საქართველოსა და ისრაელის რაგბის კავშირებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ქართული რაგბი ისრაელის გუნდებს პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

მემორანდუმს ხელი რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალური შეხვედრის წინ, „ავჭალის“ სტადიონზე მოეწერა. თანამშრომლობა როგორც კაცთა, ასევე ქალთა სარაგბო გუნდებს მოიცავს. ისრაელიდან მორაგბეები საქართველოში ჩამოვლენ და წვრთნებს ადგილობრივი სპეციალისტების მეთვალყურეობით გაივლიან.

„ისრაელი და საქართველო – ორი მოძმე ქვეყანაა, მცირე, მაგრამ ძლიერი. ვფიქრობ ერთად დგომით შევძლებთ ჩვენი სარაგბო პოტენციალი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ და შედეგად, ახალი ბიძგი მივცეთ მსოფლიო რაგბისაც. ეს თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების ტურისტულ პოტენციალსაც გაზრდის“, – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

ანალოგიურ პარტნიორობას საქართველოს რაგბის კავშირი უკვე უწევს ყაზახეთის და აზერბაიჯანის რაგბის კავშირებს, ინტერესს გამოთქვამს პოლონეთიც.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, "შავმა ლომმა" "თელავივ ჰითი" 27:17 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ შემართა რაგბი ევროპის სუპერთასი.

Rugby.ge

გიორგი IV
მოძმე ერი მაგარი იყო!:)) სხვები განავითარეთ და თქვენ ტყეპნეთ ერთი ადგილი!!!მოაკლდა რაგბს ქომაგი და ჯერ სად ხართ?!თქვენი განვითარებული არ გაიშვას!!!
ბებიკომ
ყველა გვეხმარებოდა რუსების გარდა.
მიხო
სიტყვა მოძმე გაცვდა, ისე ვარიგებთ მარჯვნივ მარცხნივ, რომ უკვე ამ სიტყვის მნიშვნელობაც აღარ ესმით ბევრს
Gia
Ebraelebs roca vchirdebodit da davchirdebit mashin arian chveni dzmebi.aqet dagulaoben da iqet shesvla Ze problemebi gvaq.uvizo rejimi mogvcen da samushao ufleba tu dzmebi arian.sad naxet Ebraelebis tanadgoma.
ბრაზი
ახლო თუ შორეული მეზობელ-მეგობრები ჩვენგან სწავლას ეშურებიან.როგორ გავზრდილვართ?! საამაყო და საპატიოა!
კოლხიდელი
დიდ ილიას უთქვამს ერთი სანთლისგან ათასები რომ აინთებიან,ამით იმ ერთს არც არაფერი დააკლდება,პირიქითო.ასეა ეს. ვისაც გულწრფელად ვჭირდებით,ყველას დავეხმაროთ.ამით ჩვენ არაფერი დაგვაკლდება რა,პირიქით,მეტ პატივისცემასა და სახელს მოვიხვეჭთ მხოლოდ.
Puma
ფრანგებმა დაგვეხმარეს
Bijo
ჩვენ დაგვეხმარა ვინმე აქამდე როგორც მოვედით??? ასფალტზე რომ ვარჯიშობდნენ ბიჭები მხოლოდ საკუთარი შრომით და ტალანტით, ყველა ჩვენ გამოყენებაზე როგორ არის
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
რაგბიში ქართულ-იაპონური მეგობრობის გასაღრმავებლად
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება