ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „შახტარი“ გასვლაზე „პორტუსთან“ 3:5 დამარცხდა.

H ჯგუფიდან „ბარსელონა“ პლეი-ოფში უკვე გასული იყო, „პორტუს“ და „შახტარს“ 10-10 ქულა ჰქონდათ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე პორტუგალიური გუნდი იყო და „შახტარს“ მიზნის მისაღწევად გამარჯვება სჭირდებოდა. „მეშახტეთა“ მწვრთნელმა პუშიჩმა სასტარტოში გოჩოლეიშვილი დააყენა, აზაროვი კი ამჯერად სათადარიგოთა შორის დატოვა. მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს და გალენოს გოლით დაწინაურდნენ. სტუმრებმა პირველი მომენტი 28-ე წუთზე შექმნეს, როდესაც გოჩოლეიშვილის დარტყმული ბურთი დიოგუ კოშტამ მოიგერია, ცოტა ხანში კი სიკანმა ზუბკოვის პასით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა 43-ე წუთზე გალენომ ისევ დალაშქრა რიზნიკის კარი და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „პორტუ“ დომინირებდა და ტარემიმ ანგარიში გაზარდა. კონტრშეტევისას სიკანის დარტყმული ბურთი ეუშტაკიუმ საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ 40 წლის პეპემ მალე გაიტანა და ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. მერე შეცვლაზე შესულმა კონსეისაომ ბურთზე პირველივე შეხებით ანგარიში გაზარდა. ბოლოს ეგინალდომ დაამწუხრა დიოგუ კოშტა, საბოლოოდ 5:3 და „პორტუმ“ მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

„შახტარი“ ევროპა ლიგაზე გადაერთვება, ხოლო შემდეგ შეხვედრას 18 დეკემბერს „ავისპასთან“ ჩაატარებს.

პორტუ. „დრაგაო“

პორტუ - შახტარი

გოლები: 1:0 გალენო (9), 1:1 სიკანი (29), 2:1 გალენო (43), 3:1 ტარემი (62), 3:2 ეუშტაკიუ (72, საკ. კარში), 4:2 პეპე (76), 5:2 კონსეისაო (82), 5:3 ეგინალდო (88)

სახელი
მაგის ფლანგი მაგრად ათრიეს. "პაჭა-პუჭა" შეფასებას მიიღებდა და ალბათ ამიტომ არ დაწერეს.
ბაჩო
5.7 :))
ვა რა დონეა
რა დღეშია ქართული ფეხბურთი.ომში მყოფი ქვეყანა რომ გაჯობებს მაგარი სირცხვილია.
დინამოელი
გოჩოლეიშვილმა რა შეფასება მიიღო? თუ ეგეთი პაჭა-პუჭა ფეხბურთელები გვკიდია ამ საიტზე?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო - "კადისმა" "ალმერიასთან" მარცხი განიცადა
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
პსჟ-ს მომავალ სეზონში ახალი მეკარე ეყოლება?
მუდრიკი ერთი ლონდონური გუნდიდან მეორეში გადადის და ყოფილ მწვრთნელთან იმუშავებს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
კვლავ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "პორტუს" ბარიერი გადალახა
ცნობილი გახდა გოჩოლეიშვილის ესპანურ გუნდში გადასვლის დეტალები
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
გოჩოლეიშვილი "კადისში" გადავიდა - შეიძლება ამ გუნდში მესამე ქართველიც ჩაირიცხოს
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"შახტარმა" საშინაო არენად "სტემფორდ ბრიჯი" შეარჩია
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "პორტუსთან" დამარცხდა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "კადისმა" ისევ ფრედ ითამაშა