ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ოფიციალურად: საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად: საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სერბი სპეციალისტი ალეკსანდარ ძიკიჩი გაწვრთნის. 52 წლის სპეციალისტმა, რომელიც 2023 წლის ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონიც იერუსალიმის ჰაპოელში დაიწყო, ებრაული კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა და ის მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2015 წლიდან მუშაობის შემდეგ, გასული მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად, ბერძენ სპეციალისტს, ილიას ზუროსს, მეორე ვადით გაგრძელებული კონტრაქტი ამოეწურა და სექტემბრიდან ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური იყო.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ალეკსანდარ ძიკიჩთან რამდენიმეთვიან მოლაპარაკებას აწარმოებდა, რა პერიოდშიც არაერთი დეტალი შეთანხმდა და დაკორექტირდა. საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენი ნაკრების ინტერესების შესაბამისად გადაწყდა და იერუსალიმის ჰაპოელთან დაშორების შემდეგ სერბმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრები ჩაიბარა.

კონტრაქტი მომავალი, 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული: მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირს და რაღა თქმა უნდა, ევრობასკეტის ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებენ. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში შეიკრიბება, რათა 2025 წლის ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის მოემზადოს, რომლებსაც 23 თებერვალს ნესტვედში დანიასთან და 26-ში თბილისში სერბეთთან გამართავს.

მიუხედავად არცთუ დიდი ასაკისა, ძიკიჩი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია. მისი კარიერა 1991 წელს, 20 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 1994 წლიდან ის პროფესიონალი მწვრთნელია. ბელგრადის "პარტიზანში" მთავარი მწვრთნელების (ნენად ტრაიკოვიჩი, დარკო რუსო, დუშკო ვუიოსევიჩი) ასისტენტად 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2005 წელს, ალეკსანდარ ძიკიჩი ნბა-ში გადავიდა და "მინესოტა ტიმბერვულვზში" დუეინ კეისის ასისტენტი გახდა. ძიკიჩი გახდა მეორე ევროპელი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვის შემდეგ, რომელმაც ნბა-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიცია დაიკავა.

"მინესოტაში" 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2008 წელს, ალეკსანდარ ძიკიჩი ევროპაში დაბრუნდა და ლიუბლიანის "ოლიმპიას" მთავარი მწვრთნელი გახდა. ალეკსანდარ ძიკიჩმა სლოვენიის ჩემპიონობა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო - ორჯერ "ოლიმპიაში", ხოლო შემდეგ კიდევ ორჯერ - ნოვო მესტოს კრკა-ში. ძიკიჩის გაწვრთნილი გუნდები სხვადასხვა წელს გამხდარან ადრიატიკის ლიგისა და მონტენეგროს ჩემპიონატის გამარჯვებულები, სლოვენიისა და ისრაელის თასის მფლობელები, ხოლო 2011 წელს მისმა გაწვრთნილმა კრკა-მ ფიბას ევროჩელენჯის თასი მოიგო. გასულ, 2022-2023 წლების სეზონში, ძიკიჩის წინამძღოლობით ჰაპოელმა ფიბას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც გერმანულ "ტელეკომთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

სერბი სპეციალისტი სხვადასხვა წელს წვრთნიდა ლიეტუვოს "რიტასს" (ლიეტუვა), "პარტიზანს" (სერბეთი), "ბუდუჩნოსტს" (მონტენეგრო), "ესტუდიანტესს" (ესპანეთი) და ჰაპოელს (ისრაელი). სანაკრებო დონეზე ძიკიჩს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები (2014-2015) გაუწვრთნია, ხოლო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ალეკსანდარ ძიკიჩის ასისტენტები ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი იქნებიან, რომლებიც ამ პოზიციაზე ჩვენს ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსთან ერთად ბოლო წლებში მუშაობდნენ. ბოისა საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე "რუსთავის" მთავარი მწვრთნელია, ხოლო მარკოიშვილი ევროლიგის კლუბ "მონაკოში" - საშა ობრადოვიჩის ასისტენტი.

GBF

• ჯუბო

ისე გესმის კალათბურთი როგორც მე კიორლინგი

• Iverson

აქ აქცენტი იმაზე კეთდება, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა-რუსული მენტალიტეტი მეფობს. და ამათ ხელში ჩვენ ევროკავშირში გვინდა შესვლა. აი ეს არის ტრაგედია. ბოისას რაც შეეხება, როცა კალათბურთელი იყო და ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა, არ შავდებოდა ამით? მასზე გაცილებით კარგი კალათბურთელები შეკრებაზეც კი არ მიყავდათ. ე.ი. იმ კალათბურთელების ნაცვლად, რომლებსაც მართლა შეეძლოთ სარგებლობა მოეტანათ ნაკრებისთვის, ან ელემენტარულად გამოცდილება მაინც მიეღოთ, აი ამ ჩვარს ათამაშებდნენ. ასეთი უარყოფითი სელექციის შედეგია ის, რომ საშუალო დონის გამთამაშებელი დღემდე არ გვყავს. იგივე შეიძლება ითქვას ზუსტად 'მწვრთნელ' ბოისაზეც. და ყველაზე დიდი ტრაგედია რაა იცი, რომ შენნაირი ხალხი არსებობს ქვეყანაში, რომლებიც პირადი გამორჩენის ან სხვა რაღაც მიზეზების გამო, ამას ამართლებს ან თვალს ხუჭავს.

• Iverson

ბოისა რას აშავებს ეგ ხო არ დააყენებინებს სასტავს, ასისტენტად რა მოხდა. თან ეგ ისეთი "მძიმე წონაა" არა მგონია ვინმეს სასტავი დააყენებინოს ან რამე გააკეთებინოს. ეგ იქნება უპირობო დიქტატორი სანიოლივით ჩვარი კი არაა

• მერაბი

ზუროსის შედეგს სავარაიდოდ ვერ მიათწევს, მსოფლიოს 16 საუკეთესოში გასვლა ალბათ, ფიდხსნს მიუთწეველი იქნება, მაგრამ კარგი მწვრთნელია. თანაშრმწედ ბოისას თუ დატოვებს, ძალიან წაადგება.საქმეში ჩახედულიც არის და გუნდში ავტორიტეტი აქვს. დთეისაყვის საქატყველოში უკეთესი კანდიდატურა არ არის.

• ადამიანი

ბოსას თვალები აქვს დაბინდული საერთოდ.რა უნდა მწვრთნელად ან ნაკრებში საერთოდ მაგას მაგრამ ძმა ყავს ფედერაციაში და მეგობრები ერთად გაზრდილები.მერე იტყვიან რატო გარბიან საქართველოდან საერთოდ. ვინც არ უნდა ჩამოიყვანონ რითი გვინდა ფონს გასვლა? კითხეთ ბოისას საქართველოში ან მის გარეთ ვინ გვყავს 20 წლამდელებში ან 18 წლამდელებში რომლებმაც ბ ლიგაზე 13 18 ადგილებზე გავიდნენ.მომავალი თაობა მოკლეს ზოგიერთებმა იმიტომ რომ თავისზე უკეთესი არ გაუხარდებათ მაგრამ მაინც მოდიან მათზე 1000 ჯერ უკეთესები.

• rr

მარაზმი გრძელედება. გიხაროდენ, ბოისა დაგვებედა საახალწლოდ.

• Bs

და გამთამაშებელი მაღალი დონის!

• ხვიჩა

ჯიკიჩის მთავარი პირობა ყოფილა ბოისა დამინიშნეთ ასისტენტად, მაგის იმედი მაქვსო, თორემ საერთოდ არ გამოვიხედავ საქართველოსკენო

• ხვიჩა

ძმა მუშაობდეს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად და შენც იქნებოდი ნაკრების ხელმძღვანელობაში )))))

• Lasha

Es boisa latareashi gvergo moashoret nakrebs muqtaxorebi geyofat raaa

• Gia

Boisa sanamde unda atriot?boisa gzebs tu aswavlis anu gidad tu gamoadgeba.kai xinkali, mwvadi da xachapuris adgilebs tu aswavlis.xizanam fexburti mainc I tamasha da boisam ra qna icis vinmem?

• suxumchanin

იგივე ხდება რაც ფეხბურთში მწვრთნელი მოდის სტაფის გარეშე, ფაქტიურად ბოისა და მარკოიშვილი გადაწყვეტენ ყველაფერს და ძიკიჩიც ბუტაფორია იქნება როგირც სანიოლი

• გიო

ჯიკიჩი არის სწორი, "ჯ" და არა "ძ". სხვა დროს, გთხოვთ გაასწოროთ.

• რიგითი

მწვრთნელი აშკარად პროფესიონალი და გამოცდილია.. აი ბოისასი კი ვერ გავიგე “მოგებული” აქ ნაკრებთან ერთად ყოფნა… ზუსტად რო “ ყოფნა” და არა მუშაობა.. მოთამაშე იყო და ტყუილად იყო იქ , ასისტენტი იყო და იქაც ტყუილა.. რა მაფიაა??

• ხვიჩა

მწვრთნელმა თავისი სტაფი თვითონ არ უნდა დააკომპლექტოს? ფედერაცია რატო უნიშნავს ასისტენტებად თავის ხალხს, ნაკრების დაკომპლექტებაში ცხვირი რომ ჩაყონ?

• ჯარისკაცი

კარგია, თუ კარგია! ახლა გვინდა ძლიერი ნატურალიზებული გამთამაშებელი, ჯერ რომ არ გვყოლია ისეთი

• Master

აშკარად დაგვიანდა მწვრთნელის დანიშვნა.სივი აშკარად კარგი აქვს.ამ ეტაპზე მთავარია დანიასთან არ ჩავაგდოთ თამაში,თორემ თუ დანიასთან ერთ მატჩში მაინც დაგვიცდა ფეხი,ევრობასკეტზე გასვლა გაგვირთულდება.ვაღიაროთ რომ ოლომპიადის საკვალიფიკაციოზე არ ვართ ფავორიტები,თუმცა თუ ზაფხულს ასეთ ფორმაში შეხვდენენ შენგელია,ბითაძე და მამუკელაშვილი ყველაფერი შეიძლება ახალ მწვრთნელთან ერთად ახალი შემართებით.მთავარი მაინც ევრობასკეტია...წარმატებები.

• ეეე

აუფ ამას ისეთი მხარ ბეჭი აქ სადილად ბუღა კამეჩი არ ეყოფა.DDDD

• tngh

ნაკრებს რთული პერიოდი აქვს... თაობის ცვლის. წარმატებებს ვუსურვებ!!!

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება

ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი

"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა