იტალიის თასის მერვედფინალში „ნაპოლი“ სახლში „ფროზინონესთან“ 0:4 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ წამყვან ფეხბურთელებს და მათ შორის, კვარაცხელიას, დასვენების საშუალება მისცა და მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა, ხოლო სტუმართა სასტარტოში კვერნაძე იყო.

„ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა. რასპადორიმ ბურთი ძელს გაარტყა; სიმეონეს გოლი იმის გამო გაუქმდა, რომ იქამდე ბურთი ხელზე ლინდსტრიომს მოხვდა. კვერნაძე აქტიური იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და შესვენების შემდეგ შეცვალეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში საჯარიმოდან ბურთი ძელს მარიო რუიმ გაარტყა. მაცარიმ მოედანზე ჯერ დი ლორენცო და ლობოტკა, მერე კი ოსიმენი და კვარაცხელია შეუშვა, ხოლო „ფროზინონემ“ ორი გოლი გაიტანა. ნეაპოლელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, ხვიჩა საჯარიმოში ოკოლისთან ბურთზე ბრძოლაში გაზონზე აღმოჩნდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. 90-ე წუთზე დი ლორენცომ ჯელი წააქცია და ჩედირამ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. კომპენსირებულ დროში გოლინის კარი ჰარუიმ დალაშქრა და „ნაპოლი“ ზედიზედ მეორედ გამოვარდა 1/8-ფინალიდან.

„ფროზინონე“ მეოთხედფინალში „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს ჩემპიონატზე გასვლაზე „რომასთან“ ჩაატარებს, ხოლო „ფროზინონე“ იმავე დღეს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ფროზინონე 0:4

გოლები: 0:1 ბარენეჩეა (65), 0:2 კაზო (70), 0:3 ჩედირა (90+1, პენ), 0:4 ჰარუი (0:4)

დავითი-ს
როტაცია აუცილებელია, მაგრამ როტაციასაც ცოდნა უნდა. 5 ფეხბურთელი ხომ მაინც შემოვიდა 25 წუთი მოედანზე - შეიძლებოდა მათგან 2 - მაინც დაეწყო თამაში, 3 შემდგომ შემოსულიყო, არც გუნდი მოიშლებოდა და ლიდერებიც დაისვენებდნენ. ეს რაც გააკეთა მაცარიმ, რაც არ უნდა მოინდომოს ვინმემ როტაციას ვერ დაარქმევ.
დავით 67
gel-100-სის კომენტარი წაშალე ადმინ.ამ კლავიატურის ვირთხის! და საერთოდ უზრდელ ხალხს მიაქციეთ ყურადღება. ეს აფუჭებს ამ კარგ საიტს
დავით 67
ვინც 2 დისლაიქი დამისვა, იმას მოეწონათ ეტყობა ნაპოლის თამაში. უკეთესი არ გენახოთ თქო რომ გითხრათ, წყევლა გამომივა და ამიტომ თავს შევიკავებ
დავით 67
მოსეხონელი-ს! გოლის არ გატანას რომ არ ვგულისხმობ შენც კარგად იცი. წინა კომენტარში დავწერე კიდეც ნაპოლი იყო გუნდი სამარცხვინო, ეს ყველას ეხება, ხვიჩასაც. როცა კარგია ყოველთვის ვამბობ როცა ვერ თამაშობს ამასაც ვამბობ, შენგან განსხვავებით.
მოსრხონელ-ს
და კვერნაძეზე რატომ უნდა ითქვას რამე ფეხბურთელია თუ რა?

GEL-100 ის ნაირი ტიპები არიან ძირითადად კვარას ცალკე კატეგორიად არსებული სექტანტი და ცოფიანი გულშემატკივრები))) აუ რა ქაჯები არიან ბიჭოო))) ძალიან არ მინდოდა დამეწერა მარა საქართველოს ერთ ერთი კუთხიდან მოდის ეყ ამყაყებული სუნი))))) აზრზე მოდით ბიძია ნუ აზიზღებთ ხალხს კვარას თორე უკან მორჩება ხალხის სიყვარული და დარჩება თქვენნაირ ცოფიანებში
პიაცა
მე მომწონს ხვიჩას თამაში. კაი პერსპექტიული ახალგაზრდაა
Ზაზა
ტოტალიზატორი დაღუპავს დე ლაურენტისს!
ციციკორე
მოდერატორს ძინავს, თუ ლათინურ შრიფტს ვერ კითხულობს. ისე, ცენზურა არ გეშლებათ :) ბიჯოო, ასე, კაცს რატომ უნდა აგინო ?! ცინიკურად კი დაწერა, მარა რა ვიცი :)
toti
ღმერთმა ამაზე მეტი სადარდებელი არ მოგცეთ ხალხო
ვახსიმონტო
ისევ ტოტალიზატორი ?
ტოტო
დარწმუნებული ვარ, ბარსას მაგრად გაუხარდა ნაპოლი რომ ერგო ვახშმად.
დავითი
ფეხბურთში (არა მარტო ფეხბურთში)არსებობს ესეთი ტერმინი როტაცია...სამი დღის წინ რო ითამაშა და მოიგო მაგიტომაც დაასვენა ის შემადგენლობა,ეს ჩვეულებრივი ამბავია,ყველა თამაშს ძირითადი 11 არ(ვერ)ითამაშებს...როცა გადახალისებული შემადგენლობა გაჰყავს მინდორზე ესეიგი მისთვის სხვა თამაშები უფრო მნიშვნელოვნი ვიდრე კოპა იტალიის...
ალექს
წნორის მილანთან ამხანაგური შეხვედრა არ იქნებოდა ურიგო.. ქიზიყელი ბავშვებიც გაიხარებდნენ.. სერიოზულად არ ვიცი რა უნდა ითქვას ამ ე.წ. გუნდზე, რომელსაც მსგავსი ჩარჩული აზროვნების, სრულიად წუწურაქი და უმადური პრეზიდენტის ხელში არავითარი მომავალი არ გააჩნია. არა, მომავალი შეიძლება გააჩნია,მაგრამ უფრო სერია ბ-ში.. რა უნდა აქ კვარას ან ოსიმენს, რატომ და როდემდე უნდა ათრიონ ეს ბალასტი?! ზელინსკი მიდისო და შეიძლება ელმასიც მიყვესო მითუმეტეს.. მოიყვანს მათ მაგივრად მორიგ კაჯუსტეებს და ბაბანგიდებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ აღარ ვიხილავ აქ კვარას მომავალ სეზონში მაინც.
ქ. გ.
ნაპოლის სასტარტო შემადგენლობამ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მრისხანე მეთოქეს და ერთი საათის განმავლობაში გოლი არ გაატანინა. მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა სათადარიგო ფეხბურთელებმა მწვრთნელის ნდობა არ გაამართლეს, ზეწოლას ვერ გაუძლეს და 25 წუთში 4 გოლი გაუშვეს.
მოსეზონელი
კვერნაძე ქართველი არააა??რამე მაინც თქვით ამ ბიჭზე მარტო ნალოლიზე და ხვიჩას თამშზე რომ ამბობთ
მოსეხონელი
და რაგინდა ახლა კვარას დავაბრალოდ 4 0წაგრბა მეკარეაა ცენტრალური მცველი თუ მწრვთნელია??თქვენ გოლი თუარ გაიტანა ჩაგდებულ თამშათ აფასებთ ბევრი. არადა საიტების შეფასებებით 4ეულში სულ არის რავიცი სტატისტიკით ასედაა
nika
და სად იყო აქ ქება-დიდება? ღვარძლი კი იცოცხლე, ოხრადაა. ვითომ „სამართლიანობისთვისაა“ საჭირო არარსებულ „მაქებართა“ ხსენებაც?
nika-s
ანუ სწორი სტატისტიკაა?

გეთანხმები, დაბრმავებული ცოფიანი ძაღლებივით არიან. ჩასაფრებულის პოზიციაშიც თვითონ იგდებენ თავს, სულ რომ ჯანსაღი კრიტიკა გააჟღერო ეგრევე გეცემიან, შინაარს არ აქვს მნიშვნელობა.
nika
და ის როგორი Das iz fantastish ღვარძლია, ქართველი რომ ქართულ საიტზე ქართველი ფეხბურთელის ცუდი თამაშის აღსანიშნავად შემორბის იქამდე სტატისტიკის მოქექვით ))) საოცარი პირდაპირ )))

დაიძინე მაინც რა…

ნუ წვალობ და მაგის დასათვლელად ნუ უყურებ ფეხბურთს. სტატისტიკები ქვეყნდება და ის წაიკითხე ხოლმე. მთლად საღი გონების არ უნდა იყო ადამიანი, მწვრთნელი, ნახევარდაცვა დაცვიანად ჩაგდებუკი ამ თამაშის მერე კვარას ცუდზე რომ ილაპარაკო და მაგას გაუსვა ხაზი.

ნაპოლის არც მწვრთელი ყავს და არც დაცვა, რომელი გუნდი ცვლის 2 დღის წინ მოდებულის მერე ძირითადის 10 კაცს და ის ერთიც ნათანი ახლა ცენტრში დააყენა - ანუ საერთოდ არია ყველაფერი. მერე დი ლორენცო მარცხნივ და შედეგი მეორე გოლი. ცენტრში საერთოდ რა ხდებოდა? თუ ასვენებ ფეხბურთელებს, ჯერ ოსიმენი და პოლიტანო დაასვენე, მერე კვარა და დი ლორენცო, ცენტრში ერთი მაინც დატოვე ძირითადიდან და მერე შეცვალე. დაცვის ხაზს რომ ცვლი მთლიანად მეკარიანად, რას უნდა ელოდო, ძირითადი დაცვა რას გავს და ახლა სათადარიგო ... თუ არ უნდოდა გასვლა, საერთოდ რატომ გამოიყვანა ძირითადის ხუთი კაცი შეცვლაზე. ახლა ამ თამაშის მერე რომა როგორ გადახსნის იმას ვნახავთ კვირის ბოლოს. ბავშვები არ უნდა ავარჯიშებინო მაცარის არათუ იტალიის ჩემპიონი. პ.ს. სოფლის გუნდინ რომ არის ნაპოლი და ბევრი ფაქტორის თანხვედრის გამო შემთხვევით მოიგო სკუდეტო, გამოჩნდა კიდევ ერთხელ.
დავით 67
ისინი ვინც კვარას ჩაგდებულ თამაშებზე აქებენ მას,უფრო გამაღიზიანებლები არიან, ვიდრე ჩასაფრებულები. ეს ჩასაფრებულები ქე მაინც ვიცი რომ ბოღმები არიან და არ უნდათ ამ ბიჭის წარმატება, მაგრამ მეორენი ბრმები არიან თუ თავის მოტყუებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს ეს ვერ გამიგია
Levani
გადახალისებული? რა ეტყობოდა მაგათ ხალისის?
ლევანი
თამაში გაიყიდა
Kvernatskhelia
თურმე კვარას კვერნასთვის ნიძლავი მოუგია (ბალენსიაგას ჩუსტები), ჩემი შემოსვლის მერე, 5 გოლს ვერ გაგვიტანთ, თუ დამატებითი დრო არ დაინიშნაო..
Helados
კარგით რა ეს სასაცილოც აღარაა. პირდაპირი მნიშვნელობით გუნდს ცენტრალური დაცვა და ცენტრალური ნახევარდაცვა არ ყავს, ამ მაძარის კიდე ალბათ ეშინია ლავრენტასი თუ რა არის ვერ გავიგე და სქემა 3-5-2-ზე ცოცხალი თავით არ გადაყავს და კონტრებზე უკვე თვით ფროზინონეებიც კი ხერხავენ. კვარა ოსი რომ გამოაკლო ამ ნაპოლის მივიღებთ ზუსტად იგივე გაქანების გუნდს როგორიც ფროზინონე უდინეზე და ლეჩეა. იმ ბებერ წუწურაქს კიდე ფულის დახარჯვა არ უნდა და საცოდაობაა ასეთ მორყეულ და დაუბალანსებელ გუნდში კვარას და ოსის დონის მოთამაშეები ირიცხებოდნენ და მათი ნაწვალებით იმ დანარჩენი ლუზერების "ატალახებული" იფარებოდეს. 2 კაცი ვერ ათრევს დანარჩენ 9 თუ გუნდს რაიმე ღირებულზე და ტიტულზე ამბიცია აქვს ეს გამორიცხულია ფეხბურთში.

დავიწყებ იქედან რომ ძალიან მინდოდა გიოსაც(კვერნაძეს)წვლილი შეეტანა ამ გამარჯვებაში! ეს თამაში წააგო მაცარიმ(თუ მაძარი) მეორე ტაიმის დასაწყისშივე უნდა შემოეყვანა ძირითადის ფეხბურთელები(კვარა,ოსი,პოლიტანო და ა. შ.) ესე რატომ შეცდა ვერ მივხვდი. რაც შეეხება ჯოვანის უხეშ შეცდომებს,არიან ფეხბურთელები,რომლებიც შეცვლიდან ვერ ერთვებიან ხოლმე თამაშში(ალბათ ჯოვანიც ერთ ერთი მათგანია,თუმცა ჩემი უდიდესი პატივისცემა მას,ჩემი აზრით ძალიან სტაბილური და ჭკვიანი სპორცმენია,როგორც ადამიანი მთლად უკეთესი:)) რაც შეეხება ხვიჩას ეპიზოდს საჯარიმოში,ჩემი აზრით 100% იანი პენალტი იყო,რომელიც აუცილებლად შეცვლიდა მატჩის ბედს! ასე რომ მართალი იყო კვარა რომ ბრაზობდა,მსაჯის უხეში შეცდომა იყო და სამწუხაროდ “ვარიც” არ ჩაერთო(აბა ეგ რისთვის არის ვერ ვხვდები) ვულოცავ გიოს❤️ ხვიჩა წარმატებები❤️
სიმართლე
ლავრენტაა ყველაფერი ცუდის ღირსი, თორემ ფეხბურთელებს არავის არ ვერჩი. ესე მგონია, რომ ძალით დაანგრია გუნდი, ეს ტიფოზები სულ ეგ არიან.....................
დავით 67
ამ თასზე თუ არავის არ უნდა თამაში ან არ ათამაშებენ, რა საჭიროა ეს ტურნირი? ისედაც გადატვირთულია გრაფიკი გუნდებში, ნაკრებებში, ლიგაზე თამაშები. საზიზღრად გამოიყურებოდა ნაპოლი და მისი ყველა მონაწილე
Das iz fantastish
კვარას სტატისტიკა 25 წუთში: აკიდებული 2 ჯარიმა 10-მდე დაკარგვა, რომელთაგან ერთ-ერთს უშუალოდ მოჰყვა გოლი 5~7 უკან პასი 0 წარმატებული დრიბლინგი 1 დარტყმა ყვავებისკენ 0 კარში დარტყმა 10+ ხელების შლა 5~7 მამამია ~5 თმების სწორება 2~3 მეტოქის პროვოცირების მცდელობა
კოლა
ფაფხური ისევ და მსაჯის გინება
Kvernadze
:D
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
კვერნაძის "ფროზინონე" თასზე "კალიარისთან" დამარცხდა
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
[VIDEO] ნერესის დუბლი - "ნაპოლიმ" "ატალანტას" სძლია
"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
კვერნაძე სასტარტოში იყო - "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
კვერნაძემ სერია B-ში იფრინა [VIDEO]
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა