იტალიის ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთის "რეპუბლიკას" ჟურნალისტი მარკო აზი "მონცას" ფეხბურთელების მიერ "ნაპოლისთან" მატჩისას ხვიჩა კვარაცხელიაზე უხეშობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველზე ნადირობენ და მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები თამაშისას "გაყვითლებულ" ფეხბურთელებს ცვლიან:

"კვარაცხელიაზე ნადირობა და პროვოკაციები მეტოქის მწვრთნელის 5 სპეციალური ცვლილების გამოყენებით და მსაჯების დანაშაულებრივი უმოქმედობით სისტემატურ ხასიათს იძენს. ეს მავნებლობაა არა მარტო "ნაპოლის", არამედ სერია A-ს სანახაობის მიმართ".

ოთარი
მართალი ხარ სოსო, რა მნიშვნელობა აქვს, რომელ პოზიციაზე თამაშობდა. მთავარია, რომ ყასაბმა ისეთი ტრამვა მიაყენა ფეხბურთი ფაქტიურად აღარ უთამაშია. რამდენიმე წლის წინ კიდევ უფრო ცუდი ამბავი გავრცელდა ილია რუხაძეზე. თუმცა არ ვიცი მის ოჯახზე იყო თუ უბრალოდ გვარი დაემთხვა. ფაქტია ისაა, რომ იმდენად კარგი იყო დღემდე გვახსოვს. იმ რომანტიკული ფეხბურთის დრო კი, როცა ტრამვირებული მეტოქის გამო პაიჭაძეს თურმე საავდმყოფოში მოუნახულებია სპორტსმენი დიდი ხანია წავიდა.
ალექსი
ძალიან გამოუცდელი და არიფია ხვიჩა ასეთ სიტუაციებში.ასეთ მომენტს კარგად გააფორმებდა და კაცსაც გააგდებინებდა მსაჯს.იმის ნაცვლად რომ მინდორზე კოტრიალი დაეწყო ვითომ ფეხი დააბიჯა ეს წამოხტა და ყვითელი აიკიდა (წითელი რომ არ გაიჩალიჩა.)
ალექსი
ძალიან გამოუცდელი და არიფია ხვიჩა ასეთ სიტუაციებში.ასეთ მომენტს კარგად გააფორმებდა და კაცსაც გააგდებინებდა მსაჯს.იმის ნაცვლად რომ მინდორზე კოტრიალი დაეწყო ვითომ ფეხი დააბიჯა ეს წამოხტა და ყვითელი აიკიდა (წითელი რომ არ გაიჩალიჩა.)
სოსო
ილია რუხაძე,19 წლისა იყო,სულ სამი თამაში ჩაატარა,დინამოში და მეოთხე თამაშში,ფეხი მოსტეხეს.45 წელია გასული,ამის შემდეგ და დღესაც გვახსოვს და გულს მივამტკივნებთ,მის თამაშს.ალექსანდრე ჩივაძის მასშტაბის ტალანტი იყო,შესაძლოა მეტიც და ასე უკვალოდ წავიდა,დიდი ფეხბურთიდან.იმ წელს,ტრავმების ეპიდემია იყო,დინამოში,განსაკუთრებნით მცველებს ჰქონდათ ბევრი და მძიმე ტრავმები.საქმე ისე წავიდა,რომ გუნდში,4 ნომინალური მცველიც აღარ დარჩა ჯანმრთელი და ახალკაცი,იძულებული გახდა,ნახევარმცველები დაეწია დაცვაში.გოჩა მაჩაიძე და საშა ჩივაძე,მანამდე,ნახევარმცველები იყვნენ.თქვენ წერთ,რომ მან კოსტავა ამოაგდო,შემადგენლობიდან,თუმცა რამდენადაც მე მახსოვს,დაცვის ცენტრში დააყენეს,იმ თამაშებში და კლდესავით გაუვალიც იყო,ტრავმის მიღებამდე.იმ სეზონში,თამაზ კოსტავასაც ხანგრძლივი ტრავმა ჰქონდა და შესაძლოა შეცდომით გახსოვთ,რომ ის ამოაგდო,შემადგენლობიდან.მე სამ ნომერზე მახსოვს,მისი თამაში,დაცვის ცენტრში.შესაძლოა მე მახსოვს ცუდად,მაგრამ არა მგონია,ვცდებოდე. ბრწყინვალედ თამაშობდა და რაღა მნიშვნელობა აქვს,რა პოზიციაზე იდგა.მთავარი მაინც ის არის,რომ სამი სრული თამაშით და მეოთხეში,სულ რამდენიმე წუთით,ამდენინ ხანი დაგვამახსოვრა თავი.ისიც საფეხბურთო ყასბების მსხვერპლი გახდა და არ დასცალდა ფეხბურთში თავისი კვალის დატოვება.დათო ყიფიანს რა გაუკეთეს ესპანეთში,ყველამ იცის,გუცაევზეც სასტიკი ნადირობა მიდიოდა,საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში და ჩელებაძეც კი,რომელიც დრიბლინგებს თითქმის არ მიმართავდა და სულ სხვა ტიპის ფეხბურთს თამაშობდა,მოსკოვის დინამოს მცველებთან ბრძოლაში,გაბზარული ფეხის ძვლის შემდეგ ამოვარდა ფორმიდან და სსრკ ნაკრების წევრად გამხდარი,ისევ უკან ამოვარდა.სრულიად წინასწარგანზრახულად და ცინიკურად მოტეხეს ფეხი,მარადონასაც და თუმცა ფედერაციამ მის დამამტვრეველს,10 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა,მისმა გუნდის გულშემატკივრებმა,ის გმირად შერაცხეს და ის ბუცები,რომლითაც მარადონა დაამტვრია,მას შუშის ყუთით ჰქონია შენახული.მარადონამ,ტკივილების გამო,ნარკოტიკებს გაუსინჯა გემო და ეს იქცა მისთვის,ჯერ კარიერის,შემდეგ კი,სიცოცხლის დასასრულის მიზეზად.დღეს,ფული უფრო მნიშვნელოვანი გახდა,ფეხბურთზე.ამიტომაა, დღევანდელი ფეხბურთელები,გლადიატორებს უფრო რომ ჰგვანან.,ვიდრე ფეხბურთელებს და მათთვის მთავარი,ფეხბურთი კი არა,არამედ საბოლოო ანგარიშია მთავარი,ყოველგვარი ლირიკისა და ესთეტიკის გარეშე.ტექნიკური ფეხბურთელების დაცვა,მხოლოდ მსაჯებს შეუძლიათ,მაგრამ როცა მათ ამის სურვილი არა აქვთ,იქ ფეხბურთი კვდება.
D
ხვიჩა ძალიანაც კარგს შვრება, როცა აგრესიულად პასუხობს უხეშობას. მე თუ მკითხავთ, დროა, რომ თანაკლუბელებიც ცოტა აზრზე მოიყვანოს. აბა რას გავს ეს, როცა მიდის კუთხურის ჩასაწოდებლად და ზელინსკის ან პოლიტანოს მორჩილად უთმობს ბურთს, გაუშვი რა ერთ ადგილას და აღარ გაგიბედავენ ამ თავხედობას, ან გააკეთებს ჯარიმას, მიდის ბურთთან და იქ ან რასპადორი ან ისევ ზელინსკი მოვა და ხვიჩაც მორჩილად უთმობს. ასე არ გამოვა ხვიჩუ, შენ რომ შემოგევლე იმ ალალ გულში. არ მისცე ბურთი და დაარტყი შენ თვითონ. ამათი კარგი ჩაწოდებული კითხური ან კარგად დარტყმული ჯარიმა სულ ერთი-ორი თუ იყო. შენ თუ არ დაიფასე თავი, ხომ ხედავ, რომ არ გაფასებენ, ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანს. დროა, რომ მოსვა ესენი თავის ადგილას. ან არ მიხვიდე ჩასაწოდებლად, ან თუ მიხვალ, ჩააწოდე რა და ნუ უთმობ ბურთს პოლიტანოს ან ზელინსკის. გთხოვ რა ხვიჩა, ნუ უთმობ ყველას ყველაფერს, ძალიან გულდასაწყვეტი სანახავია ეს ყველაფერი.❤️
გიორგი
ა, ბატონო, მარტო მე არ მგონია რომ ხვიჩას მწყობრიდან გამოყვანა ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც ა სერიის გუნდების მხრიდან უკვე აპრობირებული სისტემატიური მეთოდია. კიდევ ერთხელ ყოჩაღ ხვიჩა ამ დრეში რო გყავს ა სერია და კარგ საფეხბურთო იღბალს გისურვებ ახალი წლის და მთელი ბიოგრაფიის განმავლობაში!
დავით 67
Bondo-ს. მერე ამ 12 წლის განმავლობაში დასჯილა ვინმე? ცილისწამების მუხლი უკვე დიდი ხანია ამოღებულია სს კოდექსიდან
ოთარი
ფეხბურთის წესებში ჯარიმების კუთხით, მართლაც არის რაღაც შესაცვლელი თუმცა არა მგონია მხოლოდ ჩვენი გამონათქვამები ეყოს ამას. ფეხბურთის ფანებს არ უყვართ რაგბთან შედარება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მხრივ რაგბი უფრო სამართლიანი გამოდის. თავი დავანებოთ გამიზნულად ფეხებზე ნადირობას და ავიღოთ ელემენტარული გამიზნული ყვითელი ბარათი. ეს როცა თავდამსხმელი იწყებს სახიფათო შეტევას და რომელიმე ახლოს მყოფი ხელით აჩერებს მას. შედეგად აქტიური და სახიფათო შეტევა ჩაიშალა და როგორც თავად პელე ამბობდა თავის დროზე ის 7 კაცი, რომელიც ერთი ფინტით უკან მოიტოვე ისევ შენს წინ დგება და ვინ გამოდის დასჯილი? პელე ამაზე, როდის ლაპარაკობდა და დღემდე არაფერი შეცვლილა. პირიქით მაღიზიანებს, როცა კომენტატორები ამ საქციელს უწონებენ აი რა ჭკვიანურად იმოქმედაო. ფეხბურთისათვის ერთი კაცის 10 წუთით გაძევება იგივე დონის სასჯელი არ იყოს როგორც რაგბშია, მაგრამ აქ რომ რაღაცაა გასაკეთებელი ეს ფაქტია. ჩემი ნება რომ იყოს გამიზნულად მოუხეშე ფეხბურთელებს უფრო მკაცრადაც დავსჯიდი, განსაკუთრებით მაშინ თუ მოწინააღმდეგემ ტრავმის გამო კარიერა დაასრულა. რამდენმა კარგმა ფეხბურთელმა დაასრულა, ამ ყველასაგან წახალისებული ყასბების გამო, კარიერა. დღეს ყველანი ასეთ დროს ყიფიანს ვიხსენებთ, მაგრამ მიუხედავად დათოსადმი დიდი პატივისცემისა (მან კვალის დატოვება მაინც მოასწრო) მინდა დინამოს მცველი ილია რუხაძე გაგახსენოთ. მე პირადად მისი 4 თამაში მახსოვს. ამ პატარა(ასაკით) ბიჭმა გამოჩენისთანავე თვით თამაზ კოსტავა დასვა სათადარიგოზე. და სად გაქრა? ოდესის ჩერნომორეცთან იყო თამაში თუ არ ვცდები და ისეთი ტრამვა მიაყენეს კაცს ფაქტიურად ფეხბურთი აღარ უთამაშია. ვისაც ჰგონია, რომ თამაზ კოსტავას ჩანაცვლება მარტივი იყო უბრალოდ ნამდვილი დინამოს (იგივე მაშინდელი საქართველოს ნაკრების) თამაშები ნახეთ. გასაგებია, რომ რთული პროცესი იქნება ჯერ მოფიქრება რა სჯობს და მერე მისი დანერგვა, მაგრამ თუ ვისაც ხელეწიფება და ევალება კიდეც ამ საკითხის მიხედვა დროა უკვე, ხმა ამოიღონ. თუნდაც ექსპერიმენტის სხით მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში თუ ფედერაცია უეფას თხოვს, არა მგონია ამ სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნაზე ორიენტირებულ ექსპერიმენტებზე, რადიკალური წინააღმდეგობა გაგვიწიონ (თუნდაც დაბალ ლიგებში, მთავარია საქმე დაიძრას).
Რაგბის ფანი
რაგბის წესებით, ყვითელი ბარათი = 10 წუთით მოედნის დატოვება.
ვისტი
მართლა დამღლელია ასეთი ფეხბურთის ყურება. მე რაგბის მსგავსი 10 წუთიანი გაძევების მომხრე ვარ. ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ მოთამაშე თუ იუხეშებს, მაგრამ წითელზე ვერ გაწირავ, სულ ცოტა 10 წუთი უნდა გაუშვა მოედნიდან. ბევრად მეტ ფეხბურთს და ნაკლებ ძიუდოს ვუყურებთ. პ.ს. ძიუდო მიყვარს, ოღონდ ტატამზე
Bondo
ესეთი სისულელე ვინ გითხრათ უეჭველი სადღაც ყური გაქვთ მოკრული თორემ თვითონ არ მოიგონებდით რომ საქართველოში სამშობლოს ღალატის მუხლი არ არის ვაიმე უბედრუკო საქართველო ასეთი მოწალაქეების ხელში რო ხარ
1
ეს არის გამიზნულად მიცემული დავალება მეტოქე გუნდების მცველებისთვის, რათქმაუნდა მათსავე მწვრთნელების მხრიდან, ვინაიდან იციან ერთერთი საუკეთესო დრიბლიორი რომ არის ფეხბურთელებს შორის და არ აძლევენ გასაქანს.
ვაჟა მასწავლებელი
გამოსავალი: 3 ყვითელი=1პენალტს!
სოსო
მგონი მხოლოდ საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები,ვისაც მიაჩნიათ,რომ ვარსკვლავს ტკივილის და ღირსების შენარჩუნების წინააღმდეგ,პროტესტის გამოხატვის და თავის დაცვის უფლება არა აქვს.ალბათ ამიტომაა,რომ ქვეყანაში არ არსებობს სამშობლოს ღალატის და ცილისწამების გამო,სასჯელი და მისი შემოღების შესახებ ხმის ამოღებაც კი,მათი მხრიდან გააფთრებული წივილ კივილის და ქვეყნის გარედან,მათი მხარდამჭრების მაგიდაზე მკაცრად ხელის ბრახუნის თანხლებით აღიკვეთება.
ბრაზი
თავად იტალიელები ჩვენებურის მიმართ სისტემატურ საფეხბურთო მავნებლობას სწორად აფასებენ,აქაური მართლა ავი მავნებლები კი ყველაფერში ხვიჩას ადანაშაულებენ.სამარცხვინონი!
[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა
რატომ ჩაითვალა მამარდაშვილის კარში პირველი გოლი - VAR-ის გადაწყვეტილების მიზეზი სადავო ეპიზოდზე
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
კვარაცხელიამ გაიტანა - "ნაპოლი" პირველი ტაიმის შემდეგ "მონცას" 2:0 ამარცხებს [VIDEO]
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
კვარაცხელია კვლავ გასატანად, მიქაუტაძე დონარუმას წინააღმდეგ - ყველაფერი ლიგაზე
"მილანმა" შესაძლოა, დანიელ მალდინი დაიბრუნოს
ხვიჩას მესამე გოლი - "ნაპოლიმ" "მონცას" მოუგო და გალიდერდა [VIDEO]
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
როგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ "მონცასთან" მატჩში?
"პსჟ-მ სახელფასო განაკვეთი შეამცირა - როგორია კვარაცხელიას გასამრჯელო?" - ფრანგული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მიმდინარე სეზონში მეორედ - ნესტა "მონცას" მწვრთნელად დააბრუნეს
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
"სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია..." - სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
"ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი" - სპალეტიმ "ნაპოლის" დატოვების მიზეზი დაასახელა