ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რას ჰგავდა "ნაპოლი" კვარაცხელიას გარეშე და როგორია პერსპექტივა

რას ჰგავდა "ნაპოლი" კვარაცხელიას გარეშე და როგორია პერსპექტივა

სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლიმ“ რომში „ლაციოსთან“ ფრეს (0:0) მიაღწია. ამ მატჩში ნეაპოლურ გუნდს კარში ბურთი არ დაურტყამს, რაც 2012 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოხდა და ყველამ შესანიშნავად დაინახა, რას წარმოადგენს მაცარის კრებული ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის გარეშე. თავად მაცარი შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩა და თქვა, რომ იმ კადრებით, რაც მის განკარგულებაში იყო, ადაპტირება მოახერხა, ახალი სისტემა შექმნა და ეს საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა.

მომავალი სეზონისთვის ახალი სისტემის შექმნაზე მუშაობა კი კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უკვე დაიწყო. მან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის კვალობაზე ბევრი ფეხბურთელი დაიმატა და აშკარაა, ზაფხულში გუნდის გადასაწყობად ამთავითვე ემზადება. იმ დროისთვის, ალბათ, ვიქტორ ოსიმენს გაყიდის და ძნელი სათქმელია, დატოვებს თუ არა მაცარის, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას. დე ლაურენტისს სხვა მწვრთნელის მოყვანა კი უნდა, მაგრამ მაღალი დონის სპეციალისტები ასევე მაღალ გასამრჯელოს მოითხოვენ და თავის საქმიანობაში ჩარევის უფლებას არავის არ მისცემენ, რაც კლუბის მფლობელს, ცხადია, არ აწყობს. ამდენად, ძნელი სათქმელია, ვინ იქნება მომავალში გუნდის თავკაცი.

გამოსასწორებელი კი ბევრია, მაცარის დიდი არჩევანი არც აქვს და ფონს შეძლებისდაგვარად იმ ფეხბურთელებით გადის, რომლებიც ჰყავს. ისინი ცოტას მოძრაობენ და ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში იღებენ. დააკვირდით დიდი გუნდების თამაშს, შეტევისას როგორ სწრაფად გადადიან მეტოქის ნახევარზე. მაგალითად, „რეალის“ იერიშისას ყველა მყისიერად წინ მიიწევს და ვინისიუსს სამოქმედოდ დიდი სივრცე აქვს. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ასეთ სიტუაციაში კვარაცხელიას თავის წარმოსაჩენად რა შესაძლებლობები მიეცემოდა და შემდეგ შეადარეთ, რა მდგომარეობაში იმყოფება „ნაპოლიში“, სადაც ხეირიანად პასს არ აძლევენ, სათანადო მხარდაჭერის გარეშეა, ორი მეურვე მუდმივად დარაჯობს და დაუნდობლად ურტყამენ ფეხებში. მერე გვიკვირს, რატომ აქვს ასეთი რეაქცია და რატომ იღებს ყვითელ ბარათებს. რას იზამ, ჩვენში შინაურ მღვდელს ხომ შენდობა არ აქვს.

ერთი რამ ფაქტია - „ნაპოლი“ კვარაცხელიას გარშემო აიგება და აბსოლუტური ლიდერის მძიმე ტვირთის ზიდვა მოუწევს (თან ისე, რომ, სავარაუდოდ, გასამრჯელოს არ მოუმატებენ), რამეთუ არც ჯაკომო რასპადორი და მით უმეტეს, ჯოვანი სიმეონე ოსიმენის ჯეროვანი შემცვლელები არ არიან. აურელიოს იაფფასიანი შენაძენები, რა თქმა უნდა, გუნდს ვერ გააძლიერებს და პერსპექტივა საკმაოდ პესიმისტურად მოჩანს. ასეთია სამწუხარო რეალობა.

• ტონი

მოკლედ :! რასაც უხდიან იმაზე ათჯერ კარგად თამაშობს მაინც! რა პრობლემაა!? ვის რა პრეტენზია აქვს!? მიაკითხეთ გუნდის პრეზიდენტს!!!მოუგვარონ ღირსეული ხელფასი, მოამარაგონ პასებით და არა ასე ნახევარ ენერგიას უღიმღამო პასის მიღებაზე რომ ხარჯავს!ეხლანდელი ნაპოლი დაბალი კლასის გუნდია როგორც გუნდი ნულია,ერთი პლიუსი ინდივიდუალური თამაში ოსიმენი კვარა და აქ რჩება!ფეხბურთელი რომ ბურთს ემალება კარგი რა ნახევარზე მეტი გუნდი გასაყრელია უდაბლესი დონეა!

• სოსო

კობას.სადღაც რომ მუშაობდე,ყველაზე მეტს და უკეთესად აკეთებდე,მაგრამ ყველაზე ცოტას გიხდიდნენ,კმაყოფილი იქნებოდი?შარშან ამ დროს,ხვიჩას უკვე დამტკიცებული ჰქონდა ვარსკვლავური სტატუსი და ახალბედას ხელფასიდან,მაშინვე უნდა გაეზარდათ ხელფასი.ამაზე ხმამაღლა ვერ და არ დაიწყებს ლაპარაკს,მაგრამ სულელი ნამდვილად არ არის,რომ ვერ ხვდებოდეს,დე ლაურენტისის უნამუსობას.შესაბამისად,მოტივაციაც შემცირებული აქვს.ხომ ნახე,როგორ თამაშობდა,დემე,გამოდის,რომ ხელფასის მიხედვით,მისგანაც იგივე დონის თამაშია საკმარისი.რატომღა უნდა გაიხადოს სარისკოდ,თავისი ჯანმრთელობა? როცა სამსახურში პირველად გიღებენ,გინიშნავენ ხელფასს,რომელსაც თანდათან გიზრდიან,შენი კვალიფიკაციის თანდათან ამაღლების შესაბამისად.ხვიჩა უკვე ოსტატის კვალიფიკაციისაა,მაგრამ ხელფასი,ისევ ქარგლისა დაუტოვეს.რატომ უნდა იყოს,კმაყოფილი?ანაზღაურება,პაუხისმგებლობას თუ არ ეთანადება,ყოველთვის უკმაყოფილება ჩნდება.

• შულაია

მაინც არ მესმის რას ემსახურება ეს სტატია,რა გამოდის ნაპოლი მარტო კვარა ყოფილა და მართალია ის ხალხი ვინც მას ნაპოლის ბოლოდროინდელ გაუფერებულ თამაშს და გუნდის ათეულს მიღმა ყოფნას აბრალებს. ვითომ გინდათ ამტკიცოთ რომ იგი გუნდის ერთპიროვნული ლიდერია და მის გარეშე გუნდი ნულია, არა და რამდენ უფერულ თამაშს გაგახსენებენ ამ სეზონში მისი კრიტიკოსები,განსაკუთრებით პრინციპულ შეხვედრებში. რა არ მოგეწონათ ნაპოლის-გუნდმა არ წაგებაზე ითამაშა პრინციპულ მეტოქესთან და შედეგიც დადო, ფაქტიურად იგივე მნიშვნელობის თამაში იყო,როგორც რომასთან,სადაც ხვიჩას მსაჯებთან კამათის მეტი არაფერი გაუკეთებია და კი წააგო ნაპოლიმ უშანსოთ. კიდევ..... სწორედ ასეთი პუბლიკაციები ამძაფრებს შემდეგ იმ გადაჭარებულ მოლოდინებს კვარას მიმართ და მისგან მოითხოვენ ყველა თამაშში გოლს,ასისტს, ყველას მოტყუებას თუ დაცვაში თამაშს,რაც მას ფაქტიურად არ შეუძლია და მიდის გაუთავებელი კრიტიკა და ლანძღვა გინება ყველა ბრუნვაში......კიდევ როგორ უძლებს ეს ბიჭი ამხელა ფსიქოლოგიურ წნეხს.

• Lasha

რუბინში რომ თამაშობდა და გამონათებები ჰქონდა თვეში ან კვარტალში ერთხელ, ისეა ამჯერადაც. როცა თანაგუნდელები მხარს ვერ უბამენ, კვარაც ვერ ანათებს. 2-3 ფეხბურთელი მუდმივად კვარასთანაა დაკავებული, თამაშს არ ტოვებს, რომ ერთ-ორ კაცს მაინც ბარათი არ აჰკიდოს. ასეთ უსახურ გუნდში მეტი რა უნდა ქნას, არ მესმის. ამას რომ გუნდი ვერ იყენებს, იმიტომაა ზუსტად დაბალი დონის და შედეგებიც - შესაბამისი. ბურთების უმეტესობას იღებს ცენტრთან უფრო ახლოს, ვიდრე საჯარიმოსთან და რამე რომ მოიფიქროს, 2-3 კაცს მაინც უნდა გასცდეს. ამას რეგულარულად ვერავინ გააკეთებს. მესის და რონალდუს კარიერა ვერ იქნებოდა ისეთივე თავბრუდამხვევი, გვერდით მსოფლიო დონის ფეხბურთელები რომ არ ჰყოლოდათ და კვარამაც სასწრაფოდ ახალი კლუბი ეძებოს, აჯობებს.

• სოსო

სტატიაში სამომავლო გუნდის აშენებაზეა ლაპარაკი და მეც მომავალ სეზონზე დავწერე,თუმცა მარტის თამაშიც სათვალავშია.ისე,თუნდაც ხვიჩას გარეშე,ლუქსემბურგს რატომ ვერ უნდა მოვუგოთ,ან კიდევ ყაზახეთ,საბერძნეთთან,კვარას თანხლებით,თანაც თბილისში?თუ მაგის იმედიც არ გვაქვს,მაშინ ევროპის ჩემპიონატზე რა გვინდა,ან როგორ ვაპირებთ გასვლას?

• berg-ს

თქვენ პირს "აბი გლუკოზა"

• გივი

სოსო-ს! რომელ სანაკრებო თამაშებზე? გაისად ქვეჯგუფში?. აბა ლუქსემბურგთან ეგ არ იქნება, მეტი სად უნდა გამოავლინოს? თუ გჯერავს რომ ამ ნაკრებით ლუქსემბურგს მოუგებენ და მერე საბერძნეთი ყაზახეთის გამარჯვებულს შეხვდებიან?

• კობა

რასაც აძლევენ ნორმალურია. შენ რატომ განიცდი მის ხელფასს, წილში ხარ? ხვიჩა კმაყოფილია და რა გულის მოგებაზე ლაპარაკობ. საერთოდ მოეშვით რა ამ ფულზე და ელფასებზე საუბარს. ვერ ხვდებით რომ ეგ არაფერ შუაშია?

• nika

რას ჰგავდა და სტანდარტულ იტალიურ გუნდს, თამაშის მოკვლაზე რომაა ორიენტირებული. ეგ კი არა, ხვიჩა ხელსაც უშლის შეტევებისკენ რომ იწევს. დაცვაში სერიოზული ჩამშლელი თუ არ ეყოლებათ და ფლანგებზეც მოძრავი ხალხი არ იქნება, შეიძლება კვარა სკამზე დასვან და გაწურონ იტალიური ნულით ნულები

• გოგია

სხვათა შორის, გუცაევს აქვს საკმაოდ ყვითელი ბარათები მიღებული სწორედ მაგ მიზეზით - მსაჯი არ სჯიდა მცველებს, რომლებიც ვოვას ეუხეშებოდნენ და გუცაევი როცა ემოციურად უპროტესტებდა ამის გამო მსაჯს, მასვე სჯიდნენ.

• berg

ევროპის ჩემპიონატს ვითამაშებთ და პორტუგალიასთან ერთად ჯგუფიდან გავალთ და ხვიჩას ნაპოლიში არავინ დატოვებს. ნიუკასლი გადაიხდის 120 მილიონს..

• სოსო

ხვიჩას გარშემო ააშენებს?დე ლაურენტისს,ყველაზე გვიან,ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში მაინც უნდა გაეუმჯობესებინა კონტრაქტი,მაგრამ ჯერაც არაფერი ისმის.კვარას გულს,უკვე ვეღარასოდეს მოიგებს და არც თავს შეაკლავს,მისი ჯიბის გულისათვის.ითამაშებს ასე,ნელა ნელა და რასაც აძლევენ,იმაზე მეტს კი აკეთებს.თუ ზაფხულში არსად გაუშვა,თვითონვე მალე დარწმუნდება,რომ ძალიან ბევრი წააგო,რადგან ასეთი თამაშით,ხვიჩას ფასიც დაეცემა და იძულებული გახდება,კიდევ უგფრო იაფად გაყიდოს.კვარა,სანაკრებო თამაშებზე გააკეთებს აქცენტს და იქ შეეცდება,საკუთარი თავის სრულად გამოვლენას.იმედია გამოუვა.

• ხაბესა

სულლ ფული ფული კარგით რა თვითონ არ ამბობს არაფერს და თქვენ რა გააჭირეთ საქმე აქცენტს ფულზე რატომ აკეთებთ,კარგია თუ ხვიჩას გარშემო გუნდი კეთდება და ილაპარაკეთ ამაზე,

• სანდრო

საღოლ მახარობლიშვილი, მომეწონა

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა