იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში "ფიორენტინას" დამარცხების (3:0) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს "ნაპოლის" მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ უპასუხა:

"შედეგი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, წავაგეთ ისეთი შეხვედრები, რომლებშიც ამას არ ვიმსახურებდით. დღეს ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით. "ნაპოლისთან" მათ თამაშს მაშინ ვუყურე, როდესაც ნეაპოლური გუნდის თავკაცი არ ვიყავი. ვფიქრობდი ისეთი სტრატეგიის არჩევაზე, რომელიც მეტოქეს სირთულეებს შეუქმნიდა. ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი დავრჩი.

ამ ტაქტიკით იმ მომენტისთვის მინდოდა გუნდი გამეყვანა, როცა საჭირო შემსრულებლები მეყოლებოდა. ასეთ სქემას ადრე ვიყენებდი. 23-წლიანი გამოცდილება გამაჩნია და შემიძლია განვსაზღვრო, შეუძლია გუნდს თუ არა ასე მოქმედება.

ლობოტკას მეშვეობით თითქოს 3-3-3-1-ზე გადავერთვეთ. ის "კვარასა" და პოლიტანოს შორის დავაყენე, რათა თავი საუკეთესოდ წარმოეჩინა და გაეკეთებინა ის, რაც ეხერხება. შესანიშნავად გაისარჯა და თავს კომფორტულად გრძნობდა. კაიუსტეს უბრალოდ კუნთის კრუნჩხვა ჰქონდა და იმედია, სერიოზული არაფერი სჭირს.

კვარაცხელია ტაქტიკას მსხვერპლად შეეწირა? არ ვიცი, რას ამბობთ. თუ სპალეტისას მის როლს გაიხსენებთ, დაცვით დონეზე იმავე მოძრაობებს აკეთებდა. 3-4-3-ის დროს სამ შემტევს იგივე ფუნქციები გააჩნია, რაც 4-3-3-სას. ის ისევე დაგვეხმარა, როგორც გასულ წელს დიდ გუნდებთან. მეტ-ნაკლებად ახლაც იმავეს აკეთებს. მეორე ტაიმში სიმეონესთან უფრო ახლოს დავაყენე, მაგრამ ეს მექანიზმი ნაკლებად ჩანდა, ვინაიდან "ფიორენტინა" მჭიდრო მეურვეობით თამაშობდა.

მაცოკი შეიძლება დაიღალა. მგონია, ბევრი სამუშაო არ ჰქონია. რაც შეეხება ძერბინს, ხანდახან ფეხბურთელებს საზღვარგარეთ ეძებენ და არ აფასებენ ადგილობრივებს. ალესიო გადამწყვეტ ზონაში გადამწყვეტი უნდა იყოს. ჩემი აზრით, ის ტალანტია, ტაქტიკურად ჭკვიანია, თანამედროვე მოთამაშეა, თუ ასევე გააგრძელა, დიდი მომავალი ექნება, მეტადრე იმ ასპექტებში, რაც გასაუმჯობესებელი აქვს.

გამარჯვება განსაკუთრებით იმითაა კარგი, რომ ბიჭები თვითდაჯერებულები გახდებიან. ჩემს განკარგულებაში ვინც იყო, საქმე ყველა კარგად შეასრულა. უფრო მეორე ტაიმში, როდესაც მოწინააღმდეგემ პრესინგი შემოგვთავაზა".

ზაზა გურჯი
მართალი ხარ. საშინელ გუნდში მოხვდა. ჯერ სპალეტიმ აურია თავგზა, მერე გარსიამ, ეხლა მაცარიმ.. ის სულ სხვა სტილის მოთამაშეა. მას იმდენი უჩხიკინეს, რომ სულ დააკარგინეს ინდივიდუალურობა, რაც მისი მთავარი კოზირი იყო. მწვრთნელების კისერზე ბევრი კარგი მოთამაშის ცოდვაა, რადგან ისინი სათანადოდ არ აფასებენ მათ. თავს უნდა უშველოს და არც ეხლა არ უნდა მოიკლას თავი. მისი ყველაზე კარგი ვარიანტია პრემიერ ლიგა.
მამუკა
Am სერია ა ში საუკეთესოდ ისე არ აღიარებენ ფილოსოფოს.ყოფილიყო შპალეტი ნახავდი იგივე ნაპოლის და კვარას.ვინ ყავს ლევერკუზენის.ალონსოა თავი და ბოლო.ლაურენტისის ბიზნესმენი დედაც.მეტი დიდობა რაღა გინდა პირველივე წელს საუკეთესო გახდა.ახლა ათეულშია.რასაც ვერ ხედავ ნუ ლაყბობა.
დავითი
შევჩენკო სკოლიდან გააგდეს და იმდენი იშრომა დიდი ფეხბურთელი გახდა. 22 წლის ქართველ ახალგაზრდას ასე რომ აკნინებ არ ტეხავს?! ვფიქრობ შევჩენკოზე არანაკლები მონაცემები აქვს. მთავარი ა მონდომება და შრომა. მე მჯერა ხვიჩას აქვს მომატების რესურსი ))
gia
კარგი რა მაგდა, არ მოგბეზრდა?
კვარას გულშემატკივარი.
რეებს ლაპარაკობთ თქვენ ვინ ნახეთ კვარაზე უკეთესი, რასქ ქვია არასდროს არ იქნება დიდი ფეხბურთელი ეს მწვრთნელები მოაშორეთ რომლებიც სერია “ ც“ ს დონეზე ათამაშებენ გუნდს და იმიტომ არის ამდენი წაგება რომ ააქთ, ნახავთ კვარას შესაძლებლობებს და მერე რას იტყვით ერთი მაინტერესებს “დიდო ანალიტიკოსებო“!!
კ ო მ ბ ლ ე
ამ კაცს, ტრენერს, 128 ტაქტიკური მონახაზი აქვს, დაიწყო საუკეთესოს ერჩევა და ბოლოს ორზე შეთანხმდა მე16 და 32ეტე. ამ ორიდან რომელი გამოიყენა ეგ თქვენ გაარჩიეთ, მთავარია, რომ ხვიჩას ძუნძული ტრენერის სკამთან თან რამდენჯერმე შეკითხვა „„მე რა ვქნა, მეეე?! სად ჯანდაბაში ვდურთო თავიო?““ ეს მისი ტაქტიკის საიდუმლო ხოდი ყოფილა. ხო გაამართლა? ვერ იკუნტრუშა ბიჭმაა? მოგებით ქე მეიგეს და.. დიდება ხვიჩას! დიდება მამამისს! ჯუღელს! და დიდი მადლობა ბიძინას! რაა? ტარიელა დამავიწყდაა? ჰმ, ტარიელა იცით ეხლა სადაა? არა ხო? ასეც ვიცოდი; ტარიელა შვილიშვილთან ერთად ტულუზაში ბოინგის ბაზრობაზეა წასული. ბავშვს საკატაოდ ბოინგს ვუყიდი და აქანე გავჩნდებიო იმწამს! და თქვენ რაფრა ფიქრობთ, ქვეყნის პირველი პენსიონერი დამავიწყდა ვითაა?
ნაღდი გულშემატკივარი
მეგობრებო, სიმართლის თქმაც უნდა ვისწავლოთ და მოსმენაც. ხვიჩა კვარაცხელია არის და იქნება კარგი ფეხბურთელი, ნიჭიერი, მაგრამ ის არ არის და არასდროს იქნება დიდი ფეხბურთელი... ეს კრიტიკა არ არის, ეს არის აშკარა მოცემულობა და მეტი არაფერი. ის ასეთია, და სხვა რამეს ნუ მოვთხოვთ! ყველანაირ წარმატებას ვუსურვებ მას სულით და გულით, რაზეა საუბარი!!! ვისაც ფეხბურთი ესმის, ის დარწმუნებული ვარ, დამეთანხმება ჩემს დასკვნაში.
ვაჩე!
არის თუ არა საგოლე სიტუაციაში კაიუსტეს ფეხებზე კიდია, ძალიან ბევრ დარტყმას აფუჭებს მაშინ როდესაც სხვები ბევრად უკეთესს პოზიციებზეა, ეს მისი მხრიდან არის არა გუნდურობა და არა კოლეგიალობა. ამისსთვის ეტყობა ის შენიშვნებს არ ღებულობს, კვარა, საიდანაც ხოში გაქვს იქედან დაარტყი!!!!!!
გიორგი
თქვენ გადამრევთ კაცს ყველაფერს უთვლიან და ტოტალიზატორების პროგრამებში შეაქვთ გუშინდელ მატჩში მის წინააღმდეგ არავინ დაჯარიმებულა როცა სხვა დროს სულ ცოტა ოთხჯერ მაინც ჯარიმდებიან და როგორ უნდა დაჯარიმდნენ როცა დრიბლინგზე არ მიდის და ბურთის მიღების დროს წამიერათ უკანვე აბრუნებს.
ზურა
თუ ფეხებს ზედმეტად გაუფრთხილდა, არ გარისკა, შეტევის გამწვავებაზე არ წავიდა და არაფერი განსაკუთრებული არ აკეთა, მაშინ გაუფორმებენ ახალ და უკეთეს კონტრაქტს?!
ზურა
მართალია, როცა წინ წასვლა და შეტევის გამწვავება შესაძლებელია, მაშინაც ამ ბოლო დროს უკან აკეთებს პასს, ალბათ ბურთის დაკარგვის შიშით. მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია. თუ თამაშის დროსაც არ ეცადე დრიბლინგებს, მარტო ვარჯიშებზე არ არის საკმარისი. გაიხსენეთ მესხი, ქინქლაძე, გუცაევი და ა.შ. ხვიჩა არავიზე ნაკლები არ არის.
ქორ-პარიკმახერი
ვინ დაუსვა ეს უაზრო კითხვა? ისევ ის მეტიჩარა ქალია ალბათ ლელოს" ჟურნალისტობას რომ იბრალებს და ხვიჩას ხარჯზე ცდილობს ფული იშოვოს., არ შეუჭამა ტვინი ჯერ სპაგეტის ახლა ამას, მაურინიომ დასცინა კიდეც. იმდენს შვება სასაცილოდ ხდის უკვე ხვიჩასაც, თვითონ რომ დასცინიან კია ღირსი, მარა არავინ არი ცოტა ჭკუა რომ დაარიგონ?
გიორგი IV
კვარას პლიუსი იყო ერთი-ერთზე თამაში და გადამწყვეტ ფაზაში ცივსისხლიანობა.ეხლა ვეღარც კაცს ატყუებს და გოლებსაც მაზავს!რეგრესი კიარა ცა და დედამიწაა.მრჩება შთაბეჭდილება რო შეშინებული დარბის.პენლებს და ჯარიმებსაც არ აკარებენ.ავტორიტეტიც ვერა აქვს გუნდში როგორც სჩანს.მენტალური პრობლემები აქვს ამ ბიჭს აშკარად!შარშან ბრდღვნიდა ყველას და ყველაფერს!ღმერთმა ქნას ვცდებოდე!
თაზო
მე ვფიქრობ კვარა ფეხებს უფრთხილდება და მართალიც არი, ტრამვა რომ მიიღოს ახალ კონტრაქტს ვინ გაუფორმებს, ან უკეთეს გუნდში როგორ გადავა! ამიტომაც არ რისკავს
Helados
კვარა ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს რონალდუზაციისკენ მიდის დრიბლინგის მხრივ. ტიპი 2 კი არა 1 კაცზეც ვეღარ მიდის, იმაზე აღარაფერს ვამბობ საკუთარი მოედნიდან მოწინააღმდეგის საჯარიმომდე ბურთის მიტანაც აღარ შეუძლია. კაი რუბინზე იტყვით ღრუსეთში თამაშობდა და ადვილად ეძლეოდა სივრცეები, ამიტომ შეეძლო საკუთარი საჯარიმოდან ბურთის წაღებაო. მაგრამ მაგავე რუბინის პერიოდის კვარა ესპანეთთან რამდენიმე კაცზე მიდიოდა დრიბლინგით და ა.შ. ხომ არის კვარას ჰაილაითები ესპანეთთან შეხედონ და იგივე მაჩვენონ წინა წლის კვარას დრიბლინგები და წინ გაქცევები გასული წლის ესპანეთთან. ტიპი რეალურად საშინელ რეგრესს განიცდის დრიბლინგის მხრივ, სავარაუდოდ იმიტომ რომ ზედმეტად გუნდური მოთამაშე გახდა ამ ნაპოლის სისტემის გამო. ასე საერთოდ დაავიწყდება დრიბლინგი და სასწრაფოდ უნდა გაასწროს ნაპოლიდან. მომავალ წელს პრემიერ ლიგაში უნდა წავიდეს, არ შეიძლება ამ სვარჩიკებთან ყოფნა. პ.ს. ახლა გამახსენდა, დღეს პირველ ტაიმში კვარას ძალიან დიდი სივრცე ჰქონდა საკუთარი მოედნიდან კარისკენ გაქცეულიყო და უკან გაიქცა, და მერე მცველს დაუგორა ბურთი.
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება
"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]
უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა
"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ
დღეს "კვარა" ბრუნდება - მამარდაშვილი "მანჩესტერის" წინააღმდეგ!..
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"პსჟ-მ სახელფასო განაკვეთი შეამცირა - როგორია კვარაცხელიას გასამრჯელო?" - ფრანგული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
"ნაპოლი" წინ მიიწევს - შემდეგი მატჩი "სიტისთან" აქვს
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
"სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია..." - სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი" - სპალეტიმ "ნაპოლის" დატოვების მიზეზი დაასახელა