ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი ჯერაც დაუმარცხებელი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მუნდიალის ორი სასტარტო მატჩის შემდეგ, "ოლ ვაითსს" წაგებათა გრაფაში ნული ეწერებოდა, მაგრამ ფაქტია, რიკი ჰერბერტის გუნდმა ჯერ სლოვაკეთს გამოჰგლიჯა ქულა, შემდეგ კი იტალია გაამწარა. ბუნებრივია, ამის მიუხედავად, ყველამ კარგად იცის, რამხელა განსხვავებაა პარაგვაელთა და ზელანდიელთა საფეხბურთო ოსტატობას შორის...

F ჯგუფი

24 ივნისი. პოლოკვანი. პიტერ მოკაბა სთედიუმი. 18:00

პარაგვაი-ახ. ზელანდია

სავარაუდო შემადგენლობები

პარაგვაი: ვილარი - ბონეტი, და სილვა, ალკარასი, მორელი - ვ. კასერესი, ვერა, რივეროსი - ბარიოსი, სანტა კრუსი, ვალდესი

ახ. ზელანდია: პასტონი - რიდი, ნელსენი, სმიტი, ლოქჰედი - ბერტოსი, ვისელიჩი, ელიოტი - ფელონი, კილენი, შმელტცი.

არბიტრი: იუნიჩი ნიშიმურა (იაპონია)

ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი ჯერაც დაუმარცხებელი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მუნდიალის ორი სასტარტო მატჩის შემდეგ, "ოლ ვაითსს" წაგებათა გრაფაში ნული ეწერებოდა, მაგრამ ფაქტია, რიკი ჰერბერტის გუნდმა ჯერ სლოვაკეთს გამოჰგლიჯა ქულა, შემდეგ კი იტალია გაამწარა. ბუნებრივია, ამის მიუხედავად, ყველამ კარგად იცის, რამხელა განსხვავებაა პარაგვაელთა და ზელანდიელთა საფეხბურთო ოსტატობას შორის და ამიტომაც ამ შეხვედრის უპირობო ფავორიტებად სამხრეთამერიკელები მიიჩნევიან.

ხერარდო მარტინოს გუნდს ჯგუფში პირველობის გასანაღდებლად შესაძლოა, ფრეც კი ეყოს, გამარჯვებით კი ყველასთვის მიუწვდომელი გახდება და მერვედფინალში ჰოლანდიას ასცდება. ერთი სიტყვით, პარაგვაელებს მოტივაცია საკმარისზე მეტად აქვთ, ისევე როგორც ზელანდიელებს, რომელთაც ჯგუფიდან გასვლის იმედი სულაც არ დაუკარგავთ და თავადაც გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

პარაგვაის ნაკრების ნახევარმცველი კარლოს ბონეტი მოწინააღმდეგეზე მაღალი აზრისაა: "ბოლო ტურის წინ ჯგუფს ვლიდერობთ, რაც ძალიან გვახარებს, მაგრამ ჯერ არაფერი დაგვიბევებია და ამიტომაც თამაში ძველებური შემართებით უნდა გავაგრძელოთ. უკვე ყველა დარწმუნდა, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები უაღრესად რთული მეტოქეა. ბუნებრივია, მოწინააღმდეგეს სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ გამარჯვებისა და ჯგუფში პირველობის ძალაც შეგვწევს".

პარაგვაიმ წინა ტურში სლოვაკეთთან სამი გამოკვეთილი თავდამსხმელით ითამაშა და მარტინო ალბათ, დღესაც ამ ტაქტიკას მიმართავს. სამხრეთამერიკელებს საკადრო პრობლემები არ აწუხებთ და შესაბამისად, ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ. განვლილი ორი შეხვედრა ზელანდიამ უცვლელი სასტარტო თერთმეტეულით ჩაატარა და რაკი ყველა მათგანი მწყობრშია და არც დასჯილია ვინმე, სიახლეებს ჰერბერტის გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც არ უნდა ველოდოთ.

"დასაკარგი არაფერი გვაქვს. მაყურებელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი ზელანდიის სიმპათიური ნაკრები უკვე ორჯერ იხილა და შევეცდებით, ჩვენი მესამე მატჩი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოდგეს. სამხრეთ აფრიკაში ტურისტებად სულაც არ ჩამოვსულვართ, საკუთარი საფეხბურთო შესაძლებლობები ყველას უნდა ვუჩვენოთ", - ამბობს ჰერბერტი.

პარაგვაელთა და ახალზელანდიელთა დაპირისპირებას დიდი ისტორია არა აქვს. ისინი ერთადერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს და ის მატჩი სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა.

ლევან ჯანეზაშვილი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა