ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მოჭიდავეებს წარმატება დაუფასდათ

მოჭიდავეებს წარმატება დაუფასდათ

გუშინ ვლადიმერ ვარძელაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა მოჭიდავეებს შეხვდა
გუშინ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა მოჭიდავეებს შეხვდა.

ბუქარესტში ჩატარებული ეს შეჯიბრება ჩვენი გუნდებისთვის ფრიად წარმატებული აღმოჩნდა - ორივე ნაკრებმა ზუსტად ერთნაირი შედეგი აჩვენა, 5-5 მედალი მოიპოვა. ამათგან მაჩვენებელი ხარისხობრივადაც ერთნაირია - 2-2 ოქრო ვერცხლი და თითო ბრინჯაო. ბერძენ-რომაელთაგან მსოფლიოს ჩემპიონები რევაზ ნადარეიშვილი (84) და შოთა გოგისვანიძე (120) გახდნენ, ვიცე-ჩემპიონები - ზურაბ დათუნაშვილი (74) და სანდრო დიხამინჯია (96), მესამეზე კი ქემალ ხარაბაძე (60) გავიდა.

"თავისუფალთაგან"ოქროს მედლები გუნდის გამოკვეთილმა ლიდერებმა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55) და დავით მარსაგიშვილმა (84) მოიპოვეს, ვერცხლი - მამუკა კორძაიამ (96) და თედორე ებანოიძემ (120), დავით გალეგაშვილი (66) კი მესამეზე გავიდა. ამ გუნდების გამოსვლას შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბერძენ-რომაელებმა გუნდურ ჩათვლაშიც გაიმარჯვეს, "თავისუფლები"კი მხოლოდ რუსებს ჩამორჩნენ.

გუშინ სამინისტროში ყველა მედალოსანი შეიკრიბა ნაკრებთა მწვრთნელებთან ერთად. "ძალიან კარგი გამოსვლაა ორივე გუნდისთვის, ძალიან მაღალი შედეგებია. კმაყოფილები ვართ ყველანი და მინდა მოგილოცოთ ეს წარმატება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს და ფედერაციას, რომელთა დიდი შრომის შედეგიცაა ამდენი მედალი. ჭიდაობა სპორტის ის სახეობაა, რომელმაც წლეულს ყველაზე მეტი ფული გამოგვართვა პრემიების სახით, რასაც მივესალმებით. ვიმედოვნებ, სამომავლოდ ამ ბიჭებიდან ბევრს ვიხილავთ ოლიმპიადაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ"- მიულოცა სპორტსმენებს ვარძელაშვილმა.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩემპიონატი იყო, რადგან, როგორც წესი, აქ ეროვნული ნაკრების მომავალი წევრები გამოდიან. შედეგი მართლაც კარგია, რისთვისაც დიდი მადლობა ყველა მედალოსანს და მწვრთნელთა კორპუსს. გასახარია, რომ ასეთი შედეგით დავბრუნდით სამშობლოში. წინ მსოფლიოს პირველობაა და მჯერა, არ იზარმაცებენ, ბოლომდე დაიხარჯებიან, რათა იქაც წარმატებით გამოვიდნენ. თუ ეს შემართება შეინარჩუნეს და ასეთივე თავდადებით იმუშავეს, მსოფლიოზეც კარგი გამოვალთ"- თქვა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ. მან მინისტრის ხუმრობას ხუმრობითვე უპასუხა, წინ უფროსთა მსოფლიოს პირველობა გველოდება და ფულს კიდევ უფრო მეტს გამოგართმევთო.

შეხვედრის დასასრულს მედალოსნებმა ერთი სასიხარულო ამბავიც შეიტყვეს - მათი წარმატება უკვე სექტემბრიდან აისახება ხელფასებზე, რასაც სპორტსმენები გაზრდილი ნიხრით მიიღებენ. ასე იყო ევროპის ახალგაზრდული პირველობის შემდეგაც, უფრო ადრე - კონტინენტის უფროსთა ჩემპიონატის შემდეგაც, როცა ხინჩეგაშვილმა და მარსაგიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ისინი ამ ხელფასებს მომავალი წლამდე, ანალოგიური შეჯიბრებების გამართვამდე მიიღებენ, მერე კი დახარისხება ახალი შედეგების მიხედვით მოხდება.

ეს ძალიან კარგი სისტემაა, როცა სპორტსმენს წარმატება მომენტალურად უფასდება და ბიუროკრატიული ბარიერების გასავლელად დროის ხარჯვა და ლოდინი არ უწევს. ამასთან, ზემოთქმული ეხება ხელფასებს, თორემ სახელმწიფო განკარგულებით გათვალისწინებულ კუთვნილ პრემიებსაც აუცილებლად მიიღებენ. ეს ყველაფერი სასიკეთოდ წაადგება მათ სოციალურ მდგომარეობას.

ამ ტურნირთან დაკავშირებით ბერძენ-რომაელთა ნაკრების თავკაც ვლადიმერ ადეიშვილთან ინტერვიუ "ლელომ"უკვე შემოგთავაზათ, ამიტომ გუშინ შეხვედრის დამთავრების შემდეგ მხოლოდ "თავისუფალთა"დამრიგებელ ნუგზარ სხირელს გავესაუბრეთ და ჩემპიონატზე გუნდის გამოსვლის შეფასება ვთხოვეთ. "გული 74 კილოგრამში ხელის მოცარვაზე მწყდება - ბექა პეტრიაშვილი ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონია და მეგონა, აქაც წარმატებით გამოვიდოდა, მაგრამ ინერტულად იჭიდავა. ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ არაა მზად ასეთ მაღალ დონეზე საასპარეზოდ, გამოცდილება აკლია. კარგი მოძრაობები აქვს, მაგრამ ჯერ ილეთის შეგრძნებაში მოისუსტებს - რა დროს რა უნდა გააკეთოს, რა დროს უნდა შეიკავოს თავი... მას გაისად კიდევ უწევს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლა და ვიმედოვნებ, ამ დანაკლისს შეივსებ, გუნდში ლიდერად მოგვევლინება.

სასიხარულოა, რომ შეცვლებმა გაამართლა. 66 კილოგრამი დიდხანს რჩებოდა ჩვენს სუსტ წერტილად. ევროპაზე საქართველოს ჩემპიონი ტლაშაძე ვაჭიდავეთ, მსოფლიოზე - გალეგაშვილი, რომელმაც გაგვიმართლა კიდეც. ძალიან ძლიერ ბრძოლაში მოიპოვა ბრინჯაო, რითაც კმაყოფილი ვარ. მისგან დიდხანს ველოდით შედეგს, თუმცა ჰქონდა სხვადასხვა პრობლემები - ოჯახურიც, ჯანმრთელობის მხრივაც, რაც უკვე მოგვარდა და მივაღწიეთ იმას, რომ მან ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობები. ალბათ, სამოვალოდ კიდევ უფრო მეტს მიაღწევს.

მორიგი შეცვლა 96 კილოგრამს უკავშირდება, სადაც ასევე ორი სრულფასოვანი ფალავანი გვყავდა - კორძაია და ებანოიძე. მძიმე წონაში არანაირი უფლება არ მქონდა, ჭაბუკთა ნაკრებისთვის გენო პეტრიაშვილი წამერთმია - მე იმის მომხრე ვარ, რომ სპორტსმენმა ყველა ეტაპი გაიაროს და ისე გადავიდეს გუნდიდან გუნდში. ამიტომ პეტრიაშვილისთვის არც დამიძალებია აქ ჭიდაობა და მძიმე წონაში ებანოიძის დაყენება გადავწყვიტე, რადგან იქ კორძაიასიც მეიმედებოდა.

მათ საქართველოს ჩემპიონატზეც თანაბრად იჭიდავეს, თან ახლა ებანოიძეს წონაც მეტი ჰქონდა - 100 კილოგრამამდე იყო, კორძაიას კი დაკლება არ სჭირდებოდა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ცვლილებამ გაამართლა. მათ მაქსიმუმი გააკეთეს ვერცხლის მედლების მოპოვებით - ვერ ვიტყვი, რომ ჩემპიონობაც შეეძლოთ. იქნებ დაკმაყოფილდნენ კიდევ ფინალში გასვლით, მაგრამ ირანელები ძლიერები იყვნენ. რაც შეეხება ხინჩეგაშვილსა და მარსაგიშვილს, ისინი ლიდერები არიან არა მარტო ახალგაზრდებში, უფროსებშიც - და მათგან ველოდი ჩემპიონობას. კარგადაც იჭიდავეს"- გვითხრა სხირელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა

შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა

ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა

"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება

კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]

"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო