თუ კვარას პირადი კარიერა და ნაპოლის წარმატებაა პრიორიტებული ღმერთმა ხელი მოუმართოს.
bebe
ბებე-ს რომ უპასუხე, აი შენს პასუხზე მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო თუ არა ის რომ დეგენერატი ხარ... ზეოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მინდა აქვ გამოჩნდეს რომ მარტოს შეუძლია თამასის მოგება და ის ჩავარდნები მხოლოდ წარსულსჩაბარდა, მეუბნები ეღადავებიო.
აუუუ
დი ლორენცოს ტრამვა ტრაგედიაა ახლა გუნდისთვის… ხვიჩას წარმატებები❤️
რიო
ძან ცუდ ფორმაშია ნაპოლი და ხვიჩაც
ქუთაისელი
რთული პერიოდი ყველა გუნდს უდგას. ასეთი სირთულეების გადალახვის დროს იზრდება ფეხბურთელი და მთლიანად გუნდი. მჯერა ხვიჩა სიახლეებს შემოგვთავაზებს და ნაპოლი ოთხეულში მოხვდება. ცოტა აურელიომაც უნდა გაისვას ხელი ჯიბეზე.
ლადო
შარშან ჯერ კიდევ ზენიტში რო იყო ნაპოლი, ვწერდი რო ერთი-ორი სეზონის გუნდიათქო, როგორიც მრავლად ახსოვს ისტორიას, მაგალითად ვილიარეალი, ვალენსია, ლესტერი და ა.შ. და ხვიჩამ უნდა მოასწროს ზენიტში ყოფნისას გრანდში გადასვლათქო, მაგრამ აქ ხო ყველაფერში პროფესორები ვართ, არიქა 5-6 წელი ფეხი არ მოიცვალოს გუნდიდან, არ დაიღუპოს კარიერაო
სააკაძე
ამჯერად იუვენტუსი ჩაუტარებს მასტერკლასს!
nika
ერთი დი ლორენცო ეხმარებოდა და ეგეც თუ არაა, იმედია იუვე წყენას არ იდებს გულში და ალეგრი თავის საყვარელ ერთი ნულს გაწურავს
bebe-ს
ვაი და მართლა "გაუვარდა ყარაულის თოფივით"! მერე რაზე იღადავებთ?!
დდდ
დი ლორენცოს გარეშე ძალიან დაიჩაგრებიან... ფაქტიურად ჩვენი ნაკრების დაცვის დონე იქნება ცენტრიც და ორივე ფლანგიც... მგონი, ხვიჩას მართლა მოუწევს მცველად თამაში...
mmm
ამ ინფორმაციის მიუხედავად, წინასწარ შეიძლება თქმა რომ ნაპოლის წაგებაზე ისევ ხვიჩას გაკრავენ კბილს.

დაცვა არ ჰყავს გუნდს და წარუმატებლობას ხვიჩას აბრალებს. ქართველებიც ეთანხმებიან, როგორ რუსებს ეთანხმებოდნენ, იიი ხიმკის ვერ გაუტანა და სერია ა ში ლას იზამს :))) აქ საკუთარი აზრი არავის გააჩნია. ადრე რუსი ექსპერტების აზრი იყო აქ მთავარი და ახლა...
მუქარა
ნაპოლისთვის წაგება კარგი იქნება, იმიტომ რომ უნდა ჩამოვიდნენ მიწაზე და თავდაბალი და პატივისცემით იყოს ყველას მიმართ
bebe
ამ თამაშს მარტო მოიგებს ხვიჩა...
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
"პირველი ნომერი ალისონი იქნება, მაგრამ... მამარდაშვილს ამ რჩევას მივცემდი!" - "ლივერპულის" ყოფილმა კიპერმა გუნდში მეკარეთა კონკურენციაზე ისაუბრა
მარკ გეჰი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდება - "ენფილდზე" ჯოვანი ლეონისაც ელოდებიან
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"ლივერპულმა" "მამარდას" შემთხვევაშიც მსგავსი რამ გააკეთა" - "ბარსას" სპორტული დირექტორი
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
"ბორნმუთთან" მატჩში "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ალისონის მე-300, სათადარიგო მამარდაშვილი და "ლივერპულის" გამარჯვებით დაწყებული პრემიერლიგა
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: მამარდაშვილს "ლივერპულის" მეკარის სტატუსი მიენიჭა და ცნობილია, როდის შეუერთდება ახალ გუნდს
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
"კრისტალ პალასთან" მატჩში მამარდაშვილი სათადარიგოა
[VIDEO] მამარდაშვილი არ ათამაშეს - "ლივერპული" სუპერთასზე "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
"დრო არ ითმენს - "ვალენსიას" ჩაკვეტაძის სასწრაფოდ დამატება სჭირდება" - ესპანური მედია
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია