სამხრეთამერიკულ ტურნეში მყოფი ხოსეპ გვარდიოლას გუნდი მექსიკურ "ჩივასთან" ამხანაგურ შეხვედრაში განადგურდა

მექსიკურმა კლუბმა "ჩივასმა" კატალონიურ "ბარსელონას" დიდი ანგარიშით მოუგო. გუნდებს შორის ამხანაგური შეხვედრა დღეს, 4 აგვისტოს ჩატარდა და კატალონიელების მარცხით - 1:4 დასრულდა. "ბარსელონამ" ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, თუმცა შემდეგ 4 გოლი გაუშვა.

ესპანელების მხრიდან გოლი დავიდ ვილიამ გაიტანა, ხოლო "ჩივასის" რიგებში გოლები ჯოვანი კასილასმა, ხოსე ლუის ვერდუსკომ და ფაბიანმა ჩაიწერეს აქტივში. ფაბიანმა შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

"ჩივასთან" მატჩი "ბარსელონამ" სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში გამართა. 7 აგვისტოს ესპანელები კიდევ ერთ მექსიკურ კლუბს "ამერიკას" დაუპირისპირდებიან. კატალონიელები ტურნეში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გაემგზავრნენ, ესენია: ლიონელ მესი, დანიელ ალვეში, ხავიერ მასკერანო და გუნდის ახალწვეული ალექსის სანჩესი.

თამაშის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლამ კლუბის ოფიციალური საიტისთვის კომენტარი გააკეთა. მწვრთნელის თქმით, მისი გუნდი ცუდად არ თამაშობდა და ფეხბურთელებს მომენტები რომ გამოეყენებინათ, კარგ შედეგს მიაღწევდნენ.

მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით

maxsim
კაია კარგად იწყებს ბარსელონა მომწონს. წელს ვერფერს ვერ გახდება იმიტო რო წემს რეალის სეზონია და მსოფლიოსჰი საუკეტესო ფეხბურტელის cristiano ronaldo სი
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა