ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

"ნაპოლი" დამარცხდა, თუმცა ჩემპიონს ჰგავდა; კვარაცხელიას არ გაუმართლა...

"ნაპოლი" დამარცხდა, თუმცა ჩემპიონს ჰგავდა; კვარაცხელიას არ გაუმართლა...

<p>ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" იტალიის სუპერთასს ვერ შესწვდა, "ინტერთან" დრამატულად (0:1) დამარცხდა. ბოლო დროს ნეაპოლელთა მატჩებზე მსჯელობა ერთმანეთს ზედმეტად დაემსგავსა, პრობლემები მუდამ ანალოგიურად გამოიყურებოდა, ახლა კი განსხვავებული შეხვედრა ვნახეთ.</p><p>პირველ რიგში, ვალტერ მაცარის ბიჭებს ეტყობოდათ, რომ ჩემპიონები თამაშობდნენ, რასაც მთელი სეზონია, ვერ ვგრძნობთ. გუნდი შემართული იყო და ობიექტურად მასზე სოლიდური შემადგენლობით დაკომპლექტებულ (თანაც, ოსიმენისა და ანგისას არყოფნაში) საკუთარი ძლიერი მხარეების მოხვევასა და არაფრის დათმობას აპირებდა. რამაც საბოლოოდ ამ საქმეს, ყველაზე დიდი, ხელი შეუშალა, გაძევება იყო, ეს ამბავი კი გუნდს ბოლო დროს ძალიან მოუხშირდა.</p><p>როგორც ჩანს, სამმცველიან ტაქტიკურ სქემასთან ნეაპოლური გუნდი უკეთ ადაპტირდა. მაცოკი მარცხენა ფლანგზე სივრცეებს ითვისებდა, რაც ხვიჩა კვარავხელიას მეტი მოძრაობის, ცენტრში მოქმედებისა და თავისუფალი ზონების დაუფლების საშუალებებს აძლევდა. პირველ ტაიმში "კვარას" საგოლე ეპიზოდი სწორედ ასე შეექმნა - ლობოტკამ ცენტრიდან ბურთი სისწრაფეზე გააყოლა, ხვიჩა რამდენიმე მეურვეს გაუმკლავდა, თუმცა კარში დასარტყმელად იდეალური დრო ვერ შეარჩია. თითქოს კვარაცხელია ბევრს ფიქრობს იმაზე, კიდევ ერთი გამოუყენებელი მომენტი არ ჰქონდეს, დაარტყას ისე, როგორც იდეალურად წარმოუდგენია, ზოგჯერ კი ეს გადაწყვეტილების მარტივად მიღებას ხელს უშლის. ის კი, რომელიც იან ზომერმა მოიგერია, ქართველმა ფეხბურთელმა მართლაც მშვენივრად შეასრულა, მაგრამ არსებობს მომენტები, როცა კიპერები, უბრალოდ, შეუვალნი არიან.</p><p><img src="pictures/artimages/original/6e83023bc0f60f2eb4ee6a8cd9cc72c6.jpg" border="0" alt="Sportall.Ge" title=""ნაპოლი" დამარცხდა, თუმცა ჩემპიონს ჰგავდა; კვარაცხელიას არ გაუმართლა..." /></p><p>ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა 77-ე ნომერმა ჯარიმები როგორც ჩააწოდა, ასევე კარისკენ დაარტყა. ორი წელია, ჩვენებურს ამ კომპონენტში ნდობა ნაკლებად აქვს, გუნდი კი სტანდარტულ სიტუაციებს შედეგიანად ვერ იყენებს. ამჯერად არც ხვიჩას გამოუვიდა, მაგრამ ეს იქნებ რაღაც ახლის დასაწყისი იყოს - მწვრთნელის მხრიდან დამოკიდებულების შეცვლა და თავად მისი მოწადინებაც უკვე კარგია. შესაძლოა, კვარაცხელიამ რაღაცები მეტადაც მოითხოვა, ვიდრე მანამდე... კუთხურებზეც მუდმივად ვწერთ, რომ ხვიჩას მხოლოდ ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე არ უნდა იყენებდნენ.</p><p>გაძევებაზე ვისაუბრეთ და აქ მწვრთნელის როლს ვერ გავექცევით - გაფრთხილებული სიმეონეს მინდვრიდან გაყვანა მანამდე იკვეთებოდა, თანაც, რასპადორი სათადარიგოთა სკამზე იყო. შემდეგ მაცარიმ პენალტების სერიამდე მისვლა სცადა, მაგრამ როცა დაცვა შენი საუკეთესო მხარე არაა, კვარაცხელიას კი, რომელსაც "ინტერი" ყველაზე მეტად უფრთხოდა, ცვლი, მზად უნდა იყო, მოწინააღმდეგე უკანმოუხედავად შეგიტევს, რადგან კონტრშეტევის საფრთხესაც კი ვერ გრძნობს. "ნაპოლის" დამრიგებელი პირველი არაა, ვინც ამ გამოწვევას შესაბამისად ვერ პასუხობს...</p><p>სუპერთასმა გარკვეული იმედები გააჩინა, ოპტიმიზმი ჩასახა და ახლა გუნდმა რამენაირად უნდა სცადოს, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდეს და ამავე ტურნირზე "ბარსელონას" ღირსეულად ეთამაშოს. უახლოესი გამოწვევა "ლაციოსთან" მატჩია - დისკვალიფიცირებული კვარაცხელიას გარეშე...</p><p><p><p><br></p>

  • სანდრო

    საჩემპიონო თამაში არა, მაგრამ ჩავარდნის მერე ნაპოლი აშკარად პროგრესის გზაზე დგას - ძალიან მდეგარი წინააღმდეგობა გაუწია სერია ა-ს პირველადგილოსანს, რომელთანაც სხვაობა 20 ქულაა, რაც ძალიან დასაფასებელია. ხვიჩას რაც შეეხება, აშკარად ჭირდება ინდივიდუალური მუშაობა და მწვრთნელ-ინსტრუქტორი, რომელიც დაახვეწინებს კარში საჭირო მომენტში სწრაფ, მოულოდნელ დარტყმას, ასევე დრიბლინგისას ოქროს შუალედის წესით მოქმედებას. მას ხანდახან ძალიან უგრძელდება ბურთის ფლობა,ამ დროს კი მოწინაარმდეგის დაცვა მატულობს სიახლოვეში და კიდევ უფრო უზღუდევს სივრცეს. როგორც ამ თAმაშიი, როცა უკან პარტნიორი ედგა, მგონი პოლიტანო და ჯობდა მასზე გაეკეთებინა პასი სანამ ბოლომდე დაბლოკავდნენ. ანუ ეს გუნდთან ერთად ვარჯიშებზე დასახვეწია. იმედია აქამდეც მივლენ და უკეთEს შედეგებს დადებენ

  • ვასო

    უკაცრავად, და ხვიჩას რომელთამაშს უყურებ, ალბათ შესვენებებს შორის ბურთს რომ აგირებენ

  • მწარე

    წაიკითხე ჩაკვეს ინტერვიუ, სადაც ამბობს რომ სანიოლის დროს ნაკრები უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობს, იგივეს ამბობენ სხვა ფეხბურთის მცოდნე ხალხი.

  • სოსო

    შექება და კრიტიკა,მტრულიც შეიძლება იყოს და კეთილგანწყობილიც.კომენტარებში ეს ყოველივე კარგად იგრძნობა ხოლმე და მასზე რეაქციებიც,მეტწილად ამის შესაბამისია.

  • გუსანი

    100%- თანხმობა. საჩემპიონო თამაში?!, მეცინება,სასურველს რეალობად რომ აცხადებენ. ინტერი ყველაფერში ,,ერთი და მეტი თავით" ჯობდა , არ დავიწყებ ჩამოთვლას რაში... სკუდეტოს წელსაც ინტერმა მოუგო კითხვის ნიშნების გარეშე, კი სათამაშო უპირატესობა ნაპოლის ქონდა, მაგრამ თამაში ინტერის იყო, სპალეტის გენიოსობა მაგაშიც არის რომ სწორედ შეაფასა მომავალი, ლაურენტისის ,,კრიჟანობა", თავისი ფეხბურთელების ამოწურული რესურსი და წავიდა. სიამაყის, მინიშნების გარეშე მეც მაშინ მასე ვფიქრობდი, ნაპოლში ყოფნისა და ზეიმში მონაწილეობის მიუხედავად. სამწუხაროდ დადასტურდა. ჩვენს სიამაყეს რაც შეეხება, ვფიქრობ ფსიქოლოგიურ ჭრილში დიდი ზეწოლის ქვეშაა, როგორც სპორტულ,ისე არასპორტულ საკითხებში, ოჯახიც ცალკე პასუხისმგებლობაა. როგორც იტყვიან ,,ზურგის ქარი" მას და წარმატებები ყველაფერში...

  • სვანსკი

    ყველა დაბალი დონის მწვრთნელი ასე გააკეთებდა,რაც მაძარიმ აკეთა,როგორ გავს სანიოლის? იგივე შემადგენლობა რომ დაეტოვა რა იქნებოდა? არანაირი ტაქტიკური მონახაზი სანიოლივით, ჩააყენე ტროლეიბუსი კარში. აურელიომ ის ტოტი მოჭრა რომელზეც იჯდა,ახლა თავისთავს დააბრალოს. (მაძოკი რუიზე ღორი)

  • !!!

    ლექსათა ლექსათა შე საცოდაო

  • gel-100

    ra c?? saxeli ar gaqvs she chemisaa?? tu ce hepatiti xar?? aaa kvaraze cudis dawera gadawyvite da saxeli imito ar miutitee?

  • შულაია

    ბოდიში,მაგრამ.....შეიძლება მე ვერ ვხვდები, რა საჩემპიონო თამაში ხალხო!!...უსახური თამაშით მეტოქე,რომ კარში 23-ჯერ დაგირტყავს, ხოლო შენ მხოლოდ ერთი გექნედა,ამასთან 7 ყვითელს და წითელ ბარათს მიიღებ, [მე არ ვიგონებ,სტატისტიკაა] რა ჩემპიონის დონის თამაშზეა საუბარი, ან კიდევ საჯარიმოს კუთხიდან პარაშუტად, სუსტი დარტყმა როდიდან გახლდა საგოლე მომენტი თუ კარში მეკარე დგას,ამ ლოგიკით ინტერმა მაშინ 15 საგოლე მომენტი მაინც შექმნა, რაც კიდევ უარესი ნაპოლისთვის...36 წლის მხითარიანი,რომ ამდენ მომენტს შეგიქმნის ხოლო შენს ვითომდა მსოფლიო დონის ამომავალ თუ ამოსულ ვასკვლავს აქტივში ერთი პარაშუტი ექნება-რაღაზე ვკამათობთ!!. კი ბატონო კვარა ნაპოლიდან უნდა წავიდეს, იდეალური იქნებოდა რეალში, ბარსელონაში სიტიში ანდა ლიველრპულში-დარწმუნებული ვარ მაგრად და ლამაზად ითამაშებდა მომენტებში, მაგრამ როგორ წავიდეს? ჩაალაგოს ჩემოდანი მიადგეს და მოვედიო არ გამოვა,არა რეალურია... ასეთი თამაშით არც არავინ განიხილავს, თუ ისეთი ფორს- მაჯორი არ მოხდა,როგორც უკრაინის ომი,რისი წყალობითაც მოხვდა ის საერთოდ იტალიაში, თორემ ის ჯუგელმა რუსეთში წაიყვანა და ჩარჩებოდა კიდეც იმ ჭაობში. აჯობებს, საერთოდ შევეგუოთ ჩვენც და ისიც რომ ის თამაშობს იმას რაც შეუძლია,თამაშობს საშუალო ევროპულ გუნდში და არის შესაბამისი დონის ფეხბურთელი, რომელსაც პრინციპულ, საკვანძო თამაშებში ძლიერ გუნდებთან ვერა,მაგრამ ნაკლებათ ძლიერებთან მომენტებში შეუძლია ეფექტური თამაში, სტატისთიკაც შეაბამისი აქვს, ისე როგორც კონტრაქტი და ხელფასი, მომატების პესპექტივით. სჯობს დაწყნარდეს და ნაკრებზე გადაერთოს,ჩვენთვის ის ნამდვილად სუპერვასკვლავია და მისი ფსიქოლოგიურ მდგომარეობა ასეთი ზეწოლის ფონზე [გადაჭარბებული მოთხოვნები-ყოველთვის გოლის გატანა,ასისტი,ყველას მოტყუება და ა.შ. არ შეუძლია ამ კაცს ამდენი და .....] მარტის ისტორიული თამაშების წინ რამეში წაგვადგეს, ხოლო მის გარეშე შანსი 10-90-ზე მგონია.

  • C

    ხვიჩა იმიტომ არ შეუცვლია , რომ ფრეზე ასე მეტი შანსი ექნებოდა, არამედ იმიტომ რომ ამოუვიდა ამ კაცს, ენდობა, ეუბნება გარისკეო, მთელ გუნდს კვარაზე სათამაშოდ აწყობს დს ეს კიდევ უკან აბრუნებს პასებს და არ რისკავს საკუთარ თავზე აღებას. ამიტომ მწვრთნელის სრულიად მესმის, სწორი ქნა რომ შეცვალა, ასე კვარა უფრო დაინახავს რას ითხოვენ მისგან. ის მაცოკი არ არის. წარმატებები ხვიჩა, ცოტა მეტი სითამამე, დრიბლინგები სცადე ისევ

  • გიორგი

    რა ლოგიკაა ვერ გავიგე,ამდენი წელია დამოუკიდებლები ვართ და არც ერთ ტურნირზე არ გვითამაშია,რას ვიზამთ და რაც კალათბურთელებმა,ხელბურთელებმა და წყალბურთელებმა გააკეთეს იმას!!!!დიდ ტურნირზე ვითამაშებთ!!!

  • Walter White

    ვთქვათ და მოიგო საქართველოს ნაკრებმა, მერე რა? ევროზე დაგლიჯავს მოწინააღდეგებს თუ საოცრად ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს? აი ასეთი მიდგომა არის რომ ღუპავს ქვეყანას და ვზივართ ნეხვის ორმოში.

  • vava

    ცოტა უფრო მკაცრად, ვერა? ))

  • mevludi

    შენი გეჩმიში დავხიე

  • შოთა

    რა შენი საქმეა ითამაშებს თუ არა. რა გაუ...ეთ საქმე?!

  • *

    სხვა ქართველ ფეხბურთელებს ეუბნევი მაგას??

  • სად წევიდა?

    სანამ პირში სული მიდგას, თუნდაც ჩამქოლონ მაინც ვიტყვი, კვარა კმარა ვარდნა! თუ თამაშობ ფეხბურთს ითამაშე, თუ არადა და პაკა, პაკა! პაკაააა

  • L.j.-ს

    გაანებე თავი, ტიპი ფსიქიატრიულიდან არის გამოპარული.

  • მამუკას

    ბელინგემზე ინგლსელი გულშემატკივრების ზეწოლა არანაირად არ ყოფილა - არავინ ჩადიოდა დორტმუნდში ინგლისიდან მის თამაშებზე დასასწრებლად და სატრიპაჩოდ. კი, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მაგრამ მარადონას, მესის და რონალდოს არავინ ადარებდა. არც ახლა ხდება ეს,მიუხედავად იმ ხარისხისა ეასაც ყოველთამაშში დებს. სხვები შეიძლება მეტადაც კი აქებდნენ ვიდრე ინგლისელები. არც ახლა მოითხოვენ ინგლისელი გულშემატკივრები ჰარი კეინის კაპიტნობიდან გადაყენებას მესის მაგივრად ჯუდი რატომ არ დააყენე პირველ ადგილზეო. ხამები არ არიან ინგლისელები ფეხბურთში და იმიტომ. კვარაზე გაცილებით მშვიდ გარემოში ვითარდება ბელინგემი, არც ოჯახში უვარდება ვინმე და გელფრენდის მოყვანა არ გაბედო ცოლადო თითსაც არავინ უქნევს.

  • სოსო

    ზამთრის სატრანსფერო პერიოდია და ქართველი ფეხბურთელები რა კლუბებში გადადიან გაგიჟდები,ემპოლიში გადავიდა გოგლიჩიძე ეგეც ხვიჩას დამსახურებით,დანარჩენები რას აკეთებენ ვერ გაიგებ,არადა ყველას მომავალი ხორვატია გვეგონა საქართველო,მაგრამ ყველაფერი უარესობისკენ წავიდა,ამის გამოსწორება შეგვიძლია მარტში,თუ არა და რა გვეშველება არ ვიცი!!!!!

  • აქაც

    მოკლედ ხვიჩა თუ რამეში გააკრიტიკე ეგრევე დაგიძახებენ ლიბერასტი და ნაციონალს, და თუ ხვიჩას ბრმა მიმდევარი -მაშინ ხარ პატრიოტი და ოცნებისტი როგორც ადრე იყო ზვიადისტი თუ შევარდნაძისტი აააააა?

  • მამუკა

    ბელინგემი ხვიჩაზე უმცროსია და ქება დიდება მთელი საფეხბურთო სამყაროსგან არ აკლია, მაგრამ დღითი დღე პროგრესირებს, ასე რომ ეგ მიზეზი არ არის ხვიჩას რეგრესისა, მე უფრო მგონია რომ ვარჯიშებს მოუკლო და თავის თავზე აღარ მუშაობს და ნაკლებ დროს ატარებს სავარჯიშო მოედანზე

  • ბექა

    დაანებეთ ამ ნაპოლის გამო ხვიჩას წნეხის ქვეშ მოქცევა,საქართველოს!! მარტში უმნიშვნელოვანესი თამაშები ელოდება და ამაზე ვკონცენტრირდეთ ყველა,ფეხბურთელებიც,გულშემატკივრებიც!!!ჩაკვეტაძე,კიტეიშვილი,მამარდაშვილი,მიქაუტაძე,ზივზივაძე,დავითაშვილი,წიტაიშვილი,კაშია,კვირკველია რიგორ ფორმაში არიან??კარგად თამაშობენ კლუბებში??!!ამაზე ვინერვიულოთ,ხვიჩა კი ისეთი გვჭირდება ნაკრებში,როგორიც ბოლო სანაკრებო თამაშებში ვიხილეთ.წინ საქართველოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  • Lasha

    Nakrebibgaiyvanos evropaze da napoli tuginda seria b shi gavardes

  • L.J .

    Ram gagaborota ese??adre vpikrobdi xumrobs rqo...magram ara,aseti ra dagishava xvicham tu saidumlo araa??

  • ზურას

    ძლივს არ წავიკითხე ადეკვატური შეფასება?

  • ანაგელი

    ძალიან სათანადო ანალიზია გუშინდელი თამაშის. ამ სეზონში პირველი ამბიციური თამაში აჩვენა ნაპოლიმ, ამიტომაც გაიბრწყინა ხვიჩამ ერთი ორჯერ. თუ გუნდი არ მოინდმებს ერთი კაცი თამაშს ვერ მოიგებს. ვეთანხმები ზურას, შეეშვით ხვიჩას ჯერ არა ნორმალურ ქებას და მერე გადამეტებულ კრიტიკას. ამით მხოლოდ დათვურ სამსახურს უწევთ ამ კაცს.

  • ზურა

    ხვიჩას ფორმის დაკარგვის მიზეზთ მიზეზი, ჩვენ თავადვე ვართ: ჭკუიდან გადასული , ფანატიზმამდე მისული, უაღრესად ემოციური ქართველი ფანები!პირველი დღიდანვე ნაპოლში გადასულს ამ პატარა ასაკის ბიჭს, ამოსუნთქვის საშუალება არ მივეცით და "დავბომბეთ" ისეთი საქებარი სიყუვებით (არ ვუარყობ, რო აეკუთვნოდა) რაც მართლა ამ გასახედოდან უადგილო და ზედმეტიც კი იყო. ბიჭი მოვაქციეთ საშინელ ფსიქოლოგიურ და სტრესულ წნეხში. ამას ემატებოდა აქედან წასული და ჩასული "კოლექტიური ვიზიტიორების" ვიზიტები, ვითომდა საგულშემატკივროდ, როგორ გგონიათ ესეც არ იმოქმედებდდა ხვიჩაზე? როგორია ხან ერთი "მოგადგეს კარებზე, ხან მეორე" და ეს ქართული ზღვარს გადასული "ტრიპაჩობა" მაშინ სასტიკად არ მომწონდა. ერთი სიტყვით ბიჭს არ ვაცალეთ დამტკბარიყო ახალ გუნდში და ახალ გარემოში ცხოვრება! საერთოდ ქართველებს გვჩვევია ემოციებზე აყოლა და იმას ვეღარ ვგრძნობთ, თუ ამით რამხელა ზიანს ვაყენებთ თვითონ ადრესატს და მის მდგომარეობას. არ დაიწყოთ ეხლა "ცოლის" ბრალია, ვიღაცამ ჯადო გაუკეთა და ესეთები, უმრავლესობა ფეხბურთელების დაოჯახებულები არიან და ნამდვილად არაფერში უშლიან ხელს, ლეო მესის მაგალითიც კმარა, თუ როგორ უწყობს ხელს მეუღლე! რაღა დამრჩენია, ჩვენს ხვიჩას ვუსურვოთ ძალების მობილიზება და ხასიათის გამოკეთება! მჯერა ხვიჩა დაიბრუნებს თავის ჩვეულ ფორმას, მთავარია ჩვენ გულშემატკივრებმა არ შევუშალოთ ხელი!

  • კ ო მ ბ ლ ე

    ჯუღელზე ფიქრმა დაადნო, და დაამსგავსა ქლიავსაო. ამ ლექსს ბავშვობაში არ გასწავლიდნენ სკოლაში? ხოდა ეეე. რავარც იქნა ახდა სიმონ..

  • pablo

    ხვიჩას ჭირდება ლივერპულის მაგვარი გუნდი , კლოპის მაგვარი მწვრთნელით და დაყველაფერი დალაგდება.

  • ირაკლი

    ქართველი "გულშემატკივრების" საყურადღებოდ: ხვიჩა ნაკრებში იდეალურად თამაშობს. ასე, რომ შეეშვით ზედმეტ "პატრიოტიზმს" ნაპოლის "გულშემატკივრებო"

  • L.J .

    Mazzarim waago es tamshi,magram xvtisavar ra ++shemachnie gushin napolis tamshhi?is rom ertxel daartya karshi(sharshan napoli ara mxold qartvelebs,yvelas shetevit da lamazi pegburtit sheuyvarda)kacnakluli dacvashi chajdoma aseti dacvit sashineli gadawvetileba iyo valterasgan..

  • ერნესტ ჰემინგუეი

    დასტრესილი სახე აქვს ყველა თამაშზე. კარგი ფსიქოლოგი სჭირდება უფრო, ვიდრე სხვა რამ.

  • ნიკა

    ხვიჩას რეგრესი მაწუხებს, თორე ნაპოლის გამოწვევა მაგრა არ მაინტერესებს, ამ სეზონში რაცაა ასეთი გუნდია 30 წელია, შარშან გაუმართლა უბრალოდ.

  • კოლხიდელი

    სწორი ანალიზია.ყრუ დაცვაში ჩაჯდომა ვერ იქნებოდა გამოსავალი.გამქცევი კაცი არ დაიტოვა.შესაძლოა შარშანდელივით ჯერ ვერ ბრწყინავს,მაგრამ იმ სიტუაციაში ხვიჩას შეცვლა მეჩვენება,რომ უგუნური გადაწყვეტილება იყო...

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ