საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინრეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა შეიყვანოთ შემდეგი ინფორმაცია - ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვნის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

წყარო: Nakrebi.ge

gio9
ბარემ ცნობა ნარკოლოგიურდანაც მოგეთხოვათ ბილეტის შესაძენად რა უბედურებაა ამდენი ცნობა მთელი დგეა რიგში ვარ და ალბათ გამის გათენება მომიწევს რომ 2 ბილეთი შევიძინო . ადამიანურად გაყიდეთ რა სალაროებში რეებს იგონებთ კარგით რა
გიო9
მთელი დღეა რიგში ვდგევარ დაღამდა და კიდევ 41000 ადამიანია ჩემს წინ კარგით რა რა სისულელებს იგონებთ პირადობაო, მაილიო, ცნობა ნარკოლოგიუიდანო, ცნობა პსიქიატრიულიდანო და უკვე აღარ მინდა წასვლა) გაყიდეთ რა სალაროში ადამიანურად და მარტივად...
inviz9
დროა სანიოლმა შემადგენლობაზე იფიქროს ლუქსემბურგთან; იმედია ყველა მანამდე ჯანმრთელად იქნება და გთავაზობთ ჩემი აზრით სუპერ შემტევ შემადგენლობას: მამარდა-გოჩო, კაშია, კალანდაძე (ან გელაშვილი), აზაროვი-ზურიკო, კიტე, ჩაკვე, არაბიძე, ქოჩორა- ბუდუ ველი თქვენს გამოხმაურებებს უნდა მივაწვეთ რომ არაბიძე ათამაშოს ამ დაბდურმა, თორემ ხვიჩას არ ყოფნისას შეტევაში არ გაგვიჭირდეს
ლევანი
კაკო
შენ გაგახარა ღმერთმა რამდენი ვიცინე, ოღონდ არ დაგიჭიროდ მაგარი იყო საღოლ ძმაო.ღმერთმა გადმოგვხედა ჩვენს ნაკრებს ერიანი სიყვარული კაცებო უფლის სიყვარული და უეჭველად გახვალდ ევროპაზე სათამაშოდ.ღმერთმა დაგლოცოდ ამინ
ქართველი
ღმერთო მოგვეცი ძალა რომ ავიხდინოთ ოცნება, 16 წელია ნაკრების თითქმის არცერთი თამაში არ გამომიტოვებია, ბევრს ვიცნობ ვინც 30 წელია ესეა. დროა დასრულდეს ჩვენი ტანჯვა, მაკედონიასთან რაც მოხდა დღემდე ვერ გადამიტანია, იგივე რო განმეორდეს ალბათ გული დამარტყამს
თემო
გადამყიდველების პრობლემას თუ ვერ აგვარებთ გვაცემიეთ მაინც, არ დაგვიჭიროთ
რაბუ
აბა გავავსოთ დინამო და ჯოჯოხეთი დავახვედროთ ლუქსემბურგს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა