დორტმუნდელთა მთავარი გოლეადორის, ლუკას ბარიოსის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა
მაგრამ კლოპი ახალ თავდამსხმელს მაინც არ ყიდულობს

წარწერა ფოტოზე: ლუკას ბარიოსი თვენახევარი დაისვენებს

გერმანიის მოქმედი ჩემპიონის, დორტმუნდის "ბორუსიას" მწვრთნელი, ხელმძღვანელები და გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ 22 წლის პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის პირველ ტურებშიც ისეთი შედეგიანი იქნება, როგორც მოსამზადებელ პერიოდში იყო (4 გოლი), რადგან დორტმუნდელთა მთავარი გოლეადორის, ლუკას ბარიოსის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა და ახლა გერმანიის ჩემპიონატის პირველი ტურების მთელი სიმძიმე ლევანდოვსკიზე გადაივლის.

26 წლის ბარიოსი "ბორუსიას" ექვსი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ლუკასმა, რომელსაც ბუნდესლიგის 65 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი, ტრავმა 24 ივლისს, კოპა ამერიკას ფინალში მიიღო, საბოლოო დიაგნოზი კი მხოლოდ გუშინღა დაუსვეს. როგორც გაირკვა, ეს პარაგვაის ნაკრების მთავარი ექიმის შეცდომის ბრალია.

"პარაგვაის ნაკრებს ძალიან ცუდი სამედიცინო შტაბი ჰყავს. სწორედ მათმა არასწორმა დიაგნოზმა გამოიწვია ის, რომ ბარიოსის სამის ნაცვლად, ლაზარეთში ექვს კვირას გაატარებს," - განრისხებულია დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომელიც მთავარი გოლეადორის დაშავების მიუხედავად, ახალი თავდამსხმელის ყიდვაზე არ. ფიქრობს. "ბორუსიას" სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი ამბობს, კლოპს უკვე ველაპარაკე და მითხრა, ახალი ფორვარდი არ მჭირდება, ლევანდოვსკის ვენდობიო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა