"უმცროსი ბორჯღალოსნები" მარტის ბოლოს იტალიის ქალაქ პარმაში გაემგზავრება და 8-გუნდიან 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

ინგლისს, საფრანგეთს, ირლანდიას, უელსს, შოტლანდიას და იტალიას, საქართველოს გარდა, პორტუგალია დაემატება და თითოეულ მათგანს 3-3 თამაშის გამართვა მოუწევს. ფესტივალი 30 მარტს საქართველოსა და შოტლანდიის მატჩით იხსნება; 3 აპრილს საფრანგეთს ვეთამაშებით; 7 აპრილს კი ინგლისს ვერკინებით.

მსოფლიო რაგბისა და ექვსი ერის ეს გადაწყვეტილება იმ პროგრესის გამოხმაურებაა, რომელსაც ქართული რაგბი ბოლო წლებში განიცდის, მათ შორის, ახალგაზრდული ნაკრებების დონეზე – "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 2018 წლიდან ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ტიტული (2020 წელს ის კოვიდ-პანდემიის გამო გაუქმდა).

„მოხარულები ვართ იმ შესაძლებლობის, რომელსაც ჩვენი 18-წლამდელები ექვსი ერის ფესტივალში მონაწილეობით მიიღებენ. 18 წლამდე მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა, რომლებიც ახალგაზრდა, ნიჭიერ მორაგბეებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობენ, ეს მიწვევა საქმისადმი ერთგულებით დაიმსახურეს. მადლობლები ვართ ექვსი ერის ჩვენ მიმართ გამოხატული ნდობისთვის. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეს მიწვევა დავიმსახურეთ, შეგვიძლია ამ დონეზე თამაში და ექვსი ერის მუდმივი ნაწილი გავხდებით“.

„მთელ მსოფლიოში საუბრობენ განვითარებად სარაგბო ქვეყნებზე, ისეთებზე, როგორიც საქართველოა და ჩვენ გვჭირდება საუკეთესოებთან კონკურენცია, რათა კიდევ უფრო უკეთესები გავხდეთ. ჩვენთვის მომდევნო ნაბიჯი იქნება, რაც შეიძლება მალე მივცეთ ასეთი შესაძლებლობა 20-წლამდელთა ნაკრებს. ბოლო წლებში წამყვანი სარაგბო ქვეყნების 20-წლამდელთა გუნდების დამარცხებით, მათ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ ტოლ-სწორად თამაში და მათ ეს შანსი დაიმსახურეს“ – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

2012-15 წლებში საქართველო 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებში ექვსი ერის გუნდებთან ერთად თამაშობდა და 2015 წელს ფინალშიც გავიდა, თუმცა მას შემდეგ ტურნირი, საფრანგეთის გარდა, ყველა მონაწილემ დატოვა. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის დამარცხების შემდეგ ევროპის ჩემპიონატიდან ისიც გავიდა, ახლა კი საქართველო ელიტას უბრუნდება.

ჩვენი გუნდი 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის მზადებას 19 თებერვალს ქუთაისში იწყებს, პარმაში გამგზავრებამდე კი ლიონში ჩავა და "ლიონის" 18-წლამდელთა გუნდთან 26 მარტს გასახურებელ თამაშს გამართავს.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი

პარმა. იტალია

30 მარტი

საქართველო – შოტლანდია

იტალია – პორტუგალია

ირლანდია – საფრანგეთი

ინგლისი – უელსი

3 აპრილი

უელსი – პორტუგალია

შოტლანდია – ინგლისი

საქართველო – საფრანგეთი

იტალია – ირლანდია

7 აპრილი

პორტუგალია – ირლანდია

საფრანგეთი – უელსი

ინგლისი – საქართველო

შოტლანდია – იტალია

Rugby.ge

დათო
დაწერეთ შემადგენლობაც
გულშემატკივარი
დააქცია პრარაბმა ტყემალაძემ ქართული რაგბი...
ბრაზი
ყველაზე მეტად ყელში ამომყვანი და გულისამრევი უმეცრება და საჯაროდ სისულელის ფრქვევაა...
გიორგი
ძალიან კარგი ამბავია ქართული რაგბისთვის! ჩვენი რაგბის აღიარების საქმე ნელა მიიწევს წინ მაგრამ მიიწევს, და ეს უნდა გამოვიყენოთ. წარმატება ბიჭებს!
სოსო
ძალიან კარგად მესმის შენი,რეზო!მაგრამ აქაც წერია და შენც კარგად გეხსომება,გასულ წლებში,როგორც კი 6ერის ესა თუ ის ნაკრები დავამარცხეთ,განაწყენებულებმა,ერთმანეთის მიყოლებით როგორ დატოვეს ევროპის ჩემპიონატი.ამით,მათ ჩვენი განვითარება შეაფერხეს,თვითონ კი,6 ერის ახალგაზრდული ტურნირი დარჩათ,ერთმანეთთან სათამაშოდ.დღეს,საქართველოს ნაკრების ფესვმა,გააღწია ელიტარული ქვეყნების მიერ აშენებულ კედელში და უკვე მათ გარემოში მოუწევს არსებობისათვის ბრძოლა.6 ერის კედელი,გაბზარულია,გახვრეტილია და საბოლოო ჯამში,დასანგრევადაა განწირული.რაც გინდა ცემენტი ან ასფალტი დაასხა,გაღიებული თესლი,მაინც გაარღვევს ამ საფარს და სწორედ ამისი მოწმეები ვართ,დღეს.სული მწარით არ უნდოდა ელიტას,ამის გაკეთება,მაგრამ ჩვენ ვაიძულეთ.ჩვენ უკვე ციხის შიგა ტერიტორიაზე შევიჭერით და ამის შემდეგ,ციხის აღება,უკვე გაცილებით იოლია.მათ არაფერი გადმოუგდიათ,ეს ჩვენ დავაგდებინეთ და ასე ნაბიჯ ნაბიჯ,ბრძოლით მოგვიწევს ჩვენი კუთვნილის მიღება.ამირანის ზღაპარი გაიხსენე,სადაც ამირანმა დაჰკრა,იქ შეიბა,კარი მისი.საბოლოო გამარჯვებამდე,ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლა მოგვიწევს,მაგრამ 6 ერის ციხეს,უკვე კარი შევაბით და რაკი კარი გამოჩნდა,მისი გახსნაც შეიძლება.რა ხდება,როცა მოალყე ჯარი,ციხის ტერიტორიაზე შეიჭრება?უკანასკნელი სისხლის მღვრელი შეტაკების შემდეგ,გარნიზონი ნებდება.ახლა ყველაფერი მათ კეთილ ნებაზე კი არა,უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.კი! ჩვენ ჯერ მხოლოდ 18 წლამდელების ბარიერი,ესე იგი გარე ციხე ავიღეთ,წინ კიდევ 20 წლამდელების და პირველი ნაკრებების ზღუდეებია,მაგრამ მათ გარშემო ალყა,უკვე გაცილებით ვიწრო და მძაფრია,ჩვენ მოკავშირეც გამოგვიჩნდა,პორტუგალიის სახით და ამ შიდა ციხეების აღება,ერთობლივი ბრძოლით,კიდევ უფრო ჩქარა მოხდება.მოწინააღმდეგეს,ბრძოლის საშუალებები,ანუ საწინააღმდეგო არგუმენტები,სულ უფრო უმცირდება.
Rezo
როდის დამთავრდება ამ გადმოგდებული ძვლებით აღფრთოვანება?!!!! ((((( ფუი. აი ამის გამო მივეცით ხმა საკუთარი თავის 2030 მდე ტესტების გარეშე დატოვებას. ჩვენმა ფედერაციამ! ეს, კიდევ შეიძლება 20 ები გადმოგვიგდონ და თუ ძალიან კარგად მოვიქცევით, იქნებ urc შიც შეგვიშვან. როგორ ამოვიდა ეს მათხოვრულუ ცხოვრება ყელში(
სოსო
კი იყო ამაზე შეპირებები და ლაპარაკი,მაგრამ როცა დადასტურდა,სულ სხვა ემოციაა!შარშან მსოფლიოზე,20 წლამდელებში,მხოლოდ იმიტომ ვერ შევედით ოთხეულში,რომ ამ დონის გუნდებთან თამაშის გამოცდილება და ამით მიღებული თავდაჯერებულობა გვაკლდა.ახლა ესეც გვექნება და თუ ამ ტურნირზე მათი დამარცხებაც შევძელით,მაშინ 18 და 20 წლამდელებში,ჩვენი შეჩერება ძალიან გაუჭირდებათ.დღევანდელი ჩვენი პირველი ნაკრებიც უკვე იმსახურებს,ამ ტურნირზე თამაშს და რომ დაგვიშვან,ძალიან მალე დავიწყებდით გამარჯვებების მოპოვებას,თუმცა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული გვაქვს და მაგასაც მივაღწევთ.
ნოდო
ეს ფესტივალები არ გახდებოდა საჭირო რომ დაევალდებულებინათ პირველი დონის ქვეყბები ევროპის ჩემპიონატზე თამაშის რას ქვია სურვილი არ აქვთ?
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ურუგვაი
U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად