Il Mattino-ს მიერ დღეს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოქვეყნებულმა წერილმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

შეგახსენებთ, გამოცემამ აღნიშნა, რომ კლუბმა შეცდომები არ უნდა გაიმეოროს, როდესაც შეცვლისას კვარაცხელიას უპატივცემულო ჟესტები რეაგირების გარეშე დატოვეს, შეიძლება დააჯარიმონ და "კალიარისთან" მატჩში სათადარიგო იყოს, რაც სხვებისთვის ნიშანია, რომ ხელშეუხებელი გუნდში არავინაა და კალცონამ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისგან სრული კარტ-ბლანში მიიღო.

რბილად რომ ვთქვათ, დე ლაურენტისისადმა ლოიალურად განწყობილი ზოგიერთი მედიასაშუალება და ჟურნალისტი ხშირად მის სურვილს და პოზიციას ახმოვანებს და ცხადი შეიქნა, კლუბის მფლობელის მითითების გარეშე კალცონა ასეთ გადამჭრელ ზომებს ვერ მიმართავდა და ყველას აჩვენა, ვინაა სიტუაციის განმგებელი.

calcionapoli24 ირწმუნება, რომ "კალიარისთან" 5 იმ ფეხბურთელს დააყენებენ სასტარტოში, რომლებიც „ბარსელონასთან“ ძირითად შემადგენლობაში არ იყვნენ: მაცოკი, ოსტიგარდი, მარიო რუი, ტრაორე და ლინდსტრიომი. არც ისაა გამორიცხული, ვიქტორ ოსიმენმა არ ითამაშოს, რომელიც გაციებულია, დღეს საერთო ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშია და ტრენაჟორებზე დაიტვირთა.

"ტუტოსპორტი" წერს, რომ კალცონა "იუვენტუსის" დიდი გულშემატკივარია და ეს წესით, აურელიომ უნდა იცოდეს, რომელმაც ტურინულ კლუბში გადასული კრისტიან ჯუნტოლის შესახებ თქვა, მისი "იუვეს" ფანობა რომ მცოდნოდა, მაშინვე დავითხოვდი სამუშაოდანო. "ტუტონაპოლის" მტკიცებით, პროვოკაციას აქვს ადგილი.

ნეაპოლელმა მომღერალმა ანდრეა სანინომ ქართველზე ისაუბრა: "ხვიჩას რჩევას მივცემ, რომელსაც ვაღმერთებ, მაგრამ პირადად არ ვიცნობ: ის მოვლენაა და ჩემი აზრით, თუ მოუსმენს მერტენსის ნათქვამს, რასაც მუდამ ამბობდა, ეს შეიძლება "კვარასთვის" საბოლოოდ გარდამტეხი აღმოჩნდეს. მერტენსმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ კალცონამ მისი ცხოვრება და როლი შეცვალა. ვთვლი, რომ ის კვარაცხელიასთვის საჭირო მწვრთნელია".

კვარაცხელიას ისევ დაუჭირა მხარი ენრიკო ფედელემ: "ხვიჩა უკმაყოფილოა. ამ ეპიზოდმა არ აიძულა უკმაყოფილება გამოეხატა: ის ასევე თავის მომავალზე ფიქრობს. იმედი ვიქონიოთ, რომ თუნდაც ერთი წლით დარჩება. კარგი იქნებოდა, ისიც კმაყოფილი ყოფილიყო, როგორც ეს ოსიმენის შემთხვევაში მოხდა. დე ლაურენტისმა თქვა, რომ "კვარას" გარემოცვამ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების სეზონის ბოლომდე გადადება მოისურვა, ისე, რომ ხელშეკრულების გაგრძელების საკითხს არ ჩაღრმავებოდნენ? არ მჯერა, ცრუობს".

ALONZO
კარგი კაცი ხარ ლევან,გაიხარე !
სოსო
!-ს.დღვანდელობაზე არ არის ლაპარაკი.შარშან,ნაპოლიშუმფაქტობრივად სტაჟიორის უფლებებით და ხელფასით მიიღეს,მაგრამ უკვე ზამთარში აღმოჩნდა,რომ ეს სტაჟიორი,მთავარი ინჟინრის დონეზე მუშაობდა.დე ლაურენტისს,უნდა ჰყოფნოდა ჭკუა და საკუთარი სურვილით გაეზარდა ხელფასი და თუნდაც რომ გაეორმაგებინა,ხვიჩა მაქინც მადლობელი იქნებოდა,რადგან ეს მომატება,კეთილი ნების გამოხატვა და მისი შრომის დაფასება იქნებოდა.ახლა რაც გინდა ხელფასი შესთავაზოს,საქმეს ვეღარ გამოასწორებს.ხვიჩამ უკვე იცის,რომ მისი ენთუზიაზმი და შრომა არ დაუფასეს და დე ლაურენტისზე გული აღარ მოუბრუნდება.ეს დე ლაურენტისმაც იცის და ამიტომ,ზეწოლით და გაღმა შედავებოით ცდილობსწ,გატეხოს ხვიჩა.ამ ყველაფრის გამო,ხვიჩაც დაზარალდება,მაგრამ შეუდარებლად მეტს წააგებს დე ლაურენტისი და ეს აიძულებს,ხვიჩა გაყიდოს.ჩვენ გვახსოვს ხვიჩას რუბინში თამაშის ბოლო პერიოდი,როცა არ უშვებდნენ,ყველა აგინებდა და ხვიჩამ თითქმის ხელები ჩამოუშვა.უდიდესი ტალანტია,მაგრამ არ არის ისეთი მებრძოლი,როგორებიც ზოგიერთი სხვა სპორტსმენია.ფსიქოლოგიურად,საკმაოდ მოწყვლადია და სწორედ ამიტომ სჭირდება ჩვენგან მოფრთხილება.შეიძლება ითქვას,რომ დღეს ნაპოლიშიც ანალოგიურ სიტუაციაშია და თუ გარემო რ გამოიცვალა,ასეთ არაკეთილმოსურნე გარემოში,ბიჭი ჩაქრება.ამდენი გაფრთხილებები,იმის ნიშანიცაა,რომ შინაგანად ძალიან დაძაბულია და აფეთქების ზღვარზეა.საქართველოდანაც იმდენი ნეგატივი მისდის,რომ მართლაც ძნელი გასაძლებია და თუ გატყდა,მაშინ კვარა,მართლაც შეიძლება დავკარგოთ.მაშინ ისევ ისინი დაიწყებენ წიოკობას,საქართველოში ფეხბურთელი არ გვყავსო,ვინც ყველაფერს აკეთებს მისი წყობილებიდან გამოყვანისთვის და არა მგონია ნამუსი ეყოთ საკუთარი ბრალის აღიარებისათვის.ან რაღა მნიშვნელობა აქვს.ამნაირი ხალხისათვის,ეს პირველი არ იქნება,გავიხსენოთ ლევან ყენია,ჯანო ანანიძე,გიორგი ჩაკვეტაძე.ესენი ყველა,ძალიან ახალგაზრდები გახდნენ ნაკრების ლიდერები,მაგრამ როგორც კი ტრავმიანობა დაეწყოთ,იმდენი ნეგატივი გამოხატეს მათ მიმართ,რომ ფსიქოლოგიურად გაანადგურეს ბიჭები,მერე კი,არც ქართული ფეხბურთის მიწასთან გასწორება დავიწყებიათ,ერთი ნორმალური ფეხბურთელი ვერ გაგიზრდიათო!რას ვიზავთ,საქართველოს ერთი მეთორმეტედი,ხომ ჰოროსკოპითაც კი,მორიელის ჯიშისები არიან და ყველაფერს გესლავენ.
გუსანი
ერთი რამე გავიწყდებათ, ფიზიკური კონდიციები და ამტანობა, ხვიჩა ინსინიე არ არის, ნიჭით კი მაღლაა, მაგრამ არ არის მისი სტილი სულ მოძრაობაში იყოს, ვერ გაუძლებს ერთ ტაიმსაც... ჩვენი ფეხბურთელების სუსტი მხარეა, იღლებიან და ეთიშებიან თამაშშს, ამ მხირვ კობის და შოთის არაუშავდათ, აკომპენსირებდნენ სხვა უნარებით, ინტესიურ თამაშში ხვიჩა ყოველთვის დაიჩაგრება, სანამ ფიზიკას არ გაზრდის....ვისაც ფეხბურთი ესმის გაიგებს,
მწარე
ხვიჩას ალბათ ძირითადიდან ამოაგდებენ. აშკარაა ამ მწვრნელს არ უყვარს დრიბლიორები და ცნობილი სახელები, მაგრამ აქვს იღბალი. იღბალი რომ არა, ბარსელონასთან უნდა მაგრა წაეგოთ. ოსიმენის გოლის შემდეგ, რომელიც მცველის სირობით გავიდა, კი ათამაშდნენ, მაგრამ ეგ ხასიათიდან გამომდინარე და არა ტაქტიკური ცვლილებების გამო. პ.ს. თუმცა ეხლა ნაპოლის სწორედ იღბალი და დისციპლინა ჭირდება, ასე რომ ჩემი პროგნოზია ნაპოლი გააუმჯობესებს შედეგს, ხოლო ხვიჩასთვის ცუდი პერიოდი დადგება.
მირო
ხვიჩას სჭირდება ისეთი კოლექტივი, სადაც ბურთებით მოამარაგებენ და არა ბურთს უმალავენ,რასაც ეხლა ვხედავთ.მარტო დარბის,პოზიციებს იცვლის,ფაქტიურად ბურთს ეძებს,ასე კი ძნელია თამაში ხვიჩასთვის კი არა ყველასთვის ,რაც არ უნდა ფენომენი იყო. ჯუღელი კი ძალიან დაბალი დონის აგენტია,ხვიჩას დონეს ის ვერ ქაჩავს,რაც მალე აიყვანს ხვიჩა სხვა აგენტს,მით უკეთესი იქნება მისი მომავლისთვის.
ქ. გ.
ხვიჩას მამამ უნდა მოიშოროს პრიმიტიული ჯუღაევი, და კარგი აგენტი ზაფხულში გადაიყვანს ხვიჩას სხვა გუნდში, სადაც ეშმაკი აურელიო და კაცუნა Cazzo-na ვერ შეაწუხებენ ხვიჩას.
გოგა
ნუ რას იზამ დისციპლინაა მთავარი, ევროპაა . მაშინ სხვებმაც რომ დაიწყონ იგივეს კეთება ? გუნდს რომ ერთსულოვნება აკლია ცხადია. ამ დროს პირიქით, უნდა შეიკრან და ერთმანეთს დაუდგნენ
გიორგი
ატვეჩაი ხარ? :)) სეზონის დასასრულს დაელოდე ხვიჩა ნაპოლიდან შიგ ბარსელონაში რომ გადასკუპდება მერე იძახე დარწმუნებული ვარო.
დათო
უზურდელურად და ბავშვურად მოიქცა ხვიჩა, ბოდიში უნდა მოიხადოს.
lova
დარწმუნებული ვარ რომ ჯუღელს ქრთამი აქვს აღებული და ლაურენტისის დაკრულზე დადის მაგ ადამიანისგან უფრო უარესიც არ გამიკვირდებოდა ტიპია ესეთი
irakli
დარწმუნებული ვარ ამ ორ მაფიოზს ხვიჩას ტრანსფერში ფული ისე აქვთ განაწილებული, რომ ჯუღელი ვერფერს უბედავს ლაურას.
ლევანი
მასე არ უთქვამს, ხვიჩას გარემოცვამო, კი არა, კვარას კლანს ველაპარაკეო, რას ნიშნავს? მე მგონია, რომ მანდ რაღაც ისეთი ხდება ხვიჩას თავს, ჩვენ რომ არ ვიცით. რატომღაც, შარშანდელი მანქანის ამბავიც ყველას მიავიწყდა, მე მეჩვენება რომ, გუნდი ხვიჩას არ ათამაშებს, ყველა შეტევა მარჯვნიდან მიდის, ეს კი ცალკეა, იქით. მაძარიმ სცადა მაგის მოგვარება, ცენტრში შეწევით, და თითქოს ცოტა შედეგი მოიტანა, ბურთს უფრო იღებდა და რაღაცას ქმნიდა კიდეც, მაგრამ ახლა იგივეა. დიდი ხანი არ დავწერე, ახლაც ბევრს არ შეგაწყენთ თავს, მაგრამ მე ასე მეჩვენება, მანდ რაღაც ხდება და ჩვენ აზრზე არ ვართ. ეტყობა ხვიჩას, სულ ნერვებზეა, რაღაც ხომ არის მიზეზი, უპატრონობით არ დაიჩაგროს, მეშინია, ნეტა სისულელეს ვწერდე, კარგი იქნებოდა.
გიორგი IV
ჩემი აზრით კვარამ უნდა გააკეთოს ის რასაც აქამდე აკეთებდა!გოლები და ასისტები ბლომად!დანარჩენი დაიკიდოს ყველაფერი!ზაფხულში კი ბავარიაში,მანჩესტერში ან ბარსაში!
ბექა
ეჰ ხვიჩა,რა სკანდალში გაეხვიე??ეხლა ამას ლაურენტისი სათანადოთ გამოიყენებს!

100% ფედელეს აქ კომენტარებში სულ აგინებდნენ.... არადა ხვიჩასკენაა ეს პატიოსანი კაცი
ჟორა გაბრიჭიძე
ხვიჩას გაყიდვის წინ ხელფასსაც მოუმატებენ და მოედანზე პასსაც მისცემენ, კარგ ფასში რომ გაყიდონ. სწორედ ამას ემსახურება ოსიმენის 10 მილიონამდე გაზრდილი ხელფასი.
N
1. ვფიქრობ. ხვიჩამ აქ უკვე ყველაფერს მიაღწია, რაც ნაპოლის დონის გუნდს შეეძლო, რომ მისთვის მიეცა. მე, მის ადგილზე, უკვე ვიფიქრებდი უფრო მაღალი დონის გუნდში გადასვლაზე მით უმეტეს, თუ მსგავს უპატივისცემლო დამოკიდებულებას იჩენენ მის მიმართ და სათანადოდ არ აფასებენ კლუბში. 2. მსაჯებთან დაკავშირებით, ვურჩევდი, რომ ყველა მსაჯი ჩათვალოს მოწინააღმდეგე გუნდის მე-12 მოთამაშედ და მაშინ მათთან კამათი საჭირო აღარ იქნება. 3. ხვიჩა ძალიან მიყვარს, პატივს ვცემ და ყოველთვის ვუჭერ მხარს, განსაკუთრებით ე.წ. "წარუმატებელ" პერიოდებში!
ბექა
ეჰ ხვიჩა,რა სკანდალში გაეხვიე??ეხლა ამას ლაურენტისი სათანადოთ გამოიყენებს!

მხოლოდ ხელფასის მომატება არ ხდება არსად. ხელფასთან ერთად იზრდება საკონტრაქტო წლებიც

ვიცოდი ზელენსკის მერე ხვიჩას ჯერიც მოვიდოდა!!
სოსო
დე ლაურენტისი ხელფასის მომატებაზე კი არა,კონტრაქტის გაგრძელებაზე ლაპარაკობს.ერთპიროვნულად დამატებითი პირობების გარეშე,მხოლოდ ხელფასი რომ მოემატებინა,ჯუღელი და კვარა უარს იტყოდნენ?რა არ იმსახურებდა?აქედანაც ჩანს მისი ხვიჩასადმი დამოკიდებულება და ამიტომ უნდა მოითხოვოს გაშვება,ხვიჩამ.დე ლაურენტისი მას,პატივს არ სცემს და ეს საკმარისი მიზეზია,დარჩენა აღარ სურდეს.იძულებული გახდება,გაუშვას.სხვანაირად კვარას ფასი იმდენად დაეცემა,რამდენის დაკარგვასაც,დე ლაურენტისი ვერ დაუშვებს.თუ ამაზე შეთანხმდებიან და ხელს მოაწერენ,ხვიჩას განწყობა გაცილებით უკეთესი გახდება და ეს ნაპოლისაც წაადგება.
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
"ახალმა კვარამ" იმედები ვერ გაამართლა და გაყიდვას უპირებენ
ფრანჩესკო კალცონა: კვარაცხელია "ოქროს ბურთს" მოიგებს, თუ...
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ნაპოლის" ყოფილმა მწვრთნელმა კალცონამ კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა
კალცონამ განმარტა, რატომ შეცვალა კვარაცხელია
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ნამდვილად დე ლაურენტისია? - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
"ვარჯიშზე ფეხბურთელებს ეჩხუბა და ახალ მეთოდს მიმართა" - რას წერს იტალიური გამოცემა კალცონაზე?
"ეს სირცხვილია" - რა თქვა კალცონამ "უდინეზესთან" მატჩის შემდეგ?
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს
"მელოტი არარაობა და გეი ხარ" - კალცონას ინგლისელმა ფეხბურთელმა შეურაცხყოფა მიაყენა