ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვარაცხელიას ჩანაფიქრი თანაგუნდელებმა ვერ გაშიფრეს - სისტემური პრობლემების პიკი...

კვარაცხელიას ჩანაფიქრი თანაგუნდელებმა ვერ გაშიფრეს - სისტემური პრობლემების პიკი...

არსებობს მატჩები, რომლებიც დეტალურ ტაქტიკურ განხილვას მოითხოვს, "ნაპოლის" "ტორინოსთან" (0:3) მარცხი კი ამ კატეგორიიდან არ ყოფილა. სისტემურმა პრობლემებმა, რაც სეზონის დასაწყისიდან სახეზეა, თავის პიკს მიაღწია...

ნეაპოლური გუნდი, გაძლიერების ნაცვლად, დღენიადაგ სუსტდება. ახლა ამას აფრიკის თასზე ანგისა/ოსიმენის წასვლაც დაემატა და ამ ფონზე მიღებული შედეგები სავსებით ლოგიკურია. ის, რაც იტალიის მოქმედი ჩემპიონის თავს ხდება, პარალელს მარკესის "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკასთან" გვავლებინებს. აქ პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ზუსტად იცის, მის ქმედებებს რა შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ სიტუაციის შესაცვლელად არაფერს აკეთებს. ან რაც გააკეთა, მაგალითად, მწვრთნელის შეცვლა, უკეთესი არაფრით გამოდგა... კიდევ ერთი შედარება იმ ხალხთან შეგვიძლია, რომლებიც ამ ერთგვარ სეირს სიამოვნებით უყურებენ, მათ შორის, საქართველოშიც. ამ დროს იოლია, ყველაფერი ერთ ფეხბურთელს დააბრალო, თუნდაც ეს საკუთარი თანამემამულე იყოს და ობიექტური მოცემულობები არ გაითვალისწინო. სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში ანალიზი მართლაც რთულია, როცა რგოლებს შორის კავშირი ასე მოშლილია, შეცვლის რესურსი კი არ ჩანს...

პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, როცა ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში მახვილგონივრულ პასს აკეთებდა, თანაგუნდელებმა კი მისი ჩანაფიქრი ვერ "გაშიფრეს". ამ დროს კიდევ უფრო საგრძნობი გახდა, რომ "კვარას" ადგილი ასეთ დასუსტებულ გუნდში აღარაა. ქართველ გარემარბს საკუთარი საუკეთესო თვისებების გამოვლენა, რა თქმა უნდა, გაუჭირდება, როცა გუნდი მისთვის სივრცეების გათავისუფლებას და 77-ე ნომრის ეფექტურად გამოყენებას ვეღარ ახერხებს. ეს სცენარი ზაფხულში უკვე წარმოდგენილი გვქონდა, თუმცა ისიც ვიცოდით, ამდენი საუბრის მიუხედავად, ჩვენებურს ასე მარტივად კლუბის გამოცვლა გაუჭირდებოდა. ასე იყო ოსიმენის შემთხვევაშიც - დე ლაურენტისს თავისი მიზნები აქვს, მათ შორის, ფინანსურიც. ახლა ეს ამბავი კიდევ უფრო გვადარდებს. რა თქმა უნდა, ხვიჩას შეფასება ინდივიდუალურად ხდება, მაგრამ ამ საერთო სიტუაციაში მისი შესაფერისი ტრანსფერი უფრო რთული უნდა იყოს... ან იქნებ უფრო მარტივადაა საქმე - "ნაპოლის" ხელმძღვანელობა მაქსიმალურად დიდი თანხის მიღებას მომავალ ზაფხულშივე შეეცადოს. ახლა კვარაცხელიამ საკუთარ თავს უნდა აჯობოს, განწყობა გაიუმჯობესოს და მაქსიმალურად პროდუქტიული სეზონი "დადოს", საშუალოზე დაბალი დონის გუნდიდანაც კი...

ჩვენი მთავარი საფიქრალი ხვიჩაა და მართლაც ბევრს ადარდებს, რა შეიძლება მოხდეს და როგორ განვითარდება მისი კარიერა.

"მაგრამ ლექსი გადურჩება

იმ ძველ ნააჩრდილარს?

სახედარზე წითელ ბოლოკს

და ჭიანურს მტირალს...

მაშ, რა ვუყოთ, პოეტებო,

ამ თბილისის დილას."

ეს სტროფი გიორგი ლეონიძის ლექსიდანაა. ერთია ვინმეს სურვილი და მეორე რეალობა. ამ ფონზე, რა ვითარებაც გუნდის თავსაა, კვარაცხელიას ცუდი სეზონი ნამდვილად არ აქვს, მის ანგარიშზე სტატისტიკური მონაცემებიც საკმაოდ მსუყედაა, მაგრამ ის თამასა, რაც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა საკუთარ თავს დაუწესა, ახლა მას მაინც ჩრდილში ამყოფებს.

ქართველი გარემარბი ამ სიტუაციას მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა "დაუძვრეს" და მისმა კარიერამ შესაბამისი გაგრძელება ჰპოვოს. არც უმადურობა გვარგებს, "ნაპოლის" შარშანდელმა სეზონმა მისთვის ბევრი რამ მნიშვნელოვნად შეცვალა. ამის შემდეგ, ნაცვლად სტაბილურობისა და გეგმაზომიერი გაძლიერებისა, გუნდის ხელმძღვანელობა უცნაური სტრატეგიით წავიდა. ამ გზაზე ახლა მოტივაციაც ნაკლებია, ევროტურნირებზე გასვლაზე ფიქრი სასაცილოდ გამოიყურება. იქნებ მთელი ყურადღების გადატანა ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება, სადაც "ბარსელონას" სახით სერიოზული მოწინააღმდეგეა. ერთი ტიტულის შანსი ისევაა, 18 იანვარს იტალიის სუპერთასისთვის პირველი ბარიერი "ფიორენტინასთანაა", რასაც "ინტერი" ან "ლაციო" მოჰყვება".

ნეაპოლში სიხარული უნდა დაბრუნდეს!..

• ალეკო

საზიანო და არაფრის მომცემია სასურველის რეალურად წარმოდგენა. კვარაცხელია შარშანდელის ლანდს წარმოადგენს შესრულების თვალსაზრისით, ზრდასრული, საკუთარ თავში და ძალებში დარწმუნებული კაციდან გაუბედავ, მორცხვ, გამოუთქმელ, უპრეტენზიო, უღიმღამო მოზარდად იქცა... ძალიან მეეჭვება, რომ მან შარშანდელი წარმატებები გაიმეოროს... მიუხედავად ამისა, არ გამოვრიცხავ, რომ ამ უარყოფით ფერისცვალებაში მისი აგენტის როლიც მნიშვნელოვანი იყოს...

• ბესიკ

ტორინოსთან პირველ ტაიმში ხვიჩასკენ პასი არ მიდიოდა- მე აშკარა იგნორი დავინახე. შარშანდელ სეზონშიც ვხედავდი იგივეს რიგ მატჩებში.... სუბიექტური ვარ ვითომ? მეორე ტაიმი ვეღარ ვნახე,ავად ვიყავი და ახლობლები მოვიდნენ მოსაკითხად.

• ზაალი

სამწუხარო რეალობა დადგა ხვიჩასათვის(ნაპოლი არ მადარდებს), ძალიან ცუდად გამოიყურება ფსიქოლოგიური კუთხით. როგორ შეიძლება შემტევმა ამდენი ყვითელი ბარათი მიიღოს. მსაჯებთან გაუთავებელი კამათი, ფეხბურთელებთან შეხლა შემოხლა და ა.შ. ბურთის ართმევაში ძალიან სუსტი კი არის, თუმცა ართმევა არაა მისი ამპლუა. აუცილებელია უმაღლესი კლასის ფსიქოლოგის კონსულტაცია. ეჭვი მაქვს ვარსკვლავურ სინდრომზე, რაც გასულ წელს საერთოდ არ ეტყობოდა და ა.შ. თუ ეს ყველაფერი არ მოგვარდა, არც კი მინდა ვიფიქრო რომ ერთ დღეს მივიღოთ საშუალო კლასის რიგითი ფეხბურთელი.

• nk

მთელი ცხოვრება მარტო იმ გუნდებს ვუყურებდი სადაც ჩვენები თამაშობდნენ. კობიაშვილი, კალაძე, ასათიანი, არველაძეები და ასე შემდეგ, შესაბამისაც ყოველთვის დადებითად ვიყავი და რეალურად ფეხბურთი შემაყვარეს ისეთმა გუნდებმა როგორიც მილანი, რეინჯერსი, შალკე და ასე შემდეგ იყვნენ. და ცოტა ხნის წინ გაჩნდა ნაპოლი. მოახდინა ფურორი . . იყო უდავოდ ნომერ პირველი გუნდი გარკვეულ თამაშებში და გარკვეული პერიოდები - სეზონის განმავლობაში. თამაშობდა ძალიან ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს . და ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო ხვიჩა . . მართლაც გარკვეულ თამაშებში და სეზონის გარკვეულ ნაწილებში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო - მსოფლიოში ! ერთ-ერთი ყველაზე მოხდენილი ფეხბურთიც, ლამაზიც და ტექნიკურიც მაგ დონეზე ! -- რა ხდება დღეს: მაგისი გუნდი არის დემორალიზებული.. ფეხბურთელები გაქცევაზე არიან.. კვარას ზრდილობის პონტშიც არ დაუფასეს, რო ღრმა სათადარიგოზე მეტი გადაეხადათ კონტრაქტის დარჩენილი დრო, რო ... სკუდეტოს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და სახე...33 წლის შემდეგ. ეხა მთავარ იმედგაცრუებად ასაღებენ აქეთ იქით ... -- მოგცლიათ ერთი, კვარას ის კლასი რაც უმაღლეს მწვერვალზე გასაჩერებლადაა საჭირო აქვს აშკარად. სწორ ადგილას, სწორ მწვრთნელთან და მოთამაშეებთან შეიძლება კიდე უფრო მაგრად იფრინოს. შეიძლება ვერც მთლად შემდეგი კრისტიანო გამოვიდეს და რავიცი, როგორც არ უნდა განუვითარდეს კარიერა, მადლობა უკვე ასეთი შედეგი, რომ დადო. დიდი იმედი მაქვს, რომ რონალდო და მესისთან ხშირ შედარებებს ვნახავთ კვარას კარიერის დასრულებისთვის 15-20 წელიწადში, ბევრი ჩვენი გახარებებით, პირველ რიგში ნაკრებისთვის !

• გიორგი

გიგოს კი, ეგაც არის, მაგრამ კიდევ ადამიანებიც ხომ ვართ ფეხბურთის გულშემატკივრები? და კიდევ, კაი, ბატონო და, ჩაკვე თუ თამაშს უმატებს ეგ რატომ უნდა იწვევდეს 'გულშემატკივარში' სიძულვილის ენის გამოყენების სურვილს? იგივე ნახე მამარდაშვილის აღიარების შესახებ სტატიების ქვეშ. ამიხსნი ამას ამავე მიზეზით?

• ხვიჩიკო

ადრე იყო შენთვის დაოჯახება ხვიჩიკო.ჯერ გევარჯიშა და შემდეგ.......

• ნიკა

ყველაფერი იმ ძუნწი დე ლავრენტის ის ბრალია. ამას კარგად შიფრავენ უკვე იტალიელები. იტალიის ჩემპიონებს კონტრაქტი არ განუახლა, არ იყიდა ახალი ფეხბურთელები, გაუშვა სპალეტი და ჯუნტოლი, მოიყვანა გაგდებული მწვრთნელი. ყველაფერში ფული დაზოგა და მიიღო ის, რაც მიიღო, ყველა ბრალს დებს ამ კატასტროფულ ჩავარდნაში

• გიგო

სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო, ეს სწორედ ფეხბურთის გულშემატკივარზეა ნათქვამი.

• გიორგი

სტატიას როგორც ყოველთვის მოწონება. კეთილგანწყობილი და ზომიერია, ვაი პატრიოტოზმის გარშე, და რაც მთავარია საფეხბურთო რეალიების, ფაქტების ანალიზს ეფუძნება და არა მარტივად საკუთარი სურვილების საჯარო პროეცირებას, რაც ტრადიციულად ახასიათებთ ამ საიტის მასხარების'სიძულვილის' ენას, რისი შეფასებების ერთადერთი კრიტერიუმი არსებობს: სასურველის ვერ გარჩევა სინამდვილისგან, ფაქტებისგან, სოციალურ მეცნიერებაში 'პრელოგიკური მენტალიტეტის' ცნებითაა ცნობილი, და პირველყოფილ მდგომარეობასთან ახლოს მდგარ ხალახებში ნორმალური მდგომარეობაა. მაგრამ ნორმალურ ადამიანებს მივმარტავ, ჩვენს მოქალაქეებს მიუხედავად პოლიტიკური თუ ეროვნული მიკუთვნებულობისა. ხვიჩა თავის თამაშს იპოვის აუცილებლოლად, და ეს სლაპარაკოც არ არის აქ, მაგრამ თქვენ მოკლე მეხსიერებას ნუ გამოიჩენთ, და გაიხსენეთ ხვიჩამ რა სიხარული მოუტანა ფეხბურთის მოყვერულებს ჯერ ნეაპოლში, მერე იტალიასა და საერთაშორისო ასპერეზზე, და განსაკუთრებით ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებს და ეს ყველაფერი 22 წლის ასაკში, და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია! იგივე ეხება ჩაკვეს. ადრეც ვწერდი, თუ მოუმატებს მეთქი თამაშს მაგის წინააღმდეგ აგორდება მეთქი შავი პიარი, და ეგრეც არის. მაგრამ თქვენ გაიხსენთ როგორ ათრია ჩვენი ნაკრები თითქმის მარტომ და ეს თავდადება დაუფასეთ. ადამიანურად თვენთვისვე უკეთესი იქნება.

• ალექსანდრე

ეხლა ნათლად ჩანს რომ სკუდეტო სპალეტიმ მოიგო !!! კვარას ხელშეწყობა სჭირდება მას კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. სამწუხაროდ ვარსკვლავურმა თავგადასავლებმა ცუდათ იმუშავა ჩვენს ოქროს ბიჭუნაზე .ტკბობის ნაცვლად სჯობდა გაეგრძელებინა საკუთარ თავზე მუშაობა

• simartle

კვარას ბოლო თამაშში აშკარად პასს არ აძლევდნენ და მისი ფლანგისკენ არ ცდილობდნენ ბურთის გადატანას. რაღაც ხდება გუნდში, მეპატრონეს და მწვრთნელს სადავეები აქვთ დაკარგული.

• ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..

მალე ნახავთ ხვიჩა როგორ აკუნტრუშდება! მალე ძალიან მალე! პრემიერა იწყებააა! როდისღაც ხო გეიტანს და მერე ვნახოთ, მერეც იბლაყუნეთ ხვიჩაზე, ფეხს ვერ ინევს, კუდუსუნთან რაცხა ჩავარდნა ქონიაო, მარჯვენა ფეხის გულზე ბოჭკა დაცემია, თავის ტკივილები ქონია, ყური ექავება თურმე.. კაი რა გეყოფათ, კაი ბაღანეა, მარა მთლა ზებრაც არაა სიმონ. არაა! ერთი უბრალო ბიჭია ბურთს დასდევს, ეგ ერის და ეგ, ხან ვერ დასდევს, მაი არაფერი სიმონ!

• ოჰო

ვოლტერა ძია, მეტამფეტამინს მიაწექი, აქ სხვა დონის უფსკრულია....

• Vito

გუნდი არი მთლიანად დაშლილი.. დარწმუნებული ვარ ყველა ფეხბურთელს წასვლა უნდა ვინ ოდნავ რამეს წარმოადგენს.. რაც შეეხება კვარას დღეს 50 ზე მეტს არავინ გადაიხდის.. დღევანდელ სეზონს თავი დავანებოთ.. მყიდველი შარშანდელსაც გაითვალისწინებს და აუცილებლად ნახავს პოტენციალს და კარგ მასალას მაგარი ფეხბურთელის, ბევრი სამუშაო აქვს დარტყმაზე და ცოტა შენელებულიც მეჩვენება ,მოკლედ იტალიიდან უნდა წავიდეს რაა.. ინგლისი მგონია ყვეკაზე კარგი ვარიანტია..

• berg

სიტუაცია

• Walter White

აი მალე, სულ მალე ხვიჩა გაიტანს გოლს.... ნაპოლი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს....რეალსა და ბარსელონას შორის სამკვდრო -სასიცოცხო ომი დაიწყება კვარაცხელიას შეძენის თაობაზე.... ყველა სოფელს საქართველოში დაურიგდება 5 მილიონი ლარი..... ქუთაისის ელექრომობილების ქარხანა წარმატებით გამოუშვებს მსოფლიო მოთხოვნის 50 000 ავტომობილს ყოველთვიურად....აირზენას ჩარტერები უფასო იქნება საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის( ვისაც მდიდარი მამა და უფრო მდიდარი სიმამრი ჰყავს).... აი ასეთ სიბნელეში და უაზრობებში ცხოვრობს საქართველოში დარჩენილი მოსახლეობის 40-45%. ერთიც დამავიწყდა - ჩაკვეტაძე და ჟორჟი საბოლოოდ დამკვიდრდებიან სითის ძირითადად შემადგენლობაში და საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი ნაბიჯი ღა აკლია ევროპის ჩემპიონობამდე.

• რაბუ

პრემიერ ლიგა არაო უხეში ჩემპიონატიაო. ნაკლებს არც აქ უშვებიან კვარას მეტს თუ არა

• ქ. გ.

ჯუღელთან "თანამშრომლობით" უფრო მეტ ფულს კარგავს, ვიდრე მასთან კონტრაქტის გარღვევა დაუჯდება.

• დაღონებული

იყო და არა იყო რა..ზღაპარ იყო..

• თენგო

ლორიენტესი ყველაფერში დამნაშავე 1.სპალეტი- მისი მიზეზით გაიქცა 2.თითქმის ყველა ფეხბურთელი ანერვიულა და მათ თავი შეაძულა 3.საკვანძო დამცველი გაყიდა ამით დაცვას საძირკველი გამოაცალა 4. განსაკუთრებით კვარას აწყენინა, ტრაკზე რომ ეკოცნა სულ, იმის მაგივრად !!! მგონია საკმარისია

• ქ. გ. - ს

ვერც მამამისი ეტყვის - ვალები აქვს გასასტუმრებელი

• კ ო მ ბ ლ ე

არ შეჭამოთ მაი მართლა კაი ბაღანეა. თუ გინდათ ქვილითაია იყიდეთ და ის შეახრამუნეთ, ის შეგერგებათ.

• gzp

შარშან მაგ გუნდმა შემთხვევით გაისროლა. იყო თამაშები რომელშიც მოგება არ ეკუთნოდა მაგრამ მოიგო. თან იუვე ვერ იყო ფორმაში და ინტერსაც უჭირდა. მოეშვით გადაჭარბებულ მოლოდინებს ხვიჩასგან. არ არის იმ სტილის მოთამაშე რომ მარტომ ათრიოს გუნდი.

• სოსო

პირველ ტაიმში კიდევ იყო სიტუაცია,როცა შორიდან მცველების ზურგს უკან,ხვიჩას მაღალი ბურთის გადაცემა სცადეს.მცველმა ორივე ხელი მოხვია და ხვიჩა ძირს დასცა.მსაჯმა წარბშეუხრელად გაატარა და ხვიჩას პროტესტის მიუხედავად,ჯარიმაც კი არ დანიშნა.კვარაც მიხვდა,რომ მსაჯის იმედი არ უნდა ჰქონოდა და თავი აღარ გაუგიჟებია.ისე,აღარც ნორმალური პასი მიუწვდიათ მისთვის.ღვთისავარ ანთაძეს,მადლობა.კარგი სტატიაა!

• ირაკლი ქუთაისელი

ისე გუშინ არ მიყურებია და ავცდი უბედურებას

• ქ. გ.

Cherchez la femme - შერშე ლა ფამ

• ჩემი აზრით

რამხელა "ჭკუისკოლოფი"უნდა იყო რომ კვარა თურმე ხელფასის გამო პროტესტის ნიშნად არ თამაშობს.ფრანგები ამბობენ "შერ შერა ფამ" ქართულად "ეძებე ქალი"

• გიო

შენ ხომ კაი ხანია ჩაგაყოლეს--მაინც ფართხალებ

• ამაშია საქმე

გასაგებია რატომაც ცდილობს ეს ჟურნალისტი ყოველთვის კვარას გამართლებას მაგრამ იმ ფაქტს სად გაექცევი თითქმის ერთი წელია ყველა უნარი რომ უარესდება? იქნებ სჯობს მოუწოდოთ ინდივიდუალურ ვარჯიშებს მოუმატოს.

• გიგა

სანიოლის პლუსი ისაა, რომ ხვიჩას მოედანზე კომფორტი შეუქმნა. ანუ ვილი მის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს. მოარგო ტაქტიკა, გაანთავისუფლა დაცვითი ფუნქციებისგან და მისცა სრული თავისუფლება,ფაქტობრივად მასზე თამაშობს გუნდი. სწორედ ეს აკლია ნაპოლში.

• ქ. გ.

ნაპოლის პრობლემებს აურელიომ მიხედოს. ხვიჩამ საკუთარი პრობლემები უნდა მოიცილოს. პირველი კარგი ნაბიჯი იქნება ჯუღელთან "თანამშრომლობაზე" უარის თქმა. ეს ბადრიმ უნდა გააკეთოს. ხვიჩა ვერ ეტყვის ჯუღელს, რომ მისი "სამსახური" აღარ არის საჭირო.

• გუსანი

ეს სიტვაცია რომ დაუდგებოდა ნაპოლის დიდი ფილოსოფობა არ ჭირდებოდა გევარაუდა. სპალეტის წასვლის ერთერთი მიზეზი ესეც იყო ალბათ. თავს არ ვიქებ, მეგობრებში თავიდანვე იყო ეს აზრი და რაც დრო გადიოდა ეჭვი რეალობაში გამოიხატა. ხვიჩაც სტაგნაციაშია, ვერავირ დაადანაშაულებს. ერთია მოქმედებს თუ არა მისი დაბალი ხელფასი, მაგრამ პაქტია, მეორე იგრძნობა გუნდში არაჯანსაღი მდგომარეობა, პასებს უგვიანებენ მინიმუმ. ხვიჩამაც ვერ მოუმატა ართმევის ფაზაში, ძალზე სუსტია, და ა.შ. იანვარში გუნდი სერიოზულად თუ არ გაძლიარდა, ხვიჩამ უნდა უფიქროს გუნდის გამოცვლაზე....

• ზურაბი

შეეშვით,აღარ უყუროთ,დაისვენებთ. შეეგუეთ იმ აზრს რომ ეგ ათასში ერთხელ გაისვრის.

• ალექს

დღევანდელ სამარცხვინო ქართულ ჟურნალისტიკას, რომელიც უვიცთა, ერთუჯრედიანთა, თავხედთა და ხეპრეთა თავშესაფრად იქცა, ეს კაცი წმენდს ნამუსს.

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ