თვით უცხოური გამოცემები აღნიშნავენ, რომ გასულ სეზონში „ნაპოლის“ მიერ სკუდეტოს მოგება დიდწილად ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურება გახლდათ, იგივეს მოლოდინი იყო ამ სეზონშიც, მაგრამ ჯერჯერობით იმედები არ მართლდება, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები აქვს. და ყველაფერი უცბად კვარაცხელიას დაბრალდა, ნეაპოლური გამოცემების კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა და არც თანამემამულეებმა დაინდეს, თუმცა ამაზე ქვევით მოგახსენებთ.

ახალ გუნდში მეორე სეზონი ფეხბურთელითვის ყოველთვის რთულია, მით უმეტეს ხვიჩასთვის, რომლის თამაში შეისწავლეს და უკვე 2-3 მეურვე ჰყავს. მთლიანად გუნდზე იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ხელფასები არ მოუმატეს და შემადგენლობა არ გააძლიერეს. პირიქითაც შეიძლება ითქვას, კიმ მინ ჯეს გაყიდვის გამო დაცვაში სერიოზული პრობლემა შეიქმნა, რამეთუ როდესაც დიდ გუნდებს ხვდებიან და თანაბარი თამაში მიდის, დაცვის ცენტრი გადამწყვეტი მნიშვნელობის შეცდომას უშვებს. თორემ „ნაპოლი“ უკანასკნელ ხანს წაგებულ მატჩებში მეტოქეებზე უარესად არ გამოიყურებოდა. საქმე ისაა, რომ თუ მოწინააღმდეგეებმა „კვარას“ და ვიქტორ ოსიმენის განეიტრალება მოახერხეს, ნეაპოლელებს თამაშის საკუთარ თავზე ამღები სხვა არავინ ჰყავთ. ეს ფაქტია და სწორედ ამას გაუსვა ხაზი ნახევარმცველმა პიოტრ ზილენსკიმ, რომ როდესაც ლიდერებს გასაქანს არ აძლევენ, დანარჩენებს მართებთ თავის გამოჩენა.

რაც შეეხება უშუალოდ ხვიჩას, კარგ ფორმაშია, უბრალოდ იმხელა ტვირთი აჰკიდეს, უბრალოდ შეუძლებელია უკეთ წარმოაჩინოს თავი. ადამიანს აქვს თავისი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი, არ შეიძლება მთელ ფლანგზე იმოქმედოს, დაცვასაც დაეხმაროს, მერე დრიბლინგი განახორციელოს და გოლები გაიტანოს. ამას ენერგიის დაზოგვა სჭირდება. ერთ მაგალითს გავიხსენებ: ძველ თბილისის „დინამოს“ მოწინააღმდეგემ შეუტია და დავით ყიფიანმა დაცვის დასახმარებლად უკან დაიხია, ნოდარ ახალკაცმა კი დაუძახა, რას შვები დათო, ვინც გმეურვეობს, ისინიც ჩვენს საჯარიმოში ჩამოგყავსო. „კვარა“ დაცვითი ფუნქციებიდან უნდა განთავისუფლდეს და მეორე თავდამსხმელი გახდეს, ასე გაცილებით სასარგებლო იქნება, თუმცა ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ანალოგიური პრობლემა იტალიის ნაკრებში თვით რობერტო ბაჯოს ჰქონდა და რა გასაკვირია, რომ ხვიჩას „ნაპოლიში“ შეექმნა. მას კიდევ უფრო გაურთულდა სიტუაცია მარცხენა მცველების მარიო რუისა და მატიას ოლივეირას ტრავმების გამო, რამეთუ ფლანგზე სათანადო მხარდაჭერის გარეშე დარჩა.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ბოლო შეხვედრებში „კვარას“ მეტოქე გუნდში თამაშის შემთხვევაში „ნაპოლის“ სუსტ დაცვასთან როგორ გაუადვილდებოდა საქმე. „იუვენტუსთან“ კარს ერთი მეტრით ააცილა ბურთი და განტევების ვაცად აქციეს, ყველა ცოდვა დააბრალეს, ყველა ძველი დამსახურება დაუვიწყეს ფეხბურთელს, რომელსაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურებს აქვს. ყოველი მატჩის შემდეგ „კვარას“ შეფასებებს გაცნობთ, რომლებიც განსხვავებულია. ანალიტიკური საიტები მუდამ მაღალ ქულებს უწერენ, ხოლო იტალიური გამოცემები - პირიქით. Sofascore, Whoscored-ი და flashscore ამა თუ იმ ფეხბურთელის თამაშს საერთო ანალიზის მიხედვით უფრო ობიექტურად აფასებენ, ხოლო გამოცემები უფრო ემოციურ ფონზე. გაიტანა გოლი, გმირია, ვერ გაიტანა - ანტიგმირი. ერთი სიტყვით, იმხელა სიმაღლეზე ასწია მან თამასა, რომ მოლოდინი მუდამ მაღალია და არც ერთი წარუმატებელი მოქმედება აღარ ეპატიება.

და ვთქვათ იმაზე, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ - სიძულვილზე. კრიტიკა და თანაც ობიექტური აუცილებელია, მაგრამ ჩასაფრება და სიხარული შენი თანამემამულის ჩაგდებული მატჩის გამო, ცოტა გაუგებარია. ეს უკვე რაღაც პოლიტიკური შემადგენელი ნაწილია, რადგან კარგად ორგანიზებული, მცირერიცხოვანი თუმცა ძალიან აქტიური ჯგუფი გამხნევების ნაცვლად ლანძღვაზე და შეურაცხყოფაზე გადადის. წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ამ დონეზე ვერ იტანდე ადამიანს, რომელსაც შენთვის არაფერი დაუშავებია. ჩემი აზრით, ზოგიერთს ჰგონია, რომ კვარაცხელია რომელიმე პარტიის მხარდამჭერია, რაც აბსოლუტურად არასწორია. ერევიან მის პირად ცხოვრებაში: რატომ დაოჯახდა, რატომ აქვს წვერი, გრძელი თმა, რატომ მივიდა პატრიარქთან და ა.შ. ერთი ნახეთ, როგორ უდგანან ოსიმენს ნიგერიელები გვერდში და მერე ჩვენს დამოკიდებულებას შეადარეთ. რა თქმა უნდა, არავის გაფეტიშება არ შეიძლება, მაგრამ აგრესიული უმცირესობის ნეგატიური მოქმედება ყოველგვარ ზღვარს სცდება. კერპთაყვანისმცემლობა და ზიზღი - ეს ორი უკიდურესობაა, რომელიც დაგვჩემდა.

დასასრულს არ შეიძლება მკითხველის ერთი ნაწილის თხოვნაზე არ გავამახვილოთ ყურადღება, როდესაც გვსაყვედრობენ, რომ სხვა ფეხბურთელებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ, რაც არასწორია, ვინაიდან ყველას თამაშს ვაანალიზებთ, ცნობებს ოპერატიულად გაწვდით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, სამწუხაროდ კი არა საუბედუროდ, დასაწერიც არაფეერია. აი, დღეს, თითქმის ყველა ლეგიონერი სათადარიგო იყო. ოღონდ რამე სახეირო გააკეთონ და ინფორმაციის მოწოდებას როგორ დავახანებთ. კვარაცხელიას მიმართ კი ინტერესი გამორჩეულია და ბუნებრივია, რომ მასზე მეტი სტატიები იწერება. ღმერთმა ინებოს სიტუაცია შეიცვალოს, სხვებმაც იასპარეზონ ტოპ ლიგებში და საქართველოს ნაკრებს წარმატებები მოუტანონ.

მიმომხილველი

გიორგი
რა ერთი მეტრი და ნახევარი მეტრი ხალხო, ზენიტში მყოფ ვარსკვლავებს აქვთ აცილებული ორ-სამ მეტრის დაშორებიდან კარიდან. ხვიჩა, მიაწექი. ქართველებს სჩვევით თავისიანების განადგურება. არ აყვე არვითარ შემთხვევაში. ყველაფერი გამოგივა აუცილებლად. შენით გაქვს მითწეული ყველაფრისთვის და ვიღაც ნახირლების გამო არ განიავო ეს ყველაფერი. გენაცვალე გულში
მამა
7 წლის გოგო მყავს, რომ ვკითხე, დამისახალე ქართველი ვაჟკაცი, ვიფიქრე დავით აღმაშენებელს იტყოდა და ვაჟკაცი კაცი და მაგარი კაცი ხვიჩაა კვარაცხელიაო :)
ზოლა
ვინც ხვიჩას პირადულში ერევა რად უნდა ლაპარაკი არასწორია, არავის აქვს უფლება მისი პირადი ცხოვრების განსჯის, მითუმეტეს უსაფუძვლოდ და ხშირ შემთხვევაში ბოღმით და სიძულვილით. აი რაც შეეხება ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმას ფაქტია რომ შარშანდელთან შედარებით აშკარად მოკლებული აქვს და მაქედან გამომდინარე არც უნდა გაგვიკვირდეს გულშემატკივრების გულისტკივილი და კრიტიკული შენიშვნები, მათ შორის ჩემი და ამ ბოლო დროს კვარას გამოუყენებელი რეალური მომენტები რომ დაუგროვდა ყველა ხედავს, პასის მიმცემი რომ არ ყავს ფლანგზე ეგეც მართალია მაგრამ 100 პროცენტიანი გასატანიდან 4 ში ერთსაც რომ ვერ გაიტან კრიტიკაც არ უნდა გაგიკვირდეს...
L.J .
Magrad xumrob...xooo???
Talo
კაცი სერია-A ს ჩემპიონი და წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა ... ფეხბურთის უამრავი მაყურებლის, უამრავი ბავშვის კუმირია და ამას უმოკლეს დროში მიაღწია.ბურთს რომ შეეხება ისე მოძრაობს რომ ფეხბურთში დილეტანტიც კი ხვდება რომ რბილად რომ ვთქვათ რაღაც განსაკუთრებული ხდება... ობიექტურად ესეა და ვისაც ამის დანახვა არ უნდა ან არ შეუძლია ეგ ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივრისთვის პრობლემა ნამდვილად არაა
ნიკოლოზი
ნაპოლის ძრავში ერთი ჭანჭიკი აკლია, მაგ ადგილისთვის ზედგამოჭრილია ბათუმის დინამოს ერთი მოთამაშე, გვარს არ დავასახელებ შეგნებულად, თუ საიმატებენ წარმატებას მიაღწევენ თუ არადა ეგეთ პერებოიზე ივლიან კაიხანს
გიორგი
აქვეა ერთი მაგალითი. ჯერ წერს შემოევლოს მთელი საქართველო და მეო. მერე იქვე ამატებს 'გულშემატკივრულად' ნაკლები წერეთო. ესე იგი დასამკვიდრებელი აზრია რომ ნაკლები უნდა წერონ ხვიჩაზე, და მომხრეებს ეძებენ რომ ჟურნალისტზე გავლენის ჯგუფი შექმნან. არადა მარტივია ამ 'აზრის' გაბათილება. რა, შეუძლებელია ხვიჩაზეც წერონ და სხვებზეც? სინამდვილეში ასეც ხდება აქაც და სხვაგანაც. კიდევ ერთი მაგალითი. ერთი 'გიორგი' წერდა ხვიჩა 'საშუალო დონის ფორვარდიაო'; არასერიოზული აზრია და ცხადია არ მიპასუხია მაგრამ იმავე სტატიის ქვეშ გავამასხარავე ეს 'აზრი.'იმავე სტატიის ქვეშ არაპირდაპირ მიპასუხა 'კომბლემ' სწორედ ასეაო. ანუ არჩეული დასამკვიდრებელი აზრია რომ 'ხვიჩა საშუალო ფორვარდია' და თავისას ცდილობენ რომ დაამკვიდრონ. გამოვა ხო 'კარგი' არა და სხვას ეცდებიან. სხვა რა საქმე აქვთ. გახსოვთ, ხვიჩა ქართველ ბავშვებს ავტოგრაფებს არ აძლევსო?))) ესეთი ერთი-ორი ადამიანია, მეტი არ უნდა იყოს. ვცნობ 'სტილით', სიტყვების მარაგით, გრამატიკული შეცდომებით და ასე შემდეგ))) ხან შულაიაა ხან კომბლე ხან ...)))
გიორგი
ადრეც დამიწერია, სხვადახავა მოტივთან ერთად პრიმიტიული ბნელი ქარველთმოძულეობა. არ არიან ბევრი, სხვადასხვა სახელებით შემოდიან და 'რაოდენობას' ქმნიან. ხარისხი ხო არც მოეთხოვებათ.))) შავი პიარი არ არის რთული საქმე. ცოტა სხვას შეაქებ, ცოტა ობიექტურობას ცოტა პატრიოტიზმს შეურევ, მოკლედ სალაფავს მოხარშავს რო ცოტა რამეს ჰგავდეს, პაწა დამაჯერებლობა ჰქონდეს და მერე წინასწარ არჩეულ სამიზნეს დაარტყავს. ხვიჩაზე უკეთესი დასარტყმელი კი ცოტა გვყავს ქარტველებს. აბა ვინმე ისეთივე სერიოზული გამოჩნდეს განსაკუთრებით ფეხბურთში, მაგალითად ჩაკვე ათამაშდეს, იგივეს ნახავთ გიორგიზეც და ასე შემდეგ უსასრულოდ. მიზანი? ქართველმა არ უნდა გაიხაროს როცა ობიექტურად გასახარებელი აქვს. თორემ რა ხდება იგივე ხვიჩას, არაფერი განსაკუტრებული. პელე რო პელეა იმას ჰქონდა ცავარდნები. მიშა მესხზე დიდი ფეხბურთელი შეიძლება მხოლოდ ბორის პაიჭაძე იყო, 6 ჯერ იყო დასახელებული თავის ფლანგზე საუკეთესოდ, მიუხედავად იმისა რომ სსრკ-ს საფეხბურთო მოხელეები რბილად რომ ვთქვა არ სწყალობდნენ და ფორმის პიკზე 30 წლისა იძულებული გახდა საერთოდ ფეხბურთიდან წასულიყო, მასაც კი ჰქონდა ჩავარდნები, ეს კი 22 წლის ბიჭია, რამხელა წარმატება მოგვიტანა უკვე შარშან, და ეხლაც აქვს წარმატებული თამაშები იგივე ნაკრებში, და მაინც ნახეთ, რა ამბავია ატეხილი))) მოძულეებმა სხვა რა უნდა აკეთონ, ეგეთი უმადური პროფესია აქვთ, კუჭის წყლული იცის, მე ისა მწყინს რომ ამდენი უთავბოლო ქართველი ამ სალაფავის მუშტარია. საჯაროდ იხარჯებიან რაზეც წარმოდგენა ძალიან ბუნდოვანი აქვთ. )))

ხვიჩა კვარაცხელიას შემოევლოს მთელი საქართველო და მეც მათ შორის, მაგრამ არაა საჭირო მართლა რა ამდენი უაზრო სტატიები ხვიჩაზე, არც მის ოჯახზე, არც მის მეუღლეზე და მშობლებზე, როდის ივარჯიშა, როდის ადგა, როდის დაიძინა, როდის გაცივდა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ მას არ მოსწონს ეს ყველაფერი. კაცმა როგორი მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა ყველამ ნახა, ყველა ხედავს მის ხასიათს, როგორი მორიდებული ბიჭია. აგერ მამარდაშვილი ორი დღის წინ მატჩის მეფე გახდა, ვითომ არაფერი?! დავიჯერო, რომ მარკა ან რაიმე პრესტიჟულ გამოცემას ამაზე არაფერი დაუწერია, მაგრამ რატომღაც ჩვენს პრესაში ევრ ვხედავ ამაზე გამოხმაურებას. ხვიჩა ჩვენი გმირია და გავუფრთხილდეთ მას და მის პრესტიჟს, მოკლედ რომ ვთქვათ: შეეშვით რა ამ ბიჭს, აცალეთ საქმის ხარისხიანად კეთება. ის კიდევ ბევრჯერ აღგვაფრთოვანებს მომავალში. მიყვარხართ ქართველებო!!!
Რობი-ს
აი ცოტა ხანში ნახავ როგორი პოპულარულიც არი.ფოთის კოლხეთი სანატრელი გაუხდება,იმიტომ კი არა რო მე მინდა-ბუნების კანონია ასეთი
რობი
მეგობარო წერენ იმაზე ვინც უფრო პოპულარია, ვისზეც პოსტებს უფრო მეტი ნახვა და კომენტარი აქ. რომელი ქართველი სპორტმენს ყავს ინსტაგრამზე ხვიჩაზე მეტი გამომწერი?
ნოდო
ამოვიდა უკვე ყელში და მიტო გადახედეთ სტატიებს ფეხბურტის 90 % ხვიჩაზეა ვინმე რამეს იტყვის ეგრევე სტატია სხვა რას იტყვის რატო უნდა გვაინტერესებდეს როცა თავადაც შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ყურება? რა საჭიროა ამდენი სტატია თამაშიდან თამაშამდე? ყველაფერს აქ ნორმა და ეს უკვე ერთ წელზე მეტია გრძელდება როცა ბევრი სხვა ქრთველი სპოტსმენის წარმატებაზე სტატია 24 საათის მერე დაიბეჭდა თქვენ ჟურნალისტები ხართ მიზეზი მის მიმართ ნეგატივი თუ გაჩნდა
რობი
გუშინ დავწერე და დღესაც გავიმეორებ არაფერი განსაკუთრებული არ ჭირს ხვიჩას! უბრალოდ ნაპოლის დღეს ორი-სამი ტოპ ფეხბურთელი ყავს! ხვიჩა, ოსიმენი და ზოგჯელ ლორენცო! დანარჩენები კი სასუოლოს დონის ფეხბურთელები არიან!ასეთი გუნდით კი შედეგს ყოველთვის ვერ დადებ! ძლიერმა მოწინაღმდეგემ იცის ნაპოლის რომ მოუგო საკმარისია ხვიჩასა და ოსიმენის მთელი ძალებით გენეიტრალება!
უცნობი მწვრთნელი
ვინც ხვიჩას და სხვა ქართველ ფეხბურთელებს,რომლებიც საქართველოს გარეთ თამაშობენ ყველას წარმატებებს ვუსურვებ და ვინც ზიზღით და სიძულვილით იხსენიებთ ჩამოგვეცალეთ და მოგვცილდით ნამდვილ გულშემატკივრებს.ასევე წარმატებებს ვუსურვებ საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებს და საქართველოს ნაკრებს
კახა
100 პროცენტიანი ხარ.გეთანხმები.
gito
ღმერთის ამარა ერი!
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ" - როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფეხბურთელებს დამშვიდობებისას
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია