ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უსახური "ნაპოლი" "ტორინოსთან" განადგურდა და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა [VIDEO]

უსახური "ნაპოლი" "ტორინოსთან" განადგურდა და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა [VIDEO]

სერია A- ს მე-19 ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ტორინოსთან“ 0:3 დამარცხდა.

დებიუტში ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები არ იქმნებოდა, სტუმრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ, პირველი შანსი მასპინძლებს მიეცათ, მაგრამ ვლაშიჩმა 21-ე წუთზე მიზანს ვერ უწია. შემდეგ შესანიშნავი შანსი „ნაპოლის“ ჰქონდა, როდესაც რასპადორის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩმა მოიგერია. უნდა აღინიშნოს, რომ ტურინელები უკეთ გამოიყურებოდნენ, მეტოქის გარემარბები კვარაცხელია და პოლიტანო განეიტრალებული ჰყავდათ, შეტევაშიც უფრო აგრესიულად მოქმედებდნენ და სანაბრიამ გოლინის კარი დალაშქრა.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული „ნაპოლის“ ახალწვეული მცველი მაცოკი მსაჯმა უხეშობისთვის გააძევა, ცოტა ხანში გოლინის ვლაშიჩმა გაუტანა და მაცარის გუნდის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მერე სანაბრიამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო ბონჯორნომ მესამე გაიტანა. 76-ე წუთზე „ტორინოში“ შეცვლაზე საზონოვი შევიდა. კაცნაკლული „ნაპოლი“ იერიშზე გადავიდა, ხვიჩას გატანა მეკარემ არ დაანება და შეხვედრა 3:0 დასრულდა.

„ნაპოლი“ 28 ქულით მეცხრე ადგილზეა და 13 იანვარს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. „ტორინო“ კი 27 ქულით მეათე პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას იმავე დღეს გასვლაზე „ჯენოასთან“ ჩაატარებს.

ტორინო. „ოლიმპიკო დი ტორინო“

ტორინო - ნაპოლი 3:0

გოლები: 1:0 სანაბრია (43), 2:0 ვლაშიჩი 52), 3:0 ბონჯორნო (66)

გაძევება: მაცოკი (49, ნაპოლი)

• ძალიანაც კარგი

როცა არ გიფასებენ შრომას, ასეა. ითამაშოს და მოიგოს ოსიმენმა. ხო დაუფასეს და მოუმატეს ხელფასი. ხოდა მოიგოს ოსიმენმა

• WAlter-s

რაო სანაიან მიმდევარო

• დიმა

როდესაც ნაპოლის წინააღმდეგ შეთქმულებას, სისულელე ვუწოდე, დამესივნენ. ხვიჩაზე ვთქვი,რომ შარშანდელი აჩრდილია, დამესივნენ. გული მტკივა ამ ნიჭიერ ბიჭზე და ამიტომ ვწერ.რაღაც უნდა შეცვალოს.

• ირაკლი

რავიცი ჯუღელს ვუყურე გუშინ და ლამის უკეთესად თამაშობსო ვიდრე წინა სეზონში, ვისაც ესმის დაინახავსო. მთელი იტალია წერს რომ ჩავარდნა აქვს, ესენი პირიქით ამტკიცებენ, ვის დავუჯეროთ?! ფაქტია, სახეზეც ეტყობა როგორი ჩამქრალი თვალებით თამაშობს, კი გუნდსაც უჭირს, მაგრამ ლიდერის თვისებები აკლია აშკარად. ზაფხულში რომ ვწერდი, თავისივე კუმირების დონეზე რომ ავიდეს სტაბილურობა უ და აჩვენოს, მომახტდნენ ვაი პატრიოტები, გშურსო. მშურს კი არა, ამ ჩაკეტილი წრიდან უნდა გამოვიდეს რამენაირად, ისევ ბაზაზე გადასახლდეს და მეტი ივარჯიშოს, 37 წლის რონალდო დღესაც პირველი მიდის და ბოლო მოდის ვარჯიშებიდან, მაგასაც ყავს ოჯახი, მაგრამ ასეთი ლეველი თუ გინდა რაღაცეებზე უარი უნდა თქვა! მარტი ძალიან მალე მოვა...

• აზრი

ოსიჰმენ ნ 1 არა ზამშის … კვარა არის და იქნება ნ 1 ყოველთვის. მთელი გუნდი მოშლილია ვერ ხედავთ, მარტო კვარამ რა უნდა ქნას როცა გუნდი გუნდს არ გავს. ასეთ დროს სჭირდება გვერდში დგომა კვარას თორემ გოლების შეყრას რომ დაიწყებს კი ვიცით მერე თქვენი ამბავი

• არტ

გუნდი დემორალიზებულია, ასეთ დროს ძნელია ცალკე აღებულმა ერთმა ფეხბურთელმა მაგარი თამაში აჩვენოს. ხვიჩა უკვე ვარსკვლავია და ტოპ ფეხბურთელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მარტლა მარადონაა. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს მისი მხოლოდ მეორე სეზონია უმაღლეს დონეზე. გასაკვირი არაა რომ ხვიჩაც იმ თამაშს ვერ აჩვენებს რაც შეუძლია. წინა თამაშებში ლამის მარტო ეგ ცდილობდა რაღაცის შეცვლას,შედეგად უმოწყალოდ ურტყამდნენ ფეხებში. ეხლა ისე ჩანს, რომ მანაც ხელი ჩაიქნია. ნაპოლის დაცვაში და ნახევარდაცვაშიც ყავს ფეხბურთელები საყიდელი, და გუნდური თამაში დასალაგებელი. ლაურენტისს მოუწევს საქმეს მიხედოს.

• არტ

გუნდი დემორალიზებულია, ასეთ დროს ძნელია ცალკე აღებულმა ერთმა ფეხბურთელმა მაგარი თამაში აჩვენოს. ხვიჩა უკვე ვარსკვლავია და ტოპ ფეხბურთელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მარტლა მარადონაა. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს მისი მხოლოდ მეორე სეზონია უმაღლეს დონეზე. გასაკვირი არაა რომ ხვიჩაც იმ თამაშს ვერ აჩვენებს რაც შეუძლია. წინა თამაშებში ლამის მარტო ეგ ცდილობდა რაღაცის შეცვლას,შედეგად უმოწყალოდ ურტყამდნენ ფეხებში. ეხლა ისე ჩანს, რომ მანაც ხელი ჩაიქნია. ნაპოლის დაცვაში და ნახევარდაცვაშიც ყავს ფეხბურთელები საყიდელი, და გუნდური თამაში დასალაგებელი. ლაურენტისს მოუწევს საქმეს მიხედოს.

• სტატუს ქუო

უკვე აღარ ვუყურებ ნაპოლის თამაშებს.

• ნაპოლეონი

გაუმარჯოს ლევ ბრონშტეინს

• GEO

სავსებით გეთანხმებით. თუმცა ვფიქრობ, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ, გუნდი მოშვებულია და რაც მთავარია ეგოიზმია ფეხბურთელებში გავრცელებული. რაც ჩქარა წავლენ (ზელინსკი, ლობოტკა, პოლიტანო, რუი, ხესუსი) მით უკეთესი იქნება ხვიჩასთვის. თუ დააკვირდით ამ მატჩში, ერთ-ერთ მომენტში, ზელინსკი შემოტრიალდა მარცხნივ დაინახა თავისუფალი ხვიჩა, ფეხიც აწია პასის გასაკეთებლად, მაგრამ თითქოს სპეციალურად გადაიფიქრა და ისევ პოლიტანოს მხარეს გადაიტანა თამაში. ესევე იქცეოდა ლობოტკაც. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ გუნდი იგნორირებას უკეთებს ხვიჩას. ანგისა და ოსისთან უფრო შერწყმულად თამაშობს, ვიდრე ამათთან. კიდევ იყო მომენტი. ჯარიმა მარცხნიდან, ხვიჩას "კრაიდან". ხვიჩამ დადო ბურთი და დასარტყმელად ემზადებოდა, რომ უცბად პოლიტანო გამოიქცა თავისი ფლანგიდან და დადგა ბურთთან და ხვიცას უთხრა რომ მე ჩავაწვდიო და ჩააწოდა კიდეც. მატჩის მომენტებში იკითხება ურთიერთობები. ხვიჩა ძალიან ალალი ფეხბურთელია და ჯერ კიდევ შეიძლება თავისი ასაკიდან გამომდინარე ვერ ხვდება ამ "სტარიკების" "შპილკებს". კვარა უძლიერესია, უბრალოდ მეცოდება როგორ იტანჯება და სხვა ფეხბურთს ათამაშებს მას ნაპოლი. ხვიჩამ თავისი სათქმელი ნაპოლიში თქვა და მისთვის აუცილებელია გრანდში გადასვლა, სადაც მას დაფასება და წინსვლა ექნება. წარმატებები საქართველოს სათაყვანებელ კაცს და ამომავალ ვარსკვლავს!

• სკარო

ჯუნტოლიც გაუშვეს კრახაბორებმა და წუწურაქებმა

• სოსო

სეზონის ბოლოს,ნაპოლი ისეთ ზარალას ნახავს,რომ დე ლაურენტისი,იძულებული გახდება,ფეხბურთელები გაყიდოს.ფეხბურთელებს,თავის დაღწევის სხვა შანსი არა აქვთ და მგონი სწორედ ამას და ამიტომ აკეთებენ.ნახევარი გუნდი მოატყუა,სულში ჩააფურთხა და აღარც ისინი დაინდობენ.

• შორს ჯუღელი კვარასგან

არგუტიმ დადო ისეთი კომენტარი ვეთანხმები სრულად.მაგრამ 2 ლაიქი კი მაგრამ 2 დისლაიქი რას ნიშნავს,ხომ არ ჩამოკარით( აზროვნებთ საერთოდ)

• სკარო

აგენტად სულაც მესი რო დაუდგეს მაგ გუნდში უკვე არაფერი გამოვა და სწორადაც უმატებენ ოსიმენს ხელფასს. ჩანს რო მის გარეშე არაფერი გამოდის.

• არგუტი

საოცარია პირდაპირ,--გუნდს მარცხი მარცხზე მოსდიოდეს და ხელმძღვანელობა არაფერს ცვლიდეს.ხვიჩა,რომ ნიჭიერია და კარგი საფეხბურთო მონაცემები აქვს უდავოა.მიუხედავად იმისა რომ გუნდიდან წავიდა კიმი და ლოზანო,ჩემპიონ გუნდს მაინც მეტი განსწავლულობით თამაში მოეთხოვება.როგორც გვახსოვს კრიზისი გასული სეზონის მეორე ნახევრიდან,სპალეტის დროს დაიწყო და დღემდე აგრძელებდა ვარდნას და აჰა,ფსკერიც.საკითხავია რატომ ვერ შეძლეს ვარდნის შეჩერება.ერთი მიზეზის დასახელება ალბათ არ იქნება სწორი.პრობლემა კომპლექსურია და კომპლექსურად უნდა მიდგომა.დავიწყოთ იმით,რომ გუნდს სჭირდებოდა გვარიანი გადახალისება და გაძლიერება.მეორე:სერია ა-ს ჩემპიონ გუნდს სჭირდებოდა მაღალ კვალიფიციური სპეციალისტი დამრიგებლად.მესამე:შესაცვლელი იყო და გასამრავალფეროვნები სათამაშო ტაქტიკური სქემები.სათამაშო ამპლუების შეცვლები ზოგიერთი ფეხბურთელისათვის.არცერთი არ მოხდა და შედეგიც შესაბამისი დაიდო.რაც შეეხება ცალკე ხვიჩას,მე მიმაჩნია ,რომ კარგ გუნდში ,კარგი პარტნიორებისა და კარგი დამრიგებლის ხელში ის ისევ იკაშკაშებდა ,როგორც შარშან შემოდგომაზე.მიმაჩნია,რომ მან ხშირად უნდა იცვალოს ფლანგები.მარჯვენა მხარეს ის შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი გამოჩენილიყო.მისი მუშა ფეხი ხომ მარჯვენაა.არ არის აუცილებელი ყოველ ჯერზე ცენტრისკენ შეიწიო და კარში დაარტყა.ფლანგის გარღვევა და იქედან "ოტხადიაში" ჩაწოდების გაკეთება თერთმეტმეტრიანი ნიშნულის მიდამოებში უამრავ საგოლე მომენტს შეუქმნიდა პარტნიორებს .მესხს ბევრი გოლი არ გაქონდა მაგრამ მისი ზუსტი ჩაწოდებებით უამრავი მნიშვნელოვანი გოლი გასულა და მისი საქვეყნო აღიარებაც აქედან მოდიოდა.ხვიჩას აგრეთვე ვურჩევდი მარცხენა ფეხით თამაშის გაუმჯობესებას.[ბოლო რამოდენიმე მომენტი სწორედ ცუდი მარცხენას გამო გაანიავა].

• ფორცა იუვე

• ვახო

მართლა გააგებინეთ ვინმემ ხვიჩას რომ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება.. დაივიწყოს ხელფასი. ჯერ რა გააკეტა პრეტენზიებისათვის? ძალიან ცოტა. და საერთოდ უსახური გუნდიო რაც მართალია.. ხოდა ამ გუნდის ფონზე შედეგი თუ არა ჯიგარი დადე და უფრო გამოჩნდები.. საჯარიმოს ხაზიდან ერტი შეხებით 20 მეტრით უკან რომ აბრუნებ ბურთს ეს რა არის? მიიღე ზურგით იბრძოლე იქნებ ჯარიმა აიკიდო.. ასე მოედანზე უკმაყოფილო სახით ფარფატი ცუდი საყურებელია..

• მახო

თაფლობის თვე გაუგრძელდა.

• დავით 67

უსახური თამაშიო რომ ამბობთ, 11 10 ზე თამაშობდა გუნდი და რას იზავდნენ? არავინ ამბობს მთავარ მიზეზს კონკრეტულად ამ მატჩში, მაცოკი არის თუ ვინცაა რომ გუნდი დააღალატა. ამათმაც სცადეს შეტევაზე გადასვლა, რომ გაეთანაბრებინათ ანგარიში,რაც ლოგიკურია. მერე მიჰყვა დომინოს პრინციპით მეორე და მესამე გოლები.ესეც ლოგიკურია.

• დავით 67

ვინმემ შეიტანა ეჭვი იმაში რომ დაუმსახურებლად გახდა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი????? შენ ეხლა თქვი , თორემ ადრე დავით აღმაშენებელი გვყავდა ქართველებს და დღეს ვინც გვყავს ყველა ვხედავთ. თუმცა ყველა ვერ ხედავს

• giorgi 3

რომ მიიღო ბურთი , ხომ დახია ყველაფერი

• OsimheN1

ყველაზე დიდი ცირკი ისაა, რომ ხალხი რომელიც თავიდანვე მიხვდა კვარაცხელიას თავისუფალ ვარდნას, უამრავ ნეგატიურ გამოხმაურებას იღებდა 'ფანებისგან' და ახლა ეს 'ფანები' თვითონ რომ იძახიან იგივეს, სინდისი საერთოდ არ აწუხებთ - ბოდიშის მოხდაზე ხომ ზედმეტია საუბარი.. 'საოცარი' ბარტყობა აქვს ინტერნეტის პირველი სიოს..

• მამუკა

მასწავლებელი ბავშვს კუთხეში რო დააყენებს და თავჩაქინდრული რომ დგას აი ისე იდგნენ ტრიბუნასთან გულშემატკივრების წინ, თუ აგებთ ცოტა ვაჟკაცურად მაინც წააგეთ, ამათ მგონი აღარც ჯიგარი აქვთ და აღარც შემართება, ყველასთან წააგეს ვისაც კი შეხვდნენ.

• Walter White

აი აქ რომ კომენტარებს დებენ - პასს არ აძლევენ,მაინც ყველას სჯობია და რადგან მესიმ ხელი ჩამოართვა აწი ყველაფერი იქნება...აი ასეთი უმრავლესობის ხელში რომ არის საქართველო , ამიტომაც გვაქვს ასე დანძრეული და არაფერი კარგი წინ არ გველის. ფეხბურთი ( ჭადრაკისგან განსხვავებით) სულ აქტიური თამაშის 10-12 წელს შეიცავს( კი არის გამონაკლისები მესის და რონალდოს მეთაურობით, მაგრამ ძალიან იშვიათად). თუ კვარაცხელია ასეთი თამაშით და ასეთ კლუბში ფიქრობს რომ რაიმე კარგი პერსპექტივა ელის,მაშ ძალიან ცდება. ჯუღელიც უნდა მოიკვეთოს და ოჯახის სხვა მრჩევლებიც. რა თანხა დაუჯდება? არა აქვს მნიშვნელობა. უნდა შეიცვალოს მთლიანად საქმისადმი მიდგომა და დარმსგავსოს პროფესიონალ სპორტსმენს და არა პოსტსაბჭოთა ეპოქის ფუთბოლისტს.

• სიმართლე

ხალხნო, აქ ვინც კითხულობთ კომენტარებს არავინ ხართ ხვიჩას ან მამამისის ახლობელი?! იქნებ ვინმემ გააგებინოთ რომ გაეყარონ ამ უვარგის აგენტს (ჯუღელს), თორემ სეზონის ბოლოს საქმე ძალიან მძიმედ იქნება კვარასთვის, ანუ ისევ იმ გროშებზე თამაში მოუწევს და ვერც სხვა გუნდში წავა, მაღალი გამოსასყიდი თანხის გამო

• Miqautadze

ღვთაებრივი სამართალი ასეთია

სახელზეც გეტყობა,რომ თავის ნაცვლად,ბურთი გაბია და ისიც,ჰაერით გაქვს სავსე.

• OsimeN1

:D

• დინამიტი

არაუშავს წინ ბევრი გამარჯვებააა - მინისტრობა, მერობა, პატლამენტარობა - ფეხბურთი რას მიჰქვია პლებეების თამაშობა

• დავით 67

ჯუნტოლის მაგივრად, ვინ დანიშნეს, გვარიც არ ვიცი, მაგრამ სალერენტინას ფეხბურთელი, რომელსაც ცალი ფეხი სერია ბ-ში უდგია ( თუ ორივე არა) რა მოსაყვანი იყო ნაპოლიში? მემგონი რეკორდი მოხსნა პირველ თამაშში ახალ გუნდში 3 წუთში წითელი აიკიდა. ძალიან გაფუჭდა გუნდი, ასეთ შედეგს არ ველოდი. რაღაც სჭირს ამ გუნდს და ვერ გამიგია, იმაში ნაღდად დარწმუნებული ვარ.რომ აქ ხელფასები არაფერ შუაშია. ხვიჩაც ვერ თამაშობს, ვიღაცეები ამბობენ რომ ვითომ პასს არ აძლევენ ( წინა სეზონშიც ამას ამბობდნენ) .მოკლედ ეს გუნდი, იმის მეოთხედიც არაა რაც შარშან. მეც აღარ ვარ ისე შარშანდელივით, როცა ერთი სული მქონდა როდის ითამაშებდა ნაპოლი. რას იზამ რაც არის ესაა. არაფერია მუდმივი.

• გია

გუნდში ეგოიზმის გამეფებული რატომ შეცვალა რასპპადორი და მერე პოლიტანო იმიტომ რომ არათამაშეს ხვიჩა ასე იყო წინაც ასეა მა არის დროსაც პრობლემა ფეხბურთელებშია წამოდი ხვიჩა რაც შეიძლება მალე.

• gega

რა გოიმი აგენტიც ჰყავს, იმ დონეზე დაიწყო თამაში კვარამ

• L.J .

Rac ki kvaras tamashi minaxia yvelaze cudi tamashi hqonda,agarc ki cdilobs gaxsnas,tavdaxrili,uxasiatod dadis moedanze,bolo wutze ro pasi gaaketa is saertod ra iyo???azla unda mookribos dzala da dzilkit gaatrios gundi mag chaobidan!!!

• თაზო-ს

სანაიმ რაო? ვის აინტერესებს სანაიას აზრი?

• თემური

ევროპაში დაუმსახურებლად საუკეთესოებში არავინ დაგასახელებს! დაუმსახურებლად იატალიაში საუკეთესოდ არავინ გაღიარებს! ისე რომ დავუკვირდეთ გუნდის კარგი ფეხბურთელი (მარტო ხვიჩაზე არაა საუბარი) ან მწვრთნელი შესაბამისად თუ არ ფასდება ის გუნდი "შესაბამისად ისჯება"! ეს ემართება ნაპოლის! ადრეც დავწერე: ხვიჩა იარე შენი გზით! და ამას დავამატებდი არ დააკლო ვარჯიში და მონდომება! დამნახავი დაინახავს და დაუნახავი კი ... წარმატებები ხვიჩას! მრავალ შობას დაგასწროთ ბიჭებო!

• ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!

ხვიჩა დღეს იყო მინდორზე?

• თაზო

კვარა კარგია მაგრამ ქინქლაძეს ნუ ადარებთ ქინქლაძე ყველაზე მაღლა დგას

• Irakli

მოდი ვთქვათ სიმართლე 1. ნაპოლი ყველა ფსკერს გაცდა 2. დღეს ნაპოლის მოედანზე ერთი ვარსკვლავი ყავდა (კვარა) იმდენიც ვერ ქნეს პასი მიეცათ; 3. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა. ხვიჩამ უნდა გამოიცვალოს აგენტი და გადავიდეს თავისი ტალანტის შესაბამის გუნდში!

• ფეხბურთი

ხან ჯუღელი უნდა გამოიცვალოსო, ხან მაცარიო, ხან გუნდის პრრზიდენტიო. ველოდები, მიშას როდის დააბრალებთ კვარას უსახურ მატჩებს….

• soso

ბოლო ბოლო კალაძე ხომ არაა,კვარაა...

• ჯუჯი

რა ხელფასიცა აქვს,იმ ხელფასისას თამაშობს.თან პასს ვერ აძლევენ . სწრაფ შეტევებს ვერ ახორციელებენ.

• კალდერონი

სამწუხაროდ, კვარაცხელია ქინქლაძის გზას დაადგა.

• გურული

ჯუღელი უნდა გამოიცვალოს

• ქომაგი

იმისთვის რომ წავიდეს, მსურველი უნდა გამოჩნდეს, ამ თამაშით არ ვიცი... გასკდა გული ..

• წწწ

hronos ხარ ფორუმ ჯიზე?

• ჯუჯი

რა ხელფასიცა აქვს,იმ ხელფასისას თამაშობს.თან პასს ვერ აძლევენ . სწრაფ შეტევებს ვერ ახორციელებენ.

• რატი

რა ვიცი ნაპოლის თუ რამეს გააკეთებს არ მგონია ...კვარა თუ ასეთ ფორმაშია მთლად უარესი.

• Charley

შდაბეჭდილება მრჩება ფეხბურთელებს თამაში არ უნდათ. ეს მაძოკი თუ მაზოხი(სტი) ვინ დაიმატეს ტიპს კარიერაში 1 წითელი ქონდა გადმოვიდა ნაპოლიში და დებიუტის პირველივე წუთზე ტიპმა ნაჯახი წააძრო დდ: ლობოტკას რა აწყენინა ხვიჩამ ტიპს ერთი პასი არ გაუკეთებია სათქმელად ქართველზე ვაკვირდებოდი მთელი თამაში. ასეთი "უჟილკო"თამაშით კვარა თავის ავტორიტეტს მალე დაკარგავს თავის მომხრეებშიც კი. ხოლო გუნდი რომ იკიდებს მას და მაცარიც არაფერს ახალს არ გვთავაზობს ეს იმდენად თვალშისაცემია მგონი პატარა ბავშვიც ხვდება. სულ ვწერ სქემას არ ცვლის ეს კაცი 3-5-2-ზე არ აქვს ერთი ადგილი, პლუს ბურთს რომ საერთოდ არ აძლევენ ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ თვითონაც რომ საერთოდ არ მიილტვის ამისკენ , არ იხსნება და არ დარბის ფაქტია ეს მკაფიოდ ჩანს მოედანზე, კიდევ ერთი მიზეზი დაემატა სრულ კომპლექსს აგერ სამარჯიჩს იმატებენ და მასზე ორჯერ მეტ ხელფას უნიშნავენ გინდა არ გინდა ეს ხასიათს წაგართმევს და ეტყობა კიდეც ხვიჩას. საქმე ცუდი სცენარისკენ მიდის ნაპოლისთვისაც და სამწუხაროდ ხვიჩასთვისაც ჩვენ პირველ რიგში ხვიჩას ესეთი გაფერმკრთალება გვადარდებს და რაღაც სერიოზულად შესაცვლელია თორემ ვარსკვლავობა და სტარობა ესეთი ჩამქრალი/ვალდებულების მიზნით მოედანზე გასვლით არ მოდის. ალბათ ჯობს გუნდის გამოცვლაც მარა ვინ გაუშვებს ყურებით ყავს ბებერ ვაჭარს პერეგავორა და სემიჩკის ფულზე აპახავებენ კვარას ესეც მოქმედებს ხასიათზე ფსიქოლოგიურად ამას წყალი არ გაუვა.

• zaza

ძალიან უსახურ ფეხბურთს თამაშობს ნაპოლი. წინა სეზონში მოედნის ცენტრში ლობოტკა, ზელინსკი და ანგისა დომინანტურად თამაშობდნენ დღეს კი ფაქტიურად მოედნის ცენტრში ბურთს ვერ ათამაშებენ ნორმალურად. მაგრად გაუმართლათ რომ ჩემპიონთა ლიგის სუსტი ჯგუფიდან რომ გავიდნენ, უნიონი საშინელ ფორმაში იყო თორემ შარშანდელი უნიონი ადვილად მოუგებდა ნაპოლის. დაცვა კატასტროფა, შუა ხაზი არანაკლებ უარესი. ამათ ფონზე კვარაც ვეღარ თამაშობს. სერიოზული ცვლილებები თუ არ მოხდა ჩემპიონთა ლიგის კიარა ევროთასების ზონაც სანატრელი ექნებათ.

• კიდევ კარგი არ ვუყურე

როგორც აწყობდა შარშან საქმეს ისე მოხდა, ახლა ალბათ ასეა საჭირო.ხვიჩა ცოდვაა ამ მაფიოზებთან.

• gia

უსახური ნაპოლი -, უსახური კვარაცხელია

• Walter White

დაიწყეთ ეხლა წერა- ცოტას უხდის კლუბი ფეხბურთელებს))) და რაში უნდა უხადოს ფული? ზუსტად რომ მე10 ადგილზე მყოფი კლუბის ხელფასები აქვთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - თუ თუნდაც დიდი თანხის გადახდა დასჭირდება ჯუღელზე, კვარაცხელია უნდა დაშორდეს ამ ღრუზინ გოიმს. დრო სულ უფრო ნაკლები რჩება რომ თავის კარიერას მიხედოს. ჩვენთან ეძახიან 23 წლის მუტრუკს ბავშვს,ისე უკვე ზრდასრული კაცია და იმდენი ინტელექტი თუ არ აქვს რომ თავისი თავი გადაარჩინოს,სხვას მაინც ჰკითხოს( მთავარია მამამისს და ილაკრი კობახიძეს არ ჩაეკითხოს, თორემ დაიღუპება)

• TanoLife

მოგესალმებით! რამდდნი საუკეთესო წუთი ჰქონდა ნაპოლის შარშანდელ სეზონში, იმდენივე უსახური წუთები აქვს მიმდინარე სეზონში და პირიქით, რამდენი უსახური წუთები ჰქონდა შარშანდელ სეზონში, იმდენივე საუკეთესო წუთები აქვს ამ სეზონში - პირდაპირ პროპოციულად. საბას გუნდს ვულოცავ ბრწყინვალე გამარჯვებას. კვარას გუნდს ვუთანაგრძობ. აქ დასაწერი მეტი არაფერია.

• ლომი

სასწრაფოდ უნდა მოშორდეს კვარა ლავრენტა ბიძიას კლუბს.

• III

გაიქეცი ხვიჩა ნეაპოლიდან, რაც შეიძლება მალე! ძერბინით, კაიუსტეთი და ეგეთი ბეჩავი დაცვით რაც ახლა ყავთ დამთავრებულია ნაპოლის საქმე (იმ შედევრზე აღარ ვამბობ არაფერს, დებიუტიდან 4 წუთში რო გააგდეს)

• SOS!!!

წავიდა სპალეტი და ნაპოლის საქმეც უკან-უკან წავიდა!

• SOS!!!

წავიდა სპალეტი და ნაპოლის საქმეც უკან-უკან წავიდა!

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

ქოჩორაშვილის "სპორტინგის" მეკარე "ტორინოში" გადავიდა

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

საზონოვმა ტრავმა მოირჩინა - დარჩება "ტორინოში"?

ახალ მწვრთნელს შესაძლებლობები უნდა დაუმტკიცოს - საზონოვს "ტორინოში" დარჩენის შანსი ექნება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სიმეონე "ნაპოლიდან" მიდის, მაგრამ იტალიაში რჩება

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

საბა საზონოვმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა

კარგი ამბავი - საბა საზონოვი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

Cuore Toro: საზონოვის "ხეტაფეში" ტრანსფერი ჩაიშალა