დღეს, 16 დეკემბერს, ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩებია. გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია", მრისხანე და ამჟამად კრიზისში მყოფ მეტოქეს, "ბარსელონას" ჩვენი დროით 23:59 საათზე უმასპინძლებს. "ღამურები" "ლა ლიგაში" მე-111 პოზიციას იკავებს. ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში გასვლის შემდეგ "ნაპოლი" ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას საშინაო არენაზე გააგრძელებს. ვალტერ მაცარის გუნდი ლიდერ "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩება, ოთხეულს მიღმაა და საკუთარ მოედანზე გამარჯვება უჭირს. ყველაფერ ამის გამოსწორებას ხვიჩა კვარაცხელია და მისი გუნდი "დიეგო მარადონაზე" დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, "კალიარის" წინააღმდეგ ეცდებიან.

ყოფილი მწვრთნელის დაბრუნებას "ატალანტასთან" (2:1) გამარჯვება და ოპტიმიზმი მოჰყვა, რაც ასევე არ გაგრძელდა. ჩემპიონატში შინ უკანასკნელ 4 მატჩში მხოლოდ 1 ქულა ძალიან ცოტაა, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. "კალიარი" ნეაპოლელებისათვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეტოქეა, რომელთანაც თითქმის არ აგებენ. იშვიათი მარცხი 2019 წელს (0:1) დაფიქსირდა, როცა კულიბალი გააძევეს და სტუმრებმა იმარჯვეს. მერეტი, დი ლორენცო, რუი და ზელინსკი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო გაეტანო და ელმასი - კარლო ანჩელოტის გუნდის თადარიგში. როდის იყო მანამდე კიდევ ერთი წაგება? 2009 წლის 19 ოქტომბერს, ვალტერ მაცარი კი ნეაპოლელთა მწვრთნელად ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე, 6 ოქტომბერს დაინიშნა. კალიარელები გასულ წელს სერია "ბ"-ში იყვნენ და მათ ხვიჩა კვარაცხელია პირველად დაუპირისპირდება, გასული სეზონის MVP-ის გაცნობის საშუალება მიეცემათ. 4 გოლი, 3 შედეგიანი პასი - ეს ქართველი გარემარბის მიმდინარე მონაპოვარია.

"კალიარის", "ლესტერთან" ერთად პრემიერლიგის გამარჯვებული მწვრთნელი, ლეგენდარული კლაუდიო რანიერი წვრთნის. გასულ ტურში მათ სასწაული შემოგვთავაზეს, "სასუოლოსთან" აგებდნენ და გამარჯვება 94-ე და 99-ე წუთებზე გატანილი გოლებით მოახერხეს.

მარცხენა მცველად ისევ ნათანი უნდა ვიხილოთ, რომელიც "ბრაგასთან" მშვენიერი იყო. ნეაპოლელებს, შესაძლოა, მათი ყოფილი ფორვარდი ანდრეა პეტანია დაუპირისპირდეს. შეხვედრას საკმაოდ მკაცრი მატეო მარჩერანო განსჯის.

ჯიმი
ვაათ????
დავით 67
რეებს წერ ? აზრზე ხარ საერთოდ რა დაწერე?
ნიკა
რას ამბობ კაცო? ხვიჩა იტალიაში თამაშობს და გიო ესპანეთში. ანუ ესენი სხვადასხვა ქვეყნებია. ქვეყნის მნიშვნელობა თუ არ იცი მაშინ არ ვიცი როგორ აგიხსნა. გეოგრაფიის მასწავლებელი დაიქირავე და კიდევ ერთი ფეხბურთის მწვრთნელი.
ხვიჩა მამარდაშვილი
იმედია ხვიჩა გოლს არ გაუტანს მამარდას, და არც მამარდა აუღებს ხვიჩას დარტყმულს! ეს იქნება ნამდვილი ქართველობა და ერთმანეთის გვერდში დგომა!
ლაშა
დღეს, ვალენსიას მხარეს ვართ ფანები! მიდი მამარდა შენებურად იყოჩაღე!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა