ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა და 106:115 დამარცხდა.

"მეჯიქის" რიგებში ტრავმის შემდეგ მოედანს ვენდელ კარტერ ჯუნიორი დაუბრუნდა, გოგა ბითაძემ კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

გოგამ პარკეტზე 12:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.

კარტერ ჯუნიორმა 23:23 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ჰიტის" მსროლელი ტაილერ ჰირო გახდა, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ამრიგად, "ორლანდო" 16 გამარჯვებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. "მეჯიქი" მომდევნო მატჩს 24 დეკემბერს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ჰიტი" 16 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზეა. ერიკ სპოელსტრას გაწვრთნილი გუნდი 23 დეკემბერს "ატლანტა ჰოუქსს" დაუპირისპირდება.

რატი
ჰოდა იმიტომაც წააგეს. ;) წარმატებები გოგა!
მმ
მართალია მაგრამ არც გოგა დაფრინავდა, 8 ქულა 7 მოხსნა თვენახევარში, მაქსიმუმი იყო. ნუ რათქმაუნდა ჩვენები იმდენად კარგები არიან და აზროვნებენ თამაშის დროს რომ ქულებს სხვები ყრიან და ესენი ფიქრობენ. ფაჩულიას დროიდან ეგრეა.
ATP 16
ეხლა ითვალოს ორლანდომ , კარტერ ჯუნიორის ლიდერობით მოუგებელი სერიები რამდენი ხანი გაგრძელდება , გოგა მარტო ცენტრის როლს არ ირგებდა , უჭკვიანესი კალათბურთელია და სივრცეებს მაგრა უთავისუფლებდა , მისთვის რომ პასები მიეცათ , ყველა შეხვედრაში გადასცდებოდა 20 ქულას , მაგრამ ეგოო ოხერი რამეა . ხოდა ეხლა დადგნენ და ვაგნერებმაც და ბანჩერომაც , მხოლოდ საკუთარი უნარების ხარჯზე აგროვონ ქულები . იმედია მწვრთნელს მაინც ააქვს ტვინი და მიხვდება წაუგებელ სერიაში რამდენად დიდი იყო გოგას წვლილი .
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა