"ნაპოლის" ყოფილ ფეხბურთელს, ლორენცო ინსინიეს, "პარტენოეპის" რიგებში დაბრუნება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გამოცდილი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად თამაშს არ აპირებს.

გამოცემის ინფორმაციით, ლორენცოს გადაბირებით "ფიორენტინა" და "ლაციოც" ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, ინსინიე MLS-ის კლუბ "ტორონტოში" 2022 წელს, "ნაპოლიდან" გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში 32 წლის შემტევმა 31 მატჩში 10 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

ინსინიე "პარტენოპეის" ღირსებას 2010/2022 წლებში იცავდა და დღემდე ნეაპოლელი ქომაგების ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ ითვლება.

Walter White-ს
რა პრობლემა დაიწყო მაშინ? ბიჭი რუსული ჭაობიდან სერია ა-ში აღმოჩნდა და საუკეთესოც გახდა გუნდმაც 30 წლის მერე სკუდეტო მოიგო, ფული რა თქმა უნდა რუბინმა წაიღო.
zura222
სამაგიეროდ ზარია ვოროშილოვგრადი ხი არის ოკეანეე DDD
ოოჰ
და შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ის თანხა როგორ განაწილდა? ბიზნესია ეგ და კონფიდენციალური ინფორმაციაა.
gia
მაგაზე თქვეს, კონტრაქტი ისე იყო, რომ რამდენადაც გაიყიდებოდა უნდა მიეღო ეს ფული ჯუღელს. მცირე ნაწილი სიმბოლურად ბათუმს დაუტოვეს, ჯუღელმა ეს ქეში აიღო და წაუღო რუბინს (ალბათ საკომისიო დაიტოვა მსუყე), რადგან სანქცირებული იყო ამ დროს რუბინი და ვერ მისცემდა ოფიციალურად და გადარიცხვით.
სოსო
ამატაკის და ამატაკის-ს.არაფრის დამატება აღარ არის საჭირო.ძალიან სწორი,კარგი პოსტებია.
Walter White
მთელი ეს პრობლემა დაიწყო მაშინ,როცა ნეაპოლმა გადაუხადა ბათუმის "დინამოს" 10 მილიონი. არავის არ გაუგია სად და ვისთან წავიდა ეს თანხა. რამდენი წაიღო "რუბინმა", რამდენი მოსკოვის"ლოკომოტივმა", რამდენი მიიღო ჯუღელმა და რამდენი სხვადასხვა გარშემო მოტრიალე აფერისტმა. კონტაქტი კონტრაქტია, ეხლა მხოლოდ ემოციური წერა შეგვიძლია, რადგან თუ ჯუღელი და ხვიჩას მამა დათანხმდნენ,ეს მათი ან ბრალია ანდა "დინამოსთან" გარიგება მოხდა და რაღაც თანხა "ატკატით" აიღეს მოკლედ, არამარტო ხვიჩას , არამედ მთელ საქართველოს უნდა საბოლოოდ მოშორდნენ ეს ვითომ მოძველბიჭო,უვიცი, გაუნათლებელი ხეპრეები.
Zaria
"ნაპოლიც" ჭაობია, "აიაქსიც" კიდე? დადე სიბრძნეები
zura222
არ გაუჭირდება ! მთავარია იყიდონ და იქ აჩვენებს ყველას რაც შეუძლია და ეხლა რომ არ თამაშობს (ვერ კი არა არ) ძალიან სწორადაც იქცევა ! რატომ უნდა მოიკლასს თავი როცა ღრმა სკამზე მჯდომებსც მაგაზე გაცილებით დიდი ხელფასები აქვთ @ მე ვთვლი რომ უფრო უნდა მოუკლოს თამაშს და თუნდაც ამის გამო სკამზე დასვან მერე ის ფულისტი ლაურა აუცილებლად გაყიდის იფიქრებს დროზე გავყიდო თუნდაც 50 მილიონად სანამ მთლად არ ვგაუფასურდაო !
ამატაკი-ს
შენ გენაცვალე, რა ზუსტად დაწერე ყველაფერი ის, რისი თქმაც მე მსურდა! ახლახან მოვიძიე "ნაპოლი"-ს ფეხბურთელთა ხელფასები (ბოლო მდგომარეობით) და პირდაპირ გული დამეწვა - კვარა 18-ე ადგილზეა გუნდში! ბიჭმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა სკუდოტოს მოგებაში და ეს უვარგისი ჯუღელი, იმის ნაცვლად რომ სეზონის ბოლოს მისულიყო აფერისტ ლავრენტასთან ხელფასის განახლებაზე, გაიყუჩა და ახლაღა ამოიღო ხმა, როდესაც გუნდშიც ცუდი სიტუაციაა, ნაპოლიც კრიზისშია და ხვიჩაც არაა სათანადო ფორმაში. ამ დროს კი რა ხდება? ოსიმენმა მშვენიერი კონტრაქტი "დაირტყა", ელმასი წავიდა, პოლიტანო და კიდევ სხვები მიდიან (და რაც მთავარია, მათზე მოთხოვნაა), ხოლო ხვიჩას კლუბის უფროსობა, იტალიური პრესა და ქომაგები შედეგს სთხოვენ, მეტოქეები ფეხებში გამეტებით ურტყავენ და წონასწორობიდან გამოჰყავთ, ხოლო მისტერ "პერეგავორშჩიკი" იძახის, ყველაფერი მაგრადაა და გეგმის მიხედვით მიდისო. არადა, სინამდვილეში დე ლაურენტისი არც კადრულობს ჯუღელთან შეხვედრას (ყოველ შემთხვევაში, იტალიურმა პრესამ ასე დაწერა). ვსვამ ლოგიკურ კითხვებს: ნუთუ ამ კომენტარებს, ხვიჩა თუ არა ხვიჩას ვინმე ახლობელი არ კითხულობს?! ნუთუ არ შეიძლება, მივიდეს მამამისთან და უთხრას, რომ ხვიჩას სჭირდება ეფექტური აგენტი?! ბოლოსდაბოლოს, დარჩეს ეს ჯუღელი მამამისის ძმაკაცად და წილიც მისცენ თუ საჭიროა, ოღონდ კი ჩვენს ოქროს ბიჭს შეეშვას! წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ რომ "ნაპოლი"-ს თუ სეზონი ჩაუვარდა ანუ ევროთასებზე ვერ გავიდა, გუნდი მთლიანად დაიცლება წამყვანი ფეხბურთელებისგან, ხოლო კვარას წასვლა გახდება დიდი პრობლემა - როგორც მაღალი გასაყიდი ფასის, ისე გრანდების მხრიდან ინტერესის დეფიციტის გამო (ვგულისხმობ მის ახლანდელ ფორმას, თორემ მისი დონე ვიცით)
გენადი
ასეთი თამაშით,ამდენი მინუსით გაუჭირდება რომელიმე გრანდში თამაში.
გიო
არსენასა გავს---ვენაცვალე ჯიგარში
zura222
ნეტავ მართლა დაბრუნდეს ! მერე ნაღდად გაყიდიან კვარას და მოშორდება იმ ჭაობს !
ამატაკი
აქამდე მქონდა იმედი, რომ ჯუღელი ოდესმე რაიმე ადექვატურს იტყოდა. ბოლო ინტერვიუ ამის იმედს აღარ იძლევა. ეს კაცი კიდევ ძველ ბაქი-ბუქს, არაფისმთქმელ ცარიელ სიტყვებს აწვება. ნახეთ რუის და პოლიტანოს აგენტების მოქმედებები, არაფერს ვამბობ ოსიმენის აგენტზე. მათ მუშაობას ჰქვია აგენტის შრომა. ამას რა ქვია, იქნებ ვინმემ გვითხრათ. ნახეთ ჯუღელის კომენტარები რუბინში გატარებულ ბოლო პერიოდზე. იძახდა ხვიჩა, მამა და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, ყველაფერი კარგად მიდისო. ეს მაშინ, როცა მართლაც ერთერთი უმძიმესი პერიოდი ედგა. ევროპაში შეუმდგარი ტრანსფერების მთელი სერიალები დაიდგა. მაშინ უკრაინის ომმა ფაქტიურად სულზე მოგვისწრო, ამხელა ტალანტი ლამის ჩაკარგვის პირას იყო მისული. რუბინის სკამზე აღმოჩნდა და პრესა იძახდა მორჩა მისი თამაში, მცველებმა შეისწავლეს და ვერაფერს ახალს ვეღარ აჩვენებსო. იქნებ ვინმემ თქვას რომ არ იყო ასე? რაც შეეხება ნაპოლიში ტრანსფერს, იტალიელები ბევრზე მიუთითებენ, აგენტის გარდა. ლაურენტისმა ისიც თქვა, ჯუნტოლი არაფერ შუაშია, ყველაფერი ჩემმა შვილმა მოაგვარაო. ინტერვიუში ჯუღელი ამბობს, აი მამას კითხეთ თუ სიმართლეს არ ვამბობო. თითქოს არასრულწლოვან მოზარდზე იყოს საუბარი და არა ევროპის დონეზე უკვე შემდგარ ვარსკვლავზე. მართალია ყველა მამას შვილისთვის საუკეთესო გვინდა, მაგრამ გამოგვდის კი ყოველთვის უტყუარად საუკეთესო? და ბოლოს, სანამ ფანები და პრესა კეთილგანწყობილია, მაშინ უნდა დაფიქსირდეს ღიად, რომ არ შეიძლება მოთხოვო ფეხბურთელს გუნდის ლიდერობა, უმაღლესი კლასის დემონსტრირება, თავდადება და ანაზღაურებას უტოვებდე სერიაში ახალბედა სათადარიგოების დონეზე. რასაც მისი თამაშის შესწავლა დაარქვეს, სინამდვილეში მისი წინააღმდეგ უხეში, პირველივე წუთებიდან ბარათის ზღვარზე თამაშია .ცუდის გაფიქრებაც კი არ მინდა, მაგრამ საქმეზე მისახედია დროულად. წყალობდეს ხვიჩას უფალი, წარმატებასა და მსოფლიო ათეულს ვუსურვებ!
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
ინსინიემ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ, "კვარას" გაუფრთხილდით" - ინსინიემ "ნაპოლის" ქომაგებს მიმართა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში