"ნაპოლიმ" "რომასთან" ნამდვილი ომი გადაიტანა და იმაზე უარესი შედეგით დაბრუნდა სახლში, ვიდრე უბრალოდ სამი ქულის დაკარგვა და მეშვიდე ადგილზე დაქვეითებაა.

გაძევებული პოლიტანო და ოსიმენი გუნდს 29 დეკემბერს, სერია A-ს მე-18 ტურის საშინაო მატჩში, "მონცასთან" ვერ დაეხმარებიან, ისევე, როგორც ტრავმირებული ლობოტკა და ოსიმენი. ბედად, კვარაცხელია, რომელზეც ნადირობდნენ, არ დაშავდა. ელმასი "ლაიფციგთან" კონტრაქტის გასაფორმებლად გერმანიაში გაემგზავრა, ხოლო ზელინსკი ნაახალწლევს "ინტერში" გადადის. ერთი სიტყვით, მეტად რთული სიტუაციაა და გასაკვირი ისაა, რომ რომაული გუნდის უხეშობას იტალიური მედია, ფაქტობრივად, ამართლებს.

მაგალითად, "გაძეტა დელო სპორტი" წერს: "ძნელია მოგებაზე ფიქრი, როდესაც მთელი მატჩის მანძილზე თუნდაც ერთ რეალურ მომენტს ვერ ქმნი. "ნაპოლის" ბევრი ფეხბურთელი ძალიან ცუდად გაისარჯა: დი ლორენცო, ლობოტკა, ასევე, კვარაცხელია, რომლის ცნობა ძნელი იყო, ფეხში რამდენიმე დარტყმა მიიღო და თავი მხოლოდ თეატრალური ჩივილით დაგვამახსოვრა". გამოცემამ ქართველის თამაში 4.5 ქულით შეაფასა და საერთოდ არ აღნიშნა დედაქალაქელთა სისასტიკე.

მწვრთნელმა მაცარიმ შობას გუნდი დაასვენა და ცნობილი გახდა, რომ ლობოტკა და ნათანი მომავალ შეხვედრას გამოტოვებენ. სლოვაკს ნეკნი აქვს გატეხილი და უკეთეს შემთხვევაში, 7 იანვარს "ტორინოსთან" მატჩისთვის თუ მოახერხებს მწყობრში ჩადგომას. ბრაზილიელს კი მხარი აქვს ამოვარდნილი და დაახლოებით 15 დღე მოუწევს უქმობა. მან დღესასწაულებზე ნეაპოლში მთელი ოჯახი (მშობლები, და-ძმა და საცოლე) ჩაიყვანა და საკმაოდ კარგ ხასიათზეა.

სოსო
გიორგი,თუ ან გოლი არ გავიდა,პენალტის,ან წითელი ბარათის განხილვა არ ხდება,ვარი უფლებამოსილი არ არის,მსაჯს რაიმე უკარნახოს.ყოველ შემთხვევაში,მე ასე ვიცი.ის ვერც ჯარიმას უკარნახებს,ვერც გაფრთხილებას.ამ თამაშში კი,არც გოლი ყოფილა განსახილველად,არც პენალტი და არც პირდაპირ საწითლე.გასაფრთხილებელი მომენტები იყო,რომელიც მეორე და შესაბამისად წითელი ბარათი იქნებოდა,მაგრამ ამის განხილვა,არ ხდება.მოურინიო,სწორედ ასეთი ნიუანსებით სარგებლობს ხოლმე.
zviadi
უნდა დარჩენილიყო ბათუმში და სეზონზე გაიტანდა 70 გოლს, თან ხალხიც მივიდოდა სტადიონზე
leqso
გასაგებია კვარას უსუსურ თამაშს,რომ ამართლებთ და გინდათ ეს ვითომდა რომაელი მცველების უხეშ თამაშს დააბრალოთ,არადა კვარა ყურადღების ცენტრში მხოლოდ მას შემდეგ მოექცა რაც მოედნის ცენტრში მოწინააღმდეგის ხელი სახეში, შემთხვევით მოხვდა,ისიც როცა მეტოქის სწრაფი შეტევის ჩაშლას ცდილობდა და არა პირიქით,მანამდე ის სრულად ჩაკარგული იყო და ერთი ორი უკან პასის გარდა არაფერი გაუკეთებია. მერე იყო ის მომენტი,როდესაც ფეხში მოხვდა... და დეიწყო სოფლის თეატრის უნიჭო მსახიობივით, კოტრია მინდორზე ფეხმოჭრილი ტანჯულივით... ისე!! რომაელების უხეშობაზე რომ წერთ-ოქმს ჩახედეთ-ორი ნეაპოლელი გააძევეს უხეშობისთვის და არა სხვა არა-სათამაშო მიზეზით და ხუთი გააყვითლეს.მოურინიოს კი იმისთვის ლანძღავთ, რომ მიუთითა-ფეხბურთი კონტაქტური სპორტია და ყოველ შეხებაზე მინდორზე მოჩვენებითი კოტრიალი და განწირული კივილი-არ მოსულა, დარწმუნებული ვარ მისი ეს საქციელი-ყველა ეპიზოტში ხელებიშ შლა და მსაჯებთან კამათი ჩვეთანაც ბევრს არ მოსწონს-არ არის ლამაზი და გამაღიზიანებელია ყველასთვის. ფეხბში, გასული სეზონის დასაწყისშიც ხვდებოდა,მაგრამ ტიპი დაფრინავდა და ვერ აჩერებდნენ, ხოლო ახლა როდესაც ინერტულია, შენელებული კადრივითაა და სწრაფ გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს ფაქტია- ან უკან პასი, ანაც ფეხებში ხვდება. ამ თამაშში იყო კიდევ ერთი გადამწყვეტი მომენტი, რომელსაც არ იმჩნევს არც ეს პატივსაცემი საიტი და რა თქმა უნდა არც ე.წ.კვარადონას ფანები-პირველი გოლი,რომელმაც ფაქტიურად გადაწყვიტა მატჩის ბედი- კვარას ბურთის დაკარგვას მოჰყვა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ფლანგზე, რის შემდეგ მას საერთოდ არ უცდია ვიზავის შეჩერება და ყურებჩამოყრილი უყურებდა როგორ გაიტანეს გოლი საკუთარ კარში-სწორედ ამ მომენტზეა გამახვილებული ყურადღება იმავე გაზეტას და ევროსპორტ.იტ-იას გვერდებზე და არა იმაზე თუ როგორ ნადირობდნენ მასზე, შეფასებებიც შესაბამისი აქვს-4,5-თითქმის ყველაზე დაბალი ორივე გუნდში.
გიორგი
მსაჯი ვერავის ვერ დაჩაგრავს ყველა მისი გადაწყვეტილება კონტროლდება მკაცრად მნიშვლენოვან მომენტებს ვარზე ამოწმებენ გაძევება გოლი და ეხლა აუტი თუ გამოეპარა თუ გაგრძელებას გოლი არ მოყვება არავინ გადამოწმეს.
ვანჩოპე
კვარაზე უხეშობაზე არ უსტვენენ მსაჯები, რადგან არ ევასებათ ნაპოლი. გამოსავალი ერთია- მადლობა ნაპოლის, მაგრამ მოშორდეს კვარა მაგ გუნდს. გრანდებისკენ არიან მსაჯები. გადავიდეს გრანდში და ფეხები დაისვენებს. კვარაც უფრო ნაკლები შიშით ითამაშებს
სვანსკი
მსაჯი საეჭვოდ ბოდიში გამაძღარი ან კურდღელი,სხვას ვერაფერს იფიქრებს კაცი,პოლიტანოს კარგი ვთქვათ დაიმსახურა წითელი,მაგრამ როცა შეტევაში იყო ერთი ერთზე რჩებოდა მეკარესთან იმან ვინც ხელით გააჩერა ყვითელი არ ეკუთვნოდა???
სოსო
ნაპოლის რაც სჭირს,ათასჯერ გვაქვს გარჩეული,მაგრამ ისიც ფაქტია,რომ ღარიბი სამხრეთი,რომში და კიდევ უფრო მეტად,ჩრდილოეთ იტალიაში,გულზე არ ეხატებათ.ეს დაძაბულობა ყოველთვის საგრძნობი იყო და განსაკუთრებით 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლინდა,როცა იტალიასთან მატჩში,მთელი ნეაპოლის სტადიონი,მარადონას არგენტინას გულშემატკივრობდა.მსაჯები,შარშანაც თვალს ხუჭავდნენ,ჩრდილოური გუნდების გადამეტებულ უხეშობაზე,ზღაპრულად მოთამაშე ნეაპოლელთა წინააღმდეგ და ახლაც ასეა.მსაჯები რომ ასე მოიქცევიან,მედიაზე რაღა უნდა ვთქვათ და გაგვიკვირდეს?ნაპოლის მფლობელი,თაღლითია და იმსახურებს,ანტიპათიას,მაგრამ მისგან დაჩაგრული ფეხბურთელები,მსაჯებისგანაც იჩაგრებიან და მედიისგანაც.ვერც ნეაპოლური მედია გამოირჩევა,დიდი კვალიფიკაციით(ყოველ შემთხვევაში,ასე ჩანს,აქ გადმობეჭდილი სტატიებიდან) და საკმაოდ რეაქციულია.ასე რომ ნაპოლის ფეხბურთელებს,უნდა ვუთანაგრძნოთ
Თედო
საზიზღრობაა ეს იტალიური მედია. ჯერ ცაში აიყვანენ ფეხბურთელს, შემდეგ უცებ ძირს დაანარცხებენ. პრვოკატორ მაურინიოს ფეხბურთი საძაგლობაა,ყველაფერი ფეხბურთის გარდა. ყასბები არიან. მსაჯებიც თვალს ხუჭავენ უხეშობაზე.
ბ. მ
სამი ქულის დაკარგვა არ ერჩივნათ? ყველმ კარგად იცოდა რა ჩეხვაც ატყდებოდა, პირვე 10 წუთში გაირკვა. ნეაპოლელები მხვდნენ, რომ მოედნიდან ვერცერთი ვერ გავიდოდა მთელი და ასეც მოხდა, კვარას რაც მოხვდა ყველა აქილევსში იყო დამიზნებული, "ასეთი ბინძური კაცია მოურინიო", მსაჯს უნდა ევაჟკაცა დაპირველ ტაიმში გაეშვა გასახდელში ერთი რომაელი. ცუდია, როდესაც მსაჯი ამის უფლებას აძლევს ფეხბურთელებს, ერთი მატჩი ხომ არ არის? წინ მთელი სეზონია და ამ დროს გუნდი დარჩა ძირითადების გარეშე, ბოლი წუთებზე ლუკაკუმ ისეთი იდაყვი უთავაზა ნათანს, მეგონა მიწაში თავით ჩასობილი დარჩებოდა და რა? შენც არ მომიკვდე, ვითომაც არაფერიო, გაატარა ძვირფსმა, აწი დასჯიან და "ნაპოლი რომა" დაპირსპირებას აღარ ამსაჯებენ.
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა