ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ დანიასთან 69:75 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.

სოსო
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია,მგონი ყველაზე მეტად იმაში ტყუის,რომ ახალგაზრდა ნიჭიერი ბიჭების მომზადება,ფაქტობრივად უცხოური კლუბებში მათი სტაჟირებით შემოსაზღვრა.ახალგაზრდა,ასე მოუმზადებლად უცხო გარემოში რომ აღმოჩნდება.,ძალიან დიდი შანსია,რომ დაიკარგოს.ფეხბურთიდან ამის უამრავი ცუდი მაგალითი გვაქვს.იმ კლუბებისთვის ეს ბიჭები არაფერს წარმოადგენენ და თუ ვერ მოუმატებენ,ფეხებზე ჰკიდიათ.ჩვენ კი ძალიან შეზღუდული რესურსები გვქვს და ყოველი ნიჭიერი ახალგაზრდის დაკარგვა,კატასტროფული დანაკარგია.რაგბში მოვახერხეთ,სპორტსმენთა მომზადების და განვითარების კარგი სისტემის შექმნა,რომელსაც სულ უფრო და უფრო კარგი შედეგები მოაქვს.ფეხბურთშიც თანდათან იქმნება ინფრასტრუქტურა,სადაც მოხერხდება საკმაოდ მაღალ დონეზე ახალგაზრდობის მომზადება,პარალელურად ხდება მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი კადრების მომზადებაც,სერტიფიცირებით.კალათბურთში გვაქვს რაიმე სისტემა,ან შენდება დარბაზები და სავარჯიშო ბაზები?აქედან ისეთ დონეზე მომზადებული ახალგაზრდები უნდა გავუშვათ,უცხოეთში,რომ იქ სხვებისთვის წარმატებული კონკურენცია შეძლონ.სხვანაირად,ყველა თავისას დაამჯობინებს,ჩვენგან გაგზავნილს.მთავარი,მაინც სპორტის დაფინანსების სახელმწიფოს მიერ წაქეზება უნდა იყოს,შესაბამისი ფინანსური შეღავათებით.სახელმწიფო ყველაფერს ვერ დააფინანსებს,ეს კერძო სექტორმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე.ეს კი,მხოლოდ მაშინ მოხდება,თუ ეს მათთვისაც მომგებიანი გახდება.სწორედ ამას უნდა მოემსახუროს, სპორტის დაფინანსების კანონი(სახელწოდება პირობითია).
ნუგზარ ნუუბიძე
ქალბატონებო და ბატონებო......ჩემი საყვარელი ფილმი "ნათლიმამა"...პომპეზური რელიგიური დღესასწაული ნიუ ორკში..ხალხის ერთი ჯგუფი მარიონეტების სპექტაკლს სულგანაბული უყურებს დადგმულს ტრადიციულ იტალიურ სტილში.....ამ დადგმას ასევე ჩაუვლის და რამდენიმე წუთი დროს დაუთმობს მაფიოზი ' შავი ხელი" რომელის შიშით მაღლა ჩიტს და დაბლა ჭიანჭველას.....მაფიოზი დაუდევრი აგდებული ჟესტით ..ხმამაღლა გამოთქვამს თავის აზრს რომელიც გასაგებია რომ ყველამ უნდა გაითავისოს როგორც ერთადერთი სწორი შეფასება მიმდინარე მომენტის.....კოპოლა ( ფილმის რეჟისორი) როგორც ჭეშმარიტად დიდი ხელოვანი მხოლოდ კინოსთვის დამახასიათებელი ენით გვეუბნება თუ რას ნიშნავს და რა შედეგი შეძლება მოყვეს ხალხისთვის ძალით მოხვეულ აზრს...უკვე ოცდაათი წელია ქართველ ხალხს კარნახობენ თუ რა უნდა მოეწონოს...რომ თურმე მკერდმოღლეტილი ტუჩებგამობერილი ქალი..ულამაზესია!!! ქალს რომელიც აცხადებს რომ გინება ინტელექტის ნიშანია მიტუას ჯორივით ვერ გააგდებ ეკრანიდან...კაცი რომელიც დედას ორშაურად იგინება ტელევიზორში ქალების თანდასწრებით თურმე საქართველოს კოლორიტია...კაცი რომელიც თავის გამარჯვებებზე ქალებთან გაუთავებლად ლაყბობს ახალგაზრდებისათვის მაგალითის მიმცემია....ამ ქარაფშუტა ხალხისთვის თურმე ბიუჯეტი იძლევა საშუალებას..ამავე დროს გადაცემა "ფერმა" მიაკეტეს..ამ გადაცემაში ერთიორი კინკილა ადამიანი ცდილობდა შემოებრუნებინა ქართველი კაცი თავის მამულისაკენ..აჩვენებდნენ რომ ამ სამოთხისმაგვარ მიწაზე მშრომელი ადამიანისათვის შეიძლება ინოვაციების დანერგვა..ფულის კეთება....ვიღაცას ეტყობა უფრო აწყობს რომ ქართველებმა უკანმოუხედავად დატოვონ სამშობლო!!! არის ეს მიზნმიმართული ანტიქართული ქმედება? დიახ..დიახ!!!!სპორტს დიდი როლი უკავია ერის ფიზიკურ და ფსიკიკურ ჯანმრთელობაში..როგორც მოგახსენთ კალათბურთის მსოფლიო ბრენდი გააგდეს ჯერ უმაღლესი მერე კი პირველი ლიგიდან!!! ახლა ფეხბურთს მიადგენ..დინამო თბილისი დაიცალა ფეხბურთელებისაგან ..სამაგიეროდ ესტონეთის მეოთხე ლიგაში ნათამაშებ ლეგიონერებს ვიყვანთ......გუშინ დანიასთან წაგებამ გამაოგნა....ახალი მწვრთნელი აკეთებდა ყველაფერს იმას რაც არ უნდა გააკეთოს გუნდის თავმა!!! თითქმის ყველა შეცვლა იყო არადროული და არ შეესაბამებოდა სიტუაციას!!!!..ცვლიდა მოთამაშეს ვისაც თამაში წაუვიდა და არ სვამდა სათადარიგო სკამზე კალათბურთელებს ვინც აშკარად არ იყო სათანადო კონდიციაში..მესმის რომ ჩვენს ნაკრებს არ ულხინს ..მაგრამ.. დანიაც არ არი იმ დონის რომ გვათქმევინოს... დედა ეს რა ვნახეთო...ახლა ძიუდოში ..ყველასთვის საყვარელი ბექა ღვინიაშვილი გააქრეს!!!!!!გაქრა დიდი იმედების მომცემი ზაალიშვილი..ამ დროს კი უკვე ტირაჟიდან გამოსული ხალხი დაგულაობს...ვინმე გამოდით და აგვიხსენით რა ხდება.....დიდო მეფეო ყოველი მხრიდან გვიტევენ..ხმა უნდა ამოვიღოთ ..უკანდასახევი გზა მოგვიჭრეს.......ჩვენს საყვარელ საქართველოს გაუმარჯოს...ამინ
იმედი
თამაში ქვია რასაც აკეთებდნენ?
გია
მოიწვიეთ მოძებნეთ ის კალათბურთელები ვინც იმსახურებს ნაკრებში თამაშს, ბულაშვილი ისიანი, კიდევ ბევრი გვარი იყო დასახელებული სანიკიძე რატო არ იწვევთ ამ ბიჭებს ჩვენი ლიგა ვერ აკმაყოფილებს იმ დონეს რაც საჭიროა.ვინმემ ამიხსნას რატო ვერ ითამაშა შერმადინმა რატომ არ შედიოდა ფარქვეშ სამწამიანში ეს ხომ მისი საუკეთესო ადგილია აეხლა მაინც უთხრას ვინმემ ჯიკიჩს.
თემური
მოხდა ის რაც შეუძლებლად ჩანდა! კიდევ კარგი დანია იყო და არა ფინეთი! ეგ წაგება ცუდი იყო, მაგრამ არა გადამწყვეტი. ისე, ვინც წერს თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი დროა რომ წავიდნენო იცით მაგათ მაგივრად ვინ შეიძლება ითამაშოს?
გიორგი
ყველაზე ჩაშვებულ სასპორტო ფედერაციებს შორის არიან. არ ვიცი კალათბურთმა ესეთი რა დააშავა. თაობები გაუშვეს რასხოდში.
გულშემატკივარი
სანამ ეს არაფრის მაქნისი, უიმტელექტო და უიდეო ხალხი მართავს ქართულ ფეხბურთს და კალათბურთს, ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ!
დათო
გავამწვავებ პრობლემას. ქართველისთვის უცხოა ერთიანობა, გუნდურობა, წესი,კანონი და ყველაფერი ის რაც საზოგადოებას განავითარებს. იდეისთვის არა ფულის შოვნის და თანამდებობებისთვის გაერთიანდა ჯოგი 2003 და 2012 -შიც.
დათო
ვინც კიდევ ამ საცოდავების ტანჯვას უყურებს საღოლ, ძმაო
Nikoloz
გეთანხმები მეც ვადევნებ ახლგაზრდების თამაშებს თვალს და უდაბლესი დონეაა მალე ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც სანატრებელი იქნება იმედია ვცდები...
dd
მადლობა კომენტარისთვის. ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ გამართული ქართულით წერ და რებუსების ამოხსნა არ მიწევს აზრის გამოსატანად. მეორე და ყველაზე მთავარი - იდეალურად გაქვს ახსნილი პრობლემების ხასიათი. ამიტომ მე ბევრს არაფერს ვიტყვი. მტერი ვერ გაუკეთებს იმდენ უბედურებას საქართველოს, რასაც ეს კალათბურთის და ფეხბურთის ფედერაციები უკეთებენ. არაკომპეტენტურობა, მონობა და ნეპოტიზმი - ძალიან მოკლე ჩამონათვალია ამათი დანაშაულების. ბოისას ფაქტორი არ გიხსენებია და აღარც ღირს, ისედაც ნათელია ყველაფერს. პრინციპში რა არის გასაკვირი, რუსეთის მე-5 კოლონა გვყავს ხელისუფლებაში და ამათი მოთრეული ფედერაცია რითი იქნება უკეთესი.
თენგაბი
ერთ-ერთი მიზეზი წაგებისა დასახელდა ის, რომ ნაკრები შეუთამაშებელია, მწვრთნელმა არ იცის კარგად მოთამაშეთა შესაძლებლობები და ა.შ. შე კარგად სამყოფო ფედერაციავ და სანიკიძე, ზედ შესარჩევის წინ რომ დანიშნეთ მწვრთნელი და კალათბურთელების გაცნობა შესარჩევ თამაშებში უწევს, არ შეიძლებოდა 2-3 თვის წინ დაგვენიშნა? კალათბურთელებსაც გაიცნობდა და შესათამაშებლად, თავისი ტაქტიკური იდეების დასახვეწად იქნებ 1-2 თამაშში გამოგვეცადა, თუ გინდ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებთან ასპარეზობისას. იქნებ უფრო მეტად შეთამაშებულიყო გუნდი და ამდენი დაკარგვები არ გვქონოდა? ან შერმადინის ფაქტორი უფრო გამოგვეყენებინა? ეს ფაქტი არის მწვრთნელის ფუნქციების და ზოგადად კალათბურთის უცოდინრობა. დარგის და სპორტის სახეობების ფედერაციის მართვას უფრო ჭკვიანი მენეჯერები ჭირდება, ვიდრე ცნობილი სპორტსმენები. არც კობიაშვილს და არც სანიკიძეს ფეხბურთის და კალათბურთის ელემენტარული განვითარების ხედვა და გეგმა არა აქვთ და წარმოიდგინეთ პარლამენტში ქვეყნის განვითარების რომელ კანონშემოქმედებით მუშაობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა? რა უნდათ მაგათ პარლამენტში, ფედერაციებში ვერ მოუგვარებიათ ელემენტარული საკითხები? კადრების ნაკლებობას და თაობათა ცვლის პროცესს ვუჩივით და ამ დროს უსამართლოდ ვჩაგრავთ ლუკა ბულაშვილს. მას კარგი ევროპული გამოცდილება უმაგრებს ზურგს და საქართველოს ჩემპიონატშიც ხშირად გამოუჩენია თავი. მას ზუროსი იგნორირებას უკეთებდა და არც გურასპაული წყალობდა. ეტყობა ესეც ფეხბურთის არაბიძე გახდა და ეტყობა რაღაც სერიოზულ ლპობას განიცდის ამ ქვეყანაში. რატომ ვერ მოხერხდა გიორგი ბეჟანიშვილის თუნდაც ერთხელ გამოძახება ნაკრებში? სად არის ერთ დროს პერსპექტიული და 216 სმ-ის სიმაღლის საბა გიგიბერია, ალექსანდრე მერკვილაძე, ვილი ისიანი, საბა ღვედაშვილი და ბევრი სხვა ახალგაზრდა კალათბურთელი, რომლებსაც ეროვნული ნაკრების ღირსეული ცვლა უნდა გაეგრძელებია? რატომ იძახებ ნაკრებში ფევაძეს, ბურჯანაძეს თუ არ ათამაშებ? ან როგავასი და ჯინჭარაძის რა მოსწონთ? რატომ ვერ გამოვიყენეთ შერმადინის ფაქტორი? მოკლედ, მტერი ვერ გაგვიკეთებს იმდენ სიგლახეს, რამდენსაც ჩვენი არაკომპეტენტურობით, უცოდინრობით და ერთმანეთის ჯიბრით ვუფუჭებთ ქვეყანას.
მ.მ.
ამათ ევროპაზე რა უნდათ, ესენი დიდი დიდი ფერმერების ჩემპიონატზე უნდა ათამაშო და იქაც დიდ შედეგებს ვერ დადებენ, ფარჩაკთა ნაკრებია.
იბერია
ხოოოო ნუ, მართალია ერთი მატჩის გამო არ ღირს კაცის მოთხრა, მაგრამ წარდგენის დროს რომ თქვა ჩვენი მიზანი ევრობასკეტზე გასვლაააოო და ეს თქვა რამდენიმე თვით ადრე ოლიმიადის შესარჩევამდე და თან დაპირებები არ მიყვარსო და ფაქტობრივად თქვა რომ არც ვიფიქროთ მაგაზეო... რაღაც ნიტოდ მომხდვა. არ ვიცი შეიძლება უბრალოდ რეალისტია და ილუზიები არ აქვს, მაგრამ რიავიცი ეა იგივეა ახლა სანიოლმა რომ ტქვას ჩვენი მიზანი ერთა ლიგის ბ დივიზიონიდან ევროპაზე მოხვედრაა ჩვენი მიზანიო და მარტში რა იქნება რა გითხრათ აბა დაპირებებს ვერ მოგცემთო - კაის უნდა ველოდოთ ამის მერე? თუმცა, ვნახოთ
fani
წუხელ გინებით გავსკდი და ღამე ვერ დავიძინე, თუმცა აზრი არ აქვს ნერვიულობას. ამიტომ, შეხვედრის ჩემეულ ანალიზს შემოგთავაზებთ. პირველ რიგში, ეს თამაში წააგო მწვრთნელმა! რატომ? უტვინოდ გადაუნაწილა დრო მოთამაშეებს, ანუ ა) შენგელია მეორე ტაიმში საერთოდ არ დაასვენა და ბოლოს ისიც "გადაიწვა"; ბ) მესამე მეოთხედში, მაშინ როცა დანიამ "აკრიფა", შენგელიასთან ერთად მოედანზე ერთდროულად დიდხანს ამყოფა საქართველოს ჩემპიონატის დაბალი დონის მოთამაშეები (როგავა, კაკუშაძე, გაფრინდაშვილი); გ) ბურჯანაძე ჯამში მხოლოდ 4:24 წთ ათამაშა და 2-ე ტაიმში საერთოდ არ მისცა შანსი. 2. არაპროდუქტიულად გამოიყენა შერმადინის როლი; 3. უტვინოდ იღებდა წუთშესვენებებს, გაუგებარ მითითებებს აძლევდა მოთამაშეებს; 4. საერთოდ არ ეტყობოდა რომ თამაშის წაკითხვა შეუძლია. ამ ყველაფერს დაემატა შემდეგი: თამაში ჩააგდეს ჯინჭარაძემ და შერმადინმა, ასევე ბურჯანაძემაც, თუმცა მას ძალიან მცირე დრო მიეცა (სწორედ ამათი ქულები დაგვაკლდა მოსაგებად, თუნდაც ერთ-ერთის მაინც); თუ არ ჩავთვლით ოჩხიკიძის საოცარ დებიუტს (რაც ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა), ჩვენი ჩემპიონატის უვარგისმა მოთამაშეებმა ჩვეულებრივ "გამოიჩინეს თავი" უქულობით (ფევაძე, როგავა, გაფრინდაშვილი) ან ძალიან ცოტა ქულა აიღეს (კაკუშაძე, ბექაური); ვეტერანმა ცინცაძემ თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ნამეტანი აურია დაკარგვებით (მის ასაკში ეს სრულიად ბუნებრივია), ხოლო ამერიკელი ტომასონი 4-ე მეოთხედამდე არც ცდილობდა 3-ქულიანების სროლას და მხოლოდ შესვლებით იხვეჭდა ქულებს; კატასტროფულად წავაგეთ ჩვენს ფარზე ბრძოლები და მეტოქეს მივეცით 2-ე ან 3-ე შეტევის არაერთი საშუალება, რაც ხშირად გამოიყენა; ასევე გვქონდა მოწინააღმდეგეზე 5-ით მეტი დაკარგვა (17-12-ზე), მათ შორის მეორე ტაიმში 8-3-ზე! საბოლოო ჯამში, მივიღეთ სრული კატასტროფა და გველოდება ახლო მომავალში უპერსპექტივობა ანუ სერბეთთან -20 სხვაობა (მინიმუმ) ორშაბათის მატჩში! გრძელვადიან მომავალში კი, დიდი ტურნირების გარეშე დარჩენა და ქართული კალათბურთის ბ დივიზიონში ვარდნა! არ გეგონოთ რომ ამას ნიშნისმოგებით ვწერდე, ეს მწარე რეალობაა (თუკი ჩვენს კალათბურთში რადიკალური ცვლილებეები არ მოხდება, რისიც ნაღდად არ მჯერა)
საქართველო უპირველესად
ყოჩაღ სანიკიძე!!!ამისთვის მოხვედი ფედერაციის პრეზიდენტად?!
rembo
ფული ბაბაია
ATP 16
მართალი ხართ, ამათ თამაშს რომ კიდევ ვუყურებთ, ექიმთან მისასვლელები ვართ ყველანი!!! თუმცა თქვენნაირებისათვის, სუფრიდან რომ ნარჩენებს უყრიან, მხოლოდ გამოცდილი პროქტოლოგის ჩარევა თუ გიშველით!
სიმართლე
ოფიციალურად: საქართველოში კალათბურთი მოკვდა! გასული 10-15 წლის წარმატებები პირქუშმა აწმყომ შთანთქა და ეს გუშინ მკაფიოდ გამოჩნდა. მე პირადად ამას 2-3 წლის შემდეგ ველოდებოდი (როცა შენგელია წავიდოდა ნაკრებიდან), თუმცა კალათბურთის პიზდე-რა-ციამ "სასიამოვნო სიურპრიზი" მოუმზადა ქართველ ქომაგებს. დიახ, სწორედ სანიკიძისა და მისი საძმოს კისერზეა ეს უმძიმესი ჩავარდნა, რომელიც დიდი ალბათობით ევრობასკეტის გამოტოვებად დაგვიჯდება (ბოლო ათწლეულში პირველად, რაც ალბათ შემდეგ სისტემატურ ხასიათს მიიღებს). ახლა მოკლე ანალიზი, თუ რამ მიგვიყვანა ამ უბედურებამდე: ჯერ კიდევ დეკემბერში დავწერე, რას აკეთებენ ჩვენს საკალათბურთო ოჯახში მწვრთნელსა და ლეგიონერზე მაშინ როცა ყველა ევროპული ნაკრები უკვე დაკომპლექტებულია-თქო. შემდეგ იყო სხვადასხვა ვერსიები მწვრთნელსა თუ ლეგიონერზე (აქაოდა, ხან ტრინკიერიო ხან ჩარლი მურიო და ა.შ.). სწორედ მაშინ ვიეჭვე რომ ეს პედერა-ცია სრული დილეტანტია და საბოლოოდ უვარგისებს მოიყვანს-მეთქი. და აი შედეგიც: ვინმე ჯიკიჩი (რომელსაც არანაირი სერიოზული სპორტული მიღწევები არ ჰქონია და საკალათბურთო სამყაროში მხოლოდ ე.წ. "ღრიალით" გამოირჩევა) და ვინმე ჯო ტომასონი (რომელიც დიდი არაფერი მოთამაშეა - ასეთები კონა ათ შაურად ყრია ბებერ კონტინენტზე). რაც შეეხება საქართველოს ჩემპში მოთამაშე კალათბურთელებს, მაგათზე წერა ხომ საერთოდ დროის დაკარგვაა. და აი გუშინ, ურემი საბოლოოდ გადაბრუნდა - სამარცხვინო თამაში დანიაში, სადაც კარგად გამოაშკარავდა რომ ამჟამად გვყავს მხოლოდ ერთი მსოფლიო დონის მოთამაშე (შენგელია), 2-3 საშუალო დონის მოთამაშე რომელთაგან მხოლოდ ერთმა შეძლო ასე თუ ისე ქულების აღება, თუმცა ასეთი მონაგარი ლეგიონერეისთვის მაინც არასაკმარისია. ამას დაემატა შერმადინისა და ჯინჭარაძის სრული ჩავარდნა, სხვების თითქმის უქულო და უტვინო თამაში და მივიღეთ ის რაც მივიღეთ! კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება, თუმცა ...
ადამიანი
ყველაზე ცუდი ის არის რომ ახალწვეული უცხოელი ახსენეს სტატიაში და ქართველი გამთამაშებელის დებიუტი ოჩხიკიძე რომელმაც ლიკლიკაძესაც აჯობა საერთოდ არ არის ნახსენები. ჩვენი კალათბურთის პრობლემა ზუსტად ეს არის .ადრეც დამეწერია და ვიტყვი სუპერლიგაში 3 მინიმუმ უცხოელი თამაშობს გუნდებში ქართველი ზის სკამზე. ბოლოს არც აკადემიამ და არც ფედერაციამ არ მიაქცია ყურადღება 210 სმ სიმაღლის ბავშვსს რომელიც ზის სახლში ...ძაან დაბალი დონეა.
სტალინი
თაობათა ცვლა. ვერ მოვიგებთ განმეორებით თამაშს, ერთი წლის მერე, 7 ქულით მაინც, 2009 წლის მერე პირველად, ვერ გავალთ ევრობასკეტზე. გარდა ამისა, ვშიშობ, წელს რიგაში გასამართი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი იქნება ბოლო დიდი ასპარეზობა საკალათბურთო ნაკრებისთვის. იმედია, ის კალათბურთელები, რომლებიც გვაკლდნენ, ზაფხულისთვის მწყობრში იქნებიან, რათა ფილიპინების ნაკრებს ვძლიოთ და ეპიკურ ნახევარფინალში შევხვდეთ ბრაზილიას
maximus
სამწუხაროდ ჩვენი კალათბურთი წავიდა დაღმასვლით, ახალი არავინ ჩანს, შენგელია რო წავა მერე უფრო ვიგრძნობთ ამას.ეს ამერიკელი სად მონახა სანიკიძემ, ევროპაში იმდენი ამერიკელია და ამათმა მონახენ კაცი რომელიც ბურთს უბრალოდ ვერ ატარებს, გარბენს გარბენზე აკეთებს... აგერ აზერბაიჯანელებმა ზაკ ლედეი გაიფორმენ, ვინც ადევნებთ თავს ევროლიგას გეცოდინებათ მისი თამაში, ობრადოვიჩი გუნდში ისე არ აიყვანდა. ჩევენ კი ვიღაც ტომასონი მოვნახეთ სადღაც პოლონეთში ნათამაშები, ასეთები ჩვენ ჩემპიონატშიც უამრავია და საერთოდ სანიკიძემ მიხედოს კალათბურთს(პარლამენტში ჯდომას ჯობია).
რობიზონა
რა კომენტარი უნდა გააკეთოს კაცმა? არ არაფერი. კალაძის სიტყვები გამახსებდა უცებ, ჟურნალისტების მისამართით თქმული - "გადაშენდით აქედან".
ავლიპს
აი შენ თუ მართლა ავლიპას პაციენტი არა ხარ, გვითხარი, ან რაგბიმ რა დაგიშავა და ან მისმა ქომაგებმა?
ზაკო
კაცი რომელიც 26 თებერვალს საერთოდ მიდის ნაკრებიდან, რატომ უნდა ათამაშო ძირითადში, გაუგებარია. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მომავალი არჩევნების შემდეგ, ცინცაძე სანიკიძის გვერდით იხილოთ პარლამენტის დარბაზში. საინტერესოა 26 თებერვლის თამაშის ხილვა. მოკლედ ჩვენი კალათბურთი ფსკერისკენ იძირება, თანაც ძალიან სწრაფად. ბოლოს კითხვა პირადად პარლამენტარ პრეზიდენტს, რა მოტივით ან რა კრიტერიუმით იმსახურებს ნაკრებში ყოფნას ბურჯანაძე? აგვიხსენით. ზაზას დეიდაშვილი რომაა იმიტომ თუ....
გიორგი-50
ნებისმიერ სპორტში, არასპორტული აღნაგობის მთავარი მწვრთნელის, ათიდან ცხრა შემთხვევაში, არ მჯერა და პრაქტიკულად არც ამართლებს....ეს ჯიკიჩი, საინტერესოა რომელ პაბში იპოვეს? ალბათ,ორმხრივად სარფიანი კონტრაქტი გაუფორმეს....რომ მოითხოვო, რა თანხა უწერია კონტრაქტშიოოო, გეტყვიან, რომ ეს კონფიდენციალურიაოოო... თუ ესენი დარჩნეენ, ქართული კალათბურთის ხვალინდელ წარმატებულ დღეს ვერ ვხედავ, ნეტავ ვცდებოდე... ბოდიშსაც მოვიხდი.. გასკდა გული წუხანდელს აქეთ, ნუთუ ასეთი, ნუთუ მართლა ასეთი უსუსურები ვართ?
Eldari
ექიმტან მისვლა არ გიცდია???))))))
სიმართლე
კალათბურთში თაობები არ მოგვდის უძაან დაბლესიი დონეააა უკან უკან მივდივართ წინ კიდე ბევრი დაღმასვლა ელოდება ნაკრებს მე არ მინდა მაგრამ ფაქტია
ATP 16
არ სჭირდება ამდენი ტვინის ჭყლეტვა და აზრების ფრქვევა ამ სიტუაციას . ღიმილის ბიჭებში გახსოვთ მამაოს პასუხი გერმანიის წაგებაზეე , “ იმიტომ რომ მას არა აქვს სიმართლე “ . არა ხართ მართალი ხალხი არცერთი , არც ნაკრებში მდგომი ხალხი , არც ფედერაცია და არც მწვრთნელთა მთელი შემადგენლობა , თავის მსაჯებიანად . სიმართლე არ არის თქვენს მხარეს და იმიტომ . საქართველოში ყველა ასაკობრივი გუნდის მწვრთნელის იდეა ფიქსი არის გუნდში ჰყავდეს შეძლებული მამიკოს ბიჭები , ატაროს ინდივიდუალურ ვარჯიშებზე და წველოს . ხოდა ნიჭიერი ბავშვების სკამზე ჯდომითა და უუნაროების დაწინაურებას რომ უნდება მთელი ფედერაცია , იმიტომაც ვართ იქ სადაც ვართ . სამწუხაროდ კომუნიზმში გაზრდილი მწვრთნელების მორალურ-ზნეობრივი მხარე ბევრად ადამიანური იყო , დღეს სრულიაფ დაცლილია მარტო კალათბურთი კია არა მთელი ქვეყანა და როცა თევზი ყარს , გამორიცხულია მის რომელიმე ნაწილს სხვა გემო ჰქონდეს . დინამოს გაპარტახება რომ მიიყვანეს ბოლომდე , მაგის შედეგია ნაწილობრივ და ვისაც შეასრულებინეს ეს ყველაფერი , დღეს სადღაც სასტუმროში მუშაობს ადმინისტრაციაში , შემთხვევითი ხალხი , არშემდგარი სპორტსმენები , ნარკომანები , ბარიგები , ყსაქმურები , კრიმინალები , ხალხი ვინც ციხეში უნდა იჯდეს , სპორტში მოღვაწეობს და შედეგიც ის არის რაც უნდა იყვეს . ხოდა , იმოგზაურეთ ქვეყნის ხარჯზე , მისი იმიჯის შელახვის მეტს არაფერს თქვენ არ აკეთებთ და იმას მიიღებთ რასაც დაიმსახურებთ . მწვრთნელს რაც შეეხება , აშკარად სანიკიძის სახელს დაუჯერა , მოუსმინეთ მის ინტერვიუს , ძალიან სწორი აქცენტები ჰქონდა , თუმცა ვერ წარმოიდგენდა თუ ამ სახელის უკან პროფესიონალი სპორტსმენი კი არა , პარლამენტარი იქნებოდა , რომელმაც ის დაიმსახურა რომ სახელმწიფომ დარბაზი აჩუქა . ეხლა სერბეთიც რომ გადაგვივლის და სარკეში ჩაგახედებთ , იქნება მერე მაინც დაჯდეთ და დაფიქრდეთ , რომ ნიჭიერი ბავშვები ათამაშოთ ყველა ასაკში და თამაშების რაოდენობა გაზარდოთ თქვე სამარცხვინოებოო , წლის განმავლობაში 6 თამაშით , როგორ უნდა გაიზარდოს ბავშვიი ?! ამიტომ უნდა მოეგო ისლანდიას, რომ მსოფლიოზეც არ გეთამაშათ , თუ თქვენ მაგას თამაშს ეძახით .
გია
ამ ჯოგს აქვს პრეტენზია ოლიმპიადაზე მოხვედრის?ღმერთმა დაგვიფაროს თორემ ამ თამაშის შედეგს ნახევარი მსოფლიო ვერ გაიგებს ხოლო ეს პრაფანები რომ ოლიმპიადაზე მოხვდნენ ხომ წარმოგიდგენიათ მარტო ჩვენი მეზობლების რა სამასხარაო გავხდებით, ერთი რამ არის ჩემთვის გაუგებარი როცა მოქმედი სპორტსმენები იყვნენ კობიაშვილი სანიკიძე და თავიანთი ნიჭით და კლასით აღიარება მოიპოვეს რატომ უნდა გინდოდეს ასე ერთი ხელის მოსმით თავი შეაძულო ხალხს ხომ ხედავ რომ იმ საქმეში რასაც სათავეში ჩაუდექი არ ვარგიხარ და წადი რა
ავლიპ ზურაბიშვილი
გამოყვეს ფეხი რაგბის ბალეშიკებმა....წადით პორტუგალიას იქნებ ერთი ჯარიმით მაინც მოუგოთ.... კალათბურთში ,რომ საშინელი პერიოდი გვიდგას არ ახალია,მარტო ბებერი შენგელიათი ვერაფერს ვიზავთ,აი ამ შერმადინის ვერაფერი გავიგე,ტიპი მვპ-ბს დებს ესპანეთში ნაკრებში ამის კარგი თამაში არ მახსოვს,ბითაძეს და მამუკელაშვილის გარეშე ნაკრები ნოლია,ვისთან წავაგეთ?!აი რას შეიძლება ,რომ შევადაროთ სიტიმ რო წააგოს ვთქვათ ლანჩხუთის გურიასთან,ანუ სად ვართ?!ფსკერზე...ოღონდ იმ ფსკერზე კი არა მაგის დაბლა ნეხვის ფსკერზე...
დათო
ჯიკიჩ-მალადეც, ნაკრებს (თოკოს, ოჩხიკიძის და ტომასონის გარდა)-ბრავო, ლონდარიძე გვინდა, ლონდარიძე
ნ.ღ.
ფინეთი მასპინძელია და ითამაშებს ევროზე, სერბეთს რას დავაკლებთ, ან ჩვენ, ან დანიელები და გამოდის, რომ დანიასა და ჩვენს შორის უნდა გათამაშდეს მეორე საგზური. თუ ფინეთი დაუწვა დანიელებს და ჩვენთან თავი გაიგიჟა, მაშინ დანიასთან თბილისურ მატჩს აზრი არა აქვს. მაგრამ ასე არ მოხდა, ურთიერთშორის თამაშების სტატისტიკა გახდება გადამწყვეტი. ჰოდა, მინიმალურად მაინც წაეგოთ, როგორ აირივნენ და რა იოლად აყრევინეს ბოლოს?! თუ ერთნაირი ქულები გვექნება, გუშინდელზე მეტი სხვაობით მოგებაც ხომ გვშველის. ამაზე ვინმე ფიქრობდა ბოლო წუთებში?
odala
როცა ცინცაძეა შენი ლეგენდა, საერთოდ რამეზე პრეტენზია რატომ გაქვთ??
დდდ
ხუთი წუთი ბურთს რომ ვერ ჩააგდებ არაფერზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს ეს არის ჩვენი ნაკრები?
ვოოტ
ტონი კროოსი წლების წინ დაემშვიდობა ნაკრებს საკუთარი სურვილით - ახალგაზრდებს დაუთმო გზა... მაგრამ ისე გაუჭირდა გერმანიას, უკან მობრუნდა ეს პრინციპულად პატრიოტი კაცი... ახლა ვინც ითხოვთ, ვეტერანები გავუშვათო, დარწმუნებულები ხართ, რომ ცოტა ხნის მერე სანატრელი არ გაგვიხდებიან?!... ჩვენი ყველა ასაკობრივი ნაკრები ქვედა დივიზიონში სულს ღაფავს და პირველი ნაკრები როგორ უნდა წყვეტდეს ციდან ვარსკვლავებს, ამაზე გიფიქრიათ?!... მერამდენე თაობის ნატურალიზებული გამთამაშებელი მოგვყავს, დათვალა ვინმემ?!... იმავე ფეხბურთში რომ სრულიად რუსეთში გაბნეული ვითომ ქართველები მოვაგროვეთ, გამოგვადგა რომელიმე?!... წყალბურთელთა ნაკრებში რამდენი ქართველი თამაშობს?!... აბა, მანდ ვუბრმავებთ მტერს თვალს თუ ვუბრმავებთ... იმიტომაც გადაგვირბინა ქვედალიგელმა რუმინეთმა... ესეც ხომ ფიგურული სრიალი ან ჰოკეი არ არის, რომ სკოლა არ გვქონდეს და ყინულის მოედანი?!... რაგბში რომ თითო უცხოელი დავიმატოთ ყველა რგოლში, ექვს ერს კი არა აფრიკა-ზელანდიებს დავუდგებით ტოლ-სწორად, მაგრამ ეგ ქართული რაგბი აღარ იქნება და პირადად მე ისე ვეღარ ვუქომაგებ - მადლობა მას, ვინც რაგბს უცხოელებისგან იცავს... აგერ ბატონო, სულ რომ აღარ გვახსოვდა, ხელბურთსაც თუ ვთამაშობდით, საკუთარი ძალებით ამოვყავით თავი ევროპის ჩემპიონატზე და არც იქ შევრცხვით, თამაშიც კი მოვიგეთ... ეს სჯობს, თუ ის ანეკდოტი, რაც ფუტზალში დაგვემართა?!... ვის ვეპრანჭებით და ვის ვეკეკლუცებით, რაცა ვართ, ის რომ ვიყოთ, მაგრად ტეხავს?!... შეიძლება, რამაგისპასუხიც იყოს, მაგრამ, მგონი, ევროპაშიც იმიტომ მივძვრებით, რომ ქართველობა და კავკასიელობა გვესირცხვილ-გვეუკადრისება და რასაც იმ ევროპაში მოვიგებთ, ნეტა ვის უნდა გავუყოთ?!... კი ბატონო, მე არავინ მკითხავს, მაგრამ ჩემს აზრს მაინც დავაფიქსირებ - სპორტის ყველა სახეობიდან გასაშვებია ყველა უცხოელი მწვრთნელიც და მოთამაშეც... შედეგი მყისიერი ვერ იქნება, მაგრამ რაც იქნება, ჩვენი იქნება, ის მაინც გვეცოდინება, ვინა ვართ და სადა ვართ, უსაფუძვლო ამბიციებს ჩამოვიბერტყავთ და სარკეში რომ ჩავიხედავთ, საკუთარ თავს თვალს გავუსწორებთ... ტონი კროოსი კი მაშინაც მართალი იყო, როცა წავიდა და ახლაც მართალია, როცა დაბრუნდა - ჯიშიანი შავტუხები გერმანელებს ფრანგებზე ნაკლები არ ჰყავთ, მაგრამ როგორც ჩანს, პრაგმატული გერმანელები იმ აზრზე მიდგნენ, რომ გერმანიას ისევ გერმანელმა უნდა უშველოს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ... არადა, თითქოს სპორტზე ვაპირებდი ჯუჯღუნს... არაა ჩემი საშველი...
შერმადინს შეეშვით
შეემადინს შეეშვით. შერმადინს უნდა გამოყენება, მაგრამ ვერ ვიყენებთ. პიკენ როლზე პასს არ აძლევენ და სამქულიანზე სხვებისთვის ბლოკის დასაყენებლად იყენებენ მარტო. მწვრთნელის ბრალია. რეგულარულია MVP-ია ესპანეთის ლიგაში, რადგან მისი გამოყენება იციან.
ანი
რა მტკივნეულია,არადა როგორ ვამაყობდი ყოველთვის საკალათბურთო ნაკრებით!!
ირაკლი
ფედერაცია!!ხომ იცოდით, რომ თაობათა ცვლა გარდაუვალი იყო? რა გააკეთეთ საიმისოდ,რომ მტკივნეული არ ყოფილიყო ეს პროცესი??

სანდრო მამუკელაშვილს არ ურჩევნია ამერიკაში სკამის ხეხვას,ევროლიგის კარგ გუნდში თამაში??ოცდაოთხი წლისაა და როდისღა უნდა ითამაშოს მაღალ დონეზე??ნაკრებს მაინც დაეხმარებოდა!!!
llcl
რას კომენტარებია, რას იგონებთ, ისე მშვენივრადაა კალათბურთშიც და ფეხბურთშიც ყველაფერი აწყობილი და დალაგებული, ფედერაციის პრეზიდენტებს ფაქტიურად საქმე არა აქვთ და ამიტომ დეპუტატობა შეითავსეს, უდიდესი წვლილი შეაქვთ კანონპროექტებზე მუშაობაში
სოსო
მწვრთნელის ინტერვიუ ვნახე პირველ არხზე,ისეთი პესიმისტური განწყობა ჰქონდა მაშინვე მივხვდი,რომ ნანობდა აქ ჩამოსვლას,ფაქტიურად არავინ არ ყავს ვისაც უნდა დაეყრდნოს,თაობა არ მოდის!!ერთი ანდრონიკაშვილის იმედი მქონდა და ეგეც ვერ ახერხებს ვერაფერს,ანდრონიკაშვილიც არ არის საქართველოს გაზრდილი!!!
სოსო
შემადგენლობა რომ ვნახე,ვიფიქრე,ვის უნდა დაეყრდნოს,შანსი არ გვაქვს მეთქი,მაგრამ ვისი იმწდიც არ მქონდა,ისევ მათ აჯობეს სხვებს.გიორგი ცინცაძე,მიდის გუნდიდან,დიდი მადლობა მას,მაგრამ გამთამაშებელი სხვა რომ ვერ გავზარდეთ,ასე თუ ისე,დამაკმაყოფილებელი დონისა,მაგიტომ წავაგეთ ეს მატჩიც.20 წელია ნაკრებშია და 10 წლის მერე მაინც ხომ უნდა გეფიქრათ,ვინმეს დაწინაურება დაოსტატებაზე?ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა შერმადინის და ჯინჭარაძის ასე სუსტი თამაში/თორნიკესთან ერთად,მათ უნდა აეღოთ ძირითადი დატვირთვა.გიო შერმადინს ვულოცავ მეხუთე შვილის გაჩენას,ღმერთმა კიდევ უფრო გაუმრავლოს ჯალაბი,მაგრამ ასე სუსტი და უინიციატივი,მისი თამაში არ მახსოვს.ეტყობა რაღაცა პრობლემები ჰქონდა,რადგან ვიცი როგორი პიროვნებაა და უპასუხისმგებლობას გამოვრიცხავ.ჯინჭარაძე ძალიან დაძაბული ჩანდა,დასაწყისშივე,უკვე პირველ პერიოდში,ორი აშკარად არასაჭირო ჯარიმა,გაფუჭებული ორი საჯარიმო და მერე არასპორტული ფოლი,ამის დადასტურებად მიმაჩნია.კარგი იყო გიორგი ოჩხიკიძე,მაგრამ მთელი თამაშის თავზე აღება,მისთვის ძალიან ადრეა,ლეგიონერი,საკმაოდ კარგად ისროდა,მაგრამ მაკფადენისაგან განსხვავებით,თამაშის თავზე აღებას ერიდებოდა.ახალ მწვრთნელს ძალიან ცოტა დრო ჰქონდა ნაკრებთან სამუშაოდ და ცხადია,ვერ მოესწრო სათამაშო სქემების გუნდისაგან გათავისება.თავიდან,დასვენებულები მის სისტემას ავად თუ კარგად გუნდი ახორციელებდა და შედეგიც ჰქონდა,მაგრამ დაღლილობის დაგროვებასთან ერთად ამ სქემებით თამაში სულ უფრო აერიათმეორე ტაიმში,საერთოდ გაქრა.ინდივიდუალურად კი,მხოლოდ კაპიტანი ახერხებდა რაღაცას და ბოლოს ისიც ამოკეტეს,დანიელებმა.ჩვენი ნაკრები არც ადრე გამოირჩეოდა დიდი ინტელექტით და ძირითადად გუნდის ლიდერების ძალისხმევით აღწევდა შედეგებს.დღეს კი,მხოლოდ შენგელიას ძალისხმევა,საკმარისი არ აღმოჩნდა.მეტი რა დაგვრჩენია?უნდა დაველოდოთ,ლიდერების გამოჯანმრთელებას,ახალი მწვრთნელისაგან გუნდის თავის თარგზე გადალაგებას და იმედი ვიქონიოთ,რომ დანიასთან განმეორებით მატჩისათვის,ჩვენი მაშინდელი კონდიციები,სასურველი ანგარიშით მოგების საშუალებას მოგვცემს.სერბების და ფინელების თუ არა,დანიელებზე სასურველი ანგარიშით გამარჯვება,ამ შემადგენლობასაც უნდა შეეძლოს და შეუძლია კიდეც.მთავარია მანამდე გუნდის შეთამაშება მოესწროს.
912
კარგი კუში დავსვით
Joseph
რაგბში გვყავს ყველა ასაკობრივი ნაკრები. 17-18 წლიდან მიდიან ევროპულ კლუბებში სათამაშოდ. 18 წლამდელებში ევროპის ჩემლიონები ვართ და წელს 6 ერზე მიგვიწვიეს. 20 წლამდელები ერთი რაც მოხვდნენ მსოფლიოზე აღარ გამოვარდნილან და ათეულში არიან მუდმივად - მსოფლიოს ათეულში! თაობები მოდის! ამ კალათბურთს და ფეხბურთს არ ეშველა არაფერი და არ გამოუჩნდა პატრონი და გულშემატკივარი!
სანდრო
სირცხვილია ქვეყნის ასეთი ნაკრები,შენგეკიაც რომ წავა ალბატ გიბრალტარი და ტასმანია ფორიტ მოუგებენ,დანია რომ მოხსნებში საკუთარ ფარზე ორმაგ უპირატესობას გაგიკეთებს დაანებე თავი თამაშს ისე მწვრთნელი რისი მიხედვიტ შეარჩიეს მართლა საინტერესოა
დააT
2008 - 2017 წლის ევრობასკეტის ჩათვლით იყო საქართველოს ნაკრების ოქროს ხანა, სათამაშო სახეობებში ერთადერთი ძლიერი გუნდი გვყავდა. იგორ კოკოშკოვს უკავშირდება საქართველოს ნაკრების აღმავლობის ეპოქა (2008 - 2015 წლები) და 3 წელი ცდილობდა ფედერაცია მის გაშვებას (ახალი სისხლის მოტივით) და 2015 წელს ბოლობოლო გაუშვეს, ინერციით კოკოშკოვის გუნდი იყო 2017 წლის ევრობასკეტამდე. კოკოშკოვის გაშვებით დასრულდა ქართული კალათბურთის წარმატებული სვლაც. 2017 წლის მსოფლიოს შესარჩევიდან მოყოლებული მუდმივი რეგრესია. მსოფლიოზე გავედით ოკუპანტების დასანქცირების გამო და არა იმიტომ რომ ვიმსახურებდით რაც შეეხება დღევანდელ თამაშს. ოჩხიკიძე - ერთადერთი სასიამოვნო სიახლე. როცა მისდიოდა თამაში რატომღაც მაშინ გაყავდა მოედნიდან. როგავა, ფევაძე, ჯინჭარაძე - რატომ გამოიძახეს, სად მოეწონათ? თორნიკე შენგელია - მისგან კარგ თამაშს მივეჩვიე შერმადინი - მისგან ცუდ თამაშ მივეჩვიე და დროა ცინცაძესთან ერთად დაასრულოს 26 თებერვალს სანაკრებო კარიერა ტომასონი - ალბათ დრო სჭირდება ადაპტაციისთვის, თუმცა ყველა სხვა ლეგიონერი პირველივე თამაშში კარგად თამაშობდნენ, ტომასონი არც კარგი იყო და არც ცუდი. მწვრთნელი. მიუხედავად იმისა რომ პირველი თამაში ჰქონდა ნაკრებში, მისი კარგი მწვრთნელობის მე არ მწამს. გურასპაული - უკვე მერამდენე ინტერვიუა, როცა მომღიმარ-ოპტიმისტ-აფერისტი გურასპაული სულ გვაიმედებს და სულ რეგრესია. 26 თებერვალი წინასწარ გამოცხადებული წაგების ქრონიკა. ამ თამაშზე წასვლა მარტო იმიტომ ღირს რომ ფანტაზისტა გამთამაშებელი ცინცაძე გავაცილოთ ტაშით და მადლობით.
დდდ
სად ნახა და როდის მოეწონა ამ ჯიკიჩმა ცინცაძის თამაში?!... ალბათ, ერთად თამაშობდნენ?!...
zaza
შეგუებული ვართ რომ ბითაძეს და მამუკელაშვილის თამაში გამორიცხული იყო. აქ პრობლემა იმაშია რომ ნაკრებში რეალურად შენგელია გვყავს რომელსაც ზედმეტადაც უწევს საკუთარ თავზე თამაშის აღება რაც ბუნებრივია გამოიწვევს შეცდომებს. შერმადინი უღონოდ იყო. ამერიკელი ლეგიონერი პირველ თამაშს ატარებდა, სხვებზე რისი თქმა შეიძლება, არიან ახალწვეულებიც. ამ ნაკრებს პრობლემა ის აქვს რომ ახალი თაობიდან თუ არ წამოვიდნენ ევროპის დონეზე საშუალო დონის კალათბურთელები მაინც არაფერი გამოვა, მარტო შენგელიას და ტომპსონის იმედზე ყოფნა არაფერს მოგვიტანს. სათადარიგო სკამიდან შემოსული კალათბურთელების უმეტესობა არაა სანაკრებო დონის. მწვრთნელს პირველი თამაშით ვერ შევაფასებთ.
WTF
კოკერაც ჯიკიჩია.
გელა
ამათ რას ვერჩი.ჩემ თავზე ვბრაზდები. რაში დავკარგე ჩემი სიცოცხლის 2 საათი.ყოჩაღ ბიჭებო.შემდეგ საათებს აღარ დავკარგავ თვენი უსუსურობის ყურებით
ლაშა
პატრონიანები ძირითადში და საქმე გაკეთდება!
ცინცაძეს
თუ მიდიხარ, წადი რაღა... 4 დაკარგვა, უაზროდ ბურთის გადატანა მეორე ნახევარზე, მერე ზურგით დგომა და გაჭედვა, კაი რა, წადი რა, ნამუსი არა გაქვს? 217 თამაშიდან გამახსენეთ ერთი მაინც, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ცინცაძემ მოიგო ან გადამწყვეტი როლი შეასრულა გუნდის მოგებაში, მე არ მახსენდება ასეთი.
მალხაზ ჯობავა
სხვებს კი არა კალათის ბადეებს არ ხევდნენ სამქულიანებით.
Gio
როგორ უნდა გაიზარდოს საკუთარი ნაკრების წაგება, მაგრამ მიგვიყვანა ამ დონემდე. სიმწრით ვიცინოდი ამათ თამაშზზე. სანამ ეს ჩამპალი დაკორუმპირებული სისტემა არ მოიშლება კალათბურთში არც მწ რთველის შეცვლა უშველეს და არც ნატურალიზებული, მთლად პოპოვიჩი რომ ჩამოიყვანეს. ბავშვობიდან მახსოვს , როგორ ბლოკავს ენ პერსპექტიულ მოთამაშეებს და "პატრონიანებს" ათამაშებდა. იგივე სისტემაა დღესაც და შედეგიც დადგა. გუნდი რომელიც 18 სამიანიდან 2-ს ჩააგდებს და მოიგებს,.... ნუ აზრი აღარა აქვს......
ელიასი
სამარცხვინო გუნდი გვყავს. საცოდავი ჯინჭარაძეა ამათი გუნდური დონე. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ცინცაძე სიბერეში გახდა ასეთი, ძალიან ცდება. მისი სტატისტიკა ყოველთვის ასეთი იყო: 10 თამაშიდან 1 გენიალური (მეჯიქ ჯონსონი ან ქრის პოლი გეგონებოდა), 2 - მეტნაკლებად კარგი, 7 - საძაგლად ჩაგდებული. ამ ახალწვეულთა შორის ერთს არაუშავდა, დანარჩენები სუპერზარალები იყვნენ. სერბეთთან 50 ქულაზე მეტს თუ ჩააგდებენ ძალიან გამიკვირდება
არტ
ეს ტომასონი სად იპოვეს? სამიანების მსროლელი გვჭირდებოდა და ესაა ? რა იყო, რამე ატკატის ამბავია აქაც? რაც მაგას უნდა გადაუხადონ ნახევარს უკან უბრუნებს? მწვრთნელი რომ იმას ვერ გრძნობს ვის მისდის თამაში და ვის არა რაღაზეა ლაპარაკი. ვერ ხედავს, რომ იგივე ცინცაძე უპასუხისმგებლოდ თამაშობს, ძალიან გადამწყვეტ მომენტებში საიმედოდ თამაშის ნაცვლად რაღაცეებს ორიგინალობს და მარიაჟობს და ამის გამო ბურთი ზედიზედ იკარგება, რაღას გამოჰყავს? ერთი ოჩხრიკიძე იყო კარგი და მეტი დრო ეკუთვნოდა ვიღაცეების ნაცვლად. შერმადინს საერთოდ ვერ იყენებს. ადამიანი ესპანეთის ერთერთი საუკეთესოა და საერთოდ არ ჩანდა მოედანზე. მოკლედ არ ვიცი, გულზე ვარ გახეთქილი. ღმერთმა ქნას ეს უბრალოდ ერთჯერადად ჩაგდებული მატჩი იყოს და შემდეგ თამაშებში რაღაც გამოსწორდეს. ღმერთმა ქნას!

ააყვავა კალათბურთი სანიკიძემ საქრთველოში!!
lova
ეს მწვრთნელი საერთოდ საქართველოს ნაკრებს კი არა საერთოდ კალათბურთს უნდა ჩამოაცილო
რრრ
ამიზა ჩამოვიდა ამ სისქე კაცი?დდდდ
იბერიელი68
ეს რაა?
პაატა
სანიკიძე-მარკოიშვილი-გურასპაული-ბოისების “დალაგებულ” ქართულ კალათბურთს ჯიკიჩიღა აკლდა:)))))) სპეციალურად ჩამოყავთ უამბიციო ბანძი მწვრთნელები, ნომინალურად არიან, ხეფასს იღებენ და ეგაა რა… სანიოლ-ჯიკიჩი:))) ნეტა რაგბიში მაინც ივარგოს იმ კოკერამ:)))
გიორგი
ამდენმა აკადემიამ ერთი ევროპული დონის კალათბურთელი ვერ გაზარდეთ???კატასტროფაა ახალი თაობა სად არის???ეს შენგელია შერმადინი ვინ უნდა ჩაანაცვლოს??ევროპულ გუნდებში ქართველი ახალგაზრდა კალათბურთელი გინახიათ ვინმეს??მიდი და გაამტყუნე რამეში ზუროსი!!!
Gia
Sanikidze jikichs mokide xeli da wadit kartuli kalatburti Dan.aset bandad ro aqcevt nakrebs tqveni akademia xoar goniat? Serbebi saertod gagvtelaven.cincaze ristvis Waxvedi daniashi? Shermadini kide nakrebshi dasasveneblad chamodi xar?
vah vah vah
თავიდანვე ფავორიტები ვიყავით და 13 ქულით რომ ვიგებდით, საქართველოს წაგების კოეფიციენტი კი იქნებოდა 15.0. ეს ისე, ინფორმაცია კ რაზმიშლენიუ!!!
WTF
პრაქტიკულად ისტორია დავწერეთ, ოღონდ დანიის სამეფოსი.
იმედი
შენგელია და შერმადინიც რომ გავაცილოთ ნაკრებიდან იმის დროა! რაც შეეძლოთ გააკეთეს, რას ვემართლებით, ამდენი წელი ძალ-რონე არ დაუზოგავთ და ამდენი სიხარული მოუტანეს საქართველოს! ყველა ლებრონ ჯეიმსი ვერ იქნება! არ მემეტებიან ასეთი სამარცხვინო წაგებებისთვის! ისე რა საშინელება უნდა ხდებოდეს საქართველოს ჩემპიონატზე, რომ ამდენი ხნის მანძილზე ერთი მოთამაშეც კი ვერ გაიზარდე საშუალო ევროპული დონის! კატასტროფა! გაყიდულ თამაშსაც კი არ წააგებდა გუნდი ასე სამარცხვინოთ!
ბს
საბანძეთი! შერმადინი უზანტესი, 3 სმ ნახტომით, დათვალეთ ვინმემ რამდენი მოხსნა გააკეთა საკუთარ ფარზე! სამაგიეროდ 15 მოუხსნეს!ასე გრძელდება უკვე 5 წელია, დაკარგვები გუნდს უამრავი, მათ შორის შენგელიას. მოკლედ რაა! რა საბანძეთიც იყო ბოლო წლებში იგივეა. ეს დებიუტანტები მომეწონა და ახალი ლეგიონერიც. მაგრამ ისეთი გაბრაზებული ვარ აქ არ გამოიყენებენ რასაც ვფიქრობ!
giorgi
ძალიან გთხოვთ ეს ბითაძე და მამუკელაშვილს ნუღარ ახსენებთ . არც იქ თამაშობენ და არც ნაკრებს ეხმარებიან. რა აზრი ააქვს მათ ყოპნას. ეს ნაკრები ვერსად ვერ გავა მარტო შენგელიათი და ამიტომ მათ საერთოდ არ მოუწევთ ნაკრებში თამაში. ერთი კარგი ლეგიონერი ხომ ვერ იპოვეს ამ ნაკრებში.
ირაკლი
დედა, რა იყო ეს ჰაა???
ბაბაიაგა
მსოფლიოს 58-ე გუნდთან წაგება? ალიურა ბითაძე და ის წვერებიანი რატო არ თამაშობენ ბნა-ში სკამებს რო ხეხავენ
odala s
ახალ თაობასთან შედარებით ნამდვილად არის,არც ერათი ახალგაზრდა კალათბურთელი არ თამაშობს უცხოეთში,რისი იმედი გაქვთ??
rigiti
ეს მწვრთნელიღა გვაკლდა რაა, როგორ დროულ წუთშესვენებები აიღო, ღიპზე ეტყობა ნამდვილი პროფია!!! ვითომ ჩვენი არ გვყოფნიდა.... ეეეჰ
Bs
მოიცა რაა, აქ რომ იყო ევროპა უკეთესად ითამაშეს? მერე უკეთ ითამაშეს? საკუთარ ფარს ვაგებდით და ვაგებთ, დაკარგვები ხომ უამრავი და არაფერი არ გამოსწორდა! საბანძეთია რაა!
კახა
ასეთი სუსტი ნაკრები საქართველოს ჯერ არ ჰყოლია. კრიტიკას ვერ უძლებს შერმადინისა და ჯინჭარაძის თამაში. ნატურალიზებულიც არაფრად არ ვარგა, მაგას ისევ ძველი ჯობდა. მწვრთნელმაც ვერაფერი შეცვალა. ასეთი თამაშით სერბეთტან შანსი არ გვაქვს

ღადაობთ?
დავბრუნდებით ისევ მეორე ლიგაში..საიდანაც დავიწყეთ!!! გული არ გაიტეხოთ..ნახეთ რა თაობა მოდის))
ქომაგი
მწვრთნელი იგრძენით სადმე? ცინცაძეს მაინცდამაინც პენსია უნდა დაუნიშნონ, რომ თავი დაგვანებოს? და ან ჩვენ რომ გავდივართ და ან დანია და ბოლოს შესაძლოა ერთმანეთს შორის თამაშებზე მიდგეს საქმე და თუ წაგება იყო, მინიმალურად ბმაინც უნდა წაგვეგო, ამაზე ფიქრობდა ვინმე?
odala
კომენტატორები: გიორგი ცინცაძე არის ქართული კალათბურთის ლეგენდა :))
გაგა
დამთავრდა ჩვენი ევრობასკეტი,ვერ გავალთ,ყველაფერი უკან-უკან მიდის!!!
ჯორჯო ბიძია
სერბეთს მოუგებთ ხო...მოკვდა ქართული კალათბურთი, როგორც ფეხბურთი, ნუ იქნებით ილუზიებში..ლუქსემბურგიც ასევე ჩაგვახედებს გუბეში, კვარაც ჩვენთან იქნება ტრიბუნებზე!!!
მეზღვაური
და ჩვენ გვაქვს ოლიმპიადაზე თამაშის ამბიცია?
kesha
სირცხვილია ეს რა ნაკრები გვყავს, ესეთი სუსტი ნაკრები გვყავდა როდესმე?გახსოვთ ვინმეს? შენგელია შერმადინი ძმურად დაუთმეთ სხვება ადგილი რა.
თემო
შეგაზიზღებენ ყველაფერს
გელა
ვაი თქვენ პატრონს.ორღობის გუნდი
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
"ჩვენ დავბრუნდებით" - ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
რა მატჩი, რა ემოციები - საქართველოს ნაკრებმა დანია დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე! [VIDEO]
ჩამოვა შილდსი თბილისში? დანიის ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი 13-კაციან შემადგენლობაშია
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნული ნაკრების გენერალური შეკრება 18 თებერვლიდან 15 კალათბურთელით იწყება
საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა - დანიამ ჯერ შილდსის გარეშე
ფინალის ტოლფასი მატჩი - ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა