იტალიის სერია "ა"-ს 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი, "მილანი" და "ნაპოლი", ერთმანეთს "სან სიროზე" შეხვდება - დღეს, 11 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე.

მილანელები პირველობაზე ახლა უფრო თუ იოცნებებენ, სამეულში ყოფნა კი სავსებით რეალურია. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს, ოთხეულისთვის ბრძოლა გრძელდება. ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით, ამ გუნდების ბოლო 4 შეხვედრაში "როსონერი" დომინირებს. 2023 წლის 29 ოქტომბერს ნეაპოლში დასამახსოვრებელი მატჩი ვიხილეთ - სტუმრები პირველ ტაიმში ჟირუს დუბლით ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ, მეორე ნახევარში კი ანგარიში გათანაბრდა. გაფუჭებული პენალტები, წითელი ბარათები - დასამახსოვრებელი დაპირისპირებები იყო.

"მილანს" ბევრი გააქვს და საკუთარ მოედანზე, ფაქტობრივად, ქულებს არ კარგავს. "ნაპოლის" არასტაბილური სეზონი აქვს, სტუმრად კი მეტ ქულას იღებს. მილანელი რუბენ ლოფტუს-ჩიკი შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო 3 მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა და მისი ეიმედებად. თავის მხრივ, მატეო პოლიტანოს "როსონერის" წინააღმდეგ თამაში უადვილდება და შედეგიანია.

მარიო რუი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. მარცხნივ მაცოკის ველით. ამავდროულად, ოლივერა მომჯობინდა, ისევე, როგორც მეკარე მერეტი. ზელინსკის ოფიციალურად ტრავმა აქვს, თუმცა ის ლიგის განაცხადში საერთოდ არ შეიყვანეს და მომავალ ზაფხულს "ინტერში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლის გამო საქმე დასჯასთან უფრო გვაქვს. საინტერესოა, რომ ამ მატჩის პარალელურად, ოსიმენი აფრიკის თასის ფინალში კოტ-დ'ივუარს დაუპირისპირდება. მისი თანამემამულეა "მილანელი" ჩუკვუეზე. სტეპანო პიოლის გუნდს ტრავმის გამო დაცვის ცენტრში პრობლემები აქვს, ტომორისა და კალულუს მომჯობინება უმნიშვნელოვანესია. ისე კი, მატეო გაბიამ წინა შეხვედრაში გაიტანა კიდეც.

ხვიჩა კვარაცხელია გასულ ტურში მშვენივრად გამოიყურებოდა და ბრწყინვალე გოლიც შემოგვთავაზა. ქართველ ფეხბურთელს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება დავიდე კალაბრიასთან აქვს, რომელიც ღირსეული მეტოქეა. "კვარამ" "მილანთან" პირველ მატჩში მასსა და კაიერს გაფრთხილება პირველივე ტაიმში "აჰკიდა" და შესვენებაზე მწვრთნელს მათი შეცვლა მოუწია. ამის შემდეგ მინდორზე დესტი შემოვიდა, რომელმაც 77-ე ნომრის წინააღმდეგ თამაშის წესები საკუთარ საჯარიმოში დაარღვია.

ხვიჩას მილანელებთან ხშირად არ უმართლებს, მიზნამდე სულ ცოტა აკლდება - იყო გამოუყენებელი პენალტიც და მაიკ მენიო ქართველისთვის ერთგვარად უხერხულ კიპერად იქცა. ჩვენებურს გატანა ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაშიც შეეძლო და საკმაოდ ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ ისარგებლა. კვარაცხელიამ ახლა გოლის გემო გაიხსენა, შემართულია, მისი შეჩერება რთული იქნება. თანაც, ვალტერ მაცარი საბოლოოდ მიხვდა, რომ მას მეტი თავისუფლება უნდა მისცეს და გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ახალ ტაქტიკურ სქემაში (3-5-1-1) ველით. ახლა ბევრი იწერება ჩვენებურისა და ლეაოს დაპირისპირებაზე და მათ მხოლოდ სეზონის სტატისტიკურ მონაცემებს გაგაცნობთ. პორტუგალიელის ანგარიშზე 3 გოლი და 6 შედეგიანი პასია, ქართველის კი პირიქით - 6 შედეგიანი დარტყმა და 3 საგოლე პასი.

შეხვედრას 46 წლის დანიელე დოვერი განსჯის. ის ბოლო დროს ნეაპოლელთა მატჩის არბიტრი არ ყოფილა, გასული წლის დასაწყისში კი "იუვენტუსის" დიდი ანგარიშის დამარცხებისას (5:1) მთავარი მსაჯი იყო, სადაც "კვარამაც" გაიბრწყინა.

ანი-ს
მე კიდევ შენ მიყვარხარ :)
ანას
მაინცა მაინცა
beqa
ჩემი აზრით ეს თამაში ოთხეულის ბრძოლისთვის გარდამტეხი იქნება. მოხდა სასწაული მოიგეს ზედიზედ მიაყოლებენ გამარჯვებებს
ანი
მიყვარს კვარასა და ლეაოს ეს ურთიერთობა,respect!!!!
ვახ...
როგორ უნდა გაიბრწყინოს? ოსიმენი არ არის და 3 მცველი ამას დასდევს, ფეხბურთის აზრზე ხართ საერთოდ? კვარა თუ მაგარია მარტო მეკარე და კვარა საკმარისია? თუ არა და ვერ თამაშობს ხო? თხა და გიგოა, შურძე და ბოღმაზეა ყველაფერი ოღონდ ვინმეს აგინოთ და დედა მომე ლარზე ზიღართ უმეტესობა.
ტიტე
გრანდებთანაც უნდა გაიბრწყინო კვარა.
მალხაზ ჯობავა
ოცნებას არ ემსახურები? ბუეჰეჰეჰეჰეჰეჰეეეეეე!
ზვიადი
შემოვარდნენ კვარას ჰეითერები და ამინუსებენ, თან მოკლე დროში, მიყოლებით, ძლივს ნორნალური პრევიუ იდება სადღაც
pablo
ოპტიმალური იქნება ხვიჩა მილანთან დაპირისპირებაში, მკვეთრად გამოხატული 10 იანის პოზიციაზე დადგეს, რადგან ფლანგზე ბულდოგივით დაგეშილი, დაუღალავი, მორბენალი და მოქნილი კალაბრია უდგას, რომელსაც ჯერ ერთი უკვე ასე თუ ისე ყველაზე უკეთ აქვს ხვიჩას თამაში შესწავლილი და მასთან არაერთი უშუალო დაპირისპირება გადაუტანია და მეორე ის გარემოება, რომ მას მარჯვენა საყრდენი ნახევარმცველი და მარჯვენა ცენტრალური მცველები მუდმივად აზღვევენ. მსგავსი ტიპის "კატენაჩო" -ში, თანაც მილანის შესრულებით, ხვიჩას სტილის ფერბურთელისთვის ფონს გასვლა ძალზედ რთულდება, რადგან სივრცეები ფაქტიურად არ დარჩება. 10 იანის პოზიციაზე პირველ რიგში სამოძრაო არეალი გაუფართვოდება, რაც მას მეტად არაპროგნოზირებადს გახდის, შემდეგ ის, რომ უშუალო დაპირისპირება შეტევის ბოლო ფაზაში არა კალაბრიასთან, არამედ ნაკლებად მოქნილ ცენტრალურ მცველებთან ექნება და ოსიმენის არყოფნის პირობებში, ფლანგიდან ჩაწოდებისა და პასის გაცემის ნაცვლად პირდაპირ კარში დარტყმაზე იქნება ორიენტირებული, ხოლო თუ რა მოყვა ასეთ კონფიგურაციას, წინა ტურში გამართულ მატჩშიც, რომელიც ვერონას წინააღმდეგ შედგა, ყველამ ერთად ვიხილეთ. შეტევაში ამ კონკრეტულ თამაშში სიმეონეს ნაცვლად ნგონჟს დავაყენებდი, მარჯვნის პოლიტანოს, ხოლო ხვიჩას ფლანგს ლინდსტრომს და მაცოკის დავუთმობდი. სწრაფი ინსაიდები აუცილებელია, რათა ფლანგის მცველებს ამოსუნთქვის საშუალება არ მიეცეთ და შესაბამიასდ ცენტრში სივრცეები გაჩნდეს, რასაც ხვიჩა და ძალზედ მოტივირებული ნგონჟი კარგად აითვისებდნენ. ეს დუო შეტევის ცენტრში ერთად თუნდაც იმიტომაა დასაყენებელი მილანის წინააღმდეგ, რომ წინა ტურში ორივე გოლით გამოირჩა და პოზიტიურ და თავდაჯერებულ განწყობაზე არიან.
ბესო
მაცოკი რუის ათი თავით სჯობია
მეგრელი
მაგას ვიძახი წელიწადნახევარია და არავინ არ მიჯერებს
ბუეჰეჰეჰეჰე
კარგია ოცნება
Dato
ზუსტად მაგას ვერ მიხვდა სპალეტი შარშან, თორე ლიგაზე დაიხევდნენ მილანს. სულ ერთნაირი გოლები ყლაპეს, ყვითელიც ვერ აიღეს ლეაოზე, გოლი რო არ გაეტანა. კალაბრია, კრუნიჩი, კიაერი და დიასი დასდევდნენ ხვიჩას, მერე 54-წთზე დაღლილ-დაქანცული დიასის ნაცვლად მესიასი შემოუყვანა და სპალეტი ელემენტალურს ვერ მიხვდა რო კვარა მარჯვნი გადმოეწია... იმ ოთხს როგორ აერეოდა ყველაფერი, ჯერ მარტო მაგის ნახვად ღირდა, მაგრამ ვერ მოიფიქრა...
ჰეთ-რიკი
ჰეთ-რიკი უნდა შეუსრულოს მილანს და მერე ნახეთ ხვიჩას აღიარება!
Charley
უკვე მომაბეზრებლად იქცა კვარაზე პერსონალურად მიჩენილი კალაბრია რომელსაც 2 კაცი აზღვევს და "ძაღლივით" არც თვითონ თამაშობენ და არც ხვიჩას აძლევენ იგივეს გაკეთების უფლებას ამას ფეხბურთი არ ქვია ესაა "სვარკა" "ჩაბეტონება". ამიტომ მაძარიმ უნდა "იეშმაკოს" და კვარა უნდა დააყენოს სექენდ ფორვარდად რომელიც მომენტებში ფლანგზეც გადავა და საჯარიმოში მთელ პერიმეტრზე თავისუფლად/ულიმიტოდ იმოძრავებს ეს კი ის მთავარი გასაღებია რაც იმ 3 ფეხბურთელიან მიჩენილ "გალიას" მარტივად მოერგება კლიტეზე და ეს ტაქტიკური ხრიკი პიოლის კვარას შესაკავებლად აღარ გაუვა. და რაც მთავარია ასე სიღრმეში მუდმივად მოძრავ კვარას დასარტყმელად ბევრად კარგი შანსები აქედან უფრო შეექმნება და იმედია კვირას როსონერის შეურხევს კიდეც კარის ბადეს.
beqa
თუ მოიგეს მილანთან თვით დაჯერებული გახდება გუნდი
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა