საქართველოს დელეგაცია სინგაპურში გაფრინდა, სადაც 14-26 აგვისტოს მსოფლიოს პირველ ახალგაზრდულ თამაშებში გამოვა...

საქართველოს დელეგაცია სინგაპურში გაფრინდა, სადაც 14-26 აგვისტოს მსოფლიოს პირველ ახალგაზრდულ თამაშებში გამოვა.

მონაწილეთა შორის საქართველოდან იქნებიან მოცურავე გიორგი მთვრალაშვილი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - ირაკლი მოსიძე (63), გენო პეტრიაშვილი (100), ძიუდოისტები - ბექა ტუღუში (66) და სოფიო ბერიძე (63). სულ ჩვენს დელეგაციაში 14 კაცია, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელია გიორგი ესაკია. დელეგაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი უთავკაცებს, რომელიც სეოკ-ის ხელმძღვანელობასთან ერთად სინგაპურში ხვალ გაფრინდება. დელეგაციაში ორი მწვრთნელია - `თავისუფალთა~ დამრიგებელი თამაზ ბენდიანიშვილი და ძიუდოისტების თავკაცი გიორგი თენაძე.

თამაშები ოფიციალურად 14 აგვისტოს გაისხნება, ჩვენი სპორტსმენებიდან კი პირველი მთვრალაშვილი იასპარეზებს - 16 აგვისტოს. 17-ში შეჯიბრებაში `თავისუფლად~ მოჭიდავეები ჩაერთვებიან, ძიუდოისტები - 21-ში. თუმცა მათ მოგვიანებით ისევ მოუწევთ ტატამზე გასვლა - 25-ში გუნდური პირველობა გაიმართება შერეული წყვილების პრინციპით. შეგახსენებთ, რომ თამაშებში კვოტები ძალზე მცირე რაოდენობით იყო დაშვებული - საჭიდაო სახეობებში ქვეყანაზე სულ ორ-ორი საგზური, ძიუდოისტებიდან კი ორიდან ერთი აუცილებლად გოგო უნდა ყოფილიყო. გუნდური პირველობაც ამიტომ იმართება შერეულ წყვილებში.

ამ შემადგენლობიდან მედლებს თუ ვინმესგან ველოდებით, ისევ საჭიდაო სახეობების წარმომადგენელთაგან. აქვე შეგახსენებთ, რომ ტუღუში შარშან ჭაბუკებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი გახდა, ოღონდ - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ხოლო მოსიძე რამდენიმე დღის წინ ასევე ჭაბუკთა შორის ევროპაში მესამე იყო.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა