<p>სერია A-ს მე-17 ტურში "რომამ" "ნაპოლის" უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, შემდეგ კი მის ნაცვლად თამაშში ჯაკომო რასპადორი ჩაერთო.</p><p>იტალიურმა მედია "კვარას" თამაშს გამოეხმაურა, გთავაზობთ მათ კომენტარებს.</p><p>"სად გაქრა კვარაცხელია? ფეხებში ძალიან ხშირად ურტყამენ, მცველებს აიძულებს რომ მის წინააღდეგ თამაშის წესები დაარღვიონ. მიუხედავად ამისა, არაფერი გამოუვიდა, ეს ამ სეზონში პირველი შემთხვევა არაა", - Areanapoli.</p><p>"ბევრს ცდილობდა, თუმცა მცველებმა მისი შეჩერება მოახერხეს, ამჯერად საუკეთესო თამაში არ ჰქონდა, მაცარიმ მისთვის რაღაც უნდა მოიფიქროს"- Sky Italia.</p><p>"ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში იყო, ცდას არ აკლებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მოურინიომ მისი გასანეიტრალებლად ბევრი იმუშავა" - Corriere dello Sport-ი.</p><p>"შარშანდელივით ვეღარ ბრწყინავს, თითქოს ის ძველი ხასიათი აკლია, თანაგუნდელებმა კარგი გადაცემებით ვერ მოამარაგეს, თამაშიდან გათიშული იყო" - Calcionapoli.</p><p>„ნაპოლი“ 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 29 დეკემბერს „მონცას“ უმასპინძლებს.</p><p><p><p><p><p><br></p>
პატრიოტი
სად არისო კვარა, სად არის? ძოძუაშვილმა იცის სადაც არის და ძოძუაშვილმა იცის სადაც არ უნდა იყოს, რომ იქ არის
ვაჰმე
ის აქ არის,კარგად არის და გრიგალისებრ შესატევად კვლავაც მზად არის!
tngh
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს.
მალხაზ ჯობავა
შენც კაი ვინმე ხარ აფრასიონ.....
ზაალ
სასწრაფოდ დააბრუნეთ ხვიჩუკა საქართველოში,ნაპოლის ხელფასი რა მაგის საკადრისია…
ზაზა
აბა ჰე და აბა ჰო
გიორგი
მოკლედ, მაფია და იტალია მართლა სინონიმებია. ასეთი ღია ჩეხვის შემდეგ მსაჯს რომ არაფერს ეტყვიან...
ბრაზი
ჩვენო ხვიჩა,მიუხედავად იმისა,რომ აშკარად გულდაწყვეტილი ხარ ბევრ რაღაცეებზე,ძალიან გთხოვთ,გული არ გაიტეხო,არ მოუკლო,დარჩი დიდ პროფესიონალად და ითამაშე ისევ ისე მაგრად და მეტადაც,როგორც შარშან.ითამაშე შენი ასიათასობით წრფელი გულით გულშემატკივარი თანამემამულისათვის,შენი ქვეყნის სახელისა და სპორტული დიდებისათვის.ასე ქენი,ძმაო და მაშინ ათმაგად დაფასებული იქნები ყველანაირი გაგებით.მხოლოდ წინ,ლაღად,მძლავრად,ეშხიანაშენებურად!!!
სოსო
თუ ასე ეთამაშნენ,მალე დაინვალიდებულ,ყოფილ ფეხბურთელად გადაიქცევა.
ვახსიმონტო
გადავრჩით რომ სერიოზული ტრავმა არ მიიღო ხვიჩამ, გადავრჩით რომ არ აჰყვა ამ უმსგავსობას, გადავრჩით არ უპასუხა მოურუნიოს პროვოკაციას ! აი სამჯერ ხომ გადავრჩით უკვე და რა მნიშვნელობა აქვს ყოველივე დანარჩენს, მადლობ ხვიჩა რომ გამოიჩინო თავდაჭერილობა , მოთმინება და სიმტკიცე.
LUDOMANIA=NARKOMANIA
მაურინიო ფეხბურთელი არასდროს ყოფილა მწვრთნელი კი დიდებულია და გუშინაც დაამტკიცა.
ვაგნერი ჯანაშია.
რა აიჩემეთ ეს ლაურენტისი.კაცმა გუნდი მესამე ლიგიდან ამოიყვანა და ჩემპიონი გახადა…და კიდევ,ფეხბურთელი მინდორზე გამოსვლის და თამაშის დროს ფულზე არ ფიქრობს.
ტომ
კაი რა რა მესი ვერ იზამდა... მესი მარტო მიათრევდა მინგესებიან, დესტებიან და ბრაითვეიტებიან გუნდს. და სულ ჩემპიონობის კანდიდატად ყავდა ერთ დიდ უაზრობად ქცეული ბარსელონა. მესის შევეშვათ. და ნუ ვითხოვთ კვარასგან მარტომ ათრიოს ნაპოლი. ლაურენტისმა კი თუ გუნდი არ გააძლიერა ნორმალური ფეხბურთელებით ნახევარდაცვაში და დაცვაში, მოუწევს დაემშვიდობოს ჩემპიონთა ლიგას გაისად. და შესაბამის შემოსავალსაც.
ბესო ა.
100ნს წერ და მეც ასე ვფიქრობ ზუსტად.ყველაზე ჭკვიანი კიმის აგენტი აღმოჩნდა.დროულად გადაწყვიტა ტრანსფერი და გაერიდა წუწურაქ ლაურენტისს.წელსაც სავარაუდოდ ტიტულს გამოჰკრავს ხელს კიმი.ჩვენ ვიკითხოთ ჩვენი ალმასი როდის დააღწევს თავს მაგ ჭაობს
თერჯოლელი
კვარა არსად არ გამქრალა,გუშინ რომა ფეხბურთს არ თამაშობდა და ამ გუნდში გუშინ ფეხბურთელები არ იყვნენ,არამედ ფეხბურთელების მაგივრად მოურინიოს მოედანზე გამოყვანილი ყავდა ყასბების და ხორცის მბეგვავების ხროვა,რომლებიც გამხეცებით სცემდენ ფეხებში და სახეში კვარას ოსიმენსაც და სხვებსაც,რომადანაც გასაგდები იყო რამდენიმე ფეხბურთელი,მაგრამ.....თმცა ეს ჩემი აზრია. როცა ნაპოლიში რვა ფეხბურთელი დარჩა ლუკაკუმ მაშინ გაიტანა და სიხარულისაგან აღარ იცოდა რა ექნა,ისე მოედანზე ნაპოლიდან,რომ არავინ დაეტოვებინათ უფრო მეტს გაიტანდა ლუკაკუ და მეტ სიხარულსაც განიცდიდა. მოურინიო ალბათ ისეთივე მჩეხავი ფეხბურთელი იყო,როგორიც ახლანდელი მისი გუნდია,დარწმუნებული ვარ მის ფეხბურთელებს დავალება,რომ მოედანზე მჩეხავებათ ემუშავათ მისგან ქონდათ მიცემული.
მამუკა
ნაპოლის მაგრად გაუმართლა შარშან ჩემპიონი რომ გახდა, პირველ წრეში ინტერს და მილანს სერიოზული კრიზისი ჰქონდა, იუვენტუსი სრულ გაუგებრობაში იყო, ხან დააკლეს ქულები, ხან მოუმატეს, მერე ისევ დააკლეს. მეორე წრიდან ნაპოლის თამაშები, წლევანდელის მსგავსი იყო, მილანმა სადაც დაიჭირა იქ მოუგო, უბრალოდ იმხელა ფორა ჰქონდათ, რომ ვეღარ დაეწივნენ. სპალეტიმ ეს ყველაფერი მშვენივრად დაინახა და მიხვდა რომ წელს გუნდს კრიზისი ექნებოდა და გაეცალა, თავის ავტორიტეტს გაუფრთხილდა
სად წევიდა?
სად წევიდა?
..
100% ით დარწმუნებული ვარ კვარასთვის რომ საკადრისი ხელფასი დაენიშნათ, ზელინსკისთვის იგივე ცოტა წამახალისებელი პირობებით კონტრაქტი გაეგრძელებინათ, ყველას ვინც იმსახურებდა სათანადო ყურადღება მოეღოთ და ეგრძნოთ რომ როგორც ჩემპიონებს ისე ეპყრობიან, დღეს ნაპოლი ისევ მოწინავე პოზიციებზე იქნებოდა. სამწუხაროდ ნაპოლი ფსკერისკენ წავა და კიდე ბევრი წელი დაჭირდებათ ოცნება ჩემპიონობაზე, ლაურენტესის სიცოცხლეში ისინი ჩემპიონიბას ვეღარ იზეიმებენ!
ვახტანგი
მთლიანობაში ვეთანხმები სოსოს და მეც იგივეს ვამბობ,როცა არ გიფასებენ შრომას და ღვაწლს,სტიმული ბუნებრივად გეკარგება ადამიანს,ერთი მაგის დედაც, ვინ ანდო ამ ლაურენტისის გუნდი...
ვახტანგი
კვარაზე მინდა ვილაპარაკო...უკვე ყველა ერთხმად ამბობს რომ კვარას ასეთი თამაში ბებერი ლაურენტისის ბრალია...თავიდან ვერავინ წარმოიდგენდა კვარა რომ ასეთ თამაშს აჩვენებდა და იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა და ნაპოლის გაჩემპიონობაში ლომის წილს დადებდა...ახლა კი ვითომ არაფერი, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო.ვინმე ელოდა კვარას ასეთ ტრიუმფის და ტოპ ფეხბურთელობას???და ყველაფერი ამის მერე თუ ოსიმენის კონტრაქტს გადახედა და ხელფასი ორჯერ და მეტად გაუზარდა თანაც კონტრაქტი სულ ერთი წლით გაუხანგრძლივა და კვარა არ იმსახურებდა იგივეს??? არადა ოსიმენმსც კვარას მოსვლის შემდეგ გაიბრწყინა და ადრე არ იყო ის რაც დღესაა...ამას კი აუცილებლად დაფასება უნდა ,არადა მიიღებს იმას რასაც იმსახურებს ეს ძუნწი და უჭკუო...ჰო მას რომ ჰგონია თითქოს ეკონომია გააკეთა, პირიქითაა, გაცილებით მეტი დაკარგა,რადგან კვარას უკვე არანაირი სტიმული და სურვილი არაა აქვს თავი დააკლსს ვარჯიშს და თამაშებს...
კრიტიკოსი
წლევანდელ ნაპოლიში ყველაზე სტაბილური დი ლორენცოც კი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, ამიტომ კვარაცხელიაზე განსაკუთრებული დარდი რომ ვერ თამაშობს არ ღირს. კალიარისთან ოდნავ უკეთეს სიტუაციაში იღებდა ბურთებს და ბევრად უფრო ეფექტური იყო. ხვიჩა აგერ საქართველოს ნაკრებში ბევრად უფრო შედეგიანი და ვერტიკალურია. რომასთან თამაშს რაც შეეხება, შარშანაც გაუჭირდა სუპერ ფორმაში როცა იყო, რადგან მოურინიოს მძიმე პოზიციური დაცვა თამაშის საშუალებას არ გაძლევს. ერთ მომენტში ბურთი კვარაცხელიას ქონდა და წინ მცველი ედგა, გამწვავებაზე არ წავიდა და გვერდზე მიაწოდა პასი, ხოლო მარიო რუიმ პასის მიღებისას მცველზე წავიდა და ბურთი დაკარგა. ზედმეტი სიფრთხილე შეიმჩნევა მის თამაშში ფაქტია, არ ვიცი შეიძლება მწვრთნელის დავალებაა, რომ არ გარისკოს და ბურთი შეინარჩუნოს, რადგან წელს ბურთის დაკარგვის შემდეგ კონტრშეტევაზე გუნდს დაცვაში გადაწყობა უჭირს, შარშანდელისგან განსხვავებით.
გუგა
ყველაფერში გეთანხმები ოღონდ ისიც უნდა ავღნიშნოთ , რომ თუ ფიზიკურად არ მოუმატა კვარამ ძალიან გაუჭირდება. შარშანაც არ იყო ორი ტაიმის მოთამაშე (მაგიტომაც ცვლიდა მწვრთნელი ხშირად) და წელს კიდებ უფრო ნალკებად.
data-ს
ტყუილებს ნუ წერ, ხვიჩას ახლა უფრო მეტი დრო ეძლევა სათამაშოდ, ვიდრე შარშან. ჯერ ჯერობით ასეა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს შენნაირებისათვის
ნიკას
ქართული ისწავლე ჯიგარ, რუსულ ბარბარიზმს რომ თავი დავანებოთ, იმდენი მაინც უნდა იცოდე რომ სწორია: "პირადად"
დათოს
სანამ რამეს დაწერ, იქნებ შენ დაფიქრდე რაღაცაზე
სებო
ნუ ნერვიულობთ სხვაზე ინერვიულეთ საკუთარ თავზე
Stumari
მარტო ამაზე არაა..რეალურად შევხედოთ.კვარას დზან უხეშად ეთამაშებიან.ფაქტიურად ჩეხავენ .ანაზღაურებას არ უზრდიან.მარა უზრდიან ოსიმენ რომელსაც 100 და 90 გოლი კვარას კართან მიტანილი ბურთით იყო... პლიუს ამას. 4 წელი ვერსად გადავა. გასაყუდი ფასსი ისეთი დაადეს რო სხვა არ იყიდის..ანუ გამოდის რო. შებოჯილია უნდა ითამაშოს ამ სასაკლაოზე იმ ფასად რა ფასსაც უხდიან.სათადარიგო მოთამაშეზე ნაკლები ხელფასი ააქ. .განანვერ თამაშობს .არ თამაშობს რადგან იცის ტრავმა თუ მიიღო მანდ დასეულდება მისი კარიერა როცა ასე უხეშად ეთამაშებიან..შებოჯილი ყავთ არც ყიფიან არც უზრდიან ხელფას..როცა წინა სეზონში გადამწყვეტი მოთამაშე იყო. პლოუს ამას მოთამაშეებიც ვინუჯდენ აძლევენ პასს. ოსიმენი განაგლდა პასს არ აძლევს .თუ კარგავს ბურთს და სხვა გზა თუ არა ააქ იმ შემთხვევაში აძლევს..კვარა თითქმის მთელი თამაშე ხელ.აწეულია ითხივს ბურთს და პას არ აძლევენ.ამითო განა ვერ თამაშობ.არ თამაშობს.
ნიკა
ვაა დაჟე იცნობ პირადათ ???
ბესო
შარშანდელთან შედარებით, კვარამ თამაშს მოუკლო, თუმცა ეს შედეგია. მიზეზი კი რა არის? მისი ოჯახური მდგომარეობა, გარდა იმისა, რაც საჯაროდ ბაზრდება, არ ვიცი და არც არის ჩემი საქმე. სხვასაც ვურჩევ, ზედმეტი ჭორაობისგან და ბოღმა კომენტარებისგან თავი შეიკავოს. აი გუნდში კი ნამდვილად განუკითხაობაა...ნაპოლის დაცემის მთავარი მიზეზი ლაურენტესია - უსამართლო, ძუნწი, ავადმყოფურად ამბიციური კაცი, რომელსაც ფეხბურთი არ ესმის და მას ფულის შოვნის და პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებად მიიჩნევს. მის მიერ „იაფად“ ნაშოვნ-მოყვანილ ახალ ფეხბურთელებს როგორ შეაფასებდით? მით უმეტეს სპალეტის, ჯუნტოლის და კიმის წასვლის შემდეგ? ჰა, თქვით, კოჭებში რას ატყობთ? მწვრთნელებზე როგორი აზრის ხართ? კონტემ პირდაპირ თქვა, პირობებზე ვერ შევთანხმდითო, დანარჩენმა მწვრთნელებმა კი ლაურენტესს უარი სხვადასხმა მიზეზით უთხრეს - იციან რა ოქროც არის. ჰოდა, ადგა და უმუშევარ და გუნდიდან დათხოვნილ მწვრთნელებს დაერია. იტალიაში ნაპოლი საშუალო დონის გუნდია, ევროპაში - საშუალოზე დაბალი. შარშან ხვიჩა-ოსიმენ-კიმის ძალიან მაგარმა თამაშმა და იტალიის ლიგაში რამდენიმე ფაქტორის დამთხვევამ განაპირობა გუნდის წარმატება, მაგრამ ეს შარშან იყო...წელს რა ხდება? გინახავთ გუნდი, ხვიჩასნაირი მოთამაშე ჰყავდეს და არ იყენებდეს? რუის ფლანგი გადირკულია - უმეტესი გოლები და საგოლე პასები მისი „დამსახურებაა“, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და უპატრონო თხასავით სულ წინ გარბის. ბარემ გაუცვალოს ადგილი კვარას, ყველას ეცოდინება მაინც, ვინ სად დგას. ან როგორ და როდის აძლევს პასს? მაშინ, როდესაც 5 მეტრზე მიუტანს ბურთს, როცა მოწინააღმდეგის გუნდი უკვე გადმოწყობილია და კვარას მინიმუმ ორი ფეხბურთელი ბოჭავს...რამდენჯერ გვინახავს, კვარამ ბურთი უკან კი დაუბრუნა, მაგრამ შემდეგ დიდი სისწრაფე აკრიფა საჯარიმოსკენ ან მარცხენა ფლანგისკენ იმ იმედით, რომ ატრივზე ბურთს მიიღებდა , მაგრამ უშედეგოდ - პასს არავინ აძლევდა. ეს მწვრთნელის დასალაგებელია, მაგრამ ალაგებს? შედარებისთვის, კვარა-ოსიმენი რატომ უგებენ ერთმანეთს? იმიტომ, რომ ორივე ჭკვიანი და მოფიქრალი ფეხბურთელია-იციან, როდის სად შეიძლება იყოს პარტნიორი, ზურგითაც კი გრძნობენ ერთმანეთს ...სანამ ზანტაკი ანგისა ზლაზნით ათრევს ბურთს, დააკვირდით, რამდენს მოძრაობს კვარა, ხანდახან ხელაწეულიც და პასს ითხოვს და რა, აძლევენ პასს? და რამდენი ასეთი კიდევ. აბა ითამაშოს რეალში, ბარსაში, ლივერპულში, სხვა ტოპ გუნდებში, სადაც მაგარი ფეხბურთელები არიან, პასიც იციან და სივრცის ათვისება-ჩაკეტვაც, ნახავთ, ვინმეზე ნაკლები თუ იქნება... მოკლედ, რასაც ვფიქრობ, ის დავწერე, შეიძლება ვცდები კიდეც, მომავალი გვიჩვენებს, ვინ იყო მართალი...
გია_544
კვარა "რუბინში" დაბრუნდა. ნაპოლი სად გაქრა?
დათო
ეჰჰჰჰ, საშინელ რეგრესს განიცდის სამწუხაროდ,იტალიურ პრესაში შარშან მარადონას ადარებდნენ და წელს დიდი - დიდი ქეთინოს ადარებენ....რაღაცებზე უნდა დაფიქრდეს, ასე თუ გააგრძელა, მართლა რიგით ჭიჭვეიშვილობამდე ჩამოლაბორანტდება..
status quo
ნაპოლიში როგორც უხდიან,ისე თამაშობს.
სოსო
კარგი გივი!ვთქვათ შენ პროფესორის ასისტენტი ხარ და ხელფასიც შესაბამისი დაგინიშნეს.მოიკალი მუშაობით თავი,მიაღწიე პროფესორობას,მაგრამ ხელფასი ისევ ასისტენტისა დაგიტოვეს და არც მომატების იმედს გაძლევენ,შენთვის დანიშნულ ასისტენტსაც კი,ორჯერ შენზე მეტი ხელფასი დაუნიშნეს.არ დარჩებოდი შეურაცხყოფილი?პიპენის ხელფასი,ნამდვილად არ იყო მინიმალური,თუნდაც იმიტომ,რომ გოგა ბითაძეს და სანდრო მამუკელაშვილს,ახლაც კი არ აქვთ,მაგაზე მეტი ხელფასი,ზაზა ფაჩულიამ კი,სულაც 1 მილიონიან ხელფასზე ითამაშა გოლდენ სტეიტში,ოღონდ ნბას ჩემპიონი გამხდარიყო.პიპენს,ის ხელფასი რომ დაუნიშნეს,უკვე ჩამოყალიბებული კალათბურთელი იყო და იმ მომენტისათვის ,დანიშნული ხელფასიც კარგი იყო.ხვიჩას შემთხვევაში,მიიღეს ახალწვეული და დაუნიშნეს მინიმალური ხელფასი,გვაჩვენე რა შეგიძლია და ხელფასის მომატებაზე,მერე ვილაპარაკოთო.ერთ სეზონში,ხვიჩა მსოფლიოს დონის ვარსკვლავის დონეზე ათამაშდა და გუნდის ჩემპიონობაში,ლომის წილი დაიდო.ჯერ თითქოს ხელფასის გაორმაგებას ჰპირდებოდნენ,მერე კი,ეგეც საერთოდ უარჰყვეს და არც ახლა ჰპირდებიან რაიმეს.აგერ ოსიმენს,10 მილიონი გაუხადა ხელფასად,ამას კი,1,2 მილიონი,გუნდში 22 ადგილზეა,ხელფასით.წუხელ ფეხბურთი არ იყო,მიდიოდა შეუფარავი ჩეხვა და ხელფასს რომ თავი გავანებოთ,ასე დამცირებული კაცი,რატომ უნდა სწირავდეს თავის ჯანმრთელობას,წუწურაქის და თაღლითის ინტერესებს?აგერ,ხელფასგაორმაგებულმა ოსიმენმაც კი ვერ გაუძლო და წითელი ბარათი აიკიდა.თვითონაც ნახე,რომ ხვიჩასაც საკმაოზე მეტი ურტყეს,თუმცა აიტანა,პოლიტანომ კი,ვერ აიტანა და ისიც გასაძევებელი გახდა.კიმი გაექცა,სპალეტიც გაექცა,ლოსანოც წავიდა,ჟელინსკიც მიდის,ელმასიც წავიდა და მგონი ოსტეგორიც მიდის.ხვიჩას რამდენიც უნდა აბრალონ,გუნდიდან ხალხის გაქცევა,შიდა ატმოსფეროს ამღვრევა,პრეზიდენტის ბრალია,უმაქნისი მწვრთნელების მოყვანა კი,ამ პროცესს,კიდევ უფრო აჩქარებს.სადაც ინიციატივა,კარგად შრომა არ ფასდება,იქაურობა ლპობას იწყებს და დღეს ნაპოლიში,ეს პროცესი მიდის.ნაპოლის ყველა ფეხბურთელი,დღეს პრეზიდენტისაგან დაჩაგრულ,დამცირებულია,მათ მოტივაცია აღარ აქვთ და ახლა,ოსიმენივით ყველას რომც მოუმატოს ხელფასი,სავარაუდოდ მაინც ვეღარ შეაჩერებს, ვარდნას.სადაც არ გაფასებენ,იქ არ უნდა გაჩერდეო,ნათქვამია.დროა,ხვიჩამაც აიკრას გუდა ნაბადი,მაგ გუნდიდან და თავს უშველოს.
გია
კვარა ნაკრებში და კვარა ნაპოლში ორი სხვადასხვა ფეხბურთელია, ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე იხარჯება
თემოს
კი მაგრა დაუფასეს შარშანდელი ჩემპიონობა.სხვების დამსახურება ყოფილა... გაიგეთ რომ დაფასება ხელფასით ჩანს. მას კი არ მოუმატეს ამდენი ხანი. ხოდა ვისაც აფასებენ ნაპოლში და ვისაც მიაწერეს გაჩემპიონება იმათ ითამაშონ ისევ და ჩვენ ვუყურებთ როგორ გახდებიან ჩემპიონები ისევ... გამგები გაიგებს
Data
გრანდების ინტერესი კი არა ესე თუ გააგრძელა ნაპოლიც ან დაიტოვებს ან არა სანამ რაღაც ფასი აქვს გაყიდიან ტიპი საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელად იქცა, ეს ძერბინი შემოყავს ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად, ემანდ არ ჩაანაცვლოს ხვიჩა... არ ვიცი გაგიჟდება კაცი რა...
David
ხო ხელფასი აძლევს მოტივაციას და როდესაც ხელფასს არ გიხდიან აღარც თამაში გამოგდის რა არის ამაში გაუგებარი?
მურთო
ბიჭოო რას გადაეკიდეთ ამ ხელფასს, ხელფასს არ უზრდიან და მაგის გამო არ თამაშობსო! მაგარი ლოგიკაა რაა! არაფერ შუაშია ხელფასი, არაა ფორმაში და ვერ თამაშობს, მაგრამ სიმართლის თქმა არავის უყვარს! ერთ თამაშში ვერ ითამაშა, იტყვიან არაუშავს, მეორე თამაშშს ვერ ითამაშებს იტყვიან არაუშავს და ასე უკვე ძალიან ბევრი არაუშავს დაგროვდა! ასე თუ გააგრძელა კიდე არამგონია რომელიმე გრანდს მოუნდეს მისი წაყვანა!
ხვიჩა
უკან აკეთებს მოძრაობას პასის მისაღებად. მისცემენ პასს და ისევ უკან უბრუნებს პასის მიმცემს. დრიბლინგს ვინ ჩივის, ამ თამაშში წინ ზუსტი პასიც კი არ გაუკეთებია. რაღაც უნდა შეცვალოს ხვიჩამ. რუბინში და როცა მარტო ცხოვრობდა ნეაპოლში სპეციალურად ბაზაზე და ბაზასთან ახლო ცხოვრობდა რომ მეტი ევარჯიშა, ბაზაზე რჩებოდა და სათამაშო ელემენტებს ხვეწდა. არ მიყვარს ფეხბურთელის დაოჯახებაზე აპელირება, მაგრამ სახლში ვარდივით გოგო და თბილი საწოლი რომ გელოდება, რა გაგაჩერებს წვიმიან ბაზაზე. პ.ს.- არ ვარ ჩასაფრებული და არავისზე ნაკლებად არ შემტკივა გული ხვიჩას საფეხბურთო კარიერაზე...
Levani
ლოსანო ბევრად ძლიერი იყო ვიდრე პოლიტანო. რა თქმა უნდა კლასი აკლდა ლოსანოს,მაგრამ მისი სისწრაფე კონტრშეტევაზე ერთი კაცით მეტს ქმნიდა. მეტოქის დაცვა იშლებოდა და კვარასაც და ოსიმენსაც მეტი შანსები ეძლეოდათ. ახლა ადვილად წასაკითხია ნაპოლის შეტევა. კვარა და ოსი ჩაკეტილი,მარჯვნიდან პოლიტანო ან მარცხენა ფეხზე გადმოიტანა ბურთს და თუ ვერ მოახერხა დი ლორენცოს აძლევს რომელსაც სხვა გაგრძელება არა აქვს. სულ ეს არის ნაპოლის თამაში. ის ლინდსტრომი რატო იყიდეს, ახალი წლისთვის იყოს მაინც რა იცი რა ხდებაო? ჭკვიანი კაცია შპალერი,დროზე მოხია. და იმისთვის კი არ მოხია- კვარა ცოლს მოიყვანს ზაფხულში და ძოძუაშვილის თეორიის თანახმად მოუკლებსო, არამედ-იცოდა,ჩემპიონ გუნდს სისხლის გადასხმასავით სჭირდება 4-5 ახალი ტოპ დონის მოთამაშე. რაჰმანებთან და ლინდსტრომებთან არ უნდოდა მუშაობა. ნაპოლიში ახლა კვარას ადგილზე რო დააყენო მესი 7-8 წლით გაახალგაზრდავეული,თავის საუკეთესო წლებში როცა იყო ისიც ისევე ითამაშებს როგორც კვარა.ნუ ჯარიმებს თუ გაიტანს,სხვა არაფერი
თემო
მეტი რა ჟინი უნდა.აფასებენ და კონკურენტი არ ყავს ნაპოლიში,სხვა გუნდში ამდენ შანსს ვინ მისცემდა?
ჭეშმარიტად
კვარას შანსი არის ნაკრების გასვლა ევროზე, იქ დაუბრუნდება ჟინი და გაუჩნდება შანსი მოხვდეს ისეთ გუნდში სადაც დააფასებენ და გაზრდაში ხელს შეუწყობენ.
თემო
წასულიყო რა,ნინიას ბაღი კი არ არის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული 2027 წლამდე.როგორ წავა?100 ლიმონის გადამხდელი კიდე არ მგონია ვინმე იყოს.
გივი
ხელფასის თეორიის მიმდევრებს..სკოტი პიპენმა გააფორმა 90იანებში იმ დროისთვის ძაან მაგარი კონტრაქტი..6 წლიანი, მგონი 3 მილიონზე წლიურად...გავიდა ერთი წელი და ძალიან ავარდა ხელფასები მთლიანად ამერუკულ სპორტში და მათ შორის ნბაშიც. პიპენი, რომელიც იყო იმ დროს მსოფლიოს ათეულის და შეიძლება ხუთეულის დონის მოთამაშე, იღებდა ბევრად ნაკლებს ვიდრე მთელი დანარჩენი ლიგა. და ესე გრძელდებოდა მთელი 6 წელი სანამ პორტლენდში არ გადავიდა. მიუხედავად ამისა, ვინმეს გაგიგიათ რომ პიპენი არ თამაშობდა სპეციალურად?! ამიტომ, თუ კვარა ესე იქცევა და არა მგონია ხელფასის გამო არ თამაშობდეს, იქნება ეს უკიდურესი არაპროფესიონალიზმი მისი მხრიდან.
ჭეშმარიტად
კვარას აღარ უხარია ნაპოლიში თამაში, კვარა ემოციური ადამიანია, ბევრი იმედგაცრუება იწვნია ხელმძღვანელებისგან და ძაანაც რომ მოინდომოს ძველებურად ვეღარ იფრენს, რადგან გულში წყენა აქვს. შარშანაც იგივე იყო ნაპოლი, მაგრამ კვარაცხელია აძლევდა ნაპერწკალს თავისი ენთუზიაზმით და ცეცზლივანი თამაშით. P.S შეადარეთ კვარას განწყობა ნაკრებში თამაშისას და განწყობა ნაპოლიში თამაშისას, მისთვის რეალთან თამაშიც კი არ გამოდგა მოტივატორი.
cheroeli
არა მაინც,იცის მიხიჩამ ფეხბურთი.
მირო
კარგი მრჩეველი რომ ჰყოლოდა,ზაფხულში უნდა გაქცეულიყო ნაპოლიდან თავქუდმოგლეჯით.ეს,რაც ეხლა ხდება,მოსალოდნელი იყო,მითუმეტეს სპალეტის წასვლის შემდეგ.კაცი,რომელიც ეძებს იაფიან მწვრთნელებს,კაპიკს არ ხარჯავს ტრანსფერებზე,ორ კაპიკს დასდევს უკან და კაპიკი არ მოუმატებია კვარასთვის,რომელმაც ფაქტიურად ოსიმენთან ერთად მოიპოვა ჩემპიონობა,იმ დღეშია რასაც იმსახურებს.კვარა კი მსხვერპლი ხდება ნაპოლიში საერთო სიტუაციის.ჯერ კიდევ არაა გვიან,ხვიჩა გაიქეცი იქედან,თორემ საშუალო დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდები და ძირითადშიც დაკარგავ ადგილს.ამ გუნდმა თავისი მაქსიმუმი ამოწურა,რეანიმირება გამორიცხულია.
!
სად გაქრა ათ მილიონიანი ხელფასის მქონე ოსიმენი???პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით?!ყველაფერი გინდათ სათადარიგოების მსგავსი ხელფასის მქონე კვარაცხელიამ გააკეთოს?!
სოსო
მისი ყოველი კაცზე წასვლა,უხეშობით მთავრდებოდა,რომელსაც მსაჯი,ყოველთვის არ აღკვეთდა.მთელი თამაში,რომაელების მხრიდან,წინასწარ დაგეგმილი უხეში თამაშის წყება იყო და აქ ფეხბურთს არაფერი ესაქმებოდა.მსაჯმა,მათ ყველაფრის საშუალება მისცა და ნეაპოლელებიც გატყდნენ.პოლიტანოს და ოსიმენის დამსახურებული წითლები,უკვე ამ ყველაფერზე რეაქცია იყო.მსაჯი ,კარგად ხედავდა,რომ ეს უხეშობები,წინასწარ დაგეგმილი იყო და შეეძლო,რადიკალური ქმედებით,ეს შეეწყვიტა,მაგრამ ასე არ მოიქცა და მხოლოდ ნეაპოლელებზე მიმართა რისხვის მახვილი.მოურინიოს ვურჩევ,ილია თოფურია წაიყვანოს,რომაში.რამოსთან მეგობრობს,ფეხსაც ბრწყინვალედ ხმარობს და ხელსაც.ნამდვილი გლადიატორია და რომში,ნამდვილად გამოადგებათ.
gio
გუნდია მთლიანად გამქრალი ეგ მოსალოდნელიც ოყო სპალეტიც იმიტომ წავიდა რომ იცოდა ამ სეზონში რა შედეგიც ექნებოდა გუნდს იმ სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე რასაც ატარებს დელაურენტისი.
giorgi
ასე შევაფასებ წელს ნაპოლის. თავდასხმა 7 ქულა, აშკარაად დააკლდა ლოზანო. ნახევარ დაცვა 6 ქულა, ვერაფელი ახალი ვერ შემატეს ახალ წვეულებმა. დაცვა 5 ქულა კიმი ძალიან დაეტყო.
anti
რაღაც შებოჭილი და შეშინებული თამაშობს, აღარ მიდის კაცის მოტყუებაზე და დრიბლინგის გაკეთების ეშინიათქო ეგეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, პოლიტანო უფრო მეტად იღებს საკუთარ თავზე და ამწვავებს შეტევას. უნდა შეცვალოს და მეტად აიღოს საკუთარ თავზე და რამე ახალი მოიფიქროს, ერთი და იგივე სტილში თამაში შეისწავლეს უკვე იტალიელმა მცველებმა, თუნდაც ელემენტარული ბურთზე ფეხის გადატარება რომ გააკეთოს სიახლე იქნება და დააბნევს მცველს.
lela
უკანპასა კვარაცხელია
Data
არსადაც არ გამქრალა უბრალოდ ქართველია და ქართული სენი შეეყარა, ამ სეზონშივე გამოჩნდება ან ვარსკვლავურ დონეზე გააგრძელებს თამაშს ან საერთოდ დაიკარგება...
..
დავაი ცოფიანებო შეესიეთ იტალიურ პრესას
toti
სამწუხაროდ სრული რეგრესი აქვს.. ასე მალე ჩვეულებრივ ტექნიკურ მოთამაშედ გადაიქცევა
ტიფოზებმა საგიჟეთი მოაწყვეს - ლოჩოშვილის გუნდი სერია C-ში გავარდა
რანგნიკი: ამიტომ მოიგო პსჟ-მ კვარაცხელიასთან და არა მბაპესთან, მესისთან და ნეიმართან ერთად ჩემპიონთა ლიგა
"ლეიკერსის" საჩუქარი ხვიჩას - პსჟ ტურნირიდან გამოვარდნის საშიშროების წინაშეა
დევიდი შეიძლება თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
პოგბა მალე "მონაკოს" ფეხბურთელი გახდება
აკი ნაირ-ნაირებიო - ტიკნიზიანი საბოლოოდ "ცრვენა ზვეზდაში" გადაბარგდა
"ალ ჰილალს" "ნაპოლის" კიდევ ერთი ვარსკვლავის შეძენა უნდა
უარი "შტუტგარტის" მოთხოვნებზე - "რეალი" შტილერს აღარ შეიძენს
"ალონსოს მოსვლის შემდეგ, თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვთვლი" - არდა გიულერი
"ლესტერი" ვან ნისტელროის გაათავისუფლებს
"მეგობრები არ ვართ, მაგრამ..." - რა თქვა მესიმ რონალდოს შესახებ?
40 წლის კაზორლას გოლი - "ოვიედო" ლა ლიგაში დაბრუნდა
დავითაშვილით საფრანგეთის რვაგზის ჩემპიონი დაინტერესდა
"ნაპოლი" ორი ნახევარმცველის შენარჩუნებას შეძლებს
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
"აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი" - "დილას" მწვრთნელი კონფერენს ლიგის კენჭისყრაზე
გოჩოლეიშვილი "შახტარში" ბრუნდება - ლაცაბიძეს ისევ იჯარით გაუშვებენ
20 წ. | იტალიაში გასამგზავრებლად 30 შეირჩა
ლატვიაში დასრულებულ ამხანაგურ ტურნირში საქართველომ A დივიზიონის წევრი ფინეთი დაამარცხა
კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება - პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის
კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება - პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
იქნება დიდი დაბრუნება? - ანჩელოტიმ შესაძლოა, ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი პსჟ-ის მატჩის მიმდინარეობისას - კვარაცხელიას გუნდის შეხვედრაზე ტრიბუნაზე მძიმე სანახაობა ვიხილეთ
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
ყველა დროის 100 ძვირადღირებული ტრანსფერი - სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა
პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და "კვარას" ფორმაში ყოფნა გრძელდება
ლი სასტარტოში, დრო დემბელეს და მესისთან დაპირისპირების გაზრდილი შანსი
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის
"ნუთუ ამაზეც უარს იტყვის?!" - "ალ ჰილალის" სუპერ შეთავაზება ოსიმენს
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა