Football Italia La Repubblica-სა და via Calciomercato-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ნეაპოლელებს ლუზერები უწოდა და სიტუაცია დაძაბულია, რასაც გუნდის წარუმატებელი ასპარეზობა ემატება.

გასული წლის ზაფხულში "ნაპოლის" გულშემატკივრებმა იმის გამო, რომ დე ლაურენტისმა წამყვანი ფეხბურთელები გაყიდა, უკმაყოფილება გამოთქვეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მათი სათანადო შემცვლელები არ დაიმატეს და ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ პრეზიდენტს პოლიციამ დაცვა გამოუყო. შემდეგ მოხდა ის, რასაც, ალბათ, არავინ ელოდა - 10 მილიონ ევროდ შეძენილმა ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული სეზონი ჩაატარა, ვიქტორ ოსიმენი მასთან დუეტში ჩინებულად წარმოჩინდა, კიმ მინ ჯემ დაცვის ცენტრში პრობლემები გადაჭრა, მთელი გუნდი შესანიშნავად გაისარჯა და სკუდეტო მოიგეს. შემადგენლობის გაძლიერების ნაცვლად კი დე ლაურენტისმა კიმ მინ ჯე "ბაიერნს" დაახლოებით 50 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

ყოფილი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტისთვის ნეაპოლის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას, რომში დაბადებული პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და ის ფრაზა, რომელიც წარმოთქვა, არც ერთმა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ არ გამოაქვეყნა. აი, რა ბრძანა მან: "ნეაპოლელები ლუზერები არიან, რადგან არასოდეს არიან ბედნიერები. მე იმ ოჯახიდან ვარ, რომელშიც შვიდი ნეაპოლელია, მათ შორისაა დეიდა, ის საბედნიეროდ ცოცხალია და მძარცველია".

დე ლაურენტისი გუნდის ბოლო მატჩებში დამარცხებით შეშფოთებულია და როგორც ჩანს, ეშინია, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავლენ. შეგახსენებთ, 13 დეკემბერს ბოლო ტურში "ნაპოლი" "ბრაგას" მასპინძლობს და თუ ერთ ბურთზე მეტი სხვაობით წააგო, ჯგუფურ ბარიერს ვერ გადალახავს. Tv Play-ს ჟურნალისტი ჩირო ტროისი იტყობინება, რომ დონ აურელიო კასტელ ვოლტურნოში გუნდს შეხვდა და მიზნის მიღწევის შემთხვევაში ფეხბურთელებს პრემიალურებს დაჰპირდა. ტროისი დაპირებული ბონუსების ოდენობას არ აკონკრეტებს.

ჟორა გაბრიჭიძე
ხვიჩა ბევრჯერ მეტს თამაშობს იმაზე რასაც უხდიან, ამიტომ მისი კრიტიკა უადგილოა.
გიზოგ
მართალი ბრძანდებით. კლუბი ნაკრები არარის პატრიოტიზმისთვის ითამაშო. ხვიჩა თამაშობს იმდენს, რამდენსაც უხდიან. და უხდიან საშუალო ფეხბურთელის დონის ფეხბურთელს.
koba
ამ კაცმა (ლავრენტამ) შარშან მინიმუმით მაქსიმუმს მიაღწია და ეგონა, წელსაც გაუვიდოდა. სტიმული ყველას სჭირდება, ხვიჩას მითუმეტეს. კაცმა ცოლი მოიყვანა, დარწმუნებული ვარ საჩუქარიც არ აღირსა ამ ძუნწმა კაცმა. შეეშვით ხვიჩას დამუნათებას. ძალიან მაგარი ფეხბურთელია, უბრალოდ პერიოდი აქვს ისეთი, რომ წუწურაქებს არ შეაკლას თავი. ყველაფერი კარგად იქნება.
ქ.გ.-ს
უცოლო ქართველი სპორტსმენები ხო ბრდღვნიან ყველაფერს გინდ ევროპაში და გინდ ამერიკაში!!!
ქ.გ.-ს
უცოლო ქართველი სპორტსმენები, ხომ ბრდღვნიან ყველაფერს გინდ ევროპაში და გინდ ამერიკაში!!
ქ.გ.-ს
შენ არ გიტყდება ორღობის ჭორიკანა რომ ხარ?!
ბექა
არ გიტყდება ამდენს რომ ჭორაობ?!
გიგი
იცით რა მიკვირს ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნამ პრობლემა რატომ არ შეუქმნა ფაჩულიას,შენგელიას,შერმადინს,ტალახაძეს,შავდათუაშვილს,ჭიკაძეს,ბაზაძეს?-ლებრონ ჯეიმს,სტეფ კარის,დონჩიჩს,მესის,კაკას??მარტო კვარაცხელიაზე იმოქმედა ცოლის მოყვანამ?გაიგეთ ,რომ კვარას წარმატება წინა სეზონზე ბევრ ფაქტორთან იყო დაკავშირებული და არაფერ შუაშია ცოლი!!!!
serxio
აინშტაინს რომ კითხეს, რა არის საჭირო ფარდობითობის თეორიის შესაქმნელად, მან უპასუხა - კარგი ცოლის ყოლაო. ცოლი ყავდა ფიზიკოსი და ბევრ რამეში დაეხმარა ალბერტს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ხვიჩას ცოლიც ქმართან ერთან ფიტნეს ცენტრში დადის, სპორტულ ფორმას უკონტროლებს და 'ატჟიმანიებში' ეხმარება.
ამასაც არ ეთანხმებით?
ეს რამდენ დისლაიკს დაიმსახურებს: 2 + 2 = 4
ირაკლი
ამერიკის ლიგა ჯობია ქართულს?საქართველოში ვინც თამაშობს ერთი სული აქვთ აქედან წავიდნენ,კაცს გოლი გოლზე გაჰქონდა,სათამაშო დრო ქონდა,ფული იშოვა,ნაკრებსაც ადგებოდა, რა იყო მანდ ცუდი?!ევროპაში სკამის ხეხვას არ ჯობდა?!
ქ. გ.
შენ რომ სკოლაში ოროსანი იყავი, ეს ლოთობის ბრალია.
სანდრო
კაი ძმაო!ნუ წვალობ ამდენს გავიგეთ რომ,ქალები არ გევასება!!
ქ. გ.
ფეხბურთელობა თუ უნდოდა ვაკოს, საქართველოს ნებისმიერ გუნდში სჯობდა გადასვლა. მაგრამ ცოლმა გადაწყვიტა, რომ ამერიკა უფრო კარგი ვარიანტი იყო. ეს GeoTeam-თან ვაკოს ინტერვიუშიც აჟღერდა. ვაკომ უარყო, რა თქმა უნდა, მაგრამ არ იყო მისი პასუხი დამაჯერებელი.
ქალთ მოძულე ქართველი ვაჟკაცი
საქართველო,რომ მაჩანჩალა ქვეყანაა ქალების ბრალია!,მაპს რომ არ გვაძლევენ!ქალების ბრალია,კობიაშვილმა,რომ ვერაფერი უშველა ქართულ ფეხბურთს ქალების ბრალია!მაკედონიასთან, რომ ფინალი წავაგეთ ქალების ბრალია!!!,კვერნაძემ,საზანოვმა,გელაშვილმა, რომ ფეხი ვერ მოიკიდეს იტალიაში ქალების ბრალია!,მიქაუტაძეს რომ არ ათამაშებენ აიაქსში ქალების ბრალია!,ჩაკვეტაძე რომ ტრავმებს იღებს! ქალების ბრალია,კიტეიშვილი რომ მუდმივად ტრავმირებულია ქალების ბრალია!ანდრონიკაშვილი რომ არ გააჩერეს ესპანურ გუნდში,მამუკელაშვილს რომ არ ათამაშებს გრეგ პოპოვიჩი,ბითაძე რომ,არასტაბილურია!ქალების ბრალია,ხვიჩა,რომ ჩემპიონი გახდა და სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ქალების ბრალია!ესპანეთს,შოტლანდიას,შვედეთს,მაკედონიას,ატალანტას,იუვენტუს,აიაქსს,რომ გოლები გაუტანა ეგეც ქალების ბრალია,ხოჭოლავამ,რომ ტრავმები მიიღო ეგეც ქალების ბრალია!!!და საერთოდ დაგვანებონ ამ ქალებმა თავი ყველა ბერებად აღვიკვეცოთ,არც ერთმა სპორტსმენმა არ გაბედოთ და ცოლი არ მოიყვანოთ!!!!!!
ქ.გ.-ს
ყაზაიშვილის ამერიკაში წასვლა ცოლის ბრალი კია არა, იმის ბრალი იყო რომ ევროპაში ფეხი ვერ მოიკიდა,არც ვიტესში ათამაშებდნენ და აღარც ლეგიაში,სკამს ხეხავდა ევროპაში და აღარც კლუბებს აღარ უნდოდათ,ნუ ატყუებთ ხალხს!!!!
ქ. გ.
ხვიჩა ყველა ქართველს უყვარს. ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაკეთილსინდისიერი აგენტი მამუკა ჯუღაევიც უნდა მოგვწონდეს, ცრუ მეგობარი სურიკოს ეშმაკობაც არ უნდა შევამჩნიოთ და პრიმიტიული მეTikTokეც შევაქოთ. სამივე უარყოფით როლს თამაშობს ხვიჩას კარიერის განვითარებაში.
დავიდუსი
რა დაგვემართა ქართველობო? რატო ვერ ვიტანთ წარმატებულ ქართველებს? ბიჭმა შეუძლებელს მისღწია, ჩვენ მაინც ვკბენთ,იმის მაგიერ რომ ვიამაყოთ!
ოჰო
თაფლობის თვე აქვტ და ნუ შეჭამეთ. არაა ნაპოლი ხვიჩას ღირსი.
ქალთმოძულეებს
დაასახელე სტაბილური ქართველი სპორტსმენი გუნდურ სახეობიდან,რომელმაც ყველა სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა?!ცოლების და გოგოების ბრალი კი არაა არასტაბილურები არიან და მაგის ბრალია,მიქაუტაძის უთამაშებლობაც ცოლის ბრალია?გელაშვილის?საზანოვის?კვერნაძის?გაგნიძის?ნუ აფარებდ ფეხბურთელებს ხელს და ნუ ეძებთ სხვაგან დამნაშავეს!!!!
ქ. გ.
არსებობს კარგი ცოლი და ცუდი ცოლი, წესიერი აგენტი და ბოროტი აგენტი, ჭეშმარიტი მეგობარი და ცრუ მეგობარი.
სახელი
იმედია მომავალ სეზონს კვარა ისეთ გრანდში დაიწყებს, სადაც განვითარების ბევრად მეტი შესაძლებლობა ექნება. ამ სეზონში ლაურენტისმა მინუმუმის მინიმუმი გააკეთა - კიმი ვერ შეინარჩუნა და ამჯერად ვერც სათანადო შემცვლელი მოიყვანა.

ვაი შენს პატრონს!!!დონჩიჩს შვილი ეყოლა,მაგას რატომ არ უშლის ხელს ცოლი და შვილი??ტიპი რეკორდ რეკორდზე ამყარებს,სხვადასხვა ქვეყანაშიც მოგზაურობს ცოლთან ერთად!!!რა გეშველებათ ქალთ მოძულე კაცებო??!!
ქ.გ.-ს
ნიცუნა
ქ. გ.
თავის დროზე ყაზაიშვილი ცოლმა ამერიკის MLS-ში წაიყვანა. მერე რა, რომ ამით მან ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. სამაგიეროდ Green Card-ი ხომ მიიღეს. მალე ნინუცა ხვიჩას წაიყვანს MLS-ში.
ქ. გ.
2022 წლის დეკემბერში ნინუცამ ხვიჩა პარიზში წაიყვანა. წელს, ალბათ, ნიუ-იორკში წაიყვანს. რა დროს ვარჯიშია?! რუსი მწერლის ციტატა: "Пустите Дуню в Европу!" მე ამას დავამატებდი: "И в Америку!"
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
ნამდვილად დე ლაურენტისია? - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს