"ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" სუპერვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა ოთხშაბათს ლას-ვეგასში, ნევადის უნივერსიტეტში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, სროლის შედეგად კამპუსის ტერიტორიაზე მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა. CNN-ი პოლიციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დამნაშავეც მკვდარია.

"პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ამ ამბავთან დაკავშირებით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს.

ყველაფერი ბრუნდება იქ, რაზედაც ადრე ვისაუბრე. ჩვენ ისევ იარაღის თემის გარშემო ვტრიალებთ, იმავე შინაარსის სიახლე ყოველდღე, არაფერი იცვლება. სასაცილოა, წარმოუდგენელია, იარაღის შოვნა ასე მარტივად შეგიძლია, კანონმდებლობაში კი არაფერი იცვლება. ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს სასწავლებლებში, სკოლებში, მაღაზიებში, კინოთეატრებსა და სხვა დაწესებულებებში.

ფაქტია, არაფერი იცვლება, საშინელებაა, იარაღის ფლობა უმარტივესი გახდა" - განაცხადა ლებრონმა.

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა