ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი იქნებ ისეთივე ემოციებს აღარ აღძრავს, როგორც წლების წინ, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის უკვე მეორე წელია, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო განსაკუთრებულია. "ნაპოლის" მთავარი მიზანი შარშანაც და წელსაც ისაა, მაქსიმალურად შორს გავიდეს; პლეი-ოფში ახლა რთული მეტოქეა - "ბარსელონა". ორივე ეს გუნდი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, ახლა კი იდეალური პერიოდი არ უდგათ. პირველი დაპირისპირება "დიეგო მარადონაზეა" - დღეს საღამოს, 21 თებერვალს, 23:59 საათზე.

1984 წლის პირველ ივლისს ლეგენდარული დიეგო მარადონა კატალონიიდან ნეაპოლში იმ დროისთვის სარეკორდო თანხად, 12 მილიონ ევროდ (transfermarkt-ის მიხედვით) გადავიდა - ამ გუნდებს შორის მთავარი დამაკავშირებელი ეს ფაქტია.

"ნაპოლიში" არსებულ ვითარებას კარგად ვიცნობთ. ბოლო მატჩებში აქ, ხვიჩა კვარაცხელიას ინიციატივების გარდა, ვერაფერს ვხედავდით, მხოლოდ ეს კი საკმარისი ვერ იქნება. ახლა ვიქტორ ოსიმენიც ბრუნდება. ზედ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ ახალი მწვრთნელი ჩვეულებრივი ამბავი არაა, მაგრამ ცოტა ხნის წინ აფრიკის თასზე მომავალ გამარჯვებულ კოტ დ'ივუარს თავკაცი ნაკლებად წარმატებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ შეუცვალეს...

ფრანჩესკო კალცონა ფეხბურთელების 80 პროცენტს იცნობსო, მათ შორის კი "კვარა" არაა. ვალტერ მაცარიმ, რუდი გარსიასგან განსხვავებით, ქართველთან იდეალური ურთიერთობის ჩამოყალიბება შეძლო და 77-ე ნომერს მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევდა. ვნახოთ, რას იზამს 55 წლის იტალიელი სპეციალისტი, რომელიც სლოვაკეთის ნაკრებს 4-3-3 სისტემით ათამაშებს, რაც პრეზიდენტ დე ლაურენტისს ასე მოსწონს.

ნეაპოლელები ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალს" ჩამორჩნენ, ახლა კი მისი მარადიული მოწინააღმდეგის, "ბარსელონას" შეჩერებას შეეცდებიან, რომელიც ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვარგობს. ხავიც სეზონის ბოლომდე იმუშავებს და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოპოვება მისთვის საყვარელ კლუბთან საუკეთესო გამოთხოვება იქნება.

კარგია, რომ ბოლო პერიოდში კვარაცხელია მადრიდის "რეალზე", როგორც ოცნების კლუბზე, ღიად აღარ საუბრობს. ცხოვრებაში ყველაფრის გეგმის მიხედვით წარმართვა რთულია, უკვე კი სანდო წყაროები წერენ, რომ ბარსელონელები ქართველისთვის დიდი თანხის გაღებას აპირებენ. ნეაპოლიდან ეს მშვენიერი ტრამპლინი რომ იქნება, ყველამ იცის. ისიც კარგად მოგვეხსენება, "კვარა" ამ გუნდიდან მაქსიმალურად სწრაფად რომ უნდა წავიდეს... პლეი-ოფში ქართული გოლი მონატრებული გვაქვს და იმედია, ამას "ბარსელონას" კარში ვნახავთ.

"ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე თამაში გამოასწორა და გასულ კვირას აქ ზედიზედ მეხუთედ არ დამარცხდა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მადრიდის "რეალთან" წაგება ბოლო 16 ნეაპოლურ მატჩში ერთადერთი იყო.

ეს გუნდები ბოლოს 2022 წელს, ევროპა ლიგის 1/16-ფინალში შეხვდნენ, "ბარსამ" კი ორი მატჩის ჯამში 5:3 მოიგო; 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი იყო და ისევ ესპანელთა გამარჯვება, საერთო ანგარიშით 4:2. ამ გუნდებს შორის ჩატარებული ამხანაგური შეხვედრების უმეტესობაში "ბარსელონამ" გაიმარჯვა. საბოლოო სტატისტიკა ასეთია - ესპანელთა 5 მოგება 2 ფრითა და 1 მარცხით.

ხავის გუნდს დაცვაში პრობლემები აქვს, რისი გამოყენებაც კვარაცხელიასა და ოსიმენს ნამდვილად შეუძლიათ. "ბარსამ" ამ სეზონში 24 ქულა ბოლო 15 წუთში მოიპოვა, გუნდი მებრძოლია. რობერტ ლევანდოვსკიმ 79 მატჩში 50 გოლი გაიტანა. 16 წლის ლამინე იამალის 3 შედეგიანი დარტყმა და ამდენივე საგოლე პასი აქვს. ის ძალიან სახიფათო შემტევია და ეცდება, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ამ ტურნირზე გაიტანს. შეგახსენებთ, მისი სადებიუტო სანაკრებო გოლი თბილისში ვიხილეთ.

"ბარსამ" ბოლო 20 მატჩიდან მეტოქის კარი ყველაში აიღო, მაგრამ საკუთარი "მშრალად" მხოლოდ სამში შეინახა - ეს ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის მფლობელების მთავარი გამოწვევაა, ბალანსი დაცვასა და შეტევას შორის - რათა მათ ივნისში "უემბლიზე" თამაში შეძლონ.

კალცონას პიოტრ ზელინსკი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში არ "დახვდა". ხავის გუნდს ტრავმის გამო ბალდე, გავი, ალონსო და ტორესი აკლია, ფელიქსის თამაში კი საეჭვოა.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ნაპოლი": მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, რუი - ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია;

"ბარსელონა": ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, მარტინესი, კანსელუ - დე იონგი, გიუნდოგანი, პედრი - იამალი, ლევანდოსკი, როკე;

მსაჯი - ცვაიერი (გერმანია).

გიო
რას აგინებინებ ბიჭო ხალხს თავსა და ოჯახს

ყველა ნაბო....მა საჭირო არ არის კომენტარები აკეთოს.
სვანსკი
კვარას დაუფასებლობა ბევრს ადგილის დატოვების ფასად დაუჯდა,უნდათ შედეგი? ითამაშონ კვარაზე და არა პირიქით
სვანსკი
კალცონა კვარას თუ არ იცნობს,მაშინ ძალიან დიდი ანგარიშით წააგებენ ბარსელონასთან,ფრეც სანატრელი ექნებათ მაგას და აურელიოს,იცნობს თუ არა ეს მატჩის ბოლოს გამოჩნდება.კვარა მთავარ როლს თამაშობს,ოსიმენი ეპიზოდებში გაიბრწყინებს ,,(და)ნარჩენით,,უფროსობა კმაყოფილდება
დინამოელი
მოგვენატრა ხვიჩას გაბრწყინება დიდ გუნდებთან (ლივერპული, აიაქსი). ვნახოთ დღეს რა იქნება. წარმატებები ხვიჩას !!!
საქართველო
საუკეთესო საიტია, ყოველდღე რაღაც ახალს ვიგებ
giorgi
მიდიი კვარაა ათრიე ბარასა თავი უნდა გამოიჩინოს უეჭველი ორივე თამაში ზაფხულში ბარსაში გიხილავ
აკაკი
საფილოსოფო რა ნახე ? 1984 წელს მარადონას როგორ იყიდიდნენ 12 მილიონ ევროდ როდესაც ევრო როგორც ფულადი ერთეული არ არსებობდა , და რა შუაშია აქ ტრანსფერმარკეტი?
gel-100
ბიჭო სოფასკორის და ლაივსკორის შეფასებები არის ფეხბურთელის თამაშიდან გამომდინარე,,ანუ თუ კონკრეტულად ერთმა ფეხბურთელმა ითამაშა კარგად თუმცა გუნდმა ვერ მოიგო,,ვითომ კარგად ითამაშას რო წერ თვალები არ გაქვს რო გეყურებინა და დარწმუნებულიყავი რო მართლა კარგად ითამაშაა?? შედეგი თუ ნულია ეგ იმას ნიშნავს რო გოლის გამტანი თავდამსხმელი არ ყავთ თორე კვარა თითქმის ყველა თამაშში ასისტს აკეთებს და ვინც მაგას ვერ ხედავს მისი დედას შე,,ცი მეც და კვარამაც,,გადახედე ბოლო თამაშებს მარტო სიმეონეს რამდენჯერ გაუკეთა უეჭველი გასატანი პასი,,ხოდა თუ სიმეონე ვერ იტანს არ ნიშნავს რო კვარა ვერ თამაშობს,,და საერთოდ დღევანდელ ნაპოლიში მარტო კვარა თამაშობს მაღალ დონეზე და ვინც მაგას ვერ ხედავთ ბრმები ხართ მო,,,,,ნთ დედები,,
zura222-ს
თავს რად იბანძებ?
Pepelu
ხელები და ზოგადად ორგანიზმი ცოტა უნდა დაასვენო!! :)))
ბექა
კვარაცხელიას,რომ ადდიდასმა გაუფორმა კონტრაქტი მაგაზე რატო არ წერთ??თუ ყოველ, მეორე ქართველ სპორტსმენს აქვს კონტრაქტი ადიდასთან??!!
ბარსას
გრანდი, იყო ლეო მესის, ინიესტას, ჩავის და სხვა ვარსკვლავების დროს! ეხლა? უბრალოდ სახელიღა აქვს შემორჩენილი და სხვა აღარაფერი. მიჩანჩალებს რა, შემთხვევით მოგებული თამაშებით.
ზვიადი
სად დაინახეთ აქ გადაჭარბებული ქება? პრევიუ სხვანაირი როგორი წარმოგიდგენიათ, ის თქვან, წააგებს ნაპოლიო? უფალო
აკაკის
ამ ფალოსოფოსობას რატო არ ეშვებით თქვე კაი ხალხო. ტრასნფერმარკეტზე ითვლიან ევროებში, იქაა ასე მითითებული და იქედან დაწერდა ავტორი, თქვენ უკეთესი საიტი იცით? ან ეს თემაა მთავარი ამ სტატიაში?
Svabi
მარადონა 84-ში ვერაფრით გადავიდოდა ... მაგ წელს წავიდა როგორც ვიცი ბარსადან:))
კ ო მ ბ ლ ე
იტალიაც კვარას იმედზეა? ტიტუუ დავიღუპეთ! აპა რა გვეშველება აწი? კალა რომ გავატანოთ, ან ქვილითაია? მაგარი ბიჭებიათქვა, ააა? ვერ თოხლავენ ვითაამ? თუ გადაღალეს კვარა მერე რა უნდა ვქნათ, სხვაც აღარავინ გვყავს და...
აკაკი
სად იყო 1984 წელს ევრო? ევრო როგორც ბანკნოტები და მონეტები შემოვიდა 2002 წელს როგორც სააღრიცხვო ვალუტა კი შემოვიდა 1999 წელს
tENGO
ნაპოლის პრინციპული თამაშის წინ ძლიერ გუნდებთან ყოველთვის ასეთი ანალიტიკური სტატიები ქვეყნდება, სადაც კვარას შესახებ გადაჭარბებული ბაქი-ბუქია, რაც ქმნის არარეალურ მოლოდინებს, როგორც მის გულშემატკივრებში ისე, როგორც ეტყობა თვითონ ამ ბიჭში, მერე, აქედან რაც გამოდის კი ვხედავთ, შედეგად ხდება კიდევ უფრო იმედგაცრუება, სოფასკორის მაღალი შეფასებები კი ვის სჭირდება, ასე იყო ჩ/ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და სერიას პრინციპულ თამაშებში-ვითომდა კარგი თამაში, მაგრამ შედეგი-ნული, მეტიც, იწყება შემდეგ არსაფეხბურთო მიზეზების ძიება კონტრაქტის,ხელფასის, ტრასფერისა და თანაგუნდელების ლანძღვა ყველა ბრუნვაში-კვარა მაგარია დანარჩენები ბანძები, პასს არ აძლევენ და ათასი სისულელე....., იგივე იყო ნაკრებშიც-გაუთავებელი ბაქი-ბუქი თბილისში ესპანეთის ნაკრებთან თამაშამდე, იგივე ნორვეგიის თამაშის წინ, ისე როგორც შოტლადიაში თამაშის წინ-შედეგი სავალალო და ჩაგდებული შესარჩევი....ახლაც ისე სვამენ ტოლობას ბასრასა და ნაპოლის პრობლემებს შორის არც ფიქრობენ, ბარსელონას დღეისათვის 20 ქულით მეტი აქვს ნაპოლიზე და პრიმერაში სამეულშია, ჩემპიონობის მინიმუმ 50 პროცენტი შანსით, ნაპოლის სატურნირო მდგომარეობა კი იცით და თავს არ შეგაწყენთ...კარგი იქნებოდა ამ თამაშების შემდეგ ასეთივე მაღალ პროფესიული მეტ ნაკლებად ობიექტური შეფასებები, ტყუილი ბაქი-ბუქის გარეშე,მხოლოდ სოფასკორის შეფასებებზე დაყრდნობით არა...
გენა
თუ კარგად ითამაშა ბარსაში გადასვლა რეალური იქნება. გელა ნუგზარაშვილის მერე ნაღდ გრანდში არ გვყოლია ფეხბურთელი (ნაპოლი გრანდი არაა)
ქ. გ.
აურელიო პანიკაშია. ამ კაცის იმედი აქვს? Video https://youtu.be/l2T5dqFs9co?si=vM_2E9DfGjc37QmQ
სოსო
როგორ შეიძლება ბარსას და ნაპოლის პრობლემების შედარება?!ბარსა ახალგაზრდა ტალანტებით სავსე გუნდია,რომლებსაც მხოლოდ დრო და გამოცდილების დაგროვება სჭირდებათ.ნაპოლის კი,შემადგენლობასთან ერთად,დემოტივაცია,არაკვალიფიციური მწვრთნელების წარამარა ცვლა და კლუბის ფაქტობრივად ამფეთქებელი პრეზიდენტი ანადგურებს.
ბარსა
გაჩვენებთ ხვალ ვინ არის წყალწაღებული. რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ეს ბარსელონაა მსოფლიო ფეხბურთის გრანდი!!!
zura222
ჩემს სახელს ნუ იყენებთ ნაცბანდა! კვარაცხელოვივით ვერც თქვენ გაჯეჯილდებით იცოდეთ!
Nts
პირველ წყალწაღებულს
გია_544
მაპოლი-ნაპოლიში თამაშობს კვარა? კვარას ექნება უპირატესობა!
გია_544
კვარამ სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა ადიდასთან! უდიდესი ამბავია. ქართველი ადიდასის სახე თუ გახდება! გილოცავთ!
zura222
კვარაცხელოვი ვერაფერსაც ვერ იზამს ბარსას მცველები დააჩმორებენ
მაპოლი, ბარსა!
ხვალ,ორი წყალ-წაღებული გუნდი ხვდება ერთმანეთს, თქვენი აზრით ვის ექნება უპირატესობა.
ზვიადი
აბა თქვენ იცით, რამდენი რეალის ფანი გაამინუსებთ
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერი ზამთარში? - რას გეგმავენ პსჟ-ში შეტევის ხაზში
100 საუკეთესოში მე-14 ადგილზე - ხვიჩა The Guardian-ის რჩეულებს შორის მოხვდა
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
კონტეს პირადი მოთხოვნით - "ნაპოლის" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურს
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
[VIDEO] მიქაუტაძემ "ბარსასთან" მაგარი მომენტი ვერ გამოიყენა - "ბლაუგრანამ" "ვილიარეალის" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ბარსელონასთან" მატჩში?
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
"ბარსელონამ" რაშფორდზე აზრი შეიცვალა - რას გეგმავს "ბლაუგრანა" ინგლისელის შესაძლო ტრანსფერზე?
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს