კარლსბადში ქალთა ტურნირზე მეორე წრე დასრულდა, სადაც ანა ივანოვიჩმა აიუმი მორიტა დაამარცხა
გასულ სათამაშო დღეს წვიმა სერიოზულად ჩაერია ერთ-ერთი ტურნირის მსვლელობაში. კერძოდ, კიტცბუელში მხოლოდ სამი სრულფასოვანი მატჩის ჩატარება მოხერხდა.

ავსტრიაში განთესვის პირველი ნომერი ხუან-იგნასიო ჩელამ მიიღო, თუმცა ბევრს მის ფავორიტობაში ეჭვი ეპარება, რადგან არგენტინელი გრუნტის ბოლო ორ ტურნირზე პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას. მაგრამ ამჯერად ჩელამ შეძლო სასტარტო ბარიერის გადალახვა - სამსეტიან მატჩში მოუგო დანიელ ხიმენო-ტრავეროს.

არგენტინელს გაუჭირდა შემდეგ ეტაპზე გასვლა. მან მოახერხა გადამწყვეტ პარტიაში ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება, თავად კი ერთადერთი ასეთი შანსის გამოყენება შეძლო და ორ საათსა და 14 წუთში გაინაღდა მეოთხედფინალის საგზური.

სანტიაგო ხირალდომ ტურნირის მეოთხე ნომერს ფაბიო ფონინის მოუგო და წელს რიგით მეშვიდე მეოთხედფინალს მიაღწია.

ვაშინგტონში ერთ დროს ძლიერმა რუსმა ნიკოლაი დავიდენკომ შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია და მესამე წრეში გააღწია. მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი ამჯერად სტაბილურად აწვდიდა და ორი სეტი იკმარა გამოუცდელი ავსტრალიელის მეტიუ ებდენის დასამარცხებლად.

შემდეგ წრეში რუსი ჩოგბურთელი საუკეთესო ათეულის კიდევ ერთ ყოფილ წევრს ფერნანდო ვერდასკოს შეხვდება, რომელმაც მეორე წრეში ასევე ავსტრალიელ მარინკო მატოშევიჩს მოუგო. ვერდასკო თანდათან შედის ოპტიმალურ ფორმაში, რაზეც გასულ კვირას გშტაადში ნათამაშები ფინალი მეტყველებს.

ვიქტორ ტროიცკიმ რაიან ჰარისონი შეაჩერა, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამერიკული ჰარდის სერიის ტურნირებში მინიმუმ ნახევარფინალამდე გადიოდა. სერბმა 13 ეისი ჩააწოდა და საკმაოდ დამაჯერებლ ჩოგბურთსაც აჩვენებდა.

ორი შეხვედრა ვადაზე ადრე დასრულდა. ერთ-ერთმა ფავორიტმა იურგენ მელცერმა მარცხენა ფეხის ტრავმის გამო მესამე სეტში შეწყვიტა დონალდ იანგთან ბრძოლა, ქსავიე მალისემ კი მარჯვენა ხელის ტრავმის გადამკიდე მაიკლ რასელი გაუშვა მესამე წრეში.

ყველაზე დამაჯერებელი გამოსვლა ჰქონდა ჩეხ რადეკ შტეპანეკს, რომელმაც 57 წუთის განმავლობაში მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო უეინ ოდესნიკს. ამ უკანასკნელს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია მთელი მატჩის განმავლობაში. ამერიკელმა ძირითად ბადეში ტრავმირებული თანამემამულე მარდი ფიში შეცვალა.

კარლსბადში ქალთა ტურნირზე მეორე წრე დასრულდა და რამდენიმე საინტერესო შედეგიც დაფიქსირდა.

ანა ივანოვიჩმა აიუმი მორიტა დაამარცხა, რითაც რევანში აუღო იაპონელს გასულ კვირას სტენფორდის ტურნირის პირველ წრეში წაგებისთვის.

საბინ ლისიცკიმ არ დაინდო დამსახურებული ვეტერანი კიმიკო დატე და ის 57 წუთში გაანადგურა. გერმანელმა პირველ მოწოდებაზე ბრწყინვალედ ითამაშა - ქულების 83 პროცენტი აიღო. სამაგიეროდ არ გაუმართლა ლისიცკის თანამემამულე იულია გორჯესს. მან სენსაციურად წააგო ნორჩ ამერიკელთან სლოუნ სტივენსთან. გამოუცდელ ჩოგბურთელს საერთოდ არ ეტყობოდა ნერვიულობა, რაზეც ოთხიდან ოთხი გამოყენებული ბრეიკ-პოინტი მიუთითებს.

WTA

Mercury Insurance Open

კარლსბადი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

II წრე

სლოუნ სტივენსი (აშშ)-იულია გორჯესი (გერ, 7) 6:3, 7:5; ვერა დუშევინა (რუს)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ, 16) 4:6, 6:1, 6:4; ალბერტა ბრიანტი (იტა)-სოფია არვიდსონი (შვედ) 0:6, 7:6, 7:6; ვირჟინ რაზანო (საფ)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 6:1, 6:3; ჟიე ჟენგი (ჩინ)-რობერტა ვინჩი (იტა, 9) 6:4, 6:2; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 8)-ბარბორა სტრიკოვა (ჩეხ) 6:1, 6:3; შუაი პენგი (ჩინ)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრა) 6:1, 6:3; ტამირა პაჩეკი (ავსტრია)-მარია კირილენკო (რუს, 11) კირილენკოს უარი; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:2, 3:1 კუდრიავცევას უარი; სარა ერანი (იტა)-ვანია კინგი (აშშ) 6:3, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:1, 7:6; კოკო ვანდევეგე (აშშ)-ოლგა სავჩუკი (უკრ) 6:7, 6:4, 6:3; საბინ ლისიცკი (გერ)-კიმიკო დატე (იაპ) 6:1, 6:2.

ATP

Bet-At-Home Cup

კიტცბუელი (ავსტრია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

II წრე

ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 1)-დანიელ ხიმენო ტრავერო (ესპ) 6:4, 3:6, 6:3; ანდრეას სეპი (იტა, 6)-პეპე რიბა (ესპ) 7:5, 6:4; სანტიაგო ხირალდო (კოლ)-ფაბიო ფონინი (იტა, 4) 6:3, 6:4.

Lეგგ Mასონ თენნის ჩლასსიც

ვაშინგტონი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 165 500 დოლარი

II წრე

ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-მეტიუ ებდენი (ავსტრა) 6:3, 7:5; მაიკლ რასელი (აშშ)-ქსავიე მალისე (ბელ) 7:6, 2:3 რასელის უარი; დონალდ იანგი (აშშ)-იურგენ მელცერი (ავსტრია) 6:7, 6:4, 3:1 მელცერის უარი; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)-უეინ ოდესნიკი (აშშ) 6:1, 6:1; ფერნანდო ვერადსკო (ესპ)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 6:4, 6:4; ვიქტორ ტროიცკი (სერ)-რაიან ჰარისონი (აშშ) 7:5, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა