მცირე პაუზის შემდეგ გოგა ბითაძემ მორიგი შედეგიანი თამაში წარმოგვიდგინა და მისმა გუნდმაც გამარჯვება იზეიმა. "ორლანდო მეჯიქმა" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და 123:91 გაანადგურა. გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ცენტრმა, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მე-17 მატჩი ითამაშა.

ბითაძემ მოედანზე გატარებულ 27 წუთში 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა და თითქმის უბადლო სიზუსტით 13 ქულა შეაგროვა, რასაც 8 მოხსნა, 4 დაფარება და 2 პასი მოაყოლა. გოგას მოედანზე ყოფნის პერიოდში ორლანდომ დეტროიტს 26 ქულით აჯობა, რაც ფლორიდელთა გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

რაც შეეხება ყველაზე შედეგიან მოთამაშეს, ორლანდოში გერმანელი ფრანც ვაგნერი გამოირჩა 27 ქულით, პაოლო ბანკერომ 24 ქულა ჩააგდო. დეტროიტის ლიდერ კეიდ კანინგემზე (21 ქულა) მეტად მიჩიგანელთა ძირითადი ცენტრის მონაგარია საინტერესო – ბითაძის უშუალო კონკურენტმა 23 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. ბითაძეს კი მხოლოდ 1 დაკარგვა ჰქონდა.

15 მოგებითა და 7 მარცხით "ორლანდო" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. შემდეგი მატჩი გოგას გუნდს 11 დეკემბერს, შინ "კლივლენდთან" ელის.

GBF

ქ. გ.
გოგას მომენტების ვიდეო https://youtu.be/cXqf-vEcTHI?si=gKm7VsPSfA3Eauko
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა