ბუნდესლიგის დაწყებამდე ბოლო ტესტ-მატჩში 26 წლის მცველი პერ მერტეზაკერი სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა
ბრემენელები მზად არიან, დაცვის ბურჯი გაყიდონ

წარწერა ფოტოზე: პერ მერტეზაკერი შეიძლება "არსენალში" გადავიდეს

ბუნდესლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე გამართულ ბოლო ტესტ-მატჩში "ვერდერის" 26 წლის მცველი პერ მერტეზაკერი მოედანს სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, რითაც ბრემენული კლუბის ქომაგები ძალიან გაახარა – "ევერტონთან" მოგებულ (1:0) შეხვედრაში მან ძალიან კარგად იასპარეზა. "დიდი ხანია, თავი ასე კარგად არ მიგრძვნია. ფეხბურთის თამაში მაგრად მომნატრებია," - უთხრა მერტემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

თუმცა გუშინ გავრცელებული ცნობების თანახმად, დიდი შანსია, რომ "ვერდერის" ფანებმა მერტეზაკერი "მუსიკოსების" ფორმით მხოლოდ 4 შეხვედრაშიღა იხილონ. როგორც იცით, გერმანიის ნაკრებისა და "ვერდერის" დაცვის ბურჯს ბევრი მთხოვნელი ჰყავს, "მუსიკოსების" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა კი აღიარა, რომ თუ რომელიმე გუნდის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან, მზადაა, მოლაპარაკებები აწარმოოს. ალოფსმა ისიც თქვა, რომ ეს მარტო მერტეზაკერს კი არა, ყველა ფეხბურთელს ეხება. "მე ყველა მოთამაშეს დავპირდი, რომ ოფიციალური დაინტერესების შემთხვევაში მოლაპარაკებებზე უარს არ ვიტყვი," - ამბობს ალოფსი "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მერტეს "ვერდერთან" კონტრაქტი გაისად უმთავრდება, ახალი ხელშეკრულება კი ჯერ არ გაუფორმებია. ამრიგად, თუ ბრემენელებს არ უნდათ, რომ წამყვანი ფეხბურთელი გაისად უფასოდ დაკარგონ, ახლავე, 31 აგვისტომდე უნდა გაასხვისონ. მანამდე კი, მერტეზაკერს "ვერდერში" მხოლოდ 4 მატჩი რჩება: "კაიზერსლაუტერნთან", "ლევერკუზენთან", "ფრაიბურგთან" და "ჰოფენჰაიმთან".

მერტეზაკერის გადაბირება ყველაზე მეტად ლონდონის "არსენალს" უნდა. შეგახსენებთ, რომ ბრემენელებმა სოკრატის პაპასტატოპულოსისა (ჯენოადან) და ანდრეას ვოლფის (ნიურნბერგიდან) სახით ორი ახალი ცენტრალური მცველი იყიდეს, რითაც სწორედ პერის გაყიდვის შემთხვევისგან დაიზღვიეს თავი. ალოფსი ამბობს, ყველა პოზიციაზე კარგად ვართ დაკომპლექტებულები და ამიტომაც ვარ მზად, რომ მერტეზაკერის თაობაზე მოლაპარაკებები ვაწარმოო, თუმცა ფაქტია, რომ მისი დაკარგვა არ მინდაო. ერთი რამ ასპროცენტიანია: ხვალ, ბუნდესლიგის პირველ ტურში, "ვერდერისა" და "კაიზერსლაუტერნის" მატჩში პერი ძირითად შემადგენლობაში იქნება გამწესებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა