ამიერიდან, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი ში უებერი იქნება
ამიერიდან, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი ში უებერი იქნება. მან NHL-ის არბიტრაჟის მეშვეობით თავის ამჟამინდელ კლუბს - "ნეშვილ პრედატორზს" ერთწლიანი კონტრაქტი "დასტყუა", რომლის მიხედვითაც მომავალ სეზონში 7.5 მილიონ დოლარს მიიღებს. უებერმა გააუმჯობესა სკოტ ნიდერმაიერის რეკორდი, რომელმაც 2004 წელს "ნიუ ჯერსი დევილზთან" 7-მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

არბიტრაჟამდე საქმე იმიტომ მივიდა, რომ "ნეშვილმა" და უებერმა ვერ მოახერხეს მრავალწლიან კონტრაქტზე მოლაპარაკება: ჰოკეისტს წლიურად 8.5 მილიონის მიღება სურდა, კლუბი კი მხოლოდ 4.75 დოლარს იხდიდა. საბოლოოდ, არბიტრაჟმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უებერს უფრო აწყობდა.

ამ მცველს ორჯერ აქვს ნათამაშები NHL-ის "ყველა ვარსკვლავის მატჩში", წელს კი ნომინირებული იყო "ნორის ტროფიზე", რომელიც სეზონის საუკეთესო მცველს გადაეცემა. სულ 25 წლის უებერს 402 მატჩში 80 გოლი და 134 შედეგიანი პასი დაუგროვდა. 2010 წელს ში კანადის ნაკრებთან ერთად ვანკუვერის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა, 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

2011-12 წლების სეზონის დასრულების შემდეგ უებერი ისევ გახდება შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტი, თუმცა "ნეშვილს" უკვე აღარ შეეძლება არბიტრაჟში განცხადების შეტანა. თუ მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ მორიგდებიან, 2012 წლის ივლისიდან მცველს სხვა კლუბებთან მოლაპარაკების უფლება ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა