ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქართველებს სასჯელი ემუქრებათ

ქართველებს სასჯელი ემუქრებათ

ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასი საქართველოს ნაკრებისთვის ზურაბ ეპიტაშვილის დისკვალიფიკაციით დასრულდა
ამ უქმეებზე პრაღაში გამართული ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასი ჩვენი ნაკრებისთვის ახალი უსიამოვნების მიზეზი გახდა - ზურაბ ეპიტაშვილს (81) დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ქვეყნის ჩემპიონმა და ევროპაზე წასვლის რეალურმა კანდიდატმა პორტუგალიელ სელიო დიასთან ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მსაჯთა გადაწყვეტილებებისადმი პროტესტის ნიშნად კიმონო გაიხადა და ტატამიდან გავიდა. ევროპული ფედერაცია ამიტომ აპირებს მის დასჯას, თუმცა სანქციებით ჩვენი გუნდის თავკაც გიორგი გუგავასაც ემუქრება, აქაოდა, კიმონო არ ჩააცვა და ტატამზე არ შემოაბრუნაო.

ამასთან დაკავშირებით გუგავას განმარტებას ქვევით წაიკითხავთ, ფაქტი კი უსიამოვნოა. იმედია, გუგავას მხოლოდ გაფრთხილებას აკმარებენ და ევროპის პირველობაზე გუნდთან ერთად ყოფნას არ აუკრძალავენ, აი, ეპიტაშვილის დასჯა კი საგანგებოდ მოუთხოვიათ.

პრაღის ტურნირი ჩვენი გუნდისთვის ბოლო საკონტროლო-შესარჩევი შეჯიბრება იყო 16-18 სექტემბერს ბელგიურ ლომელში გასამართი ევროპის პირველობისთვის. გუგავამ იქ ისინიც წაიყვანა, ვისაც მანამდეც მოიაზრებდა გუნდის წევრად, და ისინიც, ვინც ამაზე პრეტენზიას აცხადებდა. მწვრთნელი დიდ დატვირთვას აძლევდა ამ შეჯიბრებას და გვპირდებოდა, რომ საევროპო ნაკრებს მისი შედეგების გათვალისწინებით დააკომპლექტებდა. მისი გათვლები სწორი აღმოჩნდა - ლიდერებმა კარგად იჭიდავეს ანუ მისი დასკვნები სწორი ყოფილა, სხვა წონებში კი კონკურენცია თითქმის საბოლოოდ გაირკვა. გუნდი კარგად გამოვიდა ცეხეთში - 2-2 ოქრო-ბრინჯაო და 3 ვერცხლი მოიპოვა. ჩემპიონები გიორგი მესაბლიშვილი (55) და ლაშა შავდათუაშვილი (66) გახდნენ, ლერი ჭელიძე (55), ვაჟა მარგველაშვილი (60) და გიორგი მერმანიშვილი (90) მეორეზე გავიდნენ, ბრინჯაო კი მძიმეწონოსნებმა - უშანგი კოკაურმა და ლევან მათიაშვილმა ირგუნეს.

ამ ტურნირის შესახებ თავად გიორგი გუგავა გვესაუბრება.

- შედეგი კარგია და თან უმეტეს წონებში საევროპოდ შეგულებულმა ხალხმაც გაგიმართლათ. მოდით, წონითი კატეგორიების მიხედვით შევაფასოთ გუნდის გამოსვლა პრაღაში.

- მათ მართლაც გამიმართლეს იმედები. მაგალითად, 50 კილოგრამში ისედაც მესაბლიშვილისა და ჭელიძის წაყვანას ვაპირებდი და პრაღაში ფინალი იჭიდავეს. მარგველაშვილი ძალიან მაგარი ბიჭია, კარგად იჭიდავა, მაგრამ ერთ მომენტში მოდუნდა და ასე დასანანად წააგო. 66-ში შავდათუაშვილმა დამაჯერებლად მოიგო, ოთარ არჩვაძემ კი დამატებით დროში ბოლო გდება გაუშვა. ისიც კარგი ბიჭია, კმაყოფილი ვარ. 73-ში კანდიდატებმა ერთნაირად იჭიდავეს - მიხეილ ჩოხელი მეხუთეზე გავიდა, ფრიდონ გიგანი - მეშვიდეზე. უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, მაინც კარგად იჭიდავეს. საერთოდ, იმათი ასპარეზობითაც კმაყოფილი ვარ, ვინც უმედლოდ დარჩა.

მაგალითად, 81-ში ოთხივე კარგად გამოვიდა. აქ საქართველოს ვიცე-ჩემპიონ თემურ ხაჩიძეზე ადრეც ვამბობდი, რომ ჯერ ასაკით პატარაა და ჩეხეთშიც ამიტომ წააგო. ძალიან კარგად გამოვიდა ეპიტაშვილი, თუ არ მოხსნეს ახლა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში პორტუგალიელ სელიო დიასთან მსაჯებმა ისეთი შეფასებები გააკეთეს, გაოგნებული დავრჩი! ეპიტაშვილი მუცელზე დაეცა და ვაზარი აჩვენეს. პირველ დღეს 4 მედალი მოვიპოვეთ, 2-2 ოქრო-ვერცხლი და მეორე დღეს უკვე დიდი ზეწოლა დაიწყო ჩვენზე. რაღაც მიახლოებული გდება რომ ყოფილიყო, მაგალითად, იუკო და ვაზარად შეეფასებინათ, კიდევ ჰო, მაგრამ არაფერი მსგავსი! ამას მოველოდი კიდეც, მაგრამ ასეთს ვერ წარმოვიდგენდი. თეთრზე შავს რომ ამბობდნენ, ისეთი არაობიექტურობა იყო.

ეპიტაშვილს მეც ვეჩხუბე კიმონოს გახდისთვის - ეს დაუშვებელია და არ უნდა ექნა, მაგრამ მეტი რა უნდა მეღონა - ბიჭი ისე იყო გამწარებული, რომ გამოვიდა, დაწვა და ღრიალებდა, ლამის გაგიჟდა. ახლა ლაპარაკია მის დასჯაზე, მე კი ბრალს იმაში მდებენ, აქაოდა, რეაგირება არ გააკეთა მის ქცევაზეო. ამ წონაში შალვა ნინიძე და ბექა რატიანიც კარგად გამოვიდნენ. ნინიძემ მომავალ ჩემპიონთან, ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორ უნგრელ კრისტიან ტოტთან წააგო დამატებით დროში, ცოტა დააკლდა მოგებამდე. ამ წონაში ხარისხზე მეტად კმაყოფილი ბიჭების ჟინიანობით, მათი ხასიათით ვარ.

90-ში გიორგი მერმანიშვილი გამოკვეთილი ფავორიტია. ის აუცილებლად წავა ევროპაზე, სხვის წაყვანას კი ამ წონაში მე არ ვაპირებ და ვინმე საკუთარი ხარჯით თუ წამოვა, არ დავუშლი. მერმანიშვილმა ფინალი თავისით წააგო უნგრელ გაბორ ვებისთან, ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა ის მაინც მოჭიდავეა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ახლა მას სპეციფიკური ვარჯიშები სჭირდება, რადგან აქამდე ფიზიკურად ვამზადებდი - ბაკურიანში 13-დღიანი შეკრება არაა საკმარისი და ამიტომ ასე ადრიანად დავუწყე ფიზკური მომზადება. გუნდი ჯერ სანახევროდაა ფორმაში, პიკში ევროპისთვის იქნებიან. ამის მიუხედავად, პრაღაში ჩვენი გუნდი სხვებზე ერთი თავით მაღლა იდგა.

100-ში სერიოზული პრობლემებია. იქნებ ელგუჯა ბიბილაშვილი სხვებს ცოტათი კი სჯობია, მაგრამ საერთაშორისო დონეს რომ ვადარებ, დამაკმაყოფილებელი არაფერია. აქ ერთს წავიყვან, ოღონდ ვინ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. საერთოდ რომ არ წავიყვანო ვინმე, არც ეს იქნება გულდასაწყვეტი, რადგან მედლის მომპოვებელი არავინაა. ბიბილაშვილიც და გიორგი ცნობილაძეც ქუთაისელები არიან, იქაურობას კი ვერ ვწვდები, ვერ ვაკონტროლებ ისე, როგორც, ვთქვათ, გორს. ამიტომ არ ვიცი, იქ როგორ ემზადებიან ისინი. ჯერ კიდევ დავაკვირდები სეკრებებზე და ვინმე ოდნავ მაინც თუ მიუახლოვდა მოწინავე დონეს, იქნებ ერთი წავიყვანო ევროპაზე. მძიმეში ორივემ კარგად იჭიდავა. ლევან მატიაშვილი ძალიან კარგად მოდის, დღითი დღე იზრდება და უკვე გადაასწრო კოკაურს. შეიძლება, ევროპაზე ოქროს მოიპოვოს - გააჩნია, როგორ მოემზადება, ისე კი არ გამოვრიცხავ ამას. ის ნახევარფინალში დამარცხდა ყაზახ აიტუარ აბდულოვთან.

მოგეხსენებათ, ყაზახები ძალიან სწრაფები არიან და ამან ორჯერ გადაავლო, მაგრამ ვერ დააგდო. ჰანტეიმდე რომ მისულიყო საქმე, გამარჯვებას ამას მისცემდნენ, მაგრამ ამოქმედდა დაუწერელი კანონი - ვერ გაიტან, გაგიტანენო და დამატებითში აბდულოვმა ქულა მოიპოვა. კოკაურიც ნახევარფინალში დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან, პოლონელ დამიან ნასიადკოსთან, ბრინჯაოსთვის კი გერმანელ სვენ ჰაინლეს მოუგო, ვინც ყველაფერს იგებს ამ წონაში და, მგონი, რეიტინგშიც ლიდერია. მატიაშვილთან კონკურენციაში კოკაურმაც მოუმატა და ამათ ორივეს წავიყვან ევროპაზე.

საერთოდ, გუნდის გამოსვლით კმაყოფილი რითიც ვარ და რაც მიხარია, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. დავიღალე, არ შემეძლოო და ამგვარები არ ყოფილა - ყველამ ბოლომდე იბრძოლა. მესაბლიშვილი ბოლოს ისე იყო დაღლილი, ვერ მხედავდა, მაგრამ მაინც იბრძოლა და მოიგო. მათ სულ იმას ჩავჩიჩინებ, რომ ბოლომდე იმუშაონ. დავიღალე და გავჩერდიც - ამას არგუმენტად არ ვიღებ. მინდა, მებრძიოლი სული ჩავნერგო გუნდში და მივაღწიე კიდეც ამას. ყველამ იცის, რომ ბოლომდე უნდა იბრძოლოს.

ჟინი, გამარჯვებისკენ სწრაფვა უკვე არის ნაკრებში. თან კონკურენცია გაიზარდა -ერთმანეთის შედეგებს რომ ხედავენ, მერე მათაც ეთაკილებათ წაგება ანუ მარცხისადმი ფსიქოლოგიური შეუთავსებლობაც გამოუმუშავდათ. ახლაც ფინალი წააგეს, მაგრამ მაინც ვუსაყვედურე - კარგად იჭიდავეთ, თუმცა დამარცხდით და ამიტომ არ ვარ კმაყოფილი-მეთქი. არ მინდა, ფინალში გასვლით დაკმაყოფილდნენ და ოქროზე არ იფიქრონ. მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდე - რაც შეგიძლია, ბოლომდე უნდა დაიხარჯო.

- ბოლო სეზონში გუნდის პროგრესი აშკარაა - უფრო დაბალანსებულია, უფრო მეტს შეუძლია მედლის მოპოვება. გარკვეულ მეთოდებზე უკვე ისაუბრეთ, სხვა კი რა შეცვალეთ გუნდის სავარჯიშო სისტემაში?

- უპირველესად შევეცადე, წონებში კონკურენცია გამეზარდა. საამისოდ საქართველოს ჩემპიონატამდე ჯერ ტურნირები ჩავატარე გორსა და ყვარელში, მერე კი საბერძნეთშიც ვიყავით. თან წინასწარ გავაფრთხილე ყველა, რომ ნაკრები დაკომპლექტდებოდა ყველა ამ შეჯიბრების შედეგებით და არა ერთი რომელიმეთი. ისე აღარ იყო, როცა ვიღაცა რაიმეს მოიგებდა და ამით გაინაღდებდა ადგილს ნაკრებში. როცა გუნდის ბირთვი გამოიკვეთა, მერე დავიწყე მათი ფიზიკურად მომზადება, რაც ყოველთვის გვაკლდა - შტანგის 7 შეკრება გავიარეთ, კროსებს დავრბოდით, ვაკის კიბეებზე ვარბენინებდი, მანეჟში წრაფ-ძალოვან ვარჯიშებს ვასრულებდით.

ერთი სიტყვით, აქცენტი ფიზიკაზე გადავიტანეთ, რაც გვაკლია, თორემ ლეიბზე ასე თუ ისე ვარჯიშობენ. მაგალითად, მერმანიშვილი იმდენად ნიჭიერია, მითითება არ სჭირდება - სანამ შენ ეტყვი, იმან უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს. ძალიან კარგად აზროვნებს და ერთადერთი, მხოლოდ ფიზიკური მომზადება აკლია, ცოტა ზარმაცია. საერთოდ, ლეიბზე ვარჯიში ყველას უხარია, მაგრამ ფიზიკური - დილით ადრე ადგომა, სირბილი და ამგვარები ეზარებათ. იმავე მატიაშვილს პირველ დღეს სირბილი ისე გაუჭირდა, კუს ტბაზე ასვლისას გაჩერდა და ვეღარ მირბოდა, მაგრამ ლამის ძალით ავიყვანეთ, ახლა კი არბის, იქაც ტბას წრეს ურტყამს, კიდევ ვარჯიშობს და ჩამოდის. ეტყობათ კიდეც ასეთი მომზადება.

პრაღაში ლიდერი გუნდებიდან მხოლოდ აზერბაიჯანელები და რუსები არ ჩამოსულან, რაზეც ძალიან მწყდება გული - მინდოდა, მათთან შემემოწმებინა ბიჭები, სხვები კი ყველანი იყვნენ. აი, ასეთ ძლიერ გუნდებში ჩვენები ერთი თავით მაღლა იდგნენ. რომ ვუყურებდი, მიკვირდა და მიხაროდა - ამდენს თუ მოუმატებდნენ, არ მეგონა. ვფიქრობდი, რომ ფიზიკური მზადების შემდეგ ლეიბზე ცოტა შებოჭილები იქნებოდნენ, მაგრამ პირიქით.

- იქნებ არც იყოს გამართლებული ამაზე საუბარი, მაგრამ თქვენი აზრით, ამ ბიჭებიდან ვის შეუძლია დიდი ძიუდოს ჭიდაობა?

- შარშან ავთანდილ ჭრიკიშვილი გვყავდა, რომელიც ერთი ცალკე გუნდი იყო - სადაც წახვიდოდი, იცოდი, რომ შედეგი ექნებოდა. წლეულს ასეთი ტალანტი არ გვყავს, მაგრამ ვფიქრობ, შრომის ხარჯზე მივაღწევთ მას. მესაბლიშვილი და მერმანიშვილი სადაც წავიდნენ, ყველგან სედეგი ჰქონდათ. შავდათუაშვილსაც, მაგრამ მას ზედმეტი ვარჯიშისგან ჩავარდნები ჰქონდა - რომ ირბენდა, მერე მოვიდოდა, ლეიბზე მუშაობდა, არ ისვენებდა. ახლა დავულაგეთ სავარჯიშო გრაფიკიც და კარგადაც იასპარეზა. მერმანიშვილი ცოტა არასტანდარტულია, თორემ ძლიერია - მისი დონისა არავინ გვყავს გუნდში. ოღონდ რეჟიმს არ იცავს და ამაზე გვაქვს პრობლემები.

როგორც ყველა ნიჭიერი, ისიც რთული ხასიათისაა - ხან უნდა მოეფერო, ხან - დატუქსო და მეც ასე ვექცევი. გუნდიდანაც კი გავაგდე ერთხელ, თუმცა უკვე მივაღწიე რეჟიმის დაცვას. აქამდე ვარჯიშამდე 1 საათით ადრე მისი მწვრთნელი გურამ მოდებაძე ურეკავდა და აფრთხილებდა, დროულად მოსულიყო, მაგრამ ნახევარი საათით მაინც აგვიანებდა. ამიტომაც გავუშვი ვარჯიშიდან, მაგრამ მერე ვილაპარაკეთ და ვუთხარი, კარგი მოჭიდავე ხარ, მაგრამ სხვებიც გიყურებენ, შენი გულისთვის კი ნაკრებს ვერ დავშლი-მეთქი. მომცა პირობა, რომ გამოსწორდებოდა და ჯერჯერობით სიტყვას ასრულებს - ნახევარი საათით ადრე მოდის დარბაზში. საბედნიეროდ, სხვებთან არ მაქვს ასეთი პრობლემები.

- ევროპისთვის როგორი გეგმით მოემზადებით?

- ჩეხეთიდან დაბრუნების შემდეგ გუნდი 1 კვირით დავასვენე - იქ მხოლოდ 16 გრადუსი იყო ტემპერატურა და ახლავე რომ ვარჯიშზე მომეყვანა, არ ივარგებდა. ორშაბათამდე აკლიმატიზაციას გაივლიან, მერე მოვლენ დარბაზში, სადაც ორი დღე ვივარჯიშებთ, ოთხშაბათს კი ბაკურიანში წავალთ შეკრებაზე. იქ ფიზმომზადების შეკრებას გავივლით, ბოლოს კი დუშეთში ვივარჯიშებთ და იქიდანვე წავალთ ევროპაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• metro

რითი ხართ კმაყოფილი?((((((((((( ვიღაცამ რომ ვიღაცასთან თავისით წააგო,შესაძლო დისკვლიფიკაციებით,რომ გვჩაგრავენ თუ ათასი რაღაც ამგვარით?

[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - ზაალიშვილმა ოთხივე მეტოქეს იპონით მოუგო და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა

ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე