ამერიკის ქალაქ კარლსბადში პირველი წრის მატჩები დასრულდა და პარალელურად მეორე წრე დაიწყო
ამერიკის ქალაქ კარლსბადში პირველი წრის მატჩები დასრულდა და პარალელურად მეორე წრე დაიწყო. სატურნირო ბადეში ერთადერთ ჩოგბურთელის ვხედავთ, ვისაც ეს ტურნირი ადრე მოუგია. ეს გახლავთ იაპონელი ვეტერანი კიმიკო დატე - მან აქ შორეულ 1996 წელს მოიპოვა მთავარი პრიზი. მაშინ აზიელმა კარლსბადში ისეთი სახელოვანი ჩოგბურთელები დაამარცხა, როგორებიც იყვნენ - გაბრიელა საბატინი, კონჩიტა მარტინესი და არანჩა სანჩეს-ვიკარიო.

ვინც იცის, იქნებ 40 წელს გადაცილებულ იაპონელს ამჯერადაც გაუმართლოს. ამისთვის მან პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა - პირველ წრეში დაამარცხა არგენტინელი ხისელა დულკო, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან დულკოს გასულ კვირას ქორწილი ჰქონდა და ტურნირისთვის მოსამზადებლად ნამდვილად არ ეცალა.

ამ დღეს ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება საბინ ლისიცკიმ მოიპოვა. გერმანელმა 52 წუთში გაანადგურა უნგრელი გრეტა არნი. მართალია, ლისიცკის მოწოდება არ წაუვიდა, სამაგიეროდ, ხუთიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ამით აიცილა თავიდან ზედმეტი გართულებები.

რუმინელმა სიმონა ჰალეპმა ტამირა პაჩეკს პირველი სეტი "მშრალი" ანგარიშით მოუგო, მაგრამ მაინც მოახერხა წაგება, არადა, საერთო ჯამში მეტოქეზე 16 ქულით მეტი მიითვალა. კარგი მატჩი ჩაატარა მარია კირილენკომ, რომელმაც ორ სეტში მოუგო რებეკა მარინოს - რუსმა საათისა და 18 წუთის განმავლობაში ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა კანადელს. ასევე აღვნიშნავთ მარინა ერაკოვიჩის გამარჯვებას ელენა ვესნინაზე. ამ უკანასკნელმა ათი ბრეიკ-პოინტი გაატანა ქარს და მხოლოდ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება.

გაიმართა მეორე წრის სამი მატჩი და სამივე ფავორიტმა გაიმარჯვა. აგნიეშკა რადვანსკამ პირველი სეტის "მშრალი" ანგარიშით მოგებით მიანიშნა ელენა ბალტაჩას, რომ მას შანსი არ ჰქონდა. ვერა ზვონარევამ ჯილ კრეიბასის წინააღმდეგ ოთხივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია. რაც შეეხება ტურნირის მეორე ნომერს ანდრეა პეტკოვიჩს, მან საათსა და 17 წუთში მასპინძელი ალექსა გლეტჩი გაანადგურა. თუმცა გერმანელმა ორჯერ მოასწრო საკუთარი მოწოდების წაგება, საპასუხოდ კი ოთხი ბრეიკი მიითვალა.

საინტერესო ამბავი შეემთხვა სერბ ბოიანა იოვანოვსკის, რომელმაც კინაღამ დააგვიანა რობერტა ვინჩისთან პირველი წრის მატჩზე. როგორც აღმოჩნდა, ამერიკაში ორი კარლსბადი არსებობს. ტურნირი კალიფორნიის შტატში იმართება, მაგრამ ასეთივე სახელის ქალაქი ყოფილა ნიუ მექსიკოს შტატში და სწორედ იქ ჩაფრინდა იოვანოვსკი.

19 წლის ჩოგბურთელი თითქმის ცარიელ აეროპორტში 15 წუთი ელოდა მისთვის განკუთვნილ სპეციალურ ავტობუსს, რის შემდეგაც ტურნირის ორგანიზატორებს დაურეკა და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა ეს გაუგებრობა.

სერბმა მაინც მიასწრო პირველი წრის მატჩს, რომელშიც მან სამ სეტში წააგო იტალიელ რობერტა ვინჩისთან - 6:3, 4:6, 1:6.

WTA

Mercury Insurance Open

კარლსბადი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

I წრე

კიმიკო დატე (იაპ)-ხისელა დულკო (არგ) 7:5, 6:0; აიუმი მორიტა (იაპ)-ელენა დოკიჩი (ავსტრა) 6:1, 4:6, 7:5; ტამირა პაჩეკი (ავსტრია)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 0:6, 6:4, 7:5; ფლავია პენეტა (იტა)-ალბერტა ბრიანტი (იტა) 6:1, 2:6, 2:6; მარია კირილენკო (რუს)-რებეკა მარინო (კან) 6:3, 6:2; სარა ერანი (იტა)-სანია მირზა (ინდ) 6:2, 6:3; ოლგა გოვორცოვა (ბლრ)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრა) 6:7, 6:2, 3:6; მარინა ერაკოვიჩი (ზელ)-ელენა ვესნინა (რუს) 6:1, 6:2; საბინ ლისიცკი (გერ)-გრეტა არნი (უნგ) 6:0, 6:2; ბარბორა სტრიკოვა (ჩეხ)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 6:4, 1:6, 7:5; შუაი ჟენგი (ჩინ)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 4:6, 2:6; იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა)-ალა კუდრიავცევა (რუს) 3:6, 2:6.

II წრე

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ)-ელენა ბალტაჩა (ბრიტ) 6:0, 7:6; ვერა ზვონარევა (რუს)-ჯილ კრეიბასი (აშშ) 6:4, 7:5; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ)-ალექსა გლეტჩი (აშშ) 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა