ინდოეთში 20 წლის მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა პირველობაზე ტურნირის რეიტინგფავორიტი ნაზი პაიკიძე უდანაკარგოდ მიიწევს წინ
ინდოეთში 20 წლის მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა პირველობაზე სპეციალისტები რამდენიმე მონაწილეს ჩემპიონობის რეალურ კანდიდატად თავიდანვე მიიჩნევდნენ.

ზოგიერთი ჯერჯერობით იმედებს ამართლებს. ჩვენთვის ფრიად სასიხარულოა, რომ ტურნირის რეიტინგფავორიტი ნაზი პაიკიძე უდანაკარგოდ მიიწევს წინ. გათამაშების ცხრილში გუშინ მან მესამე გამარჯვება ჩაიწერა -მედლების ერთ-ერთ მაძიებელს თურქ კუბრა ოზთურქს თეთრი ფიგურებით 42-ე სვლაზე სძლია.

ასევე, მესამედ მიაღწიეს წარმატებას ტიტულის ამჟამინდელმა მფლობელმა დეიზი კორიმ (პერუ), ოლგა გირიამ (რუსეთი), როუთ რადმინიმ (ინდოეთი), ირინა ბულმაგამ (რუმინეთი), ნარმინ კაზიმოვამ (აზერბაიჯანი), რომლებმაც, შესაბამისად, ელენა სემიონოვა (რუსეთი), ჰულვარ ტოხირჯანოვა (უზბეკეთი), ჯელიანა საუმი ტერაო (ბრაზილია), კაროლ ფორესტი (საფრანგეთი) და ლასია (ინდოეთი) დაამარცხეს. პირველი გამარჯვება იზეიმა ქეთი წაწალაშვილმა, რომელმაც შავებით შეთი შრისტი (ინდოეთი) დაამარცხა. ზედიზედ მეორედ წააგო რუსმა დიდოსტატმა ანასტასია სავინამ. გუშინ მას კატერინა მიჩელემ (ინდოეთი) აჯობა.

სამქულიანი ლიდერები მე-4 ტურში ასე დაწყვილდნენ: რადმინი-პაიკიძე, ბულმაგა-კორი, გირია-კაზიმოვა. წაწალაშვილი ეკვადორელ ეჩევერია აბიგალ რომეროს დაუპირისპირდება.

ვაჟებში უდანაკარგოდ დიდოსტატი ივან ლოპეს სალგადო (ესპანეთი) და საერთაშორისო ოსტატები -კასპერ პიორუნი (პოლონეთი) და ალექს რომბალდონი (იტალი) მეწინავეობენ. 18 მოჭადრაკეს 2,5-2,5 ქულა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა