ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში, საქართველოს ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა 22:19 დაამარცხა.

ტიტე კალანდაძის გუნდი თავიდან 6 ბურთის სხვაობით აგებდა, მაგრამ გარდატეხა მოახერხა და პირველი ტაიმი 9:9 დასრულდა. შესვენების შემდეგ ბოსნია 3 ბურთით დაწინაურდა, შემდეგ მეკარე ზურაბ ცინცაძემ ზედიზედ ორი პენალტი მოიგერია, ორჯერ დამატებაზე არ გაატანინა მეტოქეს, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა, ქართველმა ხელბურთელებმა შეტევაში თამაში ისევ გამოასწორეს და გაიმარჯვეს.

ჩვენი გუნდიდან 7 გოლით ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო, 5 გოლი გიორგი დიხამინჯიამ გაიტანა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ცინცაძე გახდა.

E ჯგუფში ტურნირის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ერთი მატჩი მოიგო და მესამე ადგილზე გავიდა.

დავითი
ბრავო მთელ ნაკრებს, უბრალოდ პირდაღებული ვუყურებდი, დღეს უკვე მესამეჯერ ვუყურე, ასე მეგონა გვარდიოლას ბარსა თამაშობდა ხელბურთს, ხოლო ცხოვრებაძე კი მე მგონი საერთოდ ხელბურთის მესია, ცინცაძემ კი ისეთი სასწაულები აკეთა, უბრალოდ არც ვიცი რა სიტყვები შევუჩიო!
G.LA
მადლობა ბიჭებო. მადლობა ტიტეს. თურმე წარმოუდგენელი არაფერია. შრომა და თავდადება საქმის სიყვარული და შედეგიც მოვა. ამაყი ვარ ამ ბიჭებით. წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ საქართველოს.

პ.ს. ეს ბიჭი კი ისე დაფრინავს ცხოვრებაძე კი არა და შევარდნაძეა ან ქორიძე, ანაც არწივაძე! ერთი სიამოვნებაა ასეთი ათლეტის ყურება, რათქმაუნდა ქება და ქება მეკარეს, რომ არა მისი გმირობა და მუხტი …! ყოჩაღ!
დ
ესეც ასე, ისტორია დაწერილია, ახლა ახალი ფურცლების დაწერის დროა. ყოჩაღ ტიტე, რა გუნდი შეკრა. არავითარი შედეგით ტკბობა, თქვენნაირ ბიჭებს უფრო მეტიც შეუძლიათ, მადლობა ბიჭებო, ბრავო!

ბრავო ბიჭებო, ასეთი მუხტი და სიამაყე ჩვენი რაგბისტების შემდეგ პირველად ვიგრძენი, მადლობა და ბევრი ასეთი ლამაზი გამარჯვება ქართულ სპორტს!
გია_544
საამაყო ბიჭები არიან!
საქართველო უპირველესად
გილოცავ საქართველო!!!!!ბუდუ ზივზივაძე ჩასულა ამათ საგულშემატკივროდ,გერმანიის იმ ქალაქში,სადაც თამაში იმართებოდა,მიყვარს ასეთი საქართველო და ქართველები!!!!
papai
ვაუ გაოცებული და გაკვირვებული ვარ.. არც ვიცოდი თუ ასე თამაში შეეძლოთ ჩვენებს.. ეს ცხოვრებაძე რასაც აკეთებს მე ეგეთი რამ ხელბურთში არ მინახავს.. საღოლ ბიჭებს
ნოდო
ვინც ცოცხლად არ უყურეთ მატჩს და მეკარის 4 სეივს და 19-20ზე ჩაჭრას ვიდეობის ყურებით იმდენ ემოციას ვერ მიიღებთ 8-2ზე გათიშვას ვაპირებდი აიჭრნენ და როგორც უმეტესად ჩვენში ხდება ადრე მორჩა თამაში თქო ბოსნიაზე უფანტაზიო მე დიდად შორს მყოფს ხელბირტიდან არ მინახავს ჩოფბურტელს მარტო ეისი რო გაქ მარაგში ისე იყო ბოსნიის საქმე შორიდან დარტყმა მხოლოდ შევიწირეთ მწვრტნელის სკამი დიდი ალბათობიტ :D
სოსო
სახლიკაცები,ტელევიზორში რაღაც სერიალს უყურებდნენ,მე კი,ყურსასმენებით,ნოუთბუკში,ამ თამაშს ვუყურებდი.ცინცაძემ პენალტი რომ აიღო და დამატებაც ზედ მიაყოლა,ნოუთბუქიანად წამოვფრინდი და ღრიალი რომ დავიწყე,გიჟი ვეგონე,თუმცა მეორე პენალტი,მათაც ვაყურებინე, მათაც ტელევიზორი,სილქ უნივერსალზე გადმორთეს და გამარჯვებაც ერთად ვიზეიმეთ!სასწაული გააკეთა ცინცაძემ,თუმცა მთელ ნაკრებსაც ბრავო!2-8 დან თამაშის შემოტრიალება,უძნელესი საქმეა.
ვაჟა მასწავლებელი
ერთ და იგივე დროს, 60-ან წლებში - ხელბურთშიც, ისევე როგორც კა₾ათბურთსა და რა თქმა უნდა ფეხბურთში ევროპაში ლიდერებში და მოდის დამფუძნებლები ვიყავით (ხელბურთში ჯემალ ცერცვაძე - იმედო ფხაკაძე; კალათბურთში - "პტიცა" უგრეხელიძე - ზურა საკანდელიძე; ფეხბურთი მიშა მესხი - სლავა მეტრეველი). იმედია ეს ბიჭები არ მოდუნდებიან და უკეთეს შედეგებს მიაღწევენ. ისე ცნობისათვის ცინცაძეებს ჩოხატაურში მიმინოსავით სწრაფებს ეძახიან! ყოჩაღ მეკარევ!!!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
გილოცავთ ბიჭებო!სულ წარმატებებით გავლით!
მინდია
ეს რა ბიჭები გვყოლია?!არწივებოვით დაფრინავდნენ! თქვენ გაიხარეთ!!!
Walter White
რამდენი ხანია ასე არ გამხარებია არაფერი. გენაცვალეთ.
გიო
ძალიან მაგარი გამარჯვება იყო და თანაც მცირე, მაგრამ შანსი გაგვიჩნდა ამით მსოფლიოზეც კი გავიდეთ! ყოჩაღ ყველას, სული და გული ჩადეს!
ნიკა
მოგება ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ ასეთი მოგება განსაკუთრებით. იფრინეს ბიჭებმა!
alexandre
მადლობა ბიჭებო!!! ძალიან გაახარეთ მთელი საქართველო. სულ გამარჯვების გზაზე გევლოთ!!!
სუპერ ბიჭები
ბრავო ბიჭებს! ძალიან დიდი და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს! წინ დიდი გამარჯვებისკენ!
ნუგო
ბრავო! ძალიან გაგვახარეთ. წინ მეტი და დიდი გამარჯვებებია! დიდებული დასაწყისია!
სოსო
გილოცავთ ბიჭებო!მთელი სული და გული ჩადეს,ბიჭებმა,ამ ტურნირზე და ბოლოს,პირველი გამარჯვებითაც გაგვახარეს.უკვე შეგვიძლია ვთქვათ,რომ საქართველოში,ხელბურთიც გაცოცხლდა უკვე საკმაოდ მაღალ დონესაც მიაღწია.საბჭოთა კავშირის დროს,ქართულ ხელბურთს ,კარგი ტრადიციები ჰქონდა და საბედნიეროდახლა,ამ ტრადიციებმა,გაქრობა ვერ მოასწრო,მათზე აღმოცენებულმა ამონაყარმა კი,უკვე მოსავლის მოცემა დაიწყო და დღეს,გამარჯვების დიდი სიხარულიც გვაჩუქა.ახლა ჯერი,საფეხბურთო ნაკრებზეა.მათაც უნდა მოიპოვონ,ევროპის ჩემპიონატის საგზური.
ნინო
ნეტა ფეხბურთელებმაც დაწერონ ისტორია წელს და მთელი საქართველო გაახარონ!!!
გიორგი - 11
გილოცავთ!
James
ყოაჩაღ ბიჭებს! ისტორია დაწერეს!
ვახო...
ბრავო ბიჭებს! უდიდესი წარმატებები მომავალშიც...
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში