ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თასის მეოთხედფინალური სერიების პირველმა მატჩებმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა

თასის მეოთხედფინალური სერიების პირველმა მატჩებმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა

საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩები დასრულდა. დღეს თბილისსა და გორში 3 შეხვედრა გაიმართა, რომლებიც საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ოთხივე მეოთხედფინალურ წყვილში სერიის პირველი მატჩების შემდეგ არაფერი გარკვეულა. გამარჯვებული გუნდებიდან მეორე მატჩისთვის არც ერთს არა აქვს 7 ქულაზე მეტი უპირატესობა. შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშებაში მეოთხედფინალური სერიები 2-მატჩიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული 2 მატჩის შედეგად მოგროვებული ქულების მიხედვით გამოვლინდება.

გუშინ ტყიბულში "ქუთაისმა" 76:70 დაამარცხა "ორბი" და შინაური მატჩის წინ 6-ქულიანი უპირატესობა აქვს. თუ ამაზე მეტით არ წააგებს, "ქუთაისი" ოთხთა ფინალში გავა. დღეს გამართულ სამივე შეხვედრაშიც მცირე სხვაობები დაფიქსირდა. ყველაზე მეტით – 7 ქულით, "ბათუმმა" იმარჯვა, რომელმაც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზესტაფონის "მარგვეთი" დაამარცხა – 88:81 (სტატისტიკა).

გამარჯვებულებს 19 ქულით, 7 პასითა და 3 ჩაჭრით რევაზ როგავამ ულიდერა. 20 ქულით ბომბარდირი გახდა ვახტანგ ქადარია, ლუკა კალატოზიშვილის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. ზესტაფონის გუნდში 25 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ტაიშონ კროუფორდი, 20 ქულა მაიკლ მეისის ანგარიშზეა.

ამ გუნდებს შორის სერიის მე-2 შეხვედრა ბათუმში, 5 მარტს გაიმართება და მასპინძლებს 6 ქულით დამარცხებაც აძლევთ ხელს, ოთხთა ფინალში რომ გავიდნენ.

სუპერლიგის ლიდერი და თასის გათამაშების შარშანდელი გამარჯვებული თსუ გაუ-სთან დამარცხდა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა თსუ-ს მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მოუგო. პირველად გაუ-ელებმა თსუ სუპერლიგის პირველ წრეში დაამარცხეს, ახლა კი თასზეც მოუგეს.

სუპერლიგის შეხვედრაში დიდი სხვაობა დაფიქსირდა, დღევანდელი დაპირისპირება კი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. გაუ-მ პირველ ნახევარში 13-ქულიან უპირატესობას მიაღწია, რაც გუნდის ლეგიონერთა შედეგიანი თამაშის დამსახურება გახლდათ. დიდ შესვენებაზე თსუ 11-ქულიანი დეფიციტით გავიდა, თუმცა ჩამორჩენა მესამე პერიოდშივე გააბათილა. აღნიშნული მეოთხედი თსუ-მ 33:16 მოიგო და დასკვნით პერიოდს ლიდერის ამპლუაში შეხვდა – 75:69.

დაახლოებით ეს სხვაობა შენარჩუნდა მატჩის ბოლოსწინა წუთამდე. თსუ-ს გამარჯვებას თითქოს წინ არაფერი ედგა, მაგრამ ზედმეტი ემოციურობითა და თავშეუკავებლობით სახელმწიფოუნივერსიტეტელებმა შეხვედრა დათმეს. საფინალო სირენამდე 80 წამით ადრე თსუ 91:88 იგებდა, რა დროსაც იუბილარმა გიორგი ცინცაძემ, რომელიც 7 თებერვალს 38 წლის გახდა, დაცვაში მე-5 პერსონალური მიიღო და მოედანს რომ ტოვებდა, პროტესტის გამოხატვისთვის ტექნიკურიც დაიმსახურა, რასაც კიდევ ერთი ტექნიკური მოჰყვა. გაპროტესტების გამო მორიგი ტექნიკური კახა ჯინჭარაძემაც მიიღო, რომელიც სათადარიგო იყო და ამის გამო მთავარ მწვრთნელს, ლექსო ლაფანაშვილს, მოედნის დატოვება და გასახდელში გადანაცვლება მოუხდა.

გაუ-მ 5 საჯარიმოდან 3 ჩააგდო, ანგარიში გაათანაბრა (91:91) და დაცვაში აღებული ბურთი ენდრიუ ლუისმა ორქულიანად აქცია. დარჩენილ დროში ახალგაზრდა ნიკოლოზ თოთლაძემაც იხეირა და 7:0 მოგებული დასკვნითი 80 წამის შემდეგ გაუ-მ გამარჯვება მოიპოვა – 91:95 (სტატისტიკა). გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო ენდროუ ლუისმა, რომელმაც 33 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 21 ქულა და 5-დან 5 სამიანი გაიფორმა მიქაელ უგრეხელიძემ, აიზია სმოლის ანგარიშზე კი 15 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ში 18 ქულითა და 5 პასით კახა ჯინჭარაძე გამოირჩა. 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზეა.

საპასუხო მატჩი, რომელშიც გაუ-ს 4-ქულიანი ჰანდიკაპი ექნება, 5 მარტს გაიმართება.

დაბოლოს, მატჩი გორში, სადაც კახეთის წარმომადგენელი, გურჯაანის "დელტა" ჩავიდა და დაძაბულ ბრძოლაში – 79:73 (სტატისტიკა) იმარჯვა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი პერიოდი 20:17 მოიგეს. მეორე ათწუთეულიდან უკვე გურჯაანელთა დრო დადგა, რომლებმაც თამაში დაალაგეს და მე-13 წუთისთვის ლიდერობას დაეპატრონნენ.

შეხვედრა "დელტას" ლიდერობით გაგრძელდა და გორელთა მცდელობა, რამე შეეცვალათ, ამაო გამოდგა. საბოლოოდ სტუმრებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და გურჯაანში 6 მარტს დაგეგმილ სერიის საპასუხო მატჩში 6-ქულიანი უპირატესობა ექნებათ. გამარჯვებაში თავისი წილი დაიდეს ოთო ფხაკაძემ (17 ქულა, 4 პასი, 4 მოხსნა) და საბა ლობჯანიძემ (17 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი). 10 ქულა გიორგი ტურძილაძემ დააგროვა. "ივერიონში" 15 ქულით და 8 პასით ყველაზე შედეგიანი კვენტინ ჰარდრიქტი იყო. 19 ქულა და 8 მოხსნა გეგი ბაქრაძემ დააგროვა.

GBF

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"