ATP-ის ტურში უკვე 50-ზე მეტი ტურნირი ჩატარდა, სადაც ბევრი საინტერესო სტატისტიკური მონაცენები დაგროვდა

უკან დარჩა სეზონის ნახევარი. ამ დროის განმავლობაში ATP-ის ტურში უკვე 50-ზე მეტი ტურნირი ჩატარდა. შესაბამისად, აგვისტოს დასაწყისისთვის ბევრი საინტერესო სტატისტიკური მონაცემი დაგროვდა, რომელსაც მამაკაცთა ტურის ოფიციალური ვებგვერდი გვამცნობს და შესაბამის ანალიზსაც ურთავს თან.

ეისები

თანამედროვე ჩოგბურთის ტენდენცია ისეთია, რომ მხოლოდ მოწოდების ხარჯზე მატჩებს ვერ იგებენ, ამიტომაც ეს კატეგორია გადამწყვეტი არ გახლავთ, სამაგიეროდ, გულშემატკივრებს ყოველთვის აინტერესებთ, ვინ არის პლანეტის საუკეთესო "ეისმეიკერი".

ამ სიას სათავეში უდგას ესპანელი ფელისიანო ლოპესი. ის ყოველთვის გამორჩეოდა კარგი მოწოდებით, მაგრამ ტურის ლიდერი ეისების რაოდენობით არასოდეს ყოფილა. ბოლო წლებში ეს როლი ენდი როდიკს, ივო კარლოვიჩს ან ივან ლუბიჩიჩს ეკუთვნოდათ.

ფელისიანო უახლოეს მდევარს ბევრით არ უსწრებს - ესპანელსა და მილოშ რაონიჩს შორის სხვაობა 22 ეისია. თუმცა ახალგაზრდა კანადელი ტრავმირებულია და ლოპესს შეუძლია კომფორტული მანძილით დაშორდეს კონკურენტს. ასევე ხუთეულში შედიან ჯონ ისნერი, ჟო-ვილფრიდ ცონგა და ივო კარლოვიჩი. თითოეულს აქვს შანსი ფელისიანოს ლიდერობისთვის შეებრძოლოს.

მოულოდნელობებიდან უნდა აღინიშნოს ათეულში როჯერ ფედერერის არყოფნა. წელს შვეიცარიელი ნაკლებ ეისს აწვდის, სამაგიეროდ, რეიტინგის პირველ ოთხეულს შორის ლიდერია.

1. ფელისიანო ლოპესი - 531 ეისი

2. მილოშ რაონიჩი - 509

3. ჯონ ისნერი - 489

...12. როჯერ ფედერერი - 333

...16. ენდი მიურეი - 302

...21. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 239

...34. რაფაელ ნადალი - 196

პირველი მოწოდების პროცენტი

ეს მაჩვენებელიც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია. ერთხელ რაფაელ ნადალს ჰკითხეს: რას ნიშნავს მარკოს ბაღდატისთან მატჩის ერთ-ერთ პარტიაში პირველი მოწოდების 100-პროცენტიანი სიზუსტე. ამაზე ესპანელმა უპასუხა - ე. ი. ცუდად ვაწვდიდი, რადგან საკმარისად არ ვრისკავდიო.

საპატიო ლიდერი გახლავთ პოტიტო სტარაჩე (72%), მაგრამ წელს იტალიელს კასაბლანკას ფინალის გარდა გასახსენებელი არაფერი აქვს. მეორე ადგილზეა ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი ნიკოლაი დავიდენკო (71%). რუსი ტრადიციულად ლიდერებს შორისაა ამ კატეგორიაში, მაგრამ წელს მისთვის ნებისმიერ ტურნირში პირველი წრის გადალახვაც პრობლემატურია. სამეულში ვხედავთ ჯონ ისნერს (69%), რომლისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ამასთან, ამერიკელი ივლისამდე ძალიან ცუდად თამაშობდა, მაგრამ ახლა გამოსწორდა (ტიტული ნიუპორტში, ფინალი ატლანტაში).

ნადალი (67%) და ნოვაკ ჯოკოვიჩი (66%) ათეულში არიან. ახლოსაა ფედერერი, ენდი მიურეი კი მხოლოდ 44-ე პოზიციაზეა, თუმცა ბრიტანელი სტაბილური პირველი მოწოდებით არასოდეს გამოირჩეოდა. ყველაზე ცუდად ალექსანდრ დოლგოპოლოვი (53%) და მარკოს ბაღდატისი (52%) აწვდიან.

1. პოტიტო სტარაჩე - 72%

2. ნიკოლაი დავიდენკო - 71%

3. ენდი მიურეი - 69%

...7. რაფაელ ნადალი - 67%

...10. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 66%

...12. როჯერ ფედერერი - 64%

...44. ენდი მიურეი - 59%

პირველი მოწოდებით მოგებული ბურთები

ეს მაჩვენებელი კი ხშირად გადამწყვეტია. აქ ყველაზე ხშირად ლიდერთა შორის არიან ძლიერი მოწოდების მქონე მოთამაშეები და უბრალოდ, მსოფლიო ჩოგბურთის ლიდერები. წელს ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ფედერერს (78%). როცა შვეიცარიელს მოწოდება მისდის, მის მოწოდებაზე გეიმები სწრაფად სრულდება. თუმცა ამ კატეგორიაში დიდი სიმჭიდროვეა. ფედერერის მსგავსი პროცენტი აქვთ რაონიჩსა და ლოპესს. 77 პროცენტი - ტომაშ ბერდიხს, მარდი ფიშს, ხუან-მარტინ დელ პოტროს, ისნერსა და ცონგას.

მოულოდნელად მხოლოდ 23-ე ადგილზეა ნადალი (72%), ჯოკოვიჩი ოდნავ მაღლაა - მე-15 ადგილი (75%).

1. როჯერ ფედერერი - 78%

2. ფელისიანო ლოპესი - 78%

3. მილოშ რაონიჩი - 78%

...15. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 75%

...19. ენდი მიურეი - 74%

...23. რაფაელ ნადალი - 72%

მეორე მოწოდებით მოგებული ბურთები

ეს მაჩვენებელი იდეალურად გამოხატავს იმას, თუ როგორ მოქმედებენ სპორტსმენები გათამაშებების დროს, რადგან ყველაზე ხშირად მეორე მოწოდების შემდეგ ვითარდება ბრძოლა ბეისლაინზე. ნაწილობრივ ეს ასახავს მეორე მოწოდების ძალას, რომელიც ზოგიერთს ძალიან სუსტი აქვს, რითაც ინციატივა მიმღების მხარეს გადადის.

ლიდერთა ასეთი სამეული მოსალოდნელი იყო - ჯოკივიჩი (58%), ნადალი (57%) და ფედერერი (57%). მეოთხე ადგილზე კი კიდევ ერთი სერბია - იანკო ტიპსარევიჩი (56%). არადა, ვერ ვიტყვით, რომ მისთვის სეზონი კარგად ვითარდება, ასე რომ, მეორე მოწოდება ყოველთვის ვერ ეხმარება ჩოგბურთელს მატჩების მოგებაში. ათეულშია ფიში (55%), რომელიც წელს კარიერაში პირველად მოხვდა ტოპ-ათეულში. მეორე მოწოდებაზე წარმატებული თამაში - სწორედ ეს გახლავთ ამ გარღვევის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ამ კომპონენტში ბევრი მუშაობა მოუწევს მიურეის, რადგან ძალიან დაბალი პროცენტი აქვს - 48%.

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 58%

2. რაფაელ ნადალი - 57%

3. როჯერ ფედერერი - 57%

...51. ენდი მიურეი - 48%

საკუთარ მოწოდებაზე მოგებული გეიმები

ეს კატეგორია წინა ორს ეფუძნება, გარდა ამისა, საჭიროა ბრეიკ-პოინტების მოგერიების უნარი, რაზეც ქვემოთ ვილარაპაკებთ.

ლიდერია ჯონ ისნერი (90%), რომელიც ათიდან ცხრა თავის გეიმს იღებს, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. მის გვერდითა არიან ჯოკოვიჩი (89%) და ფედერერი (89%). ერთ-ერთი კარგად თამაშობს პირველ მოწოდებაზე, მეორე - მეორეზე. მაგრამ საერთო ჯამში, საკუთარ გეიმებს ერთნაირად კარგად იღებენ. ნადალი (85%) ამ სიაში მერვე ადგილს იკავებს, მაგრამ მისი კოზირი ყოველთვის მიღება იყო. იგივე ითქმის მიურეიზე (78%), რომელიც 31-ე ადგილზეა.

1. ჯონ ისნერი - 90%

2. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 89%

3. როჯერ ფედერერი - 89%

...9. რაფაელ ნადალი - 85%

...31. ენდი მიურეი - 78%

მოგერიებული ბრეიკპოინტები

ამ შემთხვევაში მაღალ პროცენტს განაპირობებს კარგი მოწოდება და ფსიქოლოგიური მდგრადობა. ყოველთვის, როცა ვინმე ბრეიკ-პოინტს ეისით იგერიებს, მასზე ამბობენ, რომ საჩემპიონო ხასიათი აქვს. ეს ნაკლებად ეხებათ ისნერს ან კარლოვიჩს, რადგან ისინი, უბრალოდ, ხშირად აწვდიან ეისებს.

ამ მონაცემთა მნიშვნელობას ადასტურებს ადამიანი, რომელიც აღნიშნულ კატეგორიას უდგას სათავეში - მსოფლიოს პირველი ჩოგანი ჯოკოვიჩი (70%). უახლოეს მდევრებს შორის ვხედავთ "ეისმეიკერებს" - ლოპესსა (67%) და რაონიჩს (67%), აგერთვე უმაღლესი დონის მოთამაშეებს - დავიდ ფერერს (67%), დელ პოტროსა (67%) და ნადალს (66%).

ენდი მიურეი ამ სიაშიც საკმაოდ შორს არის - 36-ე ადგილი.

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 70%

2. კევინ ანდერსონი - 68%

3. დავიდ ფერერი - 67%

...8. რაფაელ ნადალი - 66%

...9. როჯერ ფედერერი - 65%

...36. ენდი მიურეი - 59%

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო