სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ჯენოას“ მატჩი 1:1 დასრულდა.
როგორც მოსლოდნელი იყო უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლენ, კვარაცხელიამ მეტოქე ცრუმოძრაობებით ჩამოიცილა, მაგრამ მის დარტყმულ ბურთს მეკარე მარტინესი დაეუფლა. ცოტა ხანში მან ანგისას არ გაატანინა. სტუმრები სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე მერეტი. მერე ხვიჩას მცველი ეუხეშა, მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია, ქართველმა პროტესტი ემოციურად გამოხატა და ყვითელი ბარათი მიიღო.
17.02.24. ჯენოას გოლი ნაპოლისთან
მეორე ტაიმის დასაწყისში გენუელები ფრენდრუპმა დააწინაურა. მერე „კვარა“ ლამაზი ფინტით ვასკესს გასცდა, რომელიც ვასკესმა წააქცია და არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა, პოლიტანომ კი საჯარიმო უხეიროდ შეასრულა. ისევ განახორციელა კვარაცხელიამ დრიბლინგი, პასიც გააკეთა და პარტნიორებისან ვერავინ გამოეხმაურა. მწვრთნელმა მაცარიმ ტრაორეს, პოლიტანოს და მაცოკის ნაცვლად შეცვლაზე ლინდსტრიომი, ნგონჟი და ოლივეირა შეუშვა. ნეაპოლელები ინიციატივას ფლობდნენ, ხოლო მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ. ხვიჩა ყველა სტანდარტულს ასრულებდა, მის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ანგისამ მცველს დაასწრო, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა. მხოლოდ ქართველი ამწვავებდა თამაშს, თუმცა ოსიმენის არყოფნაში მის გადაცემებს თანაგუნდელები ვერ იყენებდნენ. 90-ე წუთზე ნგონჟმა ანგარიში გაათანაბრა. ბოლოს ხვიჩას მოპოვებული საჯარიმო ლინდსტრიომმა ზუსტად ვერ შეასრულა და შეხვედრაც დასრულდა.
17.02.24. ნგონჟის გოლი ჯენოასთან
„ნაპოლი“ 36 ქულით მე-9 ადგილზეა და 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში
„ბარსელონას“ უმასპინძლებს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ჯენოა 1:1
გოლები: 0:1 ფრენდრუპი (47), 1:1 ნგონჟი (90)
გოგი
რაღა დროს კვარაცხელიაა,ხალხნო უყურეთ არაბიძის თამაშს ერთ სიამოვნებათ ღირს.დარწმუნებული ვარ არაბიძე რომ ნაპოლიში იყოს ესე გაფარჩაკებული ეგ გუნდი არ იქნებოდა.
ზურა
კარგ თამაშს რას ეძახით გააჩნია, შემტევს რომელსაც გუნდის ლიდერობის პრეტენზია აქვს ოსიმენას არ ყოფნის დროს,იტალიის ერტ-ეღტ მაჩანჩალა გუნთან საკუთარ მოედანზე აუცილებლად მოსაგებ თამაშზე გოლს ვერ გაიტანს,ასისტს ვერ გააკეთებს და საერთოდ დასანახსოვრებელს ვერაფერს გააკეთებს, გარდა სტანდარტულების შესრულების პრეტენზიისა,როგორაა კარგი თამაში...მთავარი შედეგია და ასე იყო ყოველთვის. ამიტომაც დაუწერეს იტალიის ყველაზე ავტორიტეტულმა გამოცემებმა-გაზეტა დე ლა სპორტი, ეუროსპორტ იტ და სხვა კვარას და პოლიტანოს ყველაზე დაბალი შეფასება გუნდში-5.0....
აჩი
ჩემი აზრით ხვიჩა შემტევი სტილის გუნდში სასწაული ფენომენი არის და იქნება, დანარჩენს ნაპოლიზე ჯუღელზე აღარ დავწერ, გული მისკდება მომავალში არ დარჩეს აქ და არ გადავიდეს კიდე ერთ სეზონიან კლუბში
ლინსტრომი,პოლიტანო და მაძოკი საზიზღარი სანახავები იყავით,ჯარიმების და კუთხურების ხამებო!!!ფუუუუ
რაბუ
ბოლოს ვიფიქრეთ დაარტყამდა ჯარიმას ისე წავიდა ბურთისკენ. ძალიან ბევრს თმობს და ვერ მოყავს "პალაჟენია" როგორც საჭიროა. ეგ ხასიათი არ გამოგადგება, დაბალი ღობე არ უნდა იყო თორე დაიჩაგრები
gia
რობკი ტიპია
ვანჩოპე
მოკლედ დავწერ. ვუყურე ამ თამაშს. იქ ნაპოლიმ იწვალა, აქ მე. გაეცალე ხვიჩა მაქაურობას.
ლევანი
რა შეუძლია და რა ნიჭიც აქვს ხვიჩას, მე პირადად მშვენივრად ვიცი, მაგრამ მე ის მაინტერესებს, რომ რამდენი ბურთს ხელს მჰკიდებს, კუთხურის ან ჯარიმის ჩასაწოდებლად, მოვარდება ეს პოლიტანოა თუ ვიღაცა, შენ შეეშვი მე უნდა ჩავაწოდოო, ესეც ჩაღუნავს თავს და გაეცლება. დღესაც, ბოლოს კარგი ჯარიმა დადო, მოვიდა ეს გუშინ მოთრეული ლინსტრომია თუ ვიღაცა და გააგდო, ამანაც ჩაღუნა თავი, გავიდა გვერდზე და იქ შლიდა ხელებს. ვინმეს შეუძლია ამის ახსნა?
ირაკლი
კვარას და ვიქტორს რომ დავეხსნათ… ზამბო, ზელინსკი და ლობოტკა რა მაგრები იყვნენ გასულწელს. კიმი ცალკე განზომილება… გუნდური თამაშია ფეხბურთი და ფაქტიც სახეზეა
დავით 67
სოსო-ს! ალბათ. იმედია აქაჩავენ.
giorgi 3
ხვიჩას თავისი უმაღლესი ტექნიკური მონაცემებით, თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ მეტოქეს (ასეთ თამაშებში) აკიდოს 11 მეტრიანი. მიკვირს რატომ არ სარგებლობს ამით.ცოტა ეშმაკობა აკლია. სხვა თუ არაფერი, ვოვა გუცაევი ასწავლის ამ ხრიკებს
L.J .
Xvicha gamorcheuli iyo, magram samwuxarod garsias gashveba shecdoma iyo,mazzari magari achrilia 3/4sqemas cvlis matchis dros sanam ar agebs ver riskavs,arada maxsovs napoli pexze diegos mere mazzaris dros dadga....
რაბუ
ძალიან კარგია ხვიჩა, ვისაც არ მოსწონს ცივი წყალი დალიოს. მე არ მახსენდება მისთვის ვინმეს დამუშავებული, დაღეჭილი პასი გაეკეთებინოს მარტო კარში გადაგზავნა რომ უნდა ბურთს და გატანა.რას ცოდვილობენ დანარჩენები ვერ გაიგებ. ხვიჩა გადაზრდილია ამ გუნდისთვის
llcl
ერთი სიამოვნებაა ჩვენი მარგალიტის ცქერა, როგორი დახვეწილი მოძრაობები, ბურთის მიღება, დრიბლინგი, ყველაფერი ის რისთვისაც გვიყვარს ფეხბურთი! დანარჩენ 10 ბერძენიშვილთან ხვიჩა კი არა და მარადონა რომ იყოს ის ვერ მოიგებდა მარტო თამაშებს. დარწმუნებული ვარ ძლიერ გუნდში, განსაკუთრებით ძლიერ ნახევარდაცვასთან უბრალოდ იფრენს ჩვენი მარგალიტი, შეუჩერებელი იქნება!
სოსო
ევროპალიგის საგზურამდე შეიძლება აქაჩონ,მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლის შანსს ვერ ვხედავ.
სოსო
საოცარი მსაჯები ჰყავთ იტალიასა და ესპანეთში!სასტვენი ჩემია და მინდა ჩავუსტვენ,მინდა არაო!ნაპოლის დაცვა,კვლავაც კატასტროფაა,პოზიციურადაც და სისწრაფითაც.შეტევაში კი,კარის წინ,ფაქტობრივად არავინ ჰყავს.მთელი თამ,აში ნაპოლი ფლანგებიდან ჩაწოდებებით ცდილობდა ხიფათის შექმნას,მაგრამ ცენტრალური თავდასხმელის პოზიციაზე გასული ფეხბურთელები,მცველების ზურგს უკან იმალებოდნენ და რა თქმა უნდა ბურთს ვერ იღებდნენ.მხოლოდ ერთი მომენტი იყო,როცა ხვიჩა სამ კაცს გასცდა და ზედ პირით ხაზიდან მოსწრებაზე ცოტა ძლიერად გაშვებული პასის კარში გადაგზავნა,სიმეონემ ვერ მოასწრო.მეორედ კი,უკვე 90 წუთზე,ნგონჟი გათავისუფლდა და ანგარიშიც გათანაბრდა.სიმეონე და რასპადორი,ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციას ვერ ასრულებენ და კარის წინ,სიტუაციას ვერ ამწვავებენ.კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთიც,სამჯერ დაარტყეს კარისაკენ ნეაპოლელებმა,მაგრამ ვერც ერთხელ,კარში.ჯენოას შეტევასთან რომ ასე უსუსურად გამოიყურებოდა ნაპოლის დაცვა,ბარსელონას პრესინგთან და შეტევასთან აღარ ვიცი,რას უნდა ველოდოთ.ჩვენი ნაკრებისა არ იყოს,სტანდარტულების კომბინაციები მაინც დაამუშაონ,რომ აქედან მაინც შექმნან რეალური საფრთხე.ალბათ მაინც ოსიმენის იმედად არიან,კარის წინ,მაგრამ სტანდარტულების დამუშავება,ამ შემთხვევაშიც ხომ ძალიან გამოადგებათ.ნახევარდაცვის თამაშზეც ახალს ვერაფერს ვიტყვი,კრეატივი აქაც ძალიან ცოტაა და დღესაც მხოლოდ გოლის გაშვების შემდეგ ცოტა მეტად გატოკდა გუნდი.შეცვლებზე შემოსულებმა დაწოლა გააძლიერეს და იმ ერთადერთმა გახსნამ,საჯარიმოში,გუნდს თამაშის გადარჩენის საშუალება მისცა.დაბრუნდება ოსიმენი და კვარასაც მისამართი ექნება,კარის წინ ბურთის მისაწოდებლად.გუნდი ცოტას ამოისუნთქებს.
მამუკა
ბოღმამ არ გაგხეთქოს. ;)
ქომაგი
არაბულ ბედაურს ვირის საპალნე რომ აზიდინო, ისეა კვარას საქმე ნაპოლიში. ძალიან მინდა დიდმა გუნდმა წაიყვანოს. იმსახურებს კი არა, რიგი დაუდგეს უნდა ზაფხულში, რეალური ფასი თუ დაადო წუწურაქმა! ამ სოფელს რომ დაეხსნება ნამდვილი ვირტუოზების გვერდით დაიწყებს თამაშს, ნახავთ როგორ გაილაღებს! მე მისი თამაშით დღესაც ვისიამოვნე, მაგრამ თვითონაც ხომ უნდა მიიღოს სიამოვნება! დატანჯეს კაცი უგუნურებმა!
დავით 67
მისი თანაგუნდელებიდან გამომდინარე მაქსიმალურად კარგად ითამაშა. ყველა ჯარიმაზე ეს პოლიტანო რომ დაეტაკება ბურთს დასარტყმელად, საერთოდ კარის მიმართულებით დაურტყია ოდესმე? ოსიმენის დაბრუნება გამოასწორებს ცოტა თამაშის ხარისხს, მაგრამ არა ისე,რომ მე-4 ადგილამდე აქაჩონ.
მალხაზ ჯობავა
ხვიჩა შენი მარჯვენა ფეხის დამცავის, ღირსი და ფასიც არ არის ნაპოლის დაცვა და ნაპოლის მოთამაშეების 90 პროცენტი. მაგარი ხარ კვარა, შენი ადგილი არაა ნაპოლი, შენ ევროპის ტოპ 5 გუნდში ბელინგემივით გაიბრწყინებ და ვინ იცის, იქნებ უკეთესადაც კი.
vava
კიდევ რამდენჯერ უნდა გაუმართლოთ ))
კვარაცხელია: მეგონა ბურთი კარს ავაცილე და ცოტა შემეშინდა
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?
[VIDEO] 2:7. "კვარას" გოლი პლუს საგოლე პასი, ორი გაძევება, ორი პენალტი და პსჟ-ს მიერ "ბაიერის" განადგურება
კვარაცხელია: მეგონა ბურთი კარს ავაცილე და ცოტა შემეშინდა
[VIDEO] ხვიჩას გოლი და საგოლე პასი პირველ ტაიმში - პსჟ "ბაიერს" ანადგურებს
ორივე ქართველი სასტარტოშია. კვარაცხელია "ბაიერს" შეუტევს, მიქაუტაძე კი - "სიტის"
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
ყველა დროის ანტი-რეკორდი - იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა
ოფიციალურად: შონ დაიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ზარია სეზონის დასრულების შემდეგ "კაირატს" დატოვებს
შვედეთის ჩემპიონი სოფლის გუნდი გახდა, სადაც 1500 ადამიანი ცხოვრობს
"კვარაცხელია გამონაკლისს წარმოადგენს" - RMC Sport-ი ვარაუდობს, რომელ პოზიციაზე ითამაშებს დღეს ხვიჩა
"მიქაუტაძესთან დაკავშირებით საშიშროება არსებობდა" - "სიტისთან" მატჩამდე მარსელინომ ქართველზე ისაუბრა
ტაბატაძის ერთი ტაიმი - "კადისი" სახლში "ბურგოსთან" დამარცხდა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ
დღეს - კვარაცხელია დაბრუნებულ დემბელესთან ერთად, მიქაუტაძე "სიტის" დასამწუხრებლად
გოგლიჩიძე შეცვალეს - "ემპოლიმ" ზედიზედ მესამედ წააგო [VIDEO]
კვარაცხელია: მეგონა ბურთი კარს ავაცილე და ცოტა შემეშინდა
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"ემპოლი" "ჯენოასთან" ფრეს დასჯერდა - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან
"ინტერს" იან სომერი გაურკვეველი ვადით გამოაკლდა
ორივე ქართველი სასტარტოშია. კვარაცხელია "ბაიერს" შეუტევს, მიქაუტაძე კი - "სიტის"
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
[VIDEO] ბევრმა დაიჯერა, რომ ხვიჩას სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაში სურდა - კვარაცხელიაზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული ვიდეო ვირუსულად გავრცელდა
ერთი ფოტოთი მოპოვებული პოპულარობა - "რომას" ულამაზესი ფანი გუნდის საგულშემატკივროდ ლიფის გარეშე მივიდა [PHOTO]
"ნაპოლიმ" "ჯენოას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 2:7. "კვარას" გოლი პლუს საგოლე პასი, ორი გაძევება, ორი პენალტი და პსჟ-ს მიერ "ბაიერის" განადგურება
[VIDEO] ხვიჩას გოლი და საგოლე პასი პირველ ტაიმში - პსჟ "ბაიერს" ანადგურებს
"სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია..." - სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
"ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი" - სპალეტიმ "ნაპოლის" დატოვების მიზეზი დაასახელა