"ეფეს პილსენმა" NBA-ის გამთამაშებელ პატრიკ მილზსთან და ფორვარდ ერსან ილიასოვასთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
მარსელინიო უერტასთან და კენიონ დულინგთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის "ეფეს პილსენმა" ორ კალათბურთელთან შეათანხმა კონტრაქტის დეტალები. ესენი არიან NBA-ის წარმომადგენლები: გამთამაშებელი პატრიკ მილზი და ფორვარდი ერსან ილიასოვა.

ავსტრალიელი მილზი დათანხმდა ერთწლიან კონტრაქტს. ბოლო ორი წელი მან "პორტლენდში" გაატარა და შარშანდელ სეზონში 64 მატჩში 5.5 ქულა და 1.7 შედეგიანი პასი დააგროვა.

ილიასოვა მომავალი სეზონში "ეფესის" შემადგენლობაში თამაშის სანაცვლოდ 2.7 მილიონ ევროს მიიღებს. ის "მილუოკის" წევრია. გასულ რეგულარულში მისი მონაგარი 9.5 ქულასა და 6.1 მოხსნას შეადგენდა.

"ნიუ ჯერსი ნეტსის" მცველი ჯორდან ფარმარი თელ-ავივის "მაკაბიში" გადავიდა. ეს მოულოდნელი ინფორმაციაა, რადგან ცოტა ხნის წინ ლაპარაკობდნენ ფარმარსა და ჰაიფას "მაკაბის" შორის წარმატებულ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ებრაული წარმოშობის ამერიკელმა უფრო ძლიერ გუნდში გადასვლა ამჯობინა.

შარშან ფარმარის საშუალო მაჩვენებლები 24.6 წუთს, 9.6 ქულასა და 5.0 შედეგიან გადაცემას უდრიდა.

"ბოსტონ სელტიქსის" მცველმა რაჟონ რონდომ და კომპანია "რედ ბულმა" ერთობლივი აქციის შედეგები შეაჯამეს. გასულ სეზონში შესრულებული თითო ჩაჭრის სანაცვლოდ ავსტრიული კომპანია კალათბურთელს 500 დოლარს უხდიდა. რონდომ ჯამში 153 ჩაჭრა შეასრულა, ასე რომ, მისი მონაგარი 76 500 დოლარს შეადგენს. ეს ფული რაჟონმა ბოსტონის პარკებს უსახსოვრა, რომლებშიც ძველი საკალათბურთო მოედნები გაარემონტეს.

"ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. თავად ვიყავი ბავშვი და ქალაქის ცენტრში ვიზრდებოდი. შესანიშნავია, რომ უფრო ბევრ ბავშვს ექნება ვარჯიშისა და თამაშის საშუალება. მზად ვარ ყველანაირად დავეხმარო ამ ბიჭებს", - განაცხადა რონდომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა